123ru.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 14.07.2019

რატომ უნდა იყო ყოველთვის და ყველგან შორს ნაცი ველურებისგან? – რატომ დაიშალა ენმ? – გიგა ბოკერიას ანალიზი

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ტაბულას ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გიგა ბოკერიას შეხედულებებზე წერს   აი აქ კომენტარებში შეიხედეთ და ეგრევე მიხვდებით: 1. რატომ დაიშალა ენმ 2. რატომ ღმუის საპროტესტო აქცია ენმ-ის წევრთა მიმართვებზე და სააკაშვილის ხსენებაზე 3. რატომ უნდა იყო ყოველთვის და ყველგან შორს ნაცი ველურებისგან 4. რატომ მივიჩნევ დოყლაპია იდიოტად ყველას, ვისაც ნაცებთან რამეზე შეთანხმების იმედი […]

Читать дальше...

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი პირველ არხს გადაბუგვით ემუქრება – ჟურნალისტის პასუხი მუქარაზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი იმედა დარსალია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ფარნაოზ ჭკადუას შესახებ სოციალურ ქსელში წერს: “ვინმე ფარნაოზ ჭკადუას ს ვერ ვთაგავ და დამითაგეთ . ამ კომენტარზე მაინტერესებს პირველი არხი უნდა ამობუგოს და როდის მოვა , ეს მოდას აყოლილი ყ……ი როდის უნდა მოიშალოთ. შე მართლა ნაცქოც …..აღარ დავასრულებ. პატრონი არ ყავს ქვეყანას თორემ გახეხავდა ახლა ერთ ადგილს ამ მუქარისთვის. […]

Читать дальше...

გრიგორი ჟიგალოვი: ევროკავშირი არ რეაგირებს პროტესტებზე ცალკეულ ქვეყანაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოკუპაცია სიახლე არ არის, ის მრავალი წელია გრძელდება საქართველოში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირი და ნატო ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეიძლება თუ არა საქართველოში მიმდინარე აქციებმა, რომლებიც მიმართულია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ბრიუსელისგან? ჩვენს შეკითხვებს ბრიუსელიდან უპასუხებს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი, გრიგორი ჟიგალოვი.



ჰრაირ თამრაზიანი: სომხეთი გადაიქცა რუსი ტურისტებისათვის სატრანზიტო გზად საქართველოსკენ

Radiotavisupleba.ge 

გასულ წელს სომხეთში ხანგრძლივი საპროტესტო აქციების, როგორც იქ უწოდეს, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. როგორ აფასებენ მეზობელ საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღას სომხეთში? ჩვენს შეკითხვებს ერევნიდან უპასუხებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი.

მოწოდება თავშეკავებისკენ

Radiotavisupleba.ge 

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მომხდარმა ძალადობამ კიდევ ერთხელ დაანახვა საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა მყიფეა პოლიტიკური სტაბილურობა სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში, რომელმაც დამოუკიდებლობის შემდეგ რამდენჯერმე გადაიტანა სამოქალაქო დაპირისპირება, ეთნიკური კონფლიქტები და სულ ბოლოს ხუთდღიანი ომი მეზობელ რუსეთთან. როგორი საერთაშორისო გამოხმაურება ახლავს თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რუსეთსა და ევროკავშირში, გაერთიანებაში... Читать дальше...

რუსეთის პოლიციამ დააკავა მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პოლიციამ დააკავა დემონსტრანტები, რომლებსაც თავი მოეყარათ ქალაქის საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინასთან, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კანდიდატებმა მჯდომარე საპროტესტო აქცია მოიწვიეს, ქალაქის საბჭოს არჩევნებიდან მათი გამოთიშვის გამო.  პოლიციამ შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა ოპოზიციონერი კანდიდატი, ილია იაშინი. კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, ლიუბოვ სობოლმა, მოსკოვის მცხოვრებთ მოუწოდა საარჩევნო კომისიასთან აქციები გამართონ მანამ, სანამ მოსკოვის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ვალენტინ გორბუნოვი... Читать дальше...

შოთა დიღმელაშვილი: აქციები გადაიზრდება ფორმატში "გაატარე ზაფხული რუსთაველზე"

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე გრძელდება აქცია სახელწოდებით "სირცხვილია". 25-ე დღეს აქციაზე გაიმართა ფლი მარკეტი, მცირე ბაზრობა.  აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მალე არ შესრულდება მათი მოთხოვნა, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ აქციები გაგრძელდება სხვადასხვა, მათ შორის კულტურული ღონისძიებების ფორმით. მისი თქმით, აქცია გადაიზრდება ფორმატში "გაატარე ზაფხული რუსთაველზე".  რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით... Читать дальше...

აქციების 25-ე დღეს პარლამენტთან ფლი მარკეტი იმართება

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 25-ე დღეს, პარლამენტის წინ ფლი მარკეტი იმართება ფლი მარკეტი, მცირე ბაზრობა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციაზე წარმოდგენილია 30-მდე სტარტაპერი კომპანია. გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 20%-ს ისინი ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა ფლი მარკეტის დაწყებამდე უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციების ორგანიზება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მათ ყოველდღიურად... Читать дальше...



თბილისში დაიწყო აქცია "დიღმის ტყე-პარკისთვის"

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, დიღმის ტყე-პარკში დაიწყო აქცია სახელით „დიღმის ტყე-პარკისთვის“. სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და რიგითი მოქალაქეები ტყე-პარკში იკრიბებიან იქ დაგეგმილი მშენებლობის გასაპროტესტებლად.   საპროტესტო აქციის გარდა,  დიღმის ტყეში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. იქნება მუსიკა ცოცხალი შესრულებით, საბავშვო აქტივობები და სხვა. რამდენიმე აქტივისტმა წუხანდელი ღამე, დიღმის ტყეში გაშლილ კარვებში გაატარა. 2019 წლის 15 მარტს საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში... Читать дальше...

ბრიტანეთის ელჩის გაჟონილი ტექსტი: ტრამპმა ირანის ხელშეკრულებაზე უარი ობამას თანხმობის გამო თქვა

Radiotavisupleba.ge 

გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ბრიტანეთის ვაშინგტონში ახლა უკვე ყოფილი ელჩის, კიმ დეროკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას გამოეთიშა იმიტომ, რომ ის მის წინამორბედს, ბარაკ ობამას უკავშირდებოდა.  "ადმინისტრაცია დიპლომატიური ვანდალიზმის აქტის განხორციელებას შეუდგა, როგორც ჩანს იდეოლოგიური და პირადი მიზეზებით - ეს ობამას შეთანხმება იყო" - წერს დეროკი დიპლომატიურ შეტყობინებაში 2018 წლის მაისში, იმ მასალის თანახმად, რომლებიც 14 ივლისს გავრცელდა. Читать дальше...

მოსკოვში გაიმართა აქცია, ქალაქის საბჭოს საარჩევნო სიაში ოპოზიციის ჩართვის მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის ცენტრში 1000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომლის მოთხოვნა იყო ოპოზიციონერი კანდიდატების ჩართვა 8 სექტემბრისთვის დანიშნული ქალაქის საბჭოს არჩევნების სიაში.  აქცია გაიმართა როგორც შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს შორის, მას შემდეგ, რაც საქალაქო საარჩევნო კომისიამ უარყო რამდენიმე კანდიდატის მხარდამჭერი ხელმოწერები. მოსკოვის მერიამ აქციას "უკანონო" უწოდა და მისი გადადება მოითხოვა.  დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "პუტინი ქურდია", "პუტინ, გადადექი", "ჩვენ ვართ ხელისუფლება".

მელია: მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში,  სრულად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც

Radiotavisupleba.ge 

„მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში,  სრულად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც“, - ასე ეხმაურება ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ წევრების, ოთარ კახიძისა და გიგა ბოკერიას კრიტიკას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ნიკა მელია ამბობს, რომ „მათი  განცხადებები ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის“. ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება: „ფრთხილად უნდა ვიყოთ... Читать дальше...

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ბოდიშს უხდის ინგა გრიგოლიას, „ოცნებას“ და ცოლს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ინგა გრიგოლიასთან ერთად ბოდიშს უხდის მმართველ პარტიას და მეუღლეს: „ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, ალბათ აკვირდებით ჩემს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს , უამრავი თქვენგანი პირადად მეხმიანება, ზოგიც საჯაროდ ცდილობს ჩემს დაცვას, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათობენ, დაობენ... მაშინ როცა ისედაც უამრავი პრობლემაა ჩვენს გარშემო , დაპირისპირების დამატებითი საფუძველი ნამდვილად აღარ გვჭირდება. Читать дальше...

მაქარაშვილს და კომპანიას ამასობაში ბიზნესი წამოუწყიათ რუსთაველის პროსპექტზე – ბონდო მძინარაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “მაქარაშვილს და კომპანიას ამასობაში ბიზნესი წამოუწყიათ – რუსთაველის პროსპექტზე აქციის სიმბოლიკას და ატრიბუტიკას გაყიდიან.  მცირე მეწარმეები პროდუქციას გამოიტანენ და თანხის ნაწილი აქციების ჩატარებას მოხმარდებაო… ახლა საგადასახადო უნდა დაადგეს და… ციკლიდან – “მერე მოვიდნენ მეტყევეები” – წერს მძინარაშვილი.

Читать дальше...

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოავარიისას დაშავებული 5 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, მცირეწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. რაც შეეხება დაღუპული ბიჭის დას, 6 წლის გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ზაალ მიქელაძის განცხადებით, ცხრა დაშავებული ქობულეთის ორ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 13 ივლისს, საღამოს... Читать дальше...

რუსეთი თურქეთს მესამე დღეა აწვდის S-400 საჰაერო სისტემის ნაწილებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან ახლოს მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზას მესამე დღეა აწვდის თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის, S-400-ის კომპონენტებს.  თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ივლისს ტვიტერით დაწერა, რომ საჰაერო ბაზაზე დაეშვა რუსეთის მეხუთე და მეექვსე სატვირთო თვითმფრინავები და უახლოეს საათებში იქ კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა.  საჰაერო სისტემის ნაწილების მიღება თურქეთმა 12 ივლისს დაიწყო, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების მუქარის მიუხედავად. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ამ საჰაერო... Читать дальше...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კონფერენციაში

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს კონფერენციაში, თეირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე.  ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მუსავიმ 13 ივლისს განაცხადა, რომ ზარიფი მონაწილეობას მიიღებს გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს (UNOSOC) ყოველწლიურ სხდომაში.  გაეროს კონფერენციის შემდეგ, ზარიფი ვენესუელაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში მიუმხრობელთა მოძრაობის მოკავშირე სახელმწიფოებთან - ამბობს მუსავი. Читать дальше...

„დიღმის ტყე-პარკისთვის“ – მოქალაქეები ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობას გააპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

„დიღმის ტყე-პარკისთვის“ - აქცია ამ გზავნილით 14 ივლისს, საღამოს, დიღმის ტყე-პარკში გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და რიგითი მოქალაქეები დიღმის ტყე-პარკში შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობას. საპროტესტო აქციის გარდა, 14 ივლისს, დიღმის ტყეში გაიმათება სხვადასხვა ღონისძიება. იქნება მუსიკა ცოცხალი შესრულებით, საბავშვო აქტივობები და სხვა. რამდენიმე აქტივისტმა წუხანდელი ღამე, დიღმის ტყეში გაშლილ კარვებში გაატარა.   2019 წლის 15 მარტს საკრებულომ... Читать дальше...

მოგერინი მიესალმა ერაყის ძალისხმევას აშშ-ირანის დაძაბულობის შესამცირებლად

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური მდივანი, ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ ბლოკი სრულად უჭერს მხარს ერაყის ძალისხმევას აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის შემცირების და "ნებისმიერი არასწორი გათვლის" თავიდან არიდების მიზნით.    13 ივლისს, ბაღდადში, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამად ალ-ჰაკიმთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მოგერინიმ თქვა, ბრიუსელი აფასებს და მხარს უჭერს ერაყის პოლიტიკას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველა მის მეზობელთანო და გამოვიდა გაფრთხილებით რეგიონში "სახიფათო თავგადასავლების" შესახებ. Читать дальше...


Музыкальные новости
Тимати

Блогер Алена Водонаева заявила, что Тимати нужно похудеть





Персональные новости
Алсу

Алсу ире белән аерылышканмы?





ავღანეთში თალიბანი თავს დაესხა სასტუმროს, მოკლულია სულ მცირე ექვსი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის ექსტრემისტებმა იერიში განახორციელეს ავღანეთის ჩრდილოდასავლეთში მდებარე სასტუმროზე, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე ოთხი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი. თავდასხმა მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ჯგუფის მომლაპარაკებლები ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე შეხვდნენ აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელს.  ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ნუსრატ რაჰიმის თქმით, 13 ივლისს, დღისით, ხუთი თვითმკვლელი მოეირიშე დაესხა თავს ბადღის პროვინციის დედაქალაქ ყალაი-ნაუში მდებარე სასტუმროს. Читать дальше...

ირანის გარანტიების შემთხვევაში, ბრიტანეთი გაათავისუფლებს დაკავებულ ტანკერს

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთმა თეირანს შესთავაზა გამოსავალი კრიზისიდან, რომელიც შექმნა გიბრალტარში ირანის ნავთობის ტანკერის დაკავებამ. ბრიტანეთის განცხადებით, ის "Grace 1" სახელის მქონე ტანკერის გათავისუფლებაზე იმუშავებს, თუ თეირანი გამოვა გარანტიით, რომ ტანკერი სირიაში არ ჩავა, ევროკავშირის სანქციების დარღვევით.  ამ წინადადებით გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი, როცა ტელეფონით ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს. აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირს არ აქვს სანქციები დაწესებული ირანზე. Читать дальше...

კახიძე: პარლამენტში “მშვიდობიანად” შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?

Radiotavisupleba.ge 

ოთარ კახიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ეხმიანება მის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, რომელიც გამოიწვია ოთარ კახიძის შეფასებამ 20-21 ივნისის ღამეს, ნიკა მელიას მოწოდებებზე: „კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო“, - ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ კახიძეს მისი მისამართით “ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას. ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს... Читать дальше...

აქციების 25-ე დღეს პარლამენტის წინ ფლი მარკეტი გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 25-ე დღეს, პარლამენტის წინ ფლი მარკეტი გაიმართება. ღონისძიებაზე საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციების ორგანიზება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მათ ყოველდღიურად, საშუალოდ, 1500-2000 ლარი სჭირდებათ აქციის გასამართად. „დაახლოებით 2 დღეში ვაპირებთ... Читать дальше...

უგულავა: კინკლაობა და ხელის გაშვერა, ძალიან ცუდად გამოიყურება

Radiotavisupleba.ge 

„პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა“, - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ფეისბუკ-პაექრობას 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებსა და ამ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალეულობის საკითხს: „9... Читать дальше...

გიორგი ბარამიძე "ევროპული საქართველოსგან" განმარტებებს ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ წევრისგან ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. „ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის, რაც, ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ, რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა, როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა? რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Пункты проката спортинвентаря откроются в парках Москвы 1 мая


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Хромачёва и Бабош выиграли турнир WTA в Руане в парном разряде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Сенсорный сад с экотропами появится в Бутырском районе Москвы





Путин в России и мире
Москва

Киркоров и Пелагея спели для амурчан-бамовцев в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске открывается ВНС: что будет




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

Запрещено в служении проводившему панихиду по Навальному священнику



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Посмотрите на этих губастых»: Розенбаум разгромил любителей пластики



Москва

В Москве мигрант украл снегоуборщик с территории православного храма

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net