პატრიარქმა კირილმა ქრისტიანებს სამყაროს აღსასრულისთვის მზადებისკენ მოუწოდა
პატრიარქმა კირილმა ქრისტიანებს სამყაროს აღსასრულისთვის მზადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ლიტურგიის შემდეგ იქადაგა სოლოვეცკის მონასტერში.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ უნდა გვახსოვდეს არა მარტო სამყაროს აღსასრული, არამედ საკუთარი სიკვდილი. მან მორწმუნეებს აუხსნა სახარების ერთ-ერთი მონაკვეთის მნიშვნელობა: “დაბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავები ჩამოცვივდება და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით”.
პატრიარქმა განმარტა, რომ საუბარია კაცობრიობის ისტორიის დასასრულსა და “უფლის მეორედ საშინელ და დიდებულ მოსვლაზე”. ამიტომაც, სულის გადარჩენაზე ზრუნვა პრიორიტეტული უნდა იყოს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, დასძინა პატრიარქმა.
“რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიფიქროთ სამყაროს აღსასრულზე. შეგვიძლია არ ვიფიქროთ – ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ გვეხება ჩვენი პირადი აღსასრული, რომელიც, ჩემო ძვირფასებო, შორს არ არის მაშინაც კი თუ ახალგაზრდები ვართ. იმიტომ, რომ 50, 70 და 100 წელი – წამია კაცობრიობის ისტორიაშიც კი და არა მხოლოდ კოსმიურ განზომილებაში”, განაცხადა პატრიარქმა.