Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 25.08.2020

რა დაადგინა სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების საქმის შესწავლისას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეში დისკრიმინაცია და შრომითი უფლებების დარღვევა დაადგინა. ოთხივე ჟურნალისტი მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, სასამართლოში უჩივის. ამავე ჟურნალისტებმა საქმის შესწავლა სახალხო დამცველს თავად სთხოვეს. თეონა თურმანიძის მიმართ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრების გამო, - წერია 24 აგვისტოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. პირდაპირი დისკრიმინაცია ომბუდსმენმა თეონა ხარაბაძის... Читать дальше...

11 წლის ბავშვის მამას ოჯახში ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით წარუდგინეს ბრალი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის საქმეზე ბავშვის მამას ბრალი წარუდგინა ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით.  გამოძიების მტკიცებით, უკვე დადგენილია, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კაცი სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის 11 წლის შვილს. პროკურატურის თანახმად, მამის ქმედებების შედეგად, ბავშვი იმყოფებოდა მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ. Читать дальше...

ავღანეთში სროლის შედეგად დაიჭრა ცნობილი მსახიობი ქალი

Radiotavisupleba.ge 

უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა ცნობილი ავღანელი მსახიობი ქალი და ქალთა უფლებადამცველი, საბა საჰარი. თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოხდა. სროლის შედეგად დაჭრილია ასევე მსახიობის დაცვის წევრი. საბა საჰარი საავადმყოფოში გადაიყვანეს და, როგორც მისმა ქმარმა თქვა, გაუკეთეს ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. საბა საჰარი ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტია.



იულია ტიმოშენკო, რომელსაც COVID-19 აქვს, რეანიმაციაში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

კვლავ მძიმე რჩება უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა, რომელსაც ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდგინეს. როგორც მისმა პრესმიდივანმა, მარინა სოროკამ განაცხადა სამშაბათს, ტიმოშენკო გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიაზე რეანიმაციის განყოფილებაში.    იუწყებიან, რომ კორნავირუსი დაუდგინეს ტიმოშენკოს ქალიშვილსა და სიძეს. მათ უფრო მსუბუქ ფორმებში აქვთ დაავადება. 25 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინაში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსიღ დაინფიცირდა 110 000 ადამიანი. Читать дальше...

ლუკაშენკა ოსამა ბინ ლადენის საყვარელ იარაღს ანიჭებს უპირატესობას

Radiotavisupleba.ge 

როცა 23 აგვისტოს ბელარუსის შეჭირვებული პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა თავისი ვერტმფრენიდან გადმოვიდა საბრძოლო შაშხანით ხელში, ამ სცენაზე ზოგს შეიძლება დეჟა ვუს განცდა ჰქონდა. ეს იმავე მოდელის შაშხანა იყო, რომლით ხელშიც ხშირად გვინახავს ფოტოსურათებზე „ალ-ყაიდის“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. ეს იყო ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის საყვარელი იარაღი. იარაღი, რომელიც უჭირავს ლუკაშენკას, არის საბჭოთა წარმოების AKS-74U, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებული საბრძოლო ავტომატის, AK-74-ის უფრო მსუბუქი და მოკლე ვარიანტია. Читать дальше...

ქართველი მეშახტეები და მაღაროელები ბელორუსელ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ

News.ge 

ტყიბულელი მეშახტეების, ჭიათურელი მაღაროელების და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშების ნაწილი ბელორუსელ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ. მათ სოლიდარობის ნიშნად ვიდეომიმართვები ჩაწერეს. ვიდეომიმართვებს ავრცელებს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელორუსში გაფიცული მუშების სამართლიან პროტესტს. თქვენს ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი თქვენი სიმართლეა. დებო და ძმებო, გისურვებთ გამარჯვებას თქვენს ბრძოლაში უფლებებისთვის”, — აცხადებენ ისინი

Forbes: რუსეთის უმდიდრესი ოჯახები

News.ge 

ჟურნალი Forbes-ის მიხედვით, რუსეთი ყველაზე უმდიდრესი ოჯახების სიის სათავეში, ექვსი წლის შემდეგ, როტენბერგების ოჯახია. მათი ქონება $5,45 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზეა, გურიევების ოჯახი, მათი ქონება Forbes-ის მიხედვით $5,1 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ გურიევების ოჯახი Forbes-ის რეიტინგში პირველად მოხვდა. გუცერიევების ოჯახი, რომელიც 5 წლის განმავლობაში რეიტინგის პირველობას არ თმობდა, ახლა მესამე ადგილზე в $3,2 ...

მინსკში კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა ანტისამთავრობო მიტინგზე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის დედაქალაში სამშაბათს კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, წინააღმდეგ. ოპოზოციის განცხადებით, შეკრების არაფორმალური მიზეზია ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღის, 25 აგვისტოს, აღნიშვნა. 29 წლის წინ, 1991 2ლის 25 აგვისტოს ბელარუსმა მიიღო დამლუკიდებლობის დეკლარაცია. აქციები იმართება ბელარუსის სხვა ქალქებში. ტელეგრამ არხ „ნეხტას“ ცნობით, მილიციამ ქალაქ ჰორდნოში დააკავა ადგილორივი საწარმოს „ჰროდნო აზოვის“ ოცამდე თანამშრომელი, რომელიც ქალაქში სეირნობდა. Читать дальше...



უკრაინის ექს-პრემიერი ტიმოშენკო სუნთქვის ხელოვნურ აპარატზე მიაერთეს

News.ge 

უკრაინის ექს-პრემიერ, პარტია “ბატკივშჩინას” ლიდერს იულია ტიმოშენკოს COVID-19 დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დღეს, ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულები არიან იულია ტიმოშენკოს შვილი და სიძე.

11 წლის ბიჭის მიმართ ოჯახში ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა – შსს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია თერჯოლის რაიონში, 11 წლის ბიჭის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც 23 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს.  საგამოძებო უწყების ინფორმაციით,  პოლიციაში განცხადება ან შეტყობინება არ შესულა და შესაბამისად, ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გარდაცვლილი ბავშვის ბებიის თქმით, სანამ მისი ქალიშვილი 9 წლის წინ ემიგრაციაში წავიდოდა, ის სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამის შესახებ პოლიციაშიც არაერთხელ განაცხადა... Читать дальше...

გახდება თუ არა უსაფრთხო გზები მთავრობისთვის პრიორიტეტი

Radiotavisupleba.ge 

შატილი-ბარისახოს გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფისას 17 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოება მთავრობას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

არჩევნები: რა მიზანი აქვს ფულს რუსეთიდან?

Radiotavisupleba.ge 

შემოდიოდა თუ არა საქართველოში კრემლის ფული „პატრიოტთა ალიანსის“ დასაფინანსებლად და იღებდა თუ არა პარტია საქართველოსთვის სახიფათო რჩევებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კონსულტანტებისგან - ახლა ეს საკითხი შესაძლოა საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებმა გამოიკვლიონ. გამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა „ევროპულმა საქართველომ“. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი არ უარყოფს, რომ მათ პარტიას რუსეთის საკონსულტაციო კომპანიაც ემსახურება... Читать дальше...

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა არჩევნების შედეგების გადასინჯვაზე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის სამი ყოფილი კანდიდატის სარჩელები და უარი განაცხადა 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გადათვლაზე. უზენაეს სასამართლოში შესაბამის საჩივრების შეიტანეს სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ანა კონოპაცკაიამ და ანდრეი დმიტრიევმა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია, თუ არჩევნები თავად კომისიამ არ ცნო უკანონოდ, - იუწყება დამოუკიდებელი სააგენტო TUT.by სვიატლანა ციხანოუსკაიამ... Читать дальше...

ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას — ბურჯანაძე „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე

Radiotavisupleba.ge 

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებაზე „ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას“. ამის შესახებ ბურჯანაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.  „არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული რა მცდელობა სჭირდება რუსეთს, რომ საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და განაგრძობს: „მე ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, „პატრიოტთა ალიანსი“ პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. Читать дальше...

რუსეთის სინოდმა გადააყენა ბელარუსის მიტროპოლიტი, რომელმაც წუხილი გამოხატა ლუკაშენკასათვის გამარჯვების მილოცვის გამო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინსკის და ზასლავსკის მიტროპოლიტი პავლე (პონომარიოვი), რომელმაც, ცოტა ხნის წინ, წუხილი გამოხატა ლუკაშენკასათვის 9 აგვისტოს არჩევნებში ნაჩქარევი მილოცვის გამო და 17 აგვისტოს მოინახულა მილიციის სპეცრაზმის მიერ ნაცემი დემონსტრანტები. რუსეთის სინოდის წარმომადგენლის, ვლადიმირ ლეგოიდას ინფორმაციით, მიტროპოლიტმა პავლემ თავად ითხოვა თანამდებობიდან საეკლესო გადადგომა. მის ნაცვლად კი მინსკისა და ზასლავსკის მიტროპლიტად, რუსეთის მართლმადიდებელი... Читать дальше...

"ყველა ასეთ საკითხს სჭირდება ხელისუფლების კეთილი ნება, სჭირდება საზოგადოების დაკვეთა და რამდენი 17 უნდა დაიღუპოს, რომ საზოგადოების დაკვეთა იყოს?!..."

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში საგზაო შემთხვევების მსხვერპლის მაღალი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მხრივ ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება.

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

Radiotavisupleba.ge 

11 წლის ავთომ თავი მოიკლა თუ მამას ცემაში შემოაკვდა, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ ეტაპზე, 49 წლის კაცს, შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. აი, რას წერს შსს ოფიციალურ განცხადებაში: „ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია“. თუმცა, ოჯახის ახლობლები და მეზობლები, მედიასთან საუბრისას, არ გამორიცხავენ, რომ კაცს შვილი ცემისას შემოაკვდა, შემდეგ კი მისი თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა. Читать дальше...

ეკა ლალიაშვილი საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის არაეფექტიანობაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში საგზაო შემთხვევების მსხვერპლის მაღალი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მხრივ ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება. „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია არაეფექტიანია:

ტრამპი ხელმეორედ არჩევისთვის იბრძვის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

24 აგვისტოს დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან. კანდიდატად წარდგენის ცერემონია გაიმართა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ქალაქ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.


Музыкальные новости
Юрий Лоза

Юрий Лоза объяснил, почему Чулпан Хаматова критикует Россию





Персональные новости
#123ru.net

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже дорогостоящего электрооборудования





ასე იყო ტასოს ამბავი

Radiotavisupleba.ge 

25 აგვისტო (1849 წ) ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის დაბადების დღეა... „ტასო ზის გარშემოხვეული ერთის მხრით ახლად მიღებული „პეტერბურგსკიე ვედემოსტებით“, „ოტეჩესტვენიე ზაპისკებით“ და „ნედელებით“, ხოლო მეორეს მხრით - „დროებით“... ხარბად ათვალიერებს, თუმცა ამასთანავე დროს უწილადებს გეტნერსაც და თავის საყვარელ გერმანულ ენასაც... ერთი საათის შემდეგ ლექციებზე მიდის „კრუჟოკში“, - ასე აღწერს საყვარელი ქალიშვილის ერთ ტიპურ დღეს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი - თვითონაც სახელოვანი მწერალი და საზოგადო მოღვაწე... Читать дальше...

დაკარგული საქონელი საოკუპაციო ხაზთან, გაჭირვებული ოჯახები

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში მცხოვრები ნინო გურწიშვილი შემოსავლის გარეშე დარჩა. მან ერთ დღეში სამი მეწველი ძროხა დაკარგა. ძროხები ნახირთან ერთად სოფელში აღარ დაბრუნდნენ. მწყემსმა თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ. ოჯახმა ტყესთან ახლოს საქონელი დიდხანს ეძება, მაგრამ კვალს ვერ მიაკვლია. ტყე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული და ძროხების საძებნელად იქ შესულ მწყემსებს ხშირად აკავებენ ხოლმე. გურწიშვილის ძროხების საძებნად მწყემსი ტყეში აღარ შევიდა. რუსეთის მესაზღვრეებმა კი ძროხები უკან არ გამორეკეს. Читать дальше...

ოპოზიციაში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებული – პოლიტიკურ ელიტას დამწიფებული თინეიჯერივით თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია

News.ge 

ოპოზიციაში იმას კი არ ცდილობენ, რომ ის ელექტორატი მოიძიონ, რომელიც დღეს არჩევანის გარეშეა დარჩენილი. შიგნით, ჩაკეტილ სისტემაში ცდილობენ, რომ მწირი ელექტორატი თავისკენ უფრო გადაქაჩონ, ანუ ერთმანეთში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებული, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ოპოზიციურ პარტიებში არსებულ ვითარებასა და მათი ერთიანობის შეფასებაზე განუცხადა. გია ხუხაშვილის თქმით, საერთოდ, ოპოზიციასთან დაკავშირებით ერთიანობა ძალიან პირობითი თემაა, რადგან ის ...

კარგი იქნებოდა, ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ის ქვეყანა ოკუპანტია

News.ge 

ქალბატონ ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროები. კილაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა “ქართული ოცნების” მიმართაც. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს. Читать дальше...

პოლიტიკას სუფთა წარსულის მქონე ადამიანები უნდა აკეთებდნენ და არა საკუთარი ბიზნესინტერესების ლობისტი პირები

News.ge 

ჩემი აზრით, პორტირებების და გადახტომების დრო ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. პოლიტიკას უნდა აკეთებდნენ პროფესიონალი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანები და არა საკუთარი ბიზნესინტერესების ლობისტი პიროვნებები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ „ნაცმოძრაობის” სიაში მყოფი ადამიანები „ოცნების” მხარეს გადავიდნენ და არის თუ არა ამის საშიშროება, რომ წელსაც იგივე ...

“შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს – ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე მათგანი გადარჩება”

News.ge 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მხრივ. ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. სამივე მათგანთან ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას რეფლექსი და გუგის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Денис Мацуев

Мацуев — о московском дерби: Бездарное зрелище. Уснул на 15-й минуте



Москва

Башкирские проекты победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net