Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 30.08.2020

პატარა გორი დიდია

Radiotavisupleba.ge 

გორში ტურისტები სტალინის მუზეუმის სანახავად დადიან, თუმცა, გორში სანახავი გაცილებით მეტია. მუზეუმები, ტაძრები, სინაგოგა და რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც უძველესი ქართული ქალაქის გამოცოცხლებას ცდილობენ.

საფრანგეთში დააკავეს არმიის ოფიცერი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში შეიარაღებული ძალების ოფიცერი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში რუსეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა რადიო "ევროპა 1"-სთვის მიცემულ ინტერვიუში. გამომძიებელთა მონაცემების თანახმად, ოფიცერი რუსეთის სპეცსამსახურებს ზესაიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა. სხვა დეტალები ცნობაში მოყვანილი არ არის.   სამხედრო პირი იტალიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. შინაგანი უსაფრთხოების გენერალური დირექციის თანამშრომლებმა იგი საფრანგეთში დააკავეს, სადაც შვებულებაში იმყოფებოდა. Читать дальше...

ახლო მომავალში მოსკოვში გაიმართება ლუკაშენკასა და პუტინის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირად შეხვედრაზე შეთანხმდნენ. კრემლის პრეს-სამსახურმა ადრე დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს პუტინის და ლუკაშენკას მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა და მოილაპარაკეს მოსკოვში მომავალ კვირებში შეხვედრის შესახებ. მინსკის ცნობით, ამ მოლაპარაკების დროს პრეზიდენტებმა განიხილეს აქტუალური თემები, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობა და ვითარება ბელარუსში. პუტინმა ერთმა-ერთმა პირველმა მიულოცა ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება... Читать дальше...



დაკავებების სერია მინსკში - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 აგვისტოს

Radiotavisupleba.ge 

დემონსტრანტები დააკავეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს მინსკში სულ მცირე 125 ადამიანი დააკავეს გუშინ მინსკის ცენტრში საპროტესტო აქციაზე ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. უკვე მესამე კვირაა, ბელარუსის დედაქალაქში ათეულათასობით ადამიანი აპროტესტებს ლუკაშენკას 26-წლიან მმართველობასა და დემონსტრანტების მიმართ სამართალდამცველების სისასტიკეს. გუშინ აქციის მონაწილეთა კოლონები დამოუკიდებლობის მოედნისკენ დაიძრნენ, თუმცა სპეცრაზმებმა არ მისცეს მათ ქალაქის არცერთ ქუჩაზე, ასევე მოედნისკენ გასვლის საშუალება. Читать дальше...

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინუბანთან ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი და ისინი სალიკვიდაციო სამუშაოებს დილიდან გააგრძელებენ. სოფელ წინუბანში ამბობდნენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან, დაახლოებით 17:30 სთ-ზე შენიშნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ის წარმომადგენლები კი განმარტავდნენ, რომ ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტყის ნაწილს ჰქონდა გაჩენილი.

მეთევზე, რომელსაც გარდაბანში სარწყავ არხში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

მეთევზე, რომელსაც გარდაბანში სარწყავ არხში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიაწოდეს. პირის ძებნა არხში მაშველებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს, რომ კაცი, რომელიც თევზაობდა წყალში ჩავარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მონტენეგროელები არჩევნებზე მიდიან - გამოცდა პრო-დასავლური მთავრობისთვის  

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგროელები 30 აგვისტოს საარჩევნო უბნებისკენ მიემართებიან, რათა საპარლამენტო არჩევნებში  - მრავალრიცხოვან, ერთმანეთის კონკურენტ კოალიციათა და პარტიათა შორის გააკეთონ არჩევანი. სავარაუდოდ, ვერც დიდი ხნის განმავლობაში მმართველი პრო-დასავლური სოციალისტების დემოკრატიული პარტია (DPS) და ვერც წამყვანი ოპოზიციური პრო-რუსული და პრო-სერბული დემოკრატიული ფრონტი (DF) ვერ მოიპოვებს უმრავლესობას 81 ადგილიან პარლამენტში. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ამომრჩეველთა 51.5 პროცენტის გამოცხადება საარჩევნო უბნებზე შუა დღისთვის... Читать дальше...

ავღანეთის პრეზიდენტმა დაასახელა შერიგების საბჭოს წევრები, რომლებიც თალიბანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, გაავრცელა ქვეყნის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ლიდერებისა და დანიშნული წევრების ვინაობა. ამ ორგანოს ამოცანაა თალიბანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება. 29 აგვისტოს, გვიან საღამოს მიღებული საპრეზიდენტო დადგენილების თანახმად, ღანის მიერ დამტკიცებული საბჭოს 40-ზე მეტ წევრს შორის არიან პოლიტიკური პირები - მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ცნობილი რელიგიური ლიდერები. სიაში შედიან ყოფილი მუჯაჰიდინების... Читать дальше...



ახალციხის მუნიციპალიტეტში წიწვოვან ტყეში ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში, სოფელ წინუბანთან წიწვოვან ტყეში, მანქანისთვის მიუვალ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი, თავდაპირველად, მთის მახლობლად შენიშნეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. სოფელ წინუბანში ამბობენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან, დაახლოებით 17:30 სთ-ზე შენიშნეს. მათივე განმარტებით, ცეცხლის ჩასაქრობად 4 სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა და 20-მდე ადგილობრივი წავიდა. "კონკრეტული ფართობის თქმა ამ ეტაპზე გამიჭირდება... Читать дальше...

ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, პომპეომ გამოხატა აშშ-ის შეშფოთება უკრაინაში ჩინური ინვესტიციის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო დეპარტამენტის 29 აგვისტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ჩინეთის მცდელობის გამო, შეისყიდოს უკრაინის ძრავების საწარმო. პომპეომ, 26 აგვისტოს, ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოხატა „საზიანო ზრახვის" შესახებ ჩინურ ინვესტიციასთან დაკავშირებით უკრაინაში - პეკინის მცდელობის ჩათვლით, მოიპოვოს ძრავების მწარმოებელი „მოტორ სიჩი“, აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში. Читать дальше...

დემონსტრანტები დააკავეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს მინსკში

Radiotavisupleba.ge 

ათეულათასობით ადამიანი გავიდა მინსკის ცენტრში 30 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბელარუსის ავტორიტარული მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ არის მიმართული. დემონსტრანტთა კოლონები გაერთიანდნენ, როგორც უწოდეს, „მშვიდობისა და დამოუკიდებლობის მსვლელობისას“, რომელიც გაეშურა დამოუკიდებლობის მოედნისკენ. მოედანი უშიშროების ძალების მიერ იყო ალყაშემორტყმული. დემონსტრანტები აფრიალებდნენ წითელ-თეთრ-წითელ დროშებს, რომელიც დიდი ხანია რეჟიმის მოწინააღმდეგეთა სიმბოლოს წარმოადგენს. სპეცრაზმებმა არ მისცეს დემონსტრანტებს ქალაქის არცერთ ქუჩაზე... Читать дальше...

ცხინვალში განვითარებული მოვლენები საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ოჯახებს აშფოთებს

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს ახლა ყველაზე მეტად გახელაძეების და მღებრიშვილების ოჯახებში აკვირდებიან. ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ იზოლატორში იმყოფებიან, საიდანაც სასტიკად ნაცემი ინალ ჯაბიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არჩილ თალაკვაძის პირად დაცვას კორონავირუსი დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ პარლამენტის პრესსამსახურში. "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია", - წერია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე... Читать дальше...

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიაში ნავალნის საქმეზე თხოვნა გააგზავნა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მიიღო თხოვნა სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოულოდნელი ჰოსპიტალიზაციის საქმეში, იტყობინება გამოცემა „ველტ ამ ზონტაგი“. ნავალნი ბერლინის საავადმყოფო „შარიტეში“ იმყოფება. გერმანელი ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციონერი შეიძლება მოწამლეს. რუსეთის ექიმებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალს ვერ მიაგნეს. რუსეთის უწყებამ თხოვნა გააგზავნა 27 აგვისტოს. ეს ნაბიჯი ეფუძნება ევროპის... Читать дальше...


Музыкальные новости
Александр Розенбаум

«Посмотрите на этих губастых»: Розенбаум разгромил любителей пластики





Персональные новости
Владимир Путин

«Есть ответы на вопросы бизнеса»: Хуснуллин об итогах встречи с Путиным на РСПП





В Грузии отмечают День шахтера

ИА «Новости-Грузия» 

В связи с Днем шахтера в Ткибули в течение дня запланированы различные культурные мероприятия, в которых примут участие популярные грузинские артисты

სოფელ ალში უბედურმა შემთხვევამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც ორი მოქალაქე დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ალში მდებარე ერთ-ერთი ჭის გასაწმენდად ჯერ 28 წლის მამაკაცი ჩავიდა, ცოტა ხანში ის შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა, დასახმარებლად ჭაში მისი ძმა, 33 წლის კაციც ჩავიდა და ისიც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულ სასწრაფო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს ძმები უკვე გარდაცვლილები დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს. Читать дальше...

ერთი ადამიანი მოკლეს აშშ-ში, პორტლენდში დაპირისპირებულ დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას

Radiotavisupleba.ge 

ერთ ადამიანი მოკლეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მემარცხენე ფრთის ჯგუფების საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში. ინციდენტი მოხდა 29 აგვისტოს, როცა ტრამპის მომხრეები, დაახლოებით 2500 პირი, ავტომანქანების კოლონით ქალაქში მოძრაობდნენ და დაპირისპირება მოუვიდათ მოძრაობის „შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქტივისტებთან. ხელისუფლებას მსხვერპლის ვინაობა არ გაუმხელია და არც დაუზუსტებია, დაკავშირებული იყო თუ არა სროლა უშუალოდ შეტაკებასთან. Читать дальше...

ბაჩალიაშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართა

Radiotavisupleba.ge 

ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან, მათი თქმით, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სატელიტიდან გადაღებული სურათების საქმეში ჩართვას ითხოვს, რომელიც აჩვენებს, რა დროის განმავლობაში იდგა გარდაცვლილის მანქანა იქ, სადაც იპოვეს. ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა საქმეზე არსებული მუხლის შეცვლა და მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებაა. ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. Читать дальше...

საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების 22-ე დღეს მინსკში დემონსტრაცია გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში საპრეზიდენტო სადავო არჩევნებიდან 22-ე დღეს, 30 აგვისტოს, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები. ხელისუფლებამ ღამით ლითონის ღობეები აღმართა მინსკის დამოუკიდებლობის მოედანსა და ქალაქის ცენტრის სხვა ნაწილებში გამოსვლების მოლოდინში, რომლებიც მიმართულია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რადგან ისინი მანიპულირებულ იქნა პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ. 29 აგვისტოს მინსკში მსვლელობა მოაწყო დაახლოებით ათი ათასმა ადმიანმა, ძირითადად ქალებმა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. Читать дальше...

აშშ-ის დაზვერვამ უარი თქვა კონგრესისთვის ბრიფინგების გამართვაზე მედიაში ინფორმაციის გაჟონვის გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ეროვნულმა დაზვერვამ უარი თქვა კონგრესისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ბრიფინგების გამართვაზე, რადგან ადრინდელი შეხვედრებიდან მედიაში ინფორმაციამ გაჟონა. ამის შესახებ იტყობინება აშშ-ის მედია. დაზვერვა კონგრესს ინფორმაციას წერილობითი ფორმით გაუგზავნის. იუსტიციის სამინისტრო, პენტაგონი და შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო გააგრძელებენ ბრიფინგების გამართვას. წარმომადგენელმა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ და პალატის დაზვერვის საგანგებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადამ შიფმა ერთობლივ განცხადებაში... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Самсонова победила Осаку и вышла в третий круг турнира WTA 1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Барыкин

«Летели с девятого этажа»: Александр Барыкин чуть не погиб при падении лифта



Москва

Минск на майские праздники обогнал по популярности Москву и Сочи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net