Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 10.01.2019

გოცირიძე: ივანიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ მოსამართლეთა სია მასთან იყო შეთანხმებული

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრი ისჯება. გოცირიძის თქმით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შინაარსი ნიშნავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია მასთან იყო შეთანხმებული. რომან გოცირიძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის გადადებით დროის გაჭიანურება მიმართულია არა სიის შესაცვლელად, არამედ იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ სია მხარდაჭერილი უნდა იყოს.  „ის, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებაა, ყველასთვის იყო ცნობილი. Читать дальше...

დავით სერგეენკო: დაავადებულთა რაოდენობა მიდის შემცირებისკენ

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 10 იანვრის მონაცემებით, H1N1 ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა შემცირებისკენ მიდის და 100 000 მოსახლეზე 256-ს შეადგენს. თუმცა, იმ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ ვირუსი, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ლუგარის ლაბორატორიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა გაზრდილია 616-დან 845-მდე. თუკი 10 იანვრის მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა 39 პაციენტი, მათი რაოდენობა დღეს 44-ია. რაც ნიშნავს იმას... Читать дальше...

მაკედონიის პარლამენტი აგრძლებს საკვანძო მნიშვნელობის დებატებს ქვეყნისთვის სახელის შეცვლის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიის პარლამენტი 10 იანვარს განაგრძობს საკვანძო მნიშვნელობის დებატებს ქვეყნისთვის სახელის შეცვლის თაობაზე, რათა ბოლო მოეღოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავას მეზობელ საბერძნეთთან და გზა ქვეყანას გაეხსნას ნატოსა და ევროკავშირში წევრობისკენ. 9 იანვარს დაწყებულ დებატებზე გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა კანონმდებლებს მოუწოდა ხმა მისცენ სახელის ცვლილებას. ზაევის გამოსვლის შემდეგ დებატები ხუთშაბათისთვის გადაიდო და, მოსალოდნელია, რომ 11 იანვრამდე გაგრძელდება, სანამ გაიმართება საბოლოო კენჭისყრა. Читать дальше...



ჭიჭინაძე: გამართლდა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ივანიშვილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი კობახიძის გუნდს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდტთა სიას. "საინტერესო ის არის, ხალხი ვის უჭერს მხარს და რამდენად ემთხვევა ეს იმ დანაპირებს, რომელიც გაიცა არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის - უთხრა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ. მისი თქმით, ივანიშვილს მურუსიძის, ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეებისთვის მხარი საპრეზიდენტო... Читать дальше...

რუსეთმა იაპონიის ელჩი გამოიძახა და ტოკიოს ბრალი დასდო დაძაბულობის ხელოვნურად გამწვავებაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა იაპონიის ელჩი გამოიძახა და ტოკიოს ბრალი დასდო დაძაბულობის ხელოვნურად გამწვავებაში პრემიერ-მინისტრ შინზო აბესა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებების წინ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 იანვარს განაცხადა, რომ იაპონიის ელჩი ტოიოჰისა კოზუკი სამინისტროში „დაპატიჟა“ ტოკიოს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო წყნარი ოკეანის სადავო კუნძულების იაპონიისთვის შესაძლო დაბრუნების შესახებ. კუნძულებს რუსეთში კურილის კუნძულებს უწოდებენ, იაპონიაში კი - ჩრდილოეთ ტერიტორიებს. კუნძულების... Читать дальше...

ქართველები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

Radiotavisupleba.ge 

ქართველები და ოსები აქ გვერდიგვერდ ცხოვრობენ. მათ მსგავსი კულტურა აქვთ. ორივე ხალხი სტუმართმოყვარეა, უყვართ ხანგრძლივი სუფრები. ახლა აქ მშვიდობაა, მაგრამ პატარა მერხზე ბავშვების სათამაშოებთან ერთად, შესაძლოა, თვალი მოჰკრათ ყუმბარებიან ჟილეტს - რუსი ჯარისკაცების საჩუქარს.

საქართველოს არმიის გენერალური შტაბი სამხედროების დათხოვას უარყოფს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბიამ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიარაღებული ძალებიდან რამდენიმე ასეული სამხედროს დათხოვნის შესახებ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალმა ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარეობს ნატოს ექსპერტების და ამერიკელი მრჩევლების ჯგუფთან შეთანხმებული ტრანსფორმაციის პროცესი და სპეცდანიშნულების ძალები უნდა განაწილდნენ ორ ადგილზე. ვლადიმერ ჩაჩიბაიას ინფორმაციით, დღეს არსებობს მხოლოდ ერთი ლოკაცია თბილისში. Читать дальше...

არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორად

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ბანკის“ ახალ გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, არჩილ გაჩეჩილაძე „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს. ის ასევე გახდება დირექტორთა საბჭოს წევრი. არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისთვის პატივია, იყოს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი: „საქართველოს ბანკი“ არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა... Читать дальше...



გრიპის სეზონი: მითები და კონსპირაციები

Radiotavisupleba.ge 

ყოველწლიურად, გრიპის სეზონის დაწყებასთან ერთად, ვაქცინაციაზე მითების ნაკადის ახალი ტალღა გორდება.. ჯანდაცვის სპეციალისტების და ექიმების სისტემატიური მოწოდებების მიუხედავად, მილიონობით ადამიანი გრიპის ვაქცინაზე უარს ამბობს. ზოგს აუტიზმის ეშინია, ზოგიც გრიპს სერიოზულ დაავადებად არ მიიჩნევს. წელს ქართულ ინტერნეტში რამდენიმე ახალი კონსპირაცული თეორიაც გამოჩნდა.

ჩავუშოღლუ: თურქეთი არ დაუშვებს აშშ-ის ჩარევას რუსეთისგან S-400-ის შეძენის გარიგებაში

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“ შეიძინოს. მაგრამ, მისი თქმით, ასეთი გარიგება შეუძლებელი იქნება, თუკი ვაშინგტონი ანკარას აიძულებს გააუქმოს შეთანხმება რუსეთისგან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენის თაობაზე. თურქეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრია, არ დაუშვებს, რომ აშშ-მა უკარნახოს მას რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის პირობები. ამასობაში... Читать дальше...

ბესელია ივანიშვილის განცხადებას ორშაბათს უპასუხებს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ საზოგადოება სიმართლეს მალე გაიგებს. “რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს... Читать дальше...

გიგი უგულავა: ივანიშვილის განცხადება სამარცხვინო ფარისევლობაა

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის თაობაზე,  „სამარცხვინოსა“ და „ჭორაობას“ უწოდებს. გიგი უგულავა განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა „ოცნების“ შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. Читать дальше...

ივანიშვილი: ბესელია წავიდა გუნდის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია რატომ დაუკავშირა 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეთა არჩევის საკითხს, რადგან ივანიშვილის თქმით, 26 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობას უკვე მიღებული ჰქონდა განხილვის გადადების გადაწყვეტილება. 10 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომის და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილი: გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

„გაუგებარი განცხადება“ - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხს: „გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული. Читать дальше...

ივანიშვილი: მოსამართლეთა არჩევის გადაწყვეტილება მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფართო მსჯელობის საფუძველზე. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. Читать дальше...

მძღოლებმა ულტიმატუმი წაუყენეს რუსთავის თვითმმართველობას

Radiotavisupleba.ge 

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები 11 იანვრიდან მგზავრობის საფასურს ძველ ოდენობამდე, 1, 5 ლარამდე, დასწევენ, თუ რუსთავის მერია დათანხმდება სპეციალური კომისია შექმნას მგზავრობის რეალური ტარიფის დასადგენად. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ დღეს რუსთავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ მძღოლები გვიან ღამით შეხვდნენ "ინტერტრანსის" ხელმძღვანელებს, რომლებთანაც ამ საკითხზე შეთანხმდნენ. "ჩვენ ვითხოვთ სპეციალური კომისიის შექმნას... Читать дальше...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან ჯერჯერობით არავინ გაუთავისუფლებიათ, თუმცა, რეორგანიზაციის შემდეგ მათი რაოდენობა უნდა განახევრდეს: „რეორგანიზაცია ახლა დაიწყო და როგორ და რანაირად წარიმართება, ამას ვერ გეტყვით. სამსახურიდან გაშვებული ან შემცირებული არავინ არ არის, გარდა იმისა, ვინც პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა ადმინისტრაცია. ყველაფერი ისე მიმდინარეობს და ისე გაგრძელდება... Читать дальше...

მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდება

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გაზრდილი რისკების ფონზე, 2019 წლისთვის 2,9%-მდე შეამცირა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 3% იყო. მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ შემცირებულია საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა და აქტივობა დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, მსოფლიოს ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებში კი შენარჩუნებულია გაზრდილი დაძაბულობა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ... Читать дальше...

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტები ვენესუელაში იმყოფებიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთს მიერ ოკუპრებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებიან კარაკასში, სადაც დღეს დაესწრებიან ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას. საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა. 2013 წელს, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტად მადურო აირჩიეს. მას ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში... Читать дальше...

გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე, კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანატოლი ლუკიანოვი. მან ეს თანამდებობა 1990 წელს დაიკავა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად მიხაილ გორბაჩოვის არჩევის შემდეგ. 1991 წელს ლუკიანოვმა მონაწილეობა მიიღო გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პოლიტიკის მოწინააღმდეგთა მიერ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის შექმნაში. ამ კომიტეტის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის, „აგვისტოს პუტჩის“ შემდეგ... Читать дальше...

აშშ-ში უშედეგოდ დასრულდა "შატდაუნის" დასრულების კიდევ ერთი მცდელობა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესში დემოკრატების ლიდერები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ფედერალური მთავრობის იძულებით შეწყვეტილი მუშაობის განახლებაზე. 9 იანვარს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტთან შეხვედრა დაწყებიდან მალევე შეწყდა. დემოკრატების ლიდერებთან შეხვედრას დროის დაკარგვა უწოდა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც შეკითხვაზე, მთავრობის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

На международной выставке-форуме "Россия" в Москве завершилась тематическая неделя спорта


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Позднякова: 9 мая в Москве еще будет кружить снег





Путин в России и мире
Москва

А броня, как у вертолета: какие автомобили предпочитает Владимир Путин


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья Шмидт попросил защиты у Лукашенко и политического убежища в Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

Программу к 100-летию Булата Окуджавы представят псковичам 13 мая 



Москва

ТЕСТ для настоящих любителей фильма "Москва слезам не верит"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net