Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 09.08.2020

ბელარუსში აკავებენ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დაიწყო ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება. როგორც მინსკიდან იტყობინებიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები, დაკავება მიმდინარეობს მთელს ქალაქში.   გამარჯვებულთა გამზირზე მივიდა „ომონის“ ხუთი ავტობუსი. სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყებს შეკრებილთა დაშლა. მინსკის მაცხოვრებლები იკრიბებიან საკუთარ საარჩევნო უბნებთან, რათა ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ გაემართონ მინსკის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას, მემორიალურ სტელასთან. როგორც რადიო თავისუფლების ბელორუსული რედაქცია იტყობინება... Читать дальше...

На западе Грузии поезд сбил мужчину

ИА «Новости-Грузия» 

Расследование инцидента ведется по статье "нарушение безопасности или эксплуатации железнодорожного, водного, воздушного или канатного транспорта, повлекшее за собой гибель людей"



ცხინვალი ახლოა

Radiotavisupleba.ge 

თბილისიდან ცხინვალამდე საათ-ნახევარში ჩახვიდოდით რომ არა საოკუპაციო ხაზი, რომელმაც ქართულ-ოსურ სოფლებს მოგვწყვიტა. სიძულვილმა, ოკუპანტის სიხარბემ, პოლიტიკოსთა ამბიციებმა ხალხი უსახლკაროდ დატოვა. „ანარეკლებში“: ისინი, ვინც განდევნეს; ისინი, ვისაც დევნიან; ისინი, ვისაც დევნილობამ ღირსება და ადამიანურობა არ დააკარგვინა.

ბაჩალიაშვილის საქმე: ოჯახის თქმით, გამოძიება ჭიანურდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 აგვისტოს

Radiotavisupleba.ge 

თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამოძიებამ გარდაცვლილის მობილური ადვოკატის გარეშე გახსნა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ გარდაცვლილის ავტომობილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი ადვოკატის დაუსწრებლად გახსნა. ამის შესახებ თამარის მამა, თამაზ ბაჩალიაშვილი აცხადებს. მობილური ტელეფონი თეთრიწყაროს რაიონში ცხედრის აღმოჩენის დროს დაილუქა და მასზე ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ხელმოწერა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონის გახსნას ადვოკატი უნდა დასწრებოდა, თუმცა... Читать дальше...

ზურაბიშვილი: არ არის ისეთი კრიმინალური მდგომარეობა, როგორიც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენონ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიმინალი მსოფლიოს სენია და საქართველოში რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ასე გამოეხმაურა ის ქვეყანაში კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. "საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიებს უნდათ, რომ აჩვენონ... ის არის ძალიან მძიმე, როდესაც ქვეყანაში ტელევიზიებიდან გვესმის მხოლოდ ეს დილიდან საღამომდე", - თქვა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ამ კომენტარიდან ერთი დღით ადრე ახალქალაქში დაპირისპირების დროს 27 წლის კაცი მოკლეს. Читать дальше...



სამთავრობო ეგზიტ პოლი: ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკამ ხმების 79,9% მიიღო

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ბელარუსის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები, რომლის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ხმების 79,9% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 6,8%. ბელარუსის ხელისუფლებამ არჩევნებზე არ დაუშვა დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში დემოკრატიული ნორმების დაცვას აკონტროლებენ. 7 აგვისტოს ბელარუსში დააკავეს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეარხის... Читать дальше...

ბელარუსში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები, მრავალმა ამომრჩეველმა ვერ მოასწრო ხმის მიცემა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დასრულდა საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი. ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით 21 საათზე) დაიხურა საარჩევნო უბნები. კენჭისყრამ ჩაიარა მინსკში დიდი რაოდენობით სამხედროთა ყოფნის და საინტერნეტო კავშირის დაბლოკვის ფონზე, რაც დამატებით შეშფოთებას და ეჭვებს აჩენს კენჭისყრის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. საარჩევნო კამპანიის პერიოდი აღინიშნებოდა ოპოზიციის ათასზე მეტი მომხრის დაპატიმრებით, არჩევნების დამკვირვებელთა მუშაობის შეზღუდვით და განცხადებებით დესტაბილიზაციის მიზნით შეთქმულებაზე. Читать дальше...

კაცს, რომელიც ლარსის გამშვებ პუნქტზე მუშაობდა, კორონავირუსი დაუდგინდა

Radiotavisupleba.ge 

27 წლის კაცს, რომელიც წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან არის და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს, PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურჯაანის სამსახურის უფროსმა მანანა გოგაშვილმა. მისი ინფორმაციით, კაცი, სავარაუდოდ, ლარსის გამშვებ პუნქტზე დაინფიცირდა, თუმცა წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მანანა გოგაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, საკუთარ სახლში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულის 7 კონტაქტია მოძიებული. Читать дальше...

მსოფლიომ ლიბანს დახმარება აღუთქვა ბეირუთის აფეთქების შედეგებთან გასამკლავებლად

Radiotavisupleba.ge 

კვირას გაიმართა დონორთა ონლაინკონფერენცია, რომლის მიზანია ლიბანის დახმარება მიმდინარე კვირაში ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. აფეთქებას მინიმუმ 160 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით დაშავდა. კონფერენცია გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ინიციატივით. ლიბანს მრავალმა ქვეყანამ აღუთქვა კონკრეტული დახმარება, მაგრამ უცხოეთის მთავრობები თავს იკავებენ, რომ ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ მთავრობას... Читать дальше...

 „მე დავინახე როგორ მიკვდებოდა დედა და და“...  ომის ბავშვების ხვედრი

Radiotavisupleba.ge 

ქეთევანი სიკვდილს ისე გადაურჩა, არც გაუგია, მხოლოდ ერთი დღის იყო, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიბადა. მეორე დღეს გორის სამშობიარო დაბომბეს. „მინები ზრიალით წამოვიდა, კარები ჩაიკეტა. ბავშვი ჩემს ჟაკეტში გავახვიე და ფანჯრიდან გადავხტი. მაღალი პირველი სართული იყო, მაგრამ მაშინ მესამედანაც გადავხტებოდი“, - იხსენებს ქეთევანის დედა მაგული ოქროპირიძე. ქეთევანს არაფერი დაშავებია, სანაცვლოდ, მისი უფროსი და, რომელიც სამშობიაროს ეზოში იდგა, კარგა ხანს ხმას არ იღებდა. შემდეგ მისი ნაწერები ნახეს: „მე დავინახე როგორ... Читать дальше...

კორონავირუსით ინფიცირებული გორელი ექიმი ოთხ კლინიკაში მუშაობდა

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი მუშაობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კლინიკა "გორმედში", მცხეთის და თბილისის კლინიკებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. "ინფიცირებული ექიმი შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ორ კლინიკაში და თბილისშიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. მას გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი. ინტენსიურად მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. Читать дальше...

ლუკაშენკას თქმით, პუტინისგან მიიღო წერილი ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიიღო წერილი, რომელშიც ლაპარაკია ბელარუსში 9 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნების წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ. ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა მას შემდეგ, რაც კენჭისყრისას ხმა მისცა მინსკში. მისი თქმით, ახლახან გამართულ სატელეფონო საუბარში მან უსაყვედურა პუტინს, რომ მოსკოვი ბელარუსთან „ძმური ურთიერთობიდან პარტნიორულ ურთიერთობაზე“ გადავიდა. ლუკაშენკას სიტყვებით, პასუხად პუტინმა პირობა მისცა მას... Читать дальше...

"კონფლიქტი ასე არ დასრულდება" - ახალქალაქის მკვიდრი, რომელსაც სახლი გადაუწვეს

Radiotavisupleba.ge 

მეორე დღეა ახალქალაქში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ისინი გუშინდელი არეულობის დროს გადამწვარი სახლების ირგვლივ მუშაობენ. ხუთი გადამწვარი სახლიდან ერთი ზარმარიანების ოჯახს ეკუთვნის. ნარა ზარმარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისი სახლი ბენზინითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა 200-მდე პირმა დაწვა. "3 წელია ეს კონფლიქტი გრძელდება, ჩემ შვილს არც ერთ მათგანში მონაწილეობა არ მიუღია. ძლივს მოვასწარით სახლის დატოვება, საშინელი ხმაურით მოვიდნენ, ჩაამტვრიეს ფანჯრები და ირგვლივ... Читать дальше...

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოაცხადა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოაცხადა, ვინაიდან, ცესკოს თქმით, ადგილობრივი დროით 14 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა 65%-ს. წლევანდელ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ზედიზედ მეექვსე ვადით არჩევისთვის იბრძვის. საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საარჩევნო უბნების გახსნამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომ ამომრჩეველთა 40%-მა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო წინასწარი არჩევნების პროცესში, რომელიც 4 აგვისტოს დაიწყო. Читать дальше...

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ხარვეზები გაჩნდა ზოგი საინტერნეტო სერვისის მუშაობაში

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ხარვეზები გაჩნდა რამდენიმე საინტერნეტო სერვისის მუშაობაში. პრობლემების შესახებ იტყობინებიან მრავალრიცხოვანი მომხმარებლები და ჟურნალისტები. პირველ რიგში საქმე ეხება მესენჯერებს, ასევე ზოგიერთ აპლიკაციას. არ მუშაობდა არც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ოპონენტების ზოგიერთი რესურსი, მათ შორის პლატფორმა „ზუბრი“ და პოლიტიკოს ვიქტარ ბაბარიკას საიტი. ასევე დაფიქსირდა პრობლემები YouTube-ისა და Google-ის წვდომაში. „ბელტელეკომი“ პრობლემებს ხსნის „უცხოური ტრაფიკით“. Читать дальше...


Музыкальные новости
Денис Мацуев

Мацуев — о московском дерби: Бездарное зрелище. Уснул на 15-й минуте





Персональные новости
Михаил Кутушов

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ლოია ჯირგის რჩევით დათანხმდა თალიბების გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ დათანხმდება დარჩენილი 400 თალიბი პატიმრის განთავისუფლებას. ეს დასკვნითი ნაწილია ტყვეთა გაცვლისა, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის. ღანიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გაათავისუფლოს თალიბი მებრძოლები, რომელთაგან ბევრი გასამართლებულია ავღანელებსა და უცხოელებზე სასიკვდილო თავდასხმებისთვის, გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თალიბების გათავისუფლების რეკომენდაცია გააკეთა 3400 ცნობილი ავღანელის დიდმა კრებამ... Читать дальше...

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მსხალგორსა და კაბალში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირების მიუხედავად, მათთან სტიქიის შედეგების შესაფასებლად არავინ მისულა და მხოლოდ პირადობის მოწმობების ასლები გამოართვეს. დაზარალებულთა ნაწილის თქმით, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა წელს ისინი მოსავლის გარეშე დატოვა და თუ დახმარება არ იქნება, "ზამთარში შიმშილი ემუქრებათ". 4 აგვისტოს ღამით კაბალის ნაწილი და სოფელი მსხალგორი დაისეტყვა. სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი წვიმა და ქარი. Читать дальше...

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, ლუკაშენკას მეექვსე ვადით სურს პრეზიდენტობა

Radiotavisupleba.ge 

9 აგვისტოს ბელარუსში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკა ზედიზედ მეექვსე ვადით პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს. კენჭისყრას წინ უსწრებდა საარჩევნო კამპანია, რომელიც აღინიშნა ოპოზიციის 1000-ზე მეტი მომხრის დაპატიმრებით; არჩევნებში მონაწილეობაზე უარით ლუკაშენკას რამდენიმე პოტენციური მეტოქისთვის; განცხადებებით რუსეთის შეთქმულებაზე, რომელიც დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად და სრულიად ახალი ფიგურის გარშემო ოპოზიციური ძალების შემოკრებით. ალექსანდრ ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას... Читать дальше...

ვლადიმერ ბორცვაძე: პრევენციისთვის ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ ახალქალაქში ახლა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. მან ახალქალაქში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ უწყება პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. "ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - ამბობს ბორცვაძე. ახალგაზრდა კაცი ახალქალაქში გუშინ, 8 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო... Читать дальше...

თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამოძიებამ გარდაცვლილის მობილური ადვოკატის გარეშე გახსნა

Radiotavisupleba.ge 

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, თამაზ ბაჩალიაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა მისი შვილის ტელეფონი ადვოკატის დასწრების გარეშე გახსნეს. კაცი ვარაუდობს, რომ გამოძიება ჭიანურდება. "ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ეს ტელეფონი. რაც კომპიუტერზე გააკეთეს, ის დაგვხვდა აქაც... ყველანაირ კვალს აქრობენ", - თქვა თამაზ ბაჩალიაშვილმა. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ელოდება. თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Кто отец Дианы Джокович?


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Ивлеева

Блогера Ивлееву оштрафовали на 50 тыс рублей за дискредитацию российской армии



Москва

Проект нового воронежского стадиона на 25 тыс. зрителей сделает «ПИ «Арена»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net