„უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული“ - ევროკავშირის ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე
8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.