საპროტესტო აქცია პარიზში – პირდაპირი ტრანსლაცია
პარიზში, Black Lives Matter– ის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია დაიწყო. სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობს. მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ
პარიზში, Black Lives Matter– ის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია დაიწყო. სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობს. მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით სამსახურისა და ხელფასის გარეშე დარჩენილ ოფიციალურად დასაქმებულებს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში 1200 ლარით (თვეში 200 ლარი) ეხმარებიან. რადიო თავისუფლებას გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ დაკმაყოფილებულია 22 851 დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი 91 810 განაცხადი. კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. თვეში 200-ლარიანი დახმარება არ შეხვდებათ მათ... Читать дальше...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა განკარგულება „ბირთვული შეკავების“ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ, რომელიც, რუსული მედიის ცნობით, განსაზღვრავს იმ პირობებს, როდესაც რუსეთი მის ხელთ არსებულ ბირთვული იარაღს გამოიყენებს. ასეთი დოკუმენტი ქვეყნდება პირველად და მასში განმარტებულია, რომ რუსეთის „სახელმწიფო პოლიტიკას ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვით ხასიათს“ ატარებს, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს შორის სახელდება „მოწინააღმდეგის მხრიდან ბირთვული და მასობრივი... Читать дальше...
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ COVID - 19-ით ინფიცირებული მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ბოლნისის სოფელ მუშევანიდან იყო. როგორც გოფოძე აღნიშნავს, ის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავდმყოფოში და არაერთი დაავადება აღენიშნებოდა. გარდაცვლილი კაცის ასაკი 75-ს აღემატებოდა. კორონავირუსით საქართველოში სულ დაინფიცირდა 796 ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 634. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკის ჯარის გამოყვანა ნიუ-იორკის ქუჩებში. ტრამპის ამ განცხადების ფონია 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ აშშ-ის მასშტაბით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები და არეულობა. ორშაბათს გვიან ღამით დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინების ფანჯრები და გაძარცვეს ელიტური მაღაზიები ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე, ცეცხლი წაუკიდეს ლოს-ანჯელესის სავაჭრო ცენტრს. პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული... Читать дальше...
„ნიუ ჰოსპიტალს”-ის ინფორმაციით, თბილისში ხუთ პირს დააცხრა ყვავი. კლინიკის ცნობით, მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. „5 პაციენტი შემოვიდა ყვავის თავდასხმის შედეგად. ამჟამად გაწერილი არიან", - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ნიუ ჰოსპიტალს”-ის პრესსამსახურში. ყვავის თავდასხმის შესახებ „ფეისბუკზე" წერს სხვა მოქალაქეც.
ზოგიერთ შემხვევაში პოლიცია შეუერთდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ან მათთან ერთად ჩაერთო მსვლელობაში, ან დაიჩოქა, ან მათთან ერთად მონაწილეობდა ფლოიდის ხსოვნის წუთიერ დუმილში.
ევროპელი პოლიტიკოსები მოითხოვენ ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩის, ბლოგერ სერგეი ციხანოვსკისა და სხვა, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს განუცხადა პეტერ სტანომ, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის, ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ბოლო მოვლენებმა ბელარუსში სერიოზული შეკითხვები გააჩინა ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის თვალსაზრისით“... Читать дальше...
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა ძვირადღირებული მაჯის საათების შესახებ. მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებაში მოტანილ ფაქტებს „სისულელე“ უწოდა. „მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. მე პოლიტიკამდე ათი წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავლები, განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. ზოგადად, მე გეტყვით, რომ აბსოლუტურად არაფერი მაქვს დასამალი“, - თქვა ღარიბაშვილმა. Читать дальше...
ბზარი თუ განხეთქილება ოპოზიციურ ერთობაში იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან კოორდინირებულად, შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ - დღემდე ასეთია ოპოზიციურ ერთობაში შემავალი პარტიების დეკლარირებული პოზიცია. მაგრამ რამდენად მტკიცეა მათი შეთანხმება? „გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობამ“ და თანაც იმ ეტაპზე, როდესაც გაერთიანებას - „ძალა ერთობაშია“ მომავალი... Читать дальше...
სომხეთის პარლამენტის ეროვნული კრების დამოუკიდებელი დეპუტატი არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ მისი აზრით საჭიროა გადაისინჯოს სომხეთის პარლამენტის მიერ 2013 წელს რატიფიცირებული შეთანხმება, რომლითაც ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ 2043 წლამდე ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთის „გაზპრომისგან“ შეიძენს. 30-წლიანი მონოპოლიის სანაცვლოდ „გაზპრომმა“ სომხეთს შესთავაზა ბუნებრივ აირზე ფიქსირებული ფასი მხოლოდ მომდევნო ხუთ წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე,კომპანია „გაზპრომ-არმენიამ“ სპეციალურ სამთავრობო კომისიას... Читать дальше...
“უგულავა არის ნამდვილი ქურდი და გარყვნილი პოლიტიკოსი”– ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა “ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და განაცხადა, რომ ის არ არის პოლიტპატიმარი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ღამის კურიერში სტუმრობისას განაცხადა.
Source
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმამი მოჰამად აიაზ ნიაზი და ერთი მლოცველი დაიღუპა ქაბულის ვაზირ აკბარ ხანის მეჩეთში, თვითმკვლელის მიერ 2 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად. აღნიშნული მეჩეთი მდებარეობს არეალში, სადაც განლაგებულია საელჩოები და სამთავრობო ოფისები. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. დღესვე გზაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში. თავდასხმების ფონია ძალადობის შემცირება ქვეყნის მასშტაბით... Читать дальше...
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი მოსკოვში 24 ივნისისათვის დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე დაპატიჟა რუსმა კოლეგამ სერგეი შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწვევა მოხდა სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც მინისტრებს შორის 2 ივნისს გაიმართა. მაგრამ რუსეთის ოფიციალურ ცნობაში არაფერია ნათქვამი იმაზე, დათანხმდა თუ არა მოწვევას ესპერი. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელიც ტრადიციულად 9 მაისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გადაიდო და, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დღეს, 2 ივნისს თბილისში, გლდანულაში იპოვეს ჩვილის ცხედარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას.
ლიბიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ლიბიის ეროვნული არმიის სარდალი, ხალიფა ჰაფტარი თანახმაა განაახლოს მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამის შესახებ საუბარია ლიბიაში გაეროს დამხმარე მისიის (UNSMIL) მიერ გავრცელებულ ცნობაში, რომელშიც ნათქვამია, რომ კონტაქტების დამყარებაზე თანახმაა ასევე მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობაც. საუბარი შეეხება მოლაპარაკებას ფორმატში „ხუთი პლუს ერთ“- თითოეული დაპირისპირებული მხარიდან ხუთი მაღალი რანგის სამხედრო პირის მონაწილეობით. Читать дальше...
„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „მთავარი არხის’ ეთერში ილაპარაკა საპარლამენტო არჩევნებზე საერთო ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის საჭიროების შესახებ. როგორც უგულავა განმარტავს, ივანიშვილის ფავორიტმა მაჟორიტარმა რამდენიც არ უნდა აიღოს რომელიმე ოლქში, ის მიიღებს 50%-ზე ნაკლებს. შესაბამისად, თბილისის ყოფილი მერის თქმით, „ოპოზიციას თუ ეყოლება ერთიანი კანდიდატი, მაღალია შანსი იმისა, რომ პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციას 5-8 მაჟორიტარი ჰყავდეს გამარჯვებული, იმისთვის... Читать дальше...
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 2 ივნისს თვიმთკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა ქაბულის ვაზირ აკბარ ხანის მეჩეთში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელმა, რომელიც ტუალეტში იყო დამალული, თავი აიფეთქა იმ დროს, როცა მეჩეთში ღამის ლოცვა იწყებოდა. დაჭრილი სამი ადამიანი. დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. არც თავდასხმაზე არ აუღია პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას. დღესვე გზაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში. Читать дальше...
კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე ბევრის მოლოდინი იყო, რომ გავიდოდა ორი-სამი თვე და ყველაფერი ისევ ჩვეულ რიგს დაუბრუნდებოდა. NCDC-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე ბევრის მოლოდინი იყო, რომ გავიდოდა ორი-სამი თვე და ყველაფერი ისევ ჩვეულ რიგს დაუბრუნდებოდა. NCDC საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო ერთიანი კანდიდატი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არ დაუშვებს „სიძულვილის ალის გაღვივებას“ და „უმკურნალებს რასიზმით მიყენებულ ჭრილობებს“, რაც დიდი ხნის განმავლობაშ ტანჯავს აშშ-ს. ფილადელფიის მუნიციპალიტეტში გამოსვლის დროს ჯო ბაიდენმა 2 ივნისს პირველი კომენტარი გააკეთა აშშ-ში დაწყებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებსა და ძალადობაზე, რაც 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ გამოიწვია. Читать дальше...
Menschen, die Mathematik und die Herausforderung, die sie präsentiert genießen können sich nicht leisten, eine Klasse an der Fachhochschule Chemnitz zu verpassen. Hier alle mathematischen Probleme im Zusammenhang mit abgedeckt sind, sowohl zu Beginn des Jahres und so lange, wie die Schüler dort sind. Die Fachhochschule Chemnitz kümmert sich alle mathematischen Problemen im Zusammenhang mit ...
“კომუნიკაცია გათვლილია ფართო საზოგადოებაზე, თუმცა ყველაზე მეტად ეხება იმ ადამიანებს, ვინც აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და მის პირდაპირ კავშირს მათი შვილების კეთილდღეობასთან მუდმივად ცვალებად სამყაროში და საკუთარი თავის დაცულ, მშვიდ სიბერესთან”.
ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანი უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დაჯგუფების ლიდერის, მულა ჰაიბატულა ახუნზადას კორონავირუსისგან გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებს. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ცნობა ახუნზადას გარდაცვალების შესახებ გამოაქვეყნა ჟურნალმა „ფორინ პოლისმა“, რომლის თანახმად, თალიბთა ლიდერი COVID-19-ის ვირუსს საზღვარგარეთ ებრძოდა. ჟურნალს მოყვანილი აქვს თალიბანის ერთ-ერთი სამხედრო ხელმძღვანელის ალი ჯან აჰმადის სიტყვები, რომლის თანახმად, ახუნზადა ავად იყო, მაგრამ მკურნალობის შემდეგ ვირუსისგან "განიკურნა". Читать дальше...
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
123ru.net — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.