Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

აშშ-ში უშედეგოდ დასრულდა "შატდაუნის" დასრულების კიდევ ერთი მცდელობა

0
აშშ-ში უშედეგოდ დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესში დემოკრატების ლიდერები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ფედერალური მთავრობის იძულებით შეწყვეტილი მუშაობის განახლებაზე. 9 იანვარს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტთან შეხვედრა დაწყებიდან მალევე შეწყდა. დემოკრატების ლიდერებთან შეხვედრას დროის დაკარგვა უწოდა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც შეკითხვაზე, მთავრობის მუშაობის განახლების შემთხვევაში დაუჭერენ თუ არა მხარს დემოკრატები მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას უარყოფით პასუხი მიიღო, პელოსის და შუმერს დაემშვიდობა და უთხრა, რომ სხვა ვარიანტი არ არსებობს. 9 იანვრის შეხვედრა ბოლო დღეებში მესამე იყო.

აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი კონგრესისგან 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საზღვრის დაცვა და არალეგალური იმიგრაციის და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის შეჩერება. დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტს სთავაზობენ 1,3 მილიარდი დოლარით დაფინანსდეს საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ზომები.

წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით, სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. 9 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია საზღვრის უსაფრთხოების საკითხში ერთიანია. მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ კედლის მშენებლობის ხარჯებს მექსიკა დაფარავდა. ეს დაპირება პრეზიდენტს არაერთხელ შეახსენეს დმეოკრატების ლიდერებმა. სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მექსიკა ვერ აიძულა ფული გადაეხადა არაეფექტური და უსარგებლო კედლისთვის, ვერც ამერიკელი ხალხი და კონგრესი დაარწმუნა და სწორედ ამას მოჰყვა ფედერალური მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება.

პრეზიდენტის და დემოკრატი კანონმდებლების უთანხმოების გამო, აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებები 22 დეკემბრიდან იმყოფებიან „შატდაუნის“ მდგომარეობაში. 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს. 8 იანვარს, ამერიკელებისადმი ტელემიმართვისას პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკასთნ საზღვარზე შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარული კრიზისი უწოდა, დემოკრატები დაადანაშაულა იმაში, რომ კრიზისს არ აღიარებენ და მათ დააკისრა პასუხისმგებლობა ფედერალური მთავრობის ნაწილობრივ დახურვაზე. თავის მხრივ, კონგრესში დემოკრატების ლიდერებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, განაახლოს მთავრობის მუშაობა და პარალელურად დაიწყონ მოლაპარაკება საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о подготовке к ЕГЭ и ОГЭ в Москве


Спорт в России и мире
Москва

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Тело пропавшей два дня назад школьницы нашли на востоке Москвы





Путин в России и мире
Москва

Захарова назвала визит Путина в КНР судьбоносным шагом, определяющим будущее всей планеты


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Независимая политика Венгрии привела в ярость США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Наташа Королева даст концерт в Пятигорске



Москва

В Рыбинске торжественно откроют филармоническое собрание

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net