123ru.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 11.07.2019

რუსული ფული “რუსთავი2”-ის დაფინანსებისთვის – თინა კანდელაკი (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ტელეკომპანია “რუსთავი2″ პირდაპირი ფინანსდება რუსეთიდან, რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენისგან, კობა ნაყოფიასგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის საფულე” – ეს განცხადება რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, ტელეარხ “რასია 1”-ის ეთერში სტუმრობისას გააკეთა.  

Читать дальше...

თინა ხიდაშელი: ეს ოპერაცია ვერც ერთი პარამეტრით ვერ ეტევა მოგერიების ფარგლებში

Radiotavisupleba.ge 

11 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია "TV პირველის" გადაცემაში "რეაქცია". მინისტრი პასუხობდა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დაშლას.  რა შეკითხვებზე მიიღო პასუხი საზოგადოებამ შინაგან საქმეთა მინიტრისგან და რა დარჩა უპასუხოდ? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ თინა ხიდაშელს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს. თინა ხიდაშელის აზრით, არსებობს, რამდენიმე საკითხი, რაზეც მინისტრმა არ ილაპარაკა... Читать дальше...

ოპოზიციონერი ლიდერები შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. უწყების ინფორმაციით,  ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.  საქმე ეხება 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. სსკ-ის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე 12 ივლისს, 12:00 საათზე არიან დაბარებულები.



„მშიშარა, მშიშარა“ - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ TV პირველი შეძახილების ფონზე დატოვა

Radiotavisupleba.ge 

„მშიშარა, მშიშარა“ - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ TV პირველის შენობა შეძახილებისა და საყვირების ფონზე დატოვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას ორი საათის განმავლობაში, ტელევიზიის შენობასთან ელოდნენ: „აქამდე ჩვენ გვყავდა მონადირე მინისტრი. აქამდე ჩვენ გვყავდა უპასუხისმგებლო მინისტრი. უთავმოყვარეო მინისტრი. ახლა ამ ყველაფერს დაემატა მშიშარა მინისტრი. დღეიდან, საქართველოს შს სამინისტროში მუშაობს მხდალი მინისტრი. ის გაიპარება ყველა იმ ადგილიდან, სადაც იდგებიან საქართველოს მოქალაქეები“. Читать дальше...

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილი ჩემს პოზიციას გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულში - არა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მიტინგის დაშლის შემდეგ მას მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი პოლიციის მიერ ძალის გამოყენების თაობაზე. „მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. [ამ პოზიციას] იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ ნაწილში - არ იზიარებს. თუმცა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ძრითადი პასუხისმგებლობა გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ სპეცოპერაციის ღამეს ივანიშვილისათვის არ იყო ცნობილი მის მიერ გაცემული ბრძანებების შესახებ.

აკაკი ბობოხიძე TV პირველის შენობასთან მივიდა და ტელევიზიაში შესვლას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ტელეკომპანია TV პირველის შენობასთან მივიდა და ტელევიზიაში შესვლას ითხოვს. მას სამართალდამცავები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. დეპუტატის თქმით, მან პასუხი უნდა მოსთხოვოს შს მინისტრს იმ ტყუილებისთვის, რასაც გიორგი გახარია ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ამბობს: „თქვენი მინისტრი ზის და უტიფრად იტყუება. მე მინდა შევიდე და მინდა შემომხედოს თვალებში გახარიამ და თქვას, რომ არ ულაპარაკია მას ჩემთან მოლაპარაკების თაობაზე. Читать дальше...

გიორგი გახარია: პირადად გპირდებით, რომ ბოლომდე გამოვიძიებთ პარლამენტზე შტურმს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს და მისი თქმით „შტურმს“ ბოლომდე გამოიძიებენ. „პირადად გპირდებით, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, რა თქმა უნდა ამას მივიყვანთ ბოლომდე“ - უთხრა გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. გახარიას ვერსიით, იმ დროს, როცა იმ ღამით პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციის ერთი ნაწილი მთავრობასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას განიხილავდა, მეორე ნაწილი პარლამენტზე შტურმს ელოდებოდა. Читать дальше...

გიორგი გახარია: 26 მაისი იყო სადამსჯელო ღონისძიება, 20 ივნისი მოგერიება

Radiotavisupleba.ge 

შსს მინისტრი, გიორგი გახარია, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუს დროს ამბობს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება აქციების დაშლას შორის 2011 წლის 26 მაისს და წელს, 20 ივნისის ღამეს. გახარიას შეფასებით, პირველი იყო „სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, ევაკუაციის გზები იყო გადაკეტილი“, ხოლო 20 ივნისის ოპერაცია იყო „მოგერიება“ შტურმისა პოლიციელებზე და პარლამენტის შენობაზე. „ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და პროპორციული, თუმცა იყო კონკრეტული შემთხვევები ძალის გადამეტების“ - ამბობს გახარია. Читать дальше...



„ტყუილი“ - აქციის მონაწილეები გახარიას ინტერვიუს დიდ ეკრანზე უყურებენ

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები დიდ ეკრანზე ადევნებენ თვალს გიორგი გახარიას ინტერვიუს, რომელიც ამ წუთებში გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს. აქციის მონაწილეები შს მინსიტრის პასუხების პარალელურად კომენტარებს აკეთებენ და დისტანციურად მიანიშნებენ მათი სიტყვებით, იმ ტყუილებზე, რომელსაც გიორგი გახარია ინტერვიუს მიცემისას ამბობს. „ეს ტყვიები არის კანონით განსაზღვრული და არალეტალური“ - პასუხობს გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას შეკითხვას, თუ რატომ გამოიყენეს ტყვიები... Читать дальше...

გახარია: ვეძებდით მიზეზს, რომ არ შემოგვეშვა გავრილოვი

Radiotavisupleba.ge 

შსს მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში რუსეთის პარლამენტის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის თაობაზე აცხადებს, რომ მისი უწყება ცდილობდა ის ქვეყანაში არ შემოეშვა. "სამწუხაროდ, გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის კანონი, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით, რომ არ შემოგვეშვა გავრილოვი" - უთხრა გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას.  გახარიამ შეცდომას უწოდებს გავრილოვის ვიზიტს, თუმცა დასძენს, რომ ეს შეცდომა მთავრობამ და პარლამენტმა იმავე დღეს, 6 საათზე გამოასწორა, "ღონისძიება იყო შეწყვეტილი... Читать дальше...

გახარია ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს ბრძანებებს ის გასცემდა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ტელეკომპანია პირველის ეთერში აცხადებს, რომ ის გასცემდა ბრძანებებს 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს. ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვას, მას ეკუთვნოდა თუ არა ყველა გამოყენებული საშუალების, მათ შორის რეზინის ტყვიების ჩართვის ბრძანება, გახარიამ დადებითად უპასუხა. მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ აქცია გარკვეული ეტაპის შემდეგ აღარ იყო მშვიდობიანი და დაიწყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. „გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები... Читать дальше...

გახარია: მელიას მიერ გავრცელებული კადრები არის „სრული ფარსი“

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „სრული ფარსი“ უწოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ კადრებს, რომელშიც თითქოს ჩანს, რომ 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის წინ აქციის დაშლა დაიწყო იმ დროს, როცა ოპოზიციის ლიდერები მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მიზნით შესვლაზე მსჯელობდნენ. ოპოზიცია ამ კადრებს მიიჩნევს მთავრობის ვერსიის გაბათილებად - რომ თითქოს ძალის გამოყენება იმიტომ გახდა საჭირო, რომ პარლამენტის შენობაზე შტურმი მიმდინარეობდა ოპოზიციის მომხრეების მხრიდან. Читать дальше...

დღე 22 - აქცია საქართველოს ისტორიას იცავს

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, აქციების 22-ე დღეს საქართველოს ისტორიას დაიცავენ. ისინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „ისტორიის გაკვეთილებს“ გააპროტესტებენ: „იმ დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინი ისტორიის გადაწერას ცდილობს, ხოლო მთავრობა მის მიერ მოთხრობილ ფაქტობრივ ტყუილებს, ფაქტების ინტერპრეტაციასა და სუბიექტურ შეფასებას უწოდებს, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება თავს ვალდებულად ვთვლით, მოვყვეთ სიმართლე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. დღეს საქართველოს მოქალაქეები... Читать дальше...

ევროპელები პუტინის რუსეთს - ბათუმიდან

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა არაერთი მწვავე მესიჯი გაუგზავნეს მოსკოვს - საქართველოს კი მხარდაჭერა აღუთქვეს ევროპულ გზაზე და ოკუპანტი, აგრესიული მეზობლის მიერ შექმნილი პრობლემების დაძლევაში.

პუტინის „ნაციონალისტური ინტერნაციონალის“ მორიგი კრახი

Radiotavisupleba.ge 

საბჭოთა ეპოქაში ბოლშევიკები კომუნისტური ინტერნაციონალის საშუალებით ცდილობდნენ ევროპული დემოკრატიებისთვის ძირის გამოთხრას. დღეს კრემლი ცდილობს, „ნაციონალისტური ინტერნაციონალის“ საშუალებით ებრძოლოს ევროკავშირს.

„გახარია წადი“ - შს მინისტრს TV პირველის სტუდიასთან აქციის მონაწილეები შეძახილებით ხვდებიან

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის სტუდიასთან შეიკრიბნენ, სადაც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს უნდა უპასუხოს. აქციის მონაწილეებმა ცალი თვალი აიკრეს და საყვირებითა და შეძახილებით - „გახარია, წადი!“, შს მინისტრის მისვლას ელოდებიან. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ შეუშლიან ხელს გიორგი გახარიას სტუდიაში შესვლას: „უბრალოდ, კიდევ ერთხელ, ხმაურით გავაგებინებთ რომ ის უნდა წავიდეს. ის აღარ იქნება ჩვენი შს მინისტრი და ამას მოვახერხებთ ისე, რომ არცერთ კანონს არ დავარღვევთ“... Читать дальше...

„самокат“-ის გაქირავება - გადახდა მხოლოდ რუბლებში

Radiotavisupleba.ge 

​რუსთაველის გამზირზე და პეკინის ქუჩაზე  თვითგორიები (самокат) გამოჩნდა, რომელთა ქირაობაც მხოლოდ რუსული რუბლით შეიძლება. თვითგორიას დასაქირავებლად საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა, მენიუს გახსნა, რომელიც მხოლოდ რუსულადაა ხელმისაწვდომი, რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემების გამოყენებაზე თანხმობა და რუბლში ანგარიშსწორება.  თბილისელებმა, რუსულენოვანი აპლიკაციისა და რუბლით გადახდის სისტემის გამო უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გამოხატეს.  To Go რუსული კომპანიაა, რომელმაც მოწყობილობაზე GPS სისტემა დააყენა... Читать дальше...

რუსთავი 2-ის გარდა, 18 ივლისს ECHR საქართველოდან კიდევ ორ საქმეზე გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების გამოცხადების განრიგის შესახებ აქვეყნებს პრესრელიზს, რომელშიც იუწყება, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებებიდან სამი შეეხება საქართველოდან საქმეებს - „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“. პრესრელიზში მოკლედ მიმოხილულია სამივე საქმე. რუსთავი 2-ის საქმის მიმოხილვა იხილეთ აქ. საქმეში „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი არის საქართველოს სოფელ რთველში მცხოვრები... Читать дальше...

argadadge.ge - ახალშექმნილ საიტზე გულშემატკივრები გახარიას სთხოვენ არ გადადგეს

Radiotavisupleba.ge 

argadadge.ge - ამ საიტზე გულშემატკივრები შს მინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებენ არ გადადგეს: „მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას“. პეტიციას 5978 მომხმარებელი აწერს ხელს. პეტიციაზე ხელმოწერა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუკის ანგარიშითაა შესაძლებელი. ხმის მისაცემად ერთადერთ მოქმედებას ასრულებ. ხმის უკან გამოთხოვა კი შეუძლებელია. ხელმომწერთა... Читать дальше...


Музыкальные новости
Тимати

Новый владелец «Блэк Стар Фудс» Совада подал иск против Тимати на 7 млн рублей





Персональные новости
Елена Волкова

Стали известны дата и место проведения II Международного телевизионного конкурса детской авторской песни «Наше поколение»





გადატრიალების გამოძიება - 2 ვიდეო ნიკა მელიას საქმეში

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატ ნიკა მელიას საქმეში დაცვის მხარე ახალ, მოულოდნელად აღმოჩენილ მტკიცებულებას ამატებს. ეს უწყვეტი ვიდეომასალაა, რომელიც 9 წუთი და 24 წამი გრძელდება.  მასში ჩანს, როგორ აცხადებს ოპოზიციის ლიდერი 20 ივნისის ღამეს, რომ შედის მოსალაპარაკებლად პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრთან. ის ტოვებს აქციას და რამდენიმე წუთში იწყება სავარაუდოდ ცრემლსადენი ტყვიების სროლა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ვიდეოს სახით ის უტყუარი მტკიცებულება იპოვა, რომელიც აქარწყლებს პარლამენტზე შტურმის მყისიერი საფრთხის არსებობას.  ... Читать дальше...

მიხაელ როთი: გამართლება არ აქვს ეკლესიის მხრიდან სექსუალურ უმცირესობების საჯაროდ გაკიცხვას

Radiotavisupleba.ge 

"ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ეკლესიებისთვის, რომ გააძლიერონ საზოგადოებები, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემასა და ტოლერანტობას უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების მიმართ", - მიხაელ როთი, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში.

ECHR ადასტურებს, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებს შორის იქნება "რუსთავი 2"-ის საქმეც

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო (ECHR)  გადაწყვეტილებების გამოცხადების განრიგის შესახებ აქვეყნებს პრესრელიზს, რომელშიც იუწყება, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებებიდან სამი შეეხება საქართველოდან საქმეებს - „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“. პრესრელიზში მოკლედ მიმოხილულია სამივე საქმე. რუსთავი 2-ის სარჩელზე აღნიშნულია, რომ „საქმე ეხება პირველი მომჩივანის, რუსთავი 2-ის მფლობელობის საკითხს. Читать дальше...

ანტიდასავლური პროპაგანდის აქცენტები

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების სტუმარია სოფო გელავა, მკვლევარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მედიის განვითარების ფონდის პროექტში „ანტიდასავლური პროპაგანდა - 2018“. ეს კვლევა ასახავს 2018 წლის მედიამონიტორინგის შედეგებს, კერძოდ, სწავლობს ანტიდასავლურ გზავნილებს, ყალბ ინფორმაციას და მათ წყაროებს. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ სოფო გელავა გვიამბობს, რით განსხვავდება ახალი კვლევა წინა წლებში ჩატარებული კვლევებისგან, რამდენად გაიზარდა ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გავლენა და შეიმჩნევა თუ არა ცვლილებები ამ პროპაგანდის სტრატეგიასა და ტაქტიკაში. Читать дальше...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან

Radiotavisupleba.ge 

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მისი კომენტარი "ამერიკის ხმის" სპეციალურმა კორესპონდენტმა სინდი სეინმა ჩაწერა. როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „მიესალმება რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Baza: пистолет нашли в машине вице-президента федерации бокса Ингушетии


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина: знаю, что меня поддерживают в России, но болельщиков из Казахстана намного больше


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Москвичи обнаружили зайчат на природных территориях столицы





Путин в России и мире
Москва

Путин готовится начать перестройку, которая продлится два года, считает Хазин


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

Леонардо ДиКаприо может сыграть Фрэнка Синатру в новом байопике Скорсезе



Москва

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже дорогостоящих технических устройств

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net