Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 08.08.2020

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას ახალქალაქში არეულობა და დაპირისპირება მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

8 აგვისტოს, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოფელ გულიკამში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივთა განმარტებით, ორ ოჯახს შორის დაპირისპირება მესამე წელია გრძელდება. მოგვიანებით ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის თანასოფლელებმა მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა სასტუმრო "არტსერგი" და მათი ოთხი ნათესავის სახლი გადაწვეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისათვის სამ ადგილას მიმდინარეობს - ქალაქის ცენტრში, სადაც დაპირისპირება მოხდა... Читать дальше...

განრისხებულმა დემონსტრანტებმა ბეირუთში სამთავრობო შენობები დაარბიეს

Radiotavisupleba.ge 

8 აგვისტოს ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომელსაც დემონსტრანტები ბრალს სდებენ ქვეყნის ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა განაცხადა, რომ 9 აგვისტოს პარლამენტში შეიტანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტს. მაგრამ ამან ვერ დააშოშმინა ლიბანელები, რომლებიც არსებულ სისტემას კორუმპირებულად და არაეფექტიანად მიიჩნევენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა პოლიცია და არმია. დემონსტრანტთა წინააღმდეგ... Читать дальше...

ბელარუსის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების წინ განაგრძობს დამოუკიდებელ მეთვალყურეებზე ზეწოლას

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ხელისუფლება განაგრძობს დამოუკიდებელ მეთვალყურეებზე ზეწოლას 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამასობაში იზრდება შიში, რომ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა გაყალბებასა და რეპრესიებს გამოიყენებს, რათა გაახანგრძლივოს თავისი 26-წლიანი მმართველობა. ადამიანის უფლებების ორგანიზაცია „ვიასნამ“ 8 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია წინასწარი კენჭისყრის პროცესში საარჩევნო უბნებზე პოლიციის მიერ დევნისა და დაშინების ათობით შემთხვევის შესახებ. ოპოზიციის პოლიტიკოსებმა, უფლებადამცველებმა და ლუკაშენკას კრიტიკოსებმა მოუწოდეს მოქალაქეებს... Читать дальше...



აშშ: საქართველოს მეგობრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოში რუსეთის ჯარების ინტერვენციის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდელო შტოების, კვლევითი ცენტრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის თქმით, „არ შეიძლება დაკმაყოფილებული ვიყოთ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. COVID-19-ის პანდემიის დროსაც კი რუსეთი მზადაა,... Читать дальше...

ახალქალაქში კაცი იარაღით მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. "ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან", – აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე თოროსიანი "სამხრეთის კარიბჭესთან". Читать дальше...

COVID-19: იტალიაში ზომები გაგრძელდება, მექსიკაში "გახანგრძლივებულ პანდემიაზე" ლაპარაკობენ

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში, კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყანაში, 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს პირბადეების სავალდებულო ტარებას დახურულ საჯარო სივრცეში, ხალხმა ერთმანეთს შორის უნდა დაიცვას დისტანცია, კვლავაც აკრძალულია დიდი თავყრილობები. კონტემ ხალხს სიფხიზლისკენ მოუწოდა კორონავირუსის გამო, რომელმაც ქვეყანაში 35 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მექსიკაში, სადაც ინფექციის კლებას ვარაუდობდნენ... Читать дальше...

ერგნეთში ომის ფოტოების გამოფენა მოეწყო

Radiotavisupleba.ge 

8 აგვისტოს ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმში, ფოტოგამოფენა გაიმართა. "დღეს, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე, გადავწყვიტეთ, ომის თემაზე შექმნილი ფოტოების გამოფენა მუზეუმის ეზოში მოგვეწყო. აქ გამოფენილია როგორც ცხინვალის, ისე ქართული სოფლების ფოტოები. ჩვენ ვეცადეთ, რომ ორივე მხარე თანაბრად გვეჩვენებინა, რადგან ომი, ყველასთვის ომია", - ამბობს ლია ჩლაჩიძე, ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი.   მუზეუმის ეზოში დღეს ერგნეთელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გამოფენილ... Читать дальше...

ZAG-ის ადვოკატმა კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა სასამართლოში გაასაჩივრა

Radiotavisupleba.ge 

კომპანია ZAG​-ის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, მოსამართლის განჩინება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც 7 აგვისტოს კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. „ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში. მხოლოდ იყო მოყვანილი მშრალად კანონის მოთხოვნები. ყველაფერი მივაწოდეთ გამოძიებას და თუკი რაიმეს ნახავენ, მზად არის ეს ხალხი, პასუხი აგოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ვერაფერს ნახავენ“, - განაცხადა ადვოკატმა. Читать дальше...



სოფიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა აღადგინეს ტრანსპორტის ბლოკადა

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 8 აგვისტოს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა აღადგინეს ტრანსპორტის ბლოკადა, რომელიც გუშინ აიღო პოლიციამ. 7 აგვისტოს, ზედიზედ 30-ე საღამოს, სოფიაში 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული მთავრობის გადადგომას ითხოვენ კორუფციასთან დაკავშირებით. 29 ივლისიდან აქციის მონაწილეებმა სოფიის სამი უდიდესი გზაჯვარედინი დაიკავეს. ეს წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია ბულგარეთში. Читать дальше...

დავით ბაქრაძე: მედვედევის განცხადებები არ მიკვირს, საზიანო ხელისუფლების გაკეთებული განცხადებებია

Radiotavisupleba.ge 

„ეს განცხადება არ მიკვირს რუსეთის ხელისუფლებისგან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს დააბრალოს და თვითონ გამართლდეს. მაგრამ, ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობდეს იმ პროცესში, როდესაც ხდება საქართველოს მხარეზე ბრალის გადმოტანა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებას. ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა... Читать дальше...

ხაბაროვსკელები მეხუთე კვირაა მართავენ აქციებს დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხაბაროვსკის მცხოვრებლები ზედიზედ მეხუთე კვირაა, მართავენ არასანქცირებულ აქციებს ხაბაროვსკის მხარის დაპატიმრებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტები თავდაპირველად შეიკრიბნენ ქალაქის მთავარ მოედანზე, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალურ ქუჩებში. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მათთან არავინ მისულა. ხაბაროვსკის მხარის ადმინისტრაციის თქმით, მთავრობის შენობის წინ 2800 ადამიანი შეიკრიბა. Читать дальше...

თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონის ექსპერტიზა ორი კვირის წინ დაუწყიათ - აცხადებს ოჯახის ადვოკატი

Radiotavisupleba.ge 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის ტელეფონის ექსპერტიზა მასთან შეუთანხმებლად, 24 ივლისს დაწყებულა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მას ლუქზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ამიტომ ტელეფონი არ უნდა გახსნილიყო. "დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში. დღეს მოვედი და ექსპერტიზა დასრულებულია", - განაცხადა მან. ადვოკატი აცხადებს, რომ ტელეფონი ხელმეორედ დაალუქინა და მიმართა პროკურორსა და ექსპერტებს, რომ... Читать дальше...

დმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე: გარეწრების ქმედებებს ვუპასუხეთ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა „ფეისბუკზე“ 2008 წლის აგვისტოს ომის მისეული შეფასება გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს. „ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებებს. პასუხი გასცა გარეწრების ქმედებებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება გასცეს. ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მშვიდობისმყოფელებსაც... Читать дальше...

COVID-19-ით გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საერთო-საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარე, 79 წლის მიტროპოლიტი ისიდორე (კირიჩენკო) COVID-19-ით გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ ცნობა შაბათს გაავრცელა საპატრიარქოს წარმომადგენელმა. ისიდორე 33 წლის განმავლობაში იყო ყუბანის დეკანოზი. 6 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენიანმა სასულიერო პირმა, პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა, რომელსაც აკრძალული აქვს ღვთისმსახურება, განაცხადა, რომ ყუბანის ეპარქია ორი კვირის განმავლობაში არ იტყობინება ისიდორეს შესახებ. Читать дальше...

აგვისტოს ომის მძიმე შედეგები - არასამთავროები ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

Radiotavisupleba.ge 

„12 წელი აგვისტოს ომიდან და ომის მძიმე შედეგები“ – ასე ეწოდება განცხადებას, რომელიც „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციამ“ გაავრცელა. მიმართვაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად წამოჭრილ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეა ლაპარაკი. კოალიცია რამდენიმე მსხვილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მასობრივად გაგრძელდა. გადაადგილების... Читать дальше...

აშშ-ის კონტრდაზვერვის თანახმად, რუსეთი, ჩინეთი და ირანი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მისი მთავრობა გულისყურით მოეკიდება აშშ-ის დაზვერვის მაღალი რანგის პირის გაფრთხილებას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შესაძლო ჩარევის თაობაზე. მან დასძინა, რომ უკანასკნელი, რაც ამ სახელმწიფოებს სურთ, არჩევნებში მისი გამარჯვებაა. ტრამპი გამოეხმაურა ეროვნული კონტრდაზვერვის უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის, ბილ ივეინინას 7 აგვისტოს განცხადებას. ჩინეთი, რუსეთი და ირანი ცდილობენ გავლენა მოახდინონ ამერიკელ ამომრჩევლებზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: შიდა დაპირისპირება გმირების უპატივცემულობაა

Radiotavisupleba.ge 

„დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ამ ადამიანებმა თავი ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს. „დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირებები, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველდღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ... Читать дальше...

თალაკვაძე: სააკაშვილს ორი სახე აქვს. ერთი, როცა ბრძოლის ველიდან გარბის და მეორე - როდესაც ჰააგაში დგას

Radiotavisupleba.ge 

"მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე: ერთი, ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან, და მეორე სახე, როდესაც ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. რა თქმა უნდა, რაც მან გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისი ეს კომენტარი შეეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...


Музыкальные новости
Тимати

Тимати высмеял Джигана: "Не собьется, будет уже круто"





Персональные новости
ЦСКА

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ





გორში დილიდან დაიწყო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

Radiotavisupleba.ge 

გორში, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ასევე გაიმართა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორსა და შინდისში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საღამოს კი ცხინვალის გვერდით, სოფელ ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმში... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილმა „ფორმულას“ და „მთავარ არხს“ „პუტინისტები“ უწოდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვაზე, თუ რატომ არაფერს ამბობდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის როლზე 2008 წლის ომში, ჟურნალისტებს უპასუხა: „პუტინისტები ხართ თქვენ“. მოგვიანებით ღარიბაშვილმა დააკონკრეტა, რომ „პუტინისტებად“ ტელეკომპანია "ფორმულა" და "მთავარი არხი" მოიხსენია. „რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა... სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდებ [პუტინისტებს]... Читать дальше...

კახა კალაძე: სააკაშვილის პასუხისმგებლობაა, რომ ომი ვერ აარიდა ქვეყანას

Radiotavisupleba.ge 

2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. მათ ვერ მოახერხეს, ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. კახა კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თბილისის მერის თქმით, ოკუპაციას საქართველო წინსვლით უნდა დაუპირისპირდეს. „12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან... Читать дальше...

გიორგი გახარია: გმირები ყოველდღე უნდა გვახსოვდეს

Radiotavisupleba.ge 

„მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება, მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მან 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმედ დღედ შეაფასა და თქვა, რომ ომში დაღუპულ გმირებს პატივი არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ ყოველდღე და ყოველ წუთს უნდა მივაგოთ. Читать дальше...

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

Radiotavisupleba.ge 

8 აგვისტოს დამატებული კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი ცნობით, ორი ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია. „ჩვენს ცენტრში უცვლელი მდგომარეობაა, გუშინ იყო 31 დადასტურებული პაციენტი, ახალი არ შემოსულა, არც გამოჯანმრთელებულა. მათი მდგომარეობა ფასდება საშუალო და საშუალოზე მსუბუქად“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ჯეიმს აპატურაი: NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან

Radiotavisupleba.ge 

ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „ფეისბუკის“ მეშვეობით განცხადება გაავრცელა და მოუწოდა რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ჯარები 12 წელია, რაც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველს საკუთარი სახლისა და მიწის დატოვება მოუწია. NATO კვლავინდებურად აღიარებს საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина рассказала о проблемах на турнире в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

ПРОЕКТ «КЛАССИКА: ИСТОРИЯ И СОВРЕМЕННОСТЬ»



Москва

Матвиенко: банка детского питания стоит пять тысяч рублей, ее хватает на неделю

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net