123ru.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 01.07.2019

ქაბულში ექვსი ადამიანი მოკლეს, ასზე მეტი დაშავდა თალიბანის თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

პირველ ივლისს სულ მცირე, ექვს პირი, მათ შორის ოთხი სამოქალაქო და ორი სამხედრო, დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა. დაჯგუფების წარმომადგენლებმა ორი დღით ადრე ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართეს აშშ-ის დელეგაციასთან, ავღანეთში მიმდინარე 18 წლიანი ომის დასრულების გარშემო.  ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 113-ია, მათ შორის არის ათეულობით ბავშვი მახლობელი სკოლებიდან... Читать дальше...

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა 

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის კინოაკადემიამ 59 ქვეყნიდან 842 ახალი წევრი მიიწვია და მათ შორისაა კონოფილმ “ნამეს” ოპერატორი, გიორგი შველიძე.  გიორგი შველიძესთან ერთად აკადემიის ახალ წევრებად დაასახელეს   ადელი, უინსტონ დიუკი, ელიზაბეტ მოსი, ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომას ჰოლანდი.  შველიძე არ არის ამერიკის პირველი ქართველი კინოაკადემიკოსი; აქამდე კინოაკადემიის წევრებად დასახელებული იყვნენ რეჟისორები ნანა ჯორჯაძე (2017 წელს) და ზაზა ურუშაძე (2015 წელს).  გიორგი შველიძემ 2019 წლის თებერვალში  ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი პრიზიც მიიღო.

საქართველო - რუსეთის პროპაგანდის სამიზნედ

Radiotavisupleba.ge 

20 ივნისის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენამ საზოგადოების მძლავრი პროტესტი გამოიწვია, მართლმადიდებლური პარლამენტთაშორისო ანსამბლეა ჩაიშალა და რუს პოლიტიკოსს სასტუმროს დატოვება საპროტესტო აქციის ფონზე, დაცვის კორდონის თანხლებით მოუწია, რუსული პროპაგანდის მანქანა საქართველოს მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდა, გაიხსენა მითები, რომელსაც პერიოდულად ავრცელებს ხოლმე და შექმნა ახალი ნარატივები.  ამბებში, რომლებსაც რუსული მედია 20 ივნისის შემდეგ საქართველოზე ქმნიდა... Читать дальше...



საქართველო - რუსეთის პროპაგანდის სამიზნე

Radiotavisupleba.ge 

20 ივნისის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენამ საზოგადოების მძლავრი პროტესტი გამოიწვია, ხოლო თავად პოლიტიკოსს სასტუმროს დატოვება აქციის ფონზე, დაცვის თანხლებით მოუწია, რუსული პროპაგანდის მანქანა თავიდან გააქტიურდა - გაიხსენა ძველი მითები და შექმნა ახალი ნარატივები საქართველოს შესახებ.  წამყვანი მიმართულება რუსი ტურისტების ისტორიებია, რომლებიც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსების მიერ აქ დახარჯული ფული... Читать дальше...

აქციის მე-12  დღე დასრულდა - ორგანიზატორთა თქმით, ამ დღეს სამსახური 2-მა ადამიანმა დაკარგა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე კი ორგანიზატორებმა  მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სამოქალაქო  აქტივობის გამო კიდევ ერთმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე   მყოფმა თეიმურაზ ჯიმშელეიშვილმა განაცხადა, რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.   როგორც აქციაზე  ითქვა, თეიმურაზ ჯიმშელეიშვილი მეეზოვეა. თეიმურაზ ჯიმშელეიშვილის გარდა, უფრო ადრე აქციაზე... Читать дальше...

შსს გავრცელებულ კადრებზე: პოლიციელი მოქალაქეს არ აგდებს, ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ სამართალდამცავი მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან კი არ აგდებს, არამედ გადასცემს ქვემოთ მდგომ პოლიციელებს: „კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე... Читать дальше...

ჰონგ-კონგის პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე კონტროლი აღადგინა

Radiotavisupleba.ge 

პოლიციის საგანგებო შენაერთის დიდი რაოდენობით თანამშრომელი მიიყვანეს ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის, ჰონ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს შენობასთან, სადაც ათეულობით დემონსტრანტმა მოახერხა შეჭრა ჩინეთისთვის 1997 წელს ბრიტანეთის ამ კოლონიის დაბრუნების წლისთავის დღეს. ​ პოლიციის მიერ შიგნით მყოფთაგან შენობის გაწმენდა რამდენიმე წუთში მოხდა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. უფრო ადრე ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ მიმართა შენობაში მყოფთ, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ იქ, დაეტოვებინათ იქაურობა. Читать дальше...

რა გავიგეთ საარჩევნო რეფორმის პრეზენტაციიდან

Radiotavisupleba.ge 

რას ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს, სულ მცირე, ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, ანუ საერთო ხმების 0,67%-ს, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში. რამდენი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო საარჩევნო სისტემის ცვლილების მისაღებად ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში. შესაბამისად, კანონპროექტის მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა ¾-ის, ანუ 113 დეპუტატის, მხარდაჭერა. Читать дальше...



"სირცხვილია" ... "გახარია გადაჯექი" -  ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 1 ივლისს  ბათუმელმა აქტივისტებმა რიგით მეხუთე აქციით  სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში რუსთაველის გამზირზე  მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან  გადადგომაა. ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები სოც ქსელში გაერთიანდნენ. აქვე მოიფიქრეს სლოგანი - „ცხრას პლიუს შვიდი სისხლიანი წელი“.  როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა  ირაკლი ბაკურიძემ განაცხადა, ძალადობა არავის ავიწყდება: "გვქონდა ძალადობის 9 წელი და როცა გვეგონა, რომ ძალადობა დასრულდა... Читать дальше...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წინ განახლდა  საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, აქცია  12 დღეა  გრძელდება,  სამი დღეა არ გადაკეტილა  გზის საავტომობილო მონაკვეთი.   „ქუჩის გადაკეტვა ჩვენი თვითმიზანი არ არის“,- აღნიშნა   შოთა დიღმელაშვილმა, რომელმაც აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ  პარლამენტთან დამონტაჟდა ეკრანი, რომელზეც უცხოეთიდან გამოგზავნილ ვიდეომიმართვებს,  აქამდე უცნობ  კადრებსა და სხვა მასალებს... Читать дальше...

ასეულობით დემონსტრანტი შეიჭრა ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს შენობაში

Radiotavisupleba.ge 

პოლიციის საგანგებო შენაერთის დიდი რაოდენობით თანამშრომელი მიიყვანეს ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის, ჰონ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს შენობასთან,  სადაც ათეულობით დემონსტრანტმა მოახერხა შეჭრა ჩინეთისთვის 1997 წელს ბრიტანეთის ამ კოლონიის დაბრუნების წლისთავის დღეს. ​ ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ მიმართა შენობაში მყოფთ, დატოვონ იქაურობა. მან შენობაში მყოფთ "მეამბოხეები" უწოდა.  უფრო ადრე   ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის, ჰონ-კონგის ტელევიზიით გადაცემულ კადრებზე ჩანდა დემონსტრანტები... Читать дальше...

უკრაინაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი გელა დუმბაძე თანამდებობას  ვადაზე ადრე ტოვებს. იგი ელჩის პოზიციიდან საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე გადაინაცვლებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, სამსახურში ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება როტაციის პრინციპით ხორციელდება და ასე მოხდა გელა დუმბაძის შემთხვევაშიც: „სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში - საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე და მას ჩაბარდება ის სფერო, რომელშიც აქვს საქმიანობის დიდი გამოცდილება. Читать дальше...

ქეთევან ციხელაშვილი: აბიტურიენტთა ნაწილმა ენგურის ხიდზე გადმოსვლა შეძლო  

Radiotavisupleba.ge 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ  აბიტურიენტების ნაწილი, რომელსაც  ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლეოდა, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა: „მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა. ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო. სხვადასხვა არხის გამოყენებით ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას. Читать дальше...

გაყინული ყვავილების მდელო ყაზბეგში

Radiotavisupleba.ge 

1 ივლისს ყაზბეგში, მყინვარისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ეკო სასტუმრო ალტიჰატთან ფოტოგრაფმა გიორგი არჩუაშვილმა გადაიღო გაყინული ყვავილების მდელო.  სასტუმრო ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მდებარეობს. 30 ივნისსა და 1 ივლისს ამინდის გაუარესება საქართველოს არაერთ რეგიონში დაფიქსირდა.

ყაზახეთში ნავთობის ჭაბურღილზე მომუშავე ასობით უცხოელი მუშა იქნა ევაკუირებული ჩხუბის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის დასავლეთში, ნავთობის და გაზის პროექტში ჩაბმული ასობით უცხოელი - იორდანიელი და ლიბანელი მუშა იქნა ევაკუირებული ადგილობრივ და უცხოელ თანამშრომლებს შორის დაწყებული ჩხუბის შემდეგ. „მადლობა ღმერთს ყველა კარგად არის. ისინი არიან სასტუმროში, რომელსაც უშიშროების სამსახური იცავს. ყაზახეთის მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ ყველა ზომას მიმართა, რათა ვითარება დაწყნარებულიყო," -  დაწერა ტვიტერით იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ. თერგიზის ნავთობის საბადოზე მომუშავე 107 იორდანელიდან ხუთი მსუბუქად დაშავდა... Читать дальше...

ზაზა გაბუნია თემქაზე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა 

Marshalpress.ge (მარშალ) 

ზაზა გაბუნია თემქაზე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თემქაზე 142 სკოლას ესტუმრა, სადაც სკოლის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო და გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.  “მე მინდა მივესალმო ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, საოცრად ნიჭიერებს და ლაღებს. მე ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშანავად აჩვენეთ არამხოლოდ ლიტერატურის ცოდნა, არამედ ისიც თუ რა არის […]

Читать дальше...

უკრაინაში სეპარატისტები სამედიცინო დახმარების მანქანას დასხნენ თავს და ერთი ჯარისკაცი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა იტყობინება, რომ მისი ერთი ჯარისკაცი მოკლეს, როცა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა თავდასხმა მოაწყვეს სამხედრო-სამედიცინო დახმარების მანქანაზე. ინციდენტისას, რომელიც მოხდა დონეცკის რეგიონში, დაშავდა ერთი სხვა ჯარიკაცი და სამხედრო ექიმი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვით. სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სამედიცინო სამსახურის ავტომანქანებზე და პერსონალზე თავდასხმა იკრძალება საერთაშორისო შეთანხმებებით. დონეცკელმა სეპარატისტებმა განაცხადეს... Читать дальше...

ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება და ადეკვატური პასუხი ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაზე – „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა განიხილა

News.ge 

ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება და ადეკვატური პასუხი ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაზე – „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნება მაქსიმალურად იქნება ასახული. „ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება და ადეკვატური პასუხი ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაზე. სატელიტ პარტიებს, ფიქტიურ ბლოკებს და იმ ერთგვარ მონოპოლიზაციას, რაც იყო ოპოზიციის სპექტრშიც, სწორედ აუქმებს პროპორციული ...


Музыкальные новости
Тимати

Валентина Иванова кардинально сменила образ и стала похожа на одну из бывших девушек Тимати: видео





Персональные новости
Росгвардия

Росгвардия приняла участия в мероприятиях к Национальному дню донора крови в регионах Центральной России





ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლების მხარესაც ვიდექი და ბარიკადებზეც - ორივე მწარე იყო

Radiotavisupleba.ge 

„ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ორივე მხარეს ვყოფილვარ. რევოლუციურ სიტუაციაში ოპოზიციის ბარიკადების მხარესაც ვიდექი და ხელისუფლების მხარესაც. მერწმუნეთ, ორივე მწარე გამოცდილება იყო“,  - განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაციაზე. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი რევოლუციური გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად სწორ და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. „დიდი იმედი მაქვს... Читать дальше...

ახალგაზრდების ორი გზა - წერილი ივანიშვილს და პროტესტი რუსთაველზე

Radiotavisupleba.ge 

„გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა იმ ადამიანისთვის, რომელიც მმართველი გუნდის პირველი პირია, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა და საკმაოდ დიდი როლი აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“.

უსუფაშვილი: გავიღიმოთ, გასვენება არ არის, პროპორციული არჩევნების ძეობაა

Radiotavisupleba.ge 

გავიღიმოთ, პროპორციული არჩევნების ძეობაა და არა გასვენება - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა 1 ივლისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრეზენტაციაზე, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად წარმოადგინა ინიციატივა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. მისი თქმით, აუცილებელია შეთანხმება, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მუშაობის პროცესს ხელს ვერაფერი და ვერავინ შეუშლის, ქვეყანაში არსებული არაერთი არსებული თუ მოსალოდნელი პრობლემის გათვალისწინებით. Читать дальше...

მნიშვნელოვან დეტალებზე არის მსჯელობა საჭირო – ელისაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მიესალმება და გახარიას გადადგომას ითხოვს

News.ge 

მნიშვნელოვან დეტალებზე არის მსჯელობა საჭირო – ეს განცხადება საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა “კურიერთან” საუბროსას გააკეთა. “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ამბობს, რომ მზად არის ჩაერთოს ყველა ფორმატში, რომელსაც მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის მიმართულებით გამართავს. ელისაშვილი მიესალმება 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ის დღეს „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საარჩევნოს სისტემის პრეზენტაციაზეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, იგი ასევე უერთდება პარლამენტის ...

კრემლი რუს არტისტებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხო არაა

Radiotavisupleba.ge 

კრემლი რუს არტისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლასა და წარმოდგენების გამართვას აპირებენ, მოუწოდებს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქრონ. კრემლში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კვლავ იგრძნობა “რუსოფობიური განწყობები“.  “უბრალოდ, ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ჩვენ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ არ მოგვისმენია იმ ახალგაზრდების გაკიცხვა, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმა სცადეს“, ... Читать дальше...

დმიტრი პესკოვი მზადაა აუხსნას ნინო ქათამაძეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გართულების მიზეზები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანი, დმიტრი პესკოვი აღიარებს ნინო ქათამაძის, როგორც მუსიკოსის ტალანტს, მაგრამ თვლის, რომ მან შესაძლოა ბევრი რამ არ იცოდეს პოლიტიკის შესახებ.  "თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ სულ მზად ვართ გავცეთ მას პასუხები" - ამბობს კრემლის წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ რუსებს უყვართ ქართველი ხალხი და მათ დიდ პატივს სცემენ. უყვართ ქართული კულტურა და მათი წარმადგენლები.  ნინო ქათამაძემ 30 ივნისს დაწერა, რომ პუტინი მტერია, ის რუსეთში აღარ იმღერებს და შეუერთდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Cуперфинал Кубка России планируют провести в «Лужниках», сообщил источник


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Вторая ракетка Казахстана опустилась в чемпионской гонке WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперты рассказали, как вести себя при встрече с летучей мышью





Путин в России и мире
Москва

Президент Азербайджана Ильхам Алиев прибыл в Москву по приглашению Путина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Губернатор Поморья встретился с президентом Беларуси Александром Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: "формулой Зеленского" США отвлекали внимание от нового транша Киеву


Навальный в России и мире
Москва

Мосгорсуд оставил в СИЗО журналистку Фаворскую, обвиняемую в экстремизме за репортажи о Навальном



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Посмотрите на этих губастых»: Розенбаум разгромил любителей пластики



Москва

Северная Корея провела первые учения по нанесению условного ядерного контрудара

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net