შსს: 8-9 მაისს აქციებში მონაწილე ექვსი პირი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების კიდევ ექვსი მონაწილე დააკავა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.