Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 23.08.2020

სამივე დაშავებული პირი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

News.ge 

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, სამივე დაშავებული ქალია. შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

არჩილ თალაკვაძე: შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან

News.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ“, – ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში. შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე... Читать дальше...

ავარია შატილის გზაზე: გარდაცვლილები და დაშავებულები - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 აგვისტოს

Radiotavisupleba.ge 

რა ვიცით შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად შატილის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო ცნობებით გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. სიახლეები ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.        მინსკში დაახლოებით 100 000 ადამიანი შეიკრიბა... Читать дальше...



“შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა…”

News.ge 

თვითმხილველი, რომელიც შატილის გზაზე ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა, მომხდარის დეტალებზე ambebi.ge -სთან საუბრობს. „შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრებიდან 17 ქალია, 3 – მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრათ, თუ რა მოხდა“, – ...

გიორგი ვაშაძე: ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია ჩვენთვის

News.ge 

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. „ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია ჩვენთვის. ამ მძიმე ჟამს არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა გეტყვით ...

ლიეტუველების სოლიდარობა ბელორუსებს

News.ge 

“ლიეტუველების სოლიდარობა ბელორუსებს” – ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა ლიეტუვის პირველი ქალი პრეზიდენტი 2009-2019 წლებში, დალია გრიბაუსკაიტე.   .

გირესუნის პროვინციაში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა

News.ge 

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში წყალდიდობას მინიმუმ 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის ერთი ჯარისკაცია. ამჟამად რეგიონში ხელისუფლება სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. დერელის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და შენობები. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში ატმოსფერულმა ნალექმა გირესუნის რეგიონში საშუალო მაჩვენებელს 1.5-ჯერ გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განკარგულება გასცა, რომ ...

გიორგი გახარია: თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს

News.ge 

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. “უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. ინტენსიურად მიმდინარებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ... Читать дальше...



კახა კალაძე: მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს

News.ge 

“დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან,” – წერს, ქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ქართული ავიაცია

Radiotavisupleba.ge 

„ანარეკლებში" ქართული ავიაციის ისტორია - „მიმინოდან” დამოუკიდებლობამდე. ახალი აეროპორტები, საპატიო სტუმრები, კონკურენტები და რუსეთი, რომელსაც დამოუკიდებელი ავიატორები ვერა და ვერ ემიჯნებიან.

17-მდე გაიზარდა შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგად 17-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. მძიმედ არის დაშავებული სამი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება. Читать дальше...

ლუკაშენკო ავტომატით შეიარაღებული გამოვიდა ძალოვანებთან შესახვედრად (ვიდეო)

News.ge 

ალექსანდრე ლუკაშენკო ძალოვანებთან შესახვედრად რეზიდენციიდან ავტომატით გამოვიდა. ბელარუსიის პრეზიდენტი ომონელებს მიუახლოვდა: “მადლობა, მშვენიერები ხართ!” პასუხად, ძალოვანებმა ტაში დაუკრეს და დაპირდნენ, რომ “ბოლომდე მის გვერდით” იქნებიან.

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და ეზოები დატბორა

Radiotavisupleba.ge 

უხვმა ნალექმა, რომელიც საღამოს 7 საათიდან დაიწყო, დატბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, თამარ მეფის, ფოთის, ავტომშენებლისა და აღმაშენებლის ქუჩები. დატბორილია ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ოცამდე ზარი შევიდა; წყალდიდობის ადგილებზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.

გიორგი კეკელიძე: სიკვდილის გაშინაურება – ფატალური სიკვდილის

News.ge 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირრებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “სიკვდილის გაშინაურება – ფატალური სიკვდილის. უმიზეზოსი და უცების. 12 ადამიანი. შეძრწუნებული ვარ. შარშან, თითქმის ამ დროს მომიხდა შატილში ასვლა ბიბლიოთეკის საქმეზე. ურთულესი გზაა – მით უფრო წვიმიანი. გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს. გლოვის და მერე დაფიქრების დღეები გვმართებს. ბევრი მხრივ. ...

ლუკაშენკა ავტომატით ხელში მივიდა დამოუკიდებლობის სასახლეში

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომლის წინააღმდეგაც 23 აგვისტოს მინსკში მრავალათასიანი აქციები იმართება, დამოუკიდებლობის სასახლესთან ვერტმფენით ჩაიყვანეს. ვიდეოზე ჩანს, რომ ვერტმფრენიდან გადმოსული ლუკაშენკა, ავტომატით ხელში და დაცვით გარშემორტყმული შენობისკენ მიემართება. ვიდეო გაავრცელა ლუკაშენკასთან დაახლოებულმა ტელეგრამ-არხმა „პირველი პული“. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის სასახლე, რომელიც პრეზიდენტის ერთ-ერთ სამუშაო ოფისად ითვლება... Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიეტუვაში ციხანოუსკაიას შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივენ ბიგუნი 24 აგვისტოს ლიეტუვაში შეხვდება ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მოლაპარაკების დროს განიხილავენ ბელარუსის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს. ამ საკითხზე, და ასევე ორმხრივ სამხედრო-დიპლომატიური თანამშრომლობის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. ვრცელდება ინფორმაცია სტივენ ბიგუნის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით, რაც... Читать дальше...

შსს: 12 ადამიანი ემსხვერპლა შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას

Radiotavisupleba.ge 

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყებაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Джиган запретит дочери Ариеле встречаться с определенной категорией парней





Персональные новости
Александр Бастрыкин

В аварийном доме в Забайкалье, которым интересовался Бастрыкин, заколотили подъезды





ხაბროვსკში გაიმართა მსვლელობა ბელარუსის საპროტესტო აქციის სოლიდარობის ნიშნად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შორეულ ქალაქ ხაბაროვსკში 23 აგვისტოს რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ბელარუსის წარმომადგნელობასთან, რათა თავიანთი მხარადჭერა გამოეხატათ ბეალრუსში მიმდინარე საპროტესტო აქციისთვის. „ჟივიე ბელარუს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებსაც ეცვათ თეთრი ტანსაცმელი და ხელთ ეპყრათ წითელი ყვავილები. ხაბაროვსკში 15 აგვისტოსაც გაიმართა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელზეც გამოსვლისას მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუს დემონსტრანტებს, რომლებიც საპრეზიდენტო სადავო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოდიან. Читать дальше...

სამი კაცი დაიღუპა ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს

Radiotavisupleba.ge 

სამი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა და ორი სპეცრაზმელი დაიჭრა ინგუშეთის სუნჟის რაიონში 23 აგვისტოს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად. ოპერაციის დროს დაიჭრა ფედერალური უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ცნობით, ყველა მოკლული ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. ისინი შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ასაფეთქებელი მოწყობილობით. Читать дальше...

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა „ფაშისტური“ უწოდა თეთრ-წითელ-თეთრ დროშას, რომელსაც ოპოზიცია იყენებს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტარ ხრენინმა „ფაშისტური“ უწოდა საპროტესტო აქციებზე გამოტანილ თეთრ-წითელ-თეთრ დროშებს და დაიმუქრა, რომ არმია არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის მემორიალების წაბილწვას. „ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად ვუყუროთ, თუ როგორ იმართება ამ წმინდა ადგილებში აქციები იმ დროშის ქვეშ, რომლითაც ფაშისტები ორგანიზებას უწევდნენ ბელარუსების, რუსების, ებრაელებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მასობრივ მკვლელობას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ! ამიტომ დღევანდელი დღიდან მათ დაცვას ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე. Читать дальше...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა სასამართლოში გამოკითხეს

Radiotavisupleba.ge 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. თამაზ ხომასურიძის თქმით, კითხვები შეეხებოდა მის მიერ, ორი დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელსაც ის „თეთრ ისრად“ მოიხსენიებს, გეგმავს შაქარაშვილის ბიძისა და ოჯახის ინტერესების დამცველის, მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციას. თამაზ ხომასურიძის თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. Читать дальше...

მინსკში დაახლოებით 100 000 ადამიანი იმყოფება ანტისამთავრობო მიტინგზე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის დედაქალაქში 23 აგვისტოს თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი, რომელზეც, სულ მცირე, 100 000 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის გარდა, იუწყებიან დამოუკიდებელი არხები TUT.BY და NЕХТА. „მარში ახალი ბელარუსისთვის“, ასე ჰქვია მორიგ ხალხმრავალ მიტინგს, რომელიც 9 აგვისტოს პრეზიდენტობის არჩევნების ფალსიფიცირებული შედეგების გაუქმებისა და ახალი თავისუფალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ტარდება. აქციის დაწყებამდე... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко: я предпочитаю смотреть мужской теннис, а не женский


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На площадке МВЦ «Казань Экспо» открылся XVIII Российский венчурный форум





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье



Москва

Россияне назвали свинину самым популярным видом мяса для шашлыков

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net