Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

ოპოზიციური ველის განლაგება წინასაარჩევნოდ - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 ივნისს

0

ზოგი ათანხმებს, ზოგი აფუძნებს, ზოგი გადადის, ზოგიც ჯერ ფიქრობს - ოპოზიცია არჩევნებისთვის

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციური სპექტრი სხვადასხვა სახისა და სირთულის ამოცანებს ეჭიდება: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაჟორიტარების საკითხზე მსჯელობას განაგრძობს ოპოზიციური ერთობის დარჩენილი ნაწილი, იქმნება ახალი პარტიები და მიმდინარეობს გადაჯგუფების პროცესიც.

მას შემდეგ, რაც თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციური ერთობის სხვა ძალებს დაუთმო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაანონსებულ საარჩევნო კამპანიაში ჩაება და რეგიონებში აქტიურად გასვლაც დაიწყო.

როგორც ნიკა მელიას მიერ წინასწარ ითქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშა მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის პროცესს და ახლა შორიდან აკვირდება - თუ რამდენად ფართო კონსენსუსს მიაღწევენ „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდის გარშემო შეკრებილი სხვა პოლიტიკური ძალები. შემდგომი ნაბიჯებიც ამის მიხედვით გადაიდგმება.

თუკი ფართო კონსენსუსი შედგება, წინასწარი ინფორმაციით, შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის წლისთავისთვის დაგეგმილ აქციაზე უნდა გამოცხადდეს;

თუკი ფართო კონსენსუსი ვერ შედგება და მხოლოდ 3-4 პარტიის შეთანხმება მოხერხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ფართო კონსენსუსად არ ჩათვლის და სხვა ოლქებშიც საკუთარი კანდიდატურების დასახელებაზე იზრუნებს - ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებენ პარტიის ლიდერები;

ასეთ შემთხვევაში, პარტიის ზოგიერთი ლიდერის განცხადებით, დღის წესრიგში დადგება უკვე მეორე ტურთან დაკავშირებული შეთანხმება - ოპოზიციამ ერთიანი ძალებით დაუჭიროს მხარი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს.

პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს აუხსნას ამომრჩევლების განაწყენებულ ნაწილს, რომ - ოლქების დათმობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებისთვის აუცილებელი სტრატეგიის ნაწილია და ერთიანობისთვის ყველამ რაღაც უნდა დათმოს.

რა კონტურები იკვეთება ოპოზიციურ ველზე, როცა ჯერ ისევ არ არის გარანტირებულად გადაწყვეტილი ახალი საარჩევნო სისტემისა და 1%-იანი ბარიერის ბედი, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში?

დადასტურებული შემთხვევა - 818

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 686

კარანტინში - 2902

სტაციონარში - 249

გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს შესთავაზებს პირბადეებს, ან მათ თავად უნდა მიიტანონ ის. მაგიდებს შორის დაცილება სიგანეში იქნება 2-2 მეტრი, აბიტურიენტების ზურგებს შორის დისტანცია კი - 1 მეტრი.

გამოცდაზე ყოფნის სავალდებულო წესები:

მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

თითოეულ საგამოცდო ცენტრში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მაღალი სიცხის დროს ვინ მოიხსნება და ვინ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას - ალგორითმი ცნობილია

ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

ეროვნული გამოცდების დროს კონდიციონერებს არ ჩართავენ

ამირან გამყრელიძემ ეროვნულ გამოცდებზე დაშვების საკითხები განმარტა

 

 

პარლამენტი ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვას დაიწყებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დღეიდან დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტი პარლამენტის რეგლამენტიდან და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე გადაეგზავნება ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტს.

„ხვალიდან პარლამენტში გრაფიკის მიხედვით კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა. რეალურად ეს გახლავთ ახალი ბიუჯეტი, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შეცვლილი. ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 2.5 %-ისა, რომელიც ჩადებული გვქონდა თავდაპირველ ვერსიაში, იქნება ახლა 8.5% დეფიციტი. ჩვენ ვგეგმავდით მშპ-ის ზრდას 4.5% -ით, მაგრამ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკური კრიზისი. აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, ქვეყანა იქნება რეცესიაში და იქნება -4%. გარდა ამისა, ჩვენ შემოსავლების ნაწილში დაგვაკლდება 1.8 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი გათვლილი იყო 14 მილიარდ 430 მილიონ ლარზე. ახლა კი ბიუჯეტის ასიგნებები ანუ ხარჯვითი ნაწილი მიაღწევს 15. 923 მილიარდ ლარს ანუ 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. ხვალიდან დაიწყება პარლამენტში განხილვები, შემაჯამებელი სხდომა იქნება ერთ-ერთი პირველი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და დავასრულებთ თვის ბოლოს“, - განაცხადა კოვზანაძემ.

 

 

ცხინვალთან ახლოს აღმოჩენილი ნეშტები და წითელი ჯვრის ინტერესი იდენტიფიკაციის პროცესში

სააგენტო „რესის“ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ტბეთის მცხოვრებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს სამი ნეშტი იპოვა - მიწის დამუშავებისას ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. ადგილზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და სამარხიდან უცნობ პირთა ნეშტები ამოიღეს.

სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ დაღუპულთა ვინაობა და მათი დაღუპვის გარემოებები. სააგენტო „რესი“ ადგილიდან ფოტოებსაც ავრცელებს. ერთ-ერთ ფოტოზე პროკურატურის თანამშრომელს ხელში თავის ქალას ფრაგმენტი უჭირავს. გამოძიების პირველ ეტაპზე დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელი, კონსტანტინ ჯიოევი, მხოლოდ იმას ამბობს, რომ სამარხი დიდი ხნის წინაა გაკეთებული. ამ ინფორმაციის გავრცელებამ დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ადამიანებში, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. წაიკითხე და ნახე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

 

 

საერთაშორისო პრესა ანტირასისტულ გამოსვლებზე: უნდა დავიცვათ კოლონიური ძალაუფლების სიმბოლოები?

რასიზმისა და საპოლიციო სისასტიკის წინააღმდეგ მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ბრიტანელი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის, ძეგლი და ის მდინარე ევონში ჩააგდეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა, ეს აქტი დაგმო, თუმცა მას ევროპულ პრესაში ყველა კომენტატორი არ ეთანხმება. ევროპულ პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა კოლონიური ძალაუფლების სიმბოლოები ხელუხლებელი და რას ნიშნავს მათი ჩამოგდების აქტები, ისტორიისა და მისი გაგრძელების პერსპექტივიდან.

ედვარდ კოლსტონის ძეგლის ჩამოგდება ისტორიაზე თავდასხმა კი არ არის, თავად არის ისტორიაო, წერს ისტორიკოსი დევიდ ოლუსოგა ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ The Guardian-ში 8 ივნისს: „1895 წლის შემდეგ დღეს პირველი დღეა, როცა მასობრივი მკვლელის ძეგლის ჩრდილი აღარ ეცემა ბრისტოლის ცენტრს. მათ, ვინც ამ დღის მოსვლას განიცდის და კვირას მომხდარით შოკირებულია, საკუთარ თავს რამდენიმე რთული შეკითხვა უნდა დაუსვან. ნუთუ მართლა სჯერათ, რომ ბრისტოლი გუშინ უკეთესი ადგილი იყო იმის გამო, რომ მის ცენტრში მონებით მოვაჭრის ძეგლი იდგა? ნუთუ მართლა არ ესმით, - დღემდე, - თუ რატომ მიიჩნევდნენ კოლსტონის მსხვერპლთა შთამომავლები მის ძეგლს შეურაცხყოფად და რატომ ითხოვდნენ მის აღებას ათწლეულების განმავლობაში? ... რაც უნდა ითქვას მომავალი დღეების განმავლობაში, ძეგლის ჩამოგდება არ ყოფილა ისტორიაზე თავდასხმა. ეს აქტი თავად არის ისტორია, ერთ-ერთი იშვიათი მომენტი ისტორიაში, რომლის დადგომაც ნიშნავს, რომ ვითარება აღარასოდეს დაუბრუნდება უწინდელ სურათს“.

წაიკითხე მეტი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

Турнир по пляжному волейболу «ЮМР ОПЕН» прошел в Краснодаре


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Виктория Азаренко

Азаренко: Я из среды, где не принято говорить о своих чувствах, поэтому пришлось учиться


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Метеоролог Шувалов рассказал, когда в Москве закончится снег и отступят холода





Путин в России и мире
Москва

Президент Путин 9 мая заявил, что Запад пытается исказить правду о Второй мировой войне


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко предупредил Запад о молниеносной атаке в ответ на любую агрессию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Желдорреммаш

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.



Москва

Песков: погода не является препятствием для проведения парада Победы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net