Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

Новости за 20.06.2020

მოსამართლემ უკუაგდო ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, შეჩერებულიყო ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოსამართლემ უკუაგდო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, შეჩერებულიყო უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა. მაგრამ მისი დასკვნით, ბოლტონი შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებისთვის. მოსამართლე როის ლამბერტმა 20 ივნისს დაწერა თავის გადაწყვეტილებაში, რომ გამომცემელმა უკვე მოახდინა წიგნის ტირაჟის ტრასპორტირება და მისი ნაწყვეტები ფართოდ გავრცელდა მედიაში. ლამბერტის თქმით, ჩანს... Читать дальше...

დონალდ ტრამპი ოკლაჰომაში მართავს პანდემიის დაწყების შემდეგ პირველ საარჩევნო მიტინგს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შაბათს ოკლაჰომაში ჩასვლა აქვს დაგეგმილი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი საარჩევნო ღონისძიების ჩასატარებლად. მისი მომხრეები იკრიბებიან მიტინგის ჩასატარებლად ქალაქ ტულსის 19000-ადგილიან არენაზე. ტულსის მერმა ჯ. ტ. ბაინუმმა 18 ივნისს კომენდანტის საათი გამოაცხადა იმის შიშით, რომ ტულსაში იმავეს მოიმოქმედებდნენ, რაც გააკეთეს აშშ-ის მთელ რიგ სხვა ქალაქებში, როცა ანტირასისტულ საპროტესტო გამოსვლებს ძალადობრივი აქტები და მაღაზიებისა და კომპანიების დარბევა სდევდა თან. Читать дальше...

მიშა მშვილდაძე: „შევხვდებით არჩევნებზე!“

Radiotavisupleba.ge 

„შევხვდებით არჩევნებზე!“ - ეს სიტყვები წარმოთქვა 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დასრულებისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და წამყვანმა - მიშა მშვილდაძემ, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ შარშანდელი ხანგრძლივი აქციების  ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს თავმოყვარე მოსახლეობამ არ მივეცით უფლება საქართველოს არაფორმალური მმართველის დასმულ საქართველოს ფორმალურ მმართველებს, რომ სირცხვილი ეჭამათ მშვიდად. ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს ღირსება... Читать дальше...



მაკო გომური: იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ ჩვენი თვალები მეორეხარისხოვანია

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლება ცდილობს სახელი გაგვიტეხოს, იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი - თქვა მაკო გომურმა ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, მაკო გომურს სამართალდამცველების მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და მან თვალი დაკარგა. „ერთი წლის წინ ასე ვიდექი ზუსტად, იგივე ტანსაცმელი მეცვა... და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის და აი ამ შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი. Читать дальше...

გიორგი მარგველაშვილი: ამ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხისა და პარტნიორების ვერდიქტი

Radiotavisupleba.ge 

ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებას მიღებული აქვს ხალხის ვერდიქტი - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. „ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც მერე, პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს გააჩენს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი. Читать дальше...

ქუთაისში 20 ივნისის 1 წლის თავზე ორი აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, ბალახვნის 100-საფეხურიან კიბესთან, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებდან ერთი წლითავზე გაიმართა საპროტესტო აქცია -„ერთი წლის თავზეც სირცხვილია“. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. "დღეს, ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები დაგმოს. რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ არ შევეგუებით საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციაში არსებულ რუსულ ინტერესებს და გავლენებს. Читать дальше...

ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების კანონის დეტალებმა შეშფოთება გამოიწვია

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთმა გამოაქვეყნა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების შესახებ კანონის დეტალები, რამაც შეშფოთება გამოიწვია დასავლეთის მთავრობებსა და საფინანსო-ცენტრის პროდემოკრატიულ მოძრაობაში. ამ დეტალების თანახმად, რომლებიც ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუამ გამოაქვეყნა, ჰონგ-კონგში შეიქმნება ეროვნული უშიშროების კომისია, რომელსაც ქალაქის ლიდერი კერი ლამი ჩაუდგება სათავეში. კომისიას ზედამხედველობას გაუწევს პეკინი, რომლის მიმართაც იქნება ეს ორგანო ანგარიშვალდებული. ეროვნული უშიშროების შესახებ კანონი... Читать дальше...

20 ივნისის მოვლენებს ერთი წლის შემდეგ ბათუმშიც გამოეხმაურნენ

Radiotavisupleba.ge 

ბათუმელები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე აქციის პარალელურად ბათუმში აქციის ორგანიზატორებმა 2019 წლის 20 ივნისს ე.წ. "გავრილოვის ღამე" გაიხსენეს. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ "გავრილოვის ღამეს" დემონსტრაციის დაშლის შემდეგ ხელისუფლების მთავარი დაპირება, საარჩევნო სისტემის შეცვლა, დღემდე არ შესრულებულა. "მიხარია, რომ ერთი წლის წინ საქართველომ მტერს ზურგი არ აჩვენა. გავრილოვის ტალახი ახალგაზრდებმა სისხლით ჩამოგვბანეს. გავრილოვის ღამის ერთი წლის თავზე არაფერი არ შეცვლილა... Читать дальше...



მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას: ის სასტიკი ღამე არ შეგრჩებათ

Radiotavisupleba.ge 

„დღეს იმ ავბედითი ღამის, 20-21 ივნისი ღამის გახსნების დღეა და უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ის ღამე მათ არ შერჩებათ. ყველა აგებს პასუხს, ვინც იმ სასტიკ ღამეში მონაწილეობდა, ტყვიებს ისროდა და სისხლს ღვრიდა. ხელისუფლებამ ზუსტად იმ ღამით გამოუატანა განაჩენი თავის თავს“, - ასე მიმართა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს 20 ივნისს მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მან რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ერთიანობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის იქნება პირველი მებრძოლი საქართველოს გულისთვის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. Читать дальше...

ხიდაშელი: კარგია, რომ გავრილოვს ახსოვს 20 ივნისი და ქართული საზოგადოების პასუხი

Radiotavisupleba.ge 

კარგია, რომ სერგეი გავრილოვს ახსოვს, რა პასუხი გასცეს 20 ივნისს მას და პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებას საქართველოში, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის დუმის დეპუტატის მოთხოვნას, რომ საქართველომ ბოდიში მოიხადოს 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო. თინა ხიდაშელმა კომენტარი გააკეთა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდა. Читать дальше...

შოთა დიღმელაშვილი: ან რუსეთის გუბერნიაში უნდა ვიცხოვრო ან ემიგრაციაში. ასეთი არჩევანი არ მინდა!

Radiotavisupleba.ge 

„შარშან, როცა ხალხმა ჰკითხა ხელისუფლებას, ჩვენ ევროატკანტიკური ინტეგრაცია ავირჩიეთ, ამას რატომ გვიკეთებო, გავრილოვის პარლამენტში დასმის პასუხად, მათ გამოიყვანეს პოლიციელები და ეს ხალხი გადაცხრილეს“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა 20 ივნისს მიმდინარე აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა და აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა. მისი სიტყვებით, შარშან პარლამენტის წინ შეკრებილმა ადამიანებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და უდიდესი მსხვერპლი გადაიხადეს. მათ გასცეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი ჰქონდათ - თვალისჩინი... Читать дальше...

სალომე ბარკერი: ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, აქაც ამიტომ ვდგავართ

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაცო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრის, სალომე ბარკერის განცხადებით, ის, რომ დღეს, 20 ივნისს, პანდემიის პირობებშიც, რუსთაველზე ამდენი ადამიანი ისევ მივიდა, ნიშნავს, რომ მათი ბრძოლა სწორი ბრძოლა იყო. „დღეს ძალიან სიმბოლური დღეა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შარშან ამ დღეს მოქალაქეებმა ოკუპაცია გააპროტესტეს, არამედ იმიტომაც, რომ ამისთვის ისინი სახელმწიფომ დასაჯა და ტყვიები ესროლა. ზუსტად ამიტომ, ეს ფაქტი არც ერთ 20 ივნისს არ უნდა გვაძლევდეს მოსვენებას. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა აქ. Читать дальше...

ევროპარლამენტარები მეტს ითხოვენ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის 663 დეპუტატიდან 507-ის მხარდაჭერა მოიპოვა რეზოლუციამ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემას ისახავს მიზნად. თუმცა ამისათვის ქვეყნებს მეტი მონდომება ესაჭიროებათ. ევროპარლამენტარები რეკომენდაციებით მიმართავენ ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს. საგანგებოდ არის გამოყოფილი საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივის ჭრილში. "ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს... Читать дальше...

ქაბულში აშშ-ის საელჩოში კორონავირუსის ინფექცია აღმოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქაბულში აშშ-ის საელჩოში კორონავირუსის ინფექცია აღმოჩნდა. სახელმწიფო დეპარტამენტი არ იტყობინება, რამდენი ადამიანია ინფიცირებული, მაგრამ საელჩოს წარმომადგენელმა AP-ს განუცხადა, რომ ინფექცია აღმოაჩნდა 20-მდე ადამიანს. მათ უმრავლესობას წარმოდგენენ ნეპალელები, რომლებიც საელჩოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. „საელჩო სათანადო ზომებს იღებს COVID-19-ის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 ივნისს. ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირების 28424 შემთხვევაა დადასტურებული.

10 პასუხი ომბუდსმენისგან: რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს პასუხებს 10 კითხვაზე იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ერთი წლის წინ, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე. რას ვიგებთ რაციების ჩანაწერებით რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე... Читать дальше...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო აქციის დაწყებამდე 2 საათი რჩება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც აქციაა დაგეგმილი, უკვე შეწყდა საავტომობილო მოძრაობა. მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქცია ისევ იმ ადგილას უნდა გაიმართოს, სადაც ერთი წლის წინ, ამ დღეს, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ მასობრივი დემონტრაცია დაიწყო და აქციები რამდენიმეთვიან პროტესტში გადაიზარდა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ... Читать дальше...

მამუკა მდინარაძე: შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება არ ყოფილა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით და განაცხადა, რომ ეს ფასილიტატორი ელჩების მკაფიო მოწოდების შედეგია. მდინარაძე ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას სანახევროს უწოდებს და ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ აგრძელებს სპეკულაციას და ვაჭრობას: „პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერდნენ მხარს“, - ამბობს მდინარაძე. Читать дальше...

თაკო ჩარკვიანი: კენჭს ვიყრი საბურთალოზე, ჩემს უბანში

Radiotavisupleba.ge 

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარულ ოლქში. საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ჩარკვიანმა დაწერა, რომ მისი დევიზი იქნება: “არც ერთი ხმა პუტინს”! „საქართველო კორუფციონერების და 30-წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს-პენსიას რომ იპარავენ!“, - წერს თაკო ჩარკვიანი. მისი სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება მან „დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს... Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Блогерша Алена Водонаева заявила, что ей нравится сын рэпера Джигана





Персональные новости
Подмосковье

«Текстильный букет Поочья» стартует в Подмосковье 28 апреля





კახა კუჭავა: „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა ფასილიტატორებმა მოახდინეს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა გასაკვირს ვერაფერს ხედავს „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაში, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რადგან, კუჭავას შეფასებით, მათ უბრალოდ მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ამის მიზეზი კი, კუჭავას თქმით, ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადებაა, რომელიც 19 ივნისს გავრცელდა. „კარგად გვახსოვს, გუშინ და გუშინწინ რა განცხადებებს აკეთებდნენ. ამბობდნენ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ. კარგად გვახსოვს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლაც... Читать дальше...

ევროპაში COVID-19-ის შემთხვევებმა 2,5 მილიონს გადააჭარბა, ვირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება სამხრეთ ამერიკაში

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა. მათ ნახევარზე მეტი მოდის რუსეთზე, დიდ ბრიტანეთზე, ესპანეთსა და იტალიაზე. ევროპაში, რომელიც კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული კონტინენტია, პანდემიას დღემდე 192 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ ამერიკაში კი ყველაზე უფრო მაღალია პანდემიის გავრცელების ტემპი. მსოფლიო მასშტაბით 20 ივნისისთვის აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 8,7 მილიონი შემთხვევა, მათ შორის გარდაცვლილია 460 ათასი. როგორც მიიჩნევა... Читать дальше...

ანა დოლიძე პრეზიდენტს პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ახალი პლატფორმის დამფუძნებელი ანა დოლიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ზურაბიშვილის სიტყვები „იმ პროცესის ლუსტრაციაა“, რომელზეც იგი ბოლო დღეებია საუბრობს: „ქოც-ნაცური“ ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის“. ანა დოლიძის შეფასებით, ეს ალიანსი „კლანის მშობელია“... Читать дальше...

გიგი უგულავა ხელისუფლებას მიმართავს: ახლა ჯერი თქვენზეა

Radiotavisupleba.ge 

„პირობა თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა, ახლა ჯერი თქვენზეა, ბატონებო“, - ასე მიმართა 20 ივნისს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. ხოლო ის, რაც „ევროპულმა საქართველომ“ ამ გადაწყვეტილებით გააკეთა, უგულავას სიტყვებით, ნიშნავს... Читать дальше...

აშშ-მა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ავსტრიაში გაიმართება რუსეთთან მოლაპარაკებები განიარაღების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ავსტრიაში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაიმართება მოლაპარაკებები განიარაღების თაობაზე. იარაღის კონტროლის საკითხებში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი, მარშალი ბილინგსლი 22-23 ივნისს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს და მოლაპარაკებებს გამართავს „ორმხრივად შეთანხმებულ საკითხებზე, რომლებიც შეიარაღების კონტროლის მომავალთანაა დაკავშირებული“, განაცხადა პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა მიწვევა გაუგზავნა ჩინეთს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

Свёнтек: я чувствую, что с каждым годом получаю всё большую поддержку


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Мария Захарова раскритиковала высказывание Нэнси Пелоси о Путине и протестах в США


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Рэпер Баста благословил девушку на брак во время своего концерта



Москва

Количество вакансий с подработкой выросло на 42% перед майскими праздниками

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net