Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 11.09.2018

რუსეთის გვარდიის უფროსი ნავალნისაგან „კატლეტის“ გაკეთებით იმუქრება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი „ორთაბრძოლაში“ იწვევს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის და ამბობს, რომ მისგან „კარგ წვნიან კატლეტს“ გააკეთებს. ასე გამოეხმაურა ზოლოტოვი ნავალნის ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პუბლიკაციას, რომელიც ეხება სავარაუდო დარღვევებს რუსეთის გვარდიის თანამშრომლებისათვის პროდუქტების ყიდვის პროცესში. თავის ვიდეომიმართვაში ზოლოტოვმა „შეურაცხმყოფელი“ და „ცილისმწამებლური“ უწოდა ნავალნის განცხადებებს - მისი თქმით, „ოფიცერთა წრეში მიღებული არ არის, ასე, უბრალოდ პატიება“. Читать дальше...

შსს ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მარიუხანის ექსპორტის შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს განცხადებით, „მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.“ შსს-ს ინფორმაციით, მის მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც „მარიხუანის მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანის მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს... Читать дальше...

ინტერპრესნიუსი: საქართველოს მთავრობა აპირებს მარიხუანის ექსპორტის დაკანონებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ნებადართული იქნება ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანის წარმოება მისი ექსპორტის მიზნით - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება. მისი ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი შსს-ს წარმომადგენლებმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს 10 სექტემბერს გააცნეს პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში. სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანის წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. სააგენტოს ცნობითვე... Читать дальше...



გაერო: მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს შიმშილი

Radiotavisupleba.ge 

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო სამ წელიწადში იმატა მოშიმშილე ადამიანების რიცხვმა, რომელიც გაზრდილია 10 წლის წინანდელ მაჩვენებლამდე. 11 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით „მდგომარეობა მსოფლიოში სურსათის უსფრთხოებისა და კვების მხრივ“, 2017 წელს საკმარისი საკვები არ ჰქონდა 821 მილიონ ადამიანს, რაც შეესაბამება ყოველ მეცხრე ადამიანს დედამიწაზე. შიმშილის მხრივ, ვითარება უარესდება აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. მიზეზებს შორის სახელდება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გვალვები და წყალდიდობები... Читать дальше...

ავღანეთში აფეთქებამ 20-მდე ადამიანი შეიწირა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში, სულ ცოტა, 19 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის ოფისმა.

"იბერიის" დამფუძნებელი უარყოფს, რომ გავრცელებული ჩანაწერები ხუთი წლისწინანდელია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებს და დამფუძნებლებს, რომლებიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. „პრეზიდენტმა გამოიტანა დასკვნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაცული იქნას თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ბიზნესი“ - განუცხადა ჟურნალისტებს „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ნატო ჩხეიძემ. მან უარყო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება, რომ ახლახან გავრცელებული აუდიოჩანაწერები ხუთი წლისწინანდელია. Читать дальше...

ჯონ ბოლტონი სანქციებით დაემუქა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

Radiotavisupleba.ge 

ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აცხადებს, რომ იგი "შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას“ მიუხედავად შესაძლო სანქციებისა, რომლითაც სასამართლოს დაემუქრა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი. ჯონ ბოლტონის თანახმად, სანქციები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალი გააგრძელებს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდო სამხედრო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას. ჰააგაში მოქმედი სასამართლო, რომელიც გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ და სამხედრო დანაშაულის ფაქტებს იძიებს... Читать дальше...



ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს "იბერიის" შესახებ გავრცელებული ჩანაწერების გამოძიებას

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო შექმნილი ვითარება მიუთითებს ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე. „ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შექმნით. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის მიზნით დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი... Читать дальше...

აშშ-ის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას

Radiotavisupleba.ge 

17 წელი შესრულდა აშშ-ში მომხდარი ტერაქტებიდან, რომელსაც სამი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვეს და მათ, ვისაც ხანგრძლივი იარა დაუტოვეს. 2001 წლის 11 სექტემბრის წლისთავზე ჩვენ გვახსოვს ის მამაცი კაცები და ქალები, რომლებიც ტერორისტებს ჰაერში შეებრძოლნენ, რათა ხმელეთზე ხალხი გადაერჩინათ. ასევე გვახსოვს ის ათასობით ადამიანი, რომელიც მამაცურად გარბოდა იმ ადგილებისკენ, საიდანაც ხალხი თავის დაღწევას ცდილობდა. წლების შემდეგ უდრეკად ვაგრძელებთ ჩვენი... Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: საქართველოში არ არის ოლიგარქიული სიტუაცია

Radiotavisupleba.ge 

“მე ვარ ანგარიშვალდებული ამომრჩევლის და საზოგადოების წინაშე. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია” - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გავლენიანი გამოცემის, Financial Times-ის ანალიტიკოსის, ედვარდ ლუსის შეკითხვას, ვინ არის მისი ბოსი და ანგარიშვალდებულია თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ლუსი დაიტერესდა, ხომ არ ფიქრობს პრემიერ-მინისტრი, რომ ოლიგარქიის მსგავსი მმართველობა ჩრდილს აყენებს საქართველოს დემოკრატიას. “არ ვფიქრობ... Читать дальше...

რუსეთში დაიწყო „უდიდესი“ სამხედრო წვრთნა დასავლეთის შეშფოთების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბრიდან ჩაერთვნენ, როგორც კრემლი აცხადებს, ბოლო 40 წელიწადში ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებაში. „ვოსტოკი 2018“ 11-დან 17 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში რუსეთის სამხედრო ძალების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთისა და მონღოლეთის სამხედრო დანაყოფები. სამხედრო მანევრები დაგმო ნატომ, როგორც სამზადისი „ფართო მასშტაბის კონფლიქტისათვის.“ „ეს ეწერება იმ შაბლონში, რომლის მომსწრე არაერთხელ გავმხდარვართ - აგრესიული რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტს და თავის სამხედრო ძალას“... Читать дальше...

ნატო შეშფოთებულია რუსეთში დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნის გამო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბრიდან ჩაერთვნენ, როგორც კრემლი აცხადებს, ბოლო 40 წელიწადში ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებაში. „ვოსტოკი 2018“ 11-დან 17 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში რუსეთის სამხედრო ძალების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთისა და მონღოლეთის სამხედრო დანაყოფები. სამხედრო მანევრები დაგმო ნატომ, როგორც სამზადისი „ფართო მასშტაბის კონფლიქტისათვის.“ „ეს ეწერება იმ შაბლონში, რომლის მომსწრე არაერთხელ გავმხდარვართ - აგრესიული რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტს და თავის სამხედრო ძალას“... Читать дальше...

ოლეგ სენცოვმა ანდერძი დაწერა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი რეჟისორის, რუსეთის საპატიმროში მოშიმშილე ოლეგ სენცოვის დის, ნატალია კაპლანის ინფორმაციით, ოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. კაპლანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ოლეგ სენცოვისგან მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების და კიევში ბედნიერად ცხოვრების იმედი აღარ აქვს, თუმცა, დანებებას და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ოლეგ სენცოვი წერს, რომ ჯანმრთელობის ადრინდელ პრობლემებს დაემატა ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც ძირითადად გულს და ტვინს აწვება. Читать дальше...

ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter სხალთის ეპარქია ხულოში ორი ტაძრის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. “9-და 10 სექტემბრის ღამეს გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის. ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას. აღსანიშნავია რომ შარშან ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. გაიძარცვა […]

თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მიტჩელი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს გლობალურ საკითხებში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითვე, უეს მიტჩელი სიტყვით გამოვა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, რათა გააძლიეროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის... Читать дальше...

თბილისში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018"

Radiotavisupleba.ge 

„მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ თბილისში მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა 2018.“ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მეოთხედ ტარდება, მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას და დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. „რუსეთ-საქართველოს შორის ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ფონზე, განსაკუთრებული... Читать дальше...

რუსეთი ატარებს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ ციმბირში დაიწყო სამხედრო სწავლება „ვოსტოკი 2018.“ სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილეობს 300 000 სამხედრო მოსამსახურე, 36 000 ჯავშანმანქანა, 1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 80 გემი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „ვოსტოკი 2018“ უმსხვილესი სამხედრო სწავლებაა 1981 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი და აშშ „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მტკიცებით... Читать дальше...

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას განაგრძობენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. მათ ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. სარალიძე და მაჩალიკაშვილი პროტესტს უცხადებენ შერჩევით სამართალს და შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ. 10 სექტემბერს საღამოს, ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო მთავრობის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. Читать дальше...

თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიოს აფრთხილებს იდლიბში მოსალოდნელ კატასტროფაზე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ირანმა უნდა აღკვეთონ ჰუმანიტარული კატასტროფა სირიის იდლიბის პროვინციაში. Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში ერდოანი აღნიშნავს, რომ იდლიბში სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს და თურქეთის და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ადეკვატური ზომები მიიღოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფასურის გადახდა მოუწევს მთელ მსოფლიოს. ერდოანი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова и Павлюченкова вышли в полуфинал турнира WTA в Мадриде в парном разряде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии «зеленой» экономики в РФ





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии социально-экономического потенциала территорий России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске одобрен проект соглашения о системе таможенного транзита ЕАЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Леонид Агутин

Леонид Агутин уехал из России после признаний Пугачевой



Москва

«Алма-Атинский формат». Казахстан стал переговорщиком между Баку и Ереваном

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net