Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

Новости за 18.06.2020

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი 4 მილიონი დოლარი გირაოთი გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასა და მექრთამეობაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 4 მილიონი დოლარი გირაოთი. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამჟამად ქოჩარიანი ერევნის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადის. ქოჩარიანს 1998-2008 წლებში ეკავა სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობა. ორი წლის წინ ის დააპატიმრეს 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. Читать дальше...

ზელიმხან ხანგოშვილის საქმე და გზავნილები გერმანიის პროკურატურიდან

Radiotavisupleba.ge 

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ თავისი საბოლოო სიტყვა თქვა ერთი წლის წინ ბერლინის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის გახმაურებულ საქმეზე და ის გამოსაძიებლად სასამართლოს გადაუგზავნა. უწყების ვებსაიტზე განთავსებულ ცნობაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ვინმე „ვადიმ კ.-მ“ (იგივე ვადიმ ს.) ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით. გერმანიის პროკურატურის ამ დასკვნის შემდეგ ბერლინში საგარეო საქმეთა... Читать дальше...

ხელისუფლების განცხადებები გაბუნიას საქმეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ივნისს

Radiotavisupleba.ge 

გახარია "გაბუნიას საქმეზე" - არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის არ გამოიყენონ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მომზადების საქმე. თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, ხედავს თუ არა რუსულ კვალს და რა მტკიცებულება აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს... Читать дальше...



20 ივნისის ოთხი რაკურსი

Radiotavisupleba.ge 

ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

პროკურატურა მოითხოვს გოგონაზე ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის დაპატიმრებას

Radiotavisupleba.ge 

არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული გოგონა არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას... Читать дальше...

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ხელი შეუშალოს ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საგანგებო თხოვნით მიმართა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოს, დაბლოკოს უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა. იუსტიციის სამინისტროს განაცხადი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ხელი შეუშალოს ბოლტონის წიგნის გამოსვლას, რის საფუძვლადაც ასახელებს გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იუსტიციის სამინისტროს თანახმად... Читать дальше...

გიორგი გაბუნიას საქმე: საჯარო ინტერესი და ხელისუფლების რიტორიკა

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკმაყოფილოა რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების გარშემო მედიაში “უპასუხისმგებლო” განცხადებების გამო. კრიტიკოსები გამოძიებისგან მეტ გამჭვირვალობას, ხელისუფლებისგან კი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მკაფიო მხარდაჭერას მოითხოვენ.

"კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპონტანური შეკრებების შესაძლებლობას და ნებისმიერი ასეთი შეკრება, თუკი გზაც გადაიკეტება, ითვლება უკანონოდ"

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი თვლის, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზაციის მხრივ არსებობს ხარვეზები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის კუთხით. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა იმ ძირითად მიგნებებზე, რაც გამოიკვეთა სპეციალურ ანგარიშზე მუშაობისას.



HRW: პარლამენტს აქვს შესაძლებლობა შექმნას შრომითი უფლებების დაცვის ახალი მემკვიდრეობა

Radiotavisupleba.ge 

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW) ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის განხილვას. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, მათი მიღების შემთხვევაში, ბევრად უკეთ დაიცავს დასაქმებულებს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. უფლებადაცვითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის ინსპექციის გაძლიერებას და ასევე... Читать дальше...

თამარ გვარამაძე შეკრების თავისუფლების რეალიზაციის პრობლემებზე

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი თვლის, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზაციის მხრივ არსებობს ხარვეზები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის კუთხით. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა იმ ძირითად მიგნებებზე, რაც გამოიკვეთა სპეციალურ ანგარიშზე მუშაობისას.

სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია მათი წარმატების შანსი – ეს არის ნული

News.ge 

სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე – ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია ასეთი კანდიდატების წარმატების შანსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე ოპოზიციის შეთანხმებას. კობახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. „ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილებაა. რაც... Читать дальше...

არ მინდა ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია მის კვალიფიკაციას დავაბრალო – ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელს და იურიდიულ კვალიფიკაციას

News.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მისი კოლეგის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა. „ძალიან ვწუხვარ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მიქაუტაძესთან, გვრიტიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან მხარდამხარ, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში არის. არ მინდა ეს მხოლოდ მის კვალიფიკაციას დავაბრალო – ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელს და იურიდიულ კვალიფიკაცის. უფრო სამწუხაროდ, ...

კაგებეს ზეწოლა ახალგორელ აბიტურიენტებზე, რეგიონის დეპოპულაციის მცდელობა

Radiotavisupleba.ge 

„თბილისში სასწავლებლად არ წახვალთ“- ეს კატეგორიული მოთხოვნა და გაფრთხილება ახალგორელმა აბიტურიენტებმა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

დააპატიმრეს ბელარუსის პრეზიდენტის პოსტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიქტარ ბაბარიკა

Radiotavisupleba.ge 

დააპატიმრეს ბელარუსის პრეზიდენტის პოსტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიქტარ ბაბარიკა. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი იტყობინება. კომიტეტის თანახმად, ბაბარიკა, რომელიც მანამდე დაკითხვაზე წაიყვანეს, დაკავებულია დანაშაულის დაფარვისა და მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობის ბრალდებით. სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, ივან ტერეტელის თქმით, ამჟამად ამოწმებენ, სხვათა შორის, მაქინაციებს ფასიანი ქაღალდებით, რომელთა ღირებულება 60 მილიონ დოლარზე მეტია და რის შედეგადაც უცხოეთის ანგარიშებზე მსხვილი თანხა იქნა გადატანილი. Читать дальше...

12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული ჩეხეთმა საქართველოს გადმოსცა

Radiotavisupleba.ge 

სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთის მხარემ საქართველოს გადმოსცა - ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით“,- ნათქვამია გენარალური პროკურატურის განცხადებაში. სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას დაიღუპა. Читать дальше...

შსს: ახალგაზრდა კაცი 10 წლის გოგოს სექსუალური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას და გაგზავნას აიძულებდა

Radiotavisupleba.ge 

გორში დააკავეს 19 წლის მამაკაცი, რომელსაც პოლიცია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას  ედავება.   გამოძიების თანახმად, ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ "ფეისბუკის" დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს  სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგო პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ-მ მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით გოგო აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა. Читать дальше...

როდის ჩაასხამენ წყალს „ილიას ტბაში“?

Radiotavisupleba.ge 

კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი კომპელქსი, „ილიას ტბა“, არ მუშაობს. შიდა ტურიზმის გახსნის ფონზე,  ტბაში წყალი დამშრალია. მოშლილია ინფრასტრუქტურის ნაწილიც.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ თბილისს მოუწოდებს გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის „გამჭვირვალე გამოძიებისკენ“

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის მოითხოვს ქართველი ტელეჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის თაობაზე შეთქმულების „გამჭვირვალე გამოძიებას“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს გაბუნიას უსაფრთხოება. საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა 12 ივნისს დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელის საქართველოში მძიმე დანაშაულის ჩასადენად იყო ჩამოსული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია... Читать дальше...


Музыкальные новости
Игорь Бутман

Квинтет Игоря Бутмана и певица Фантине впервые выступят на джазовом фестивале в Бахрейне





Персональные новости
Apple

Apple возобновляет переговоры с OpenAI о внедрении функций ИИ в iPhone





საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ორი კანდიდატი

Radiotavisupleba.ge 

მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი არიან წარდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებად. საკონსტიტუციო სასამართლოს  წევრებიდან ტურავას დასახელებას ხუთმა კოლეგამ დაუჭირა მხარი, იმერლიშვილს - ორმა. პროცედურის თანახმად, თავმჯდომარის ასარჩევად ხუთი ხმა საკმარისია, თუმცა, როგორც მერაბ ტურავა ამბობს, პირველ ეტაპზე ხუთი მოსამართლის მხარდაჭერა გარანტირებულად არჩევას არ ნიშნავს, რადგან კენჭისყრა ფარულია და არავინ იცის რა მოხდება. „თუ მოსამართლეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განაცხადს... Читать дальше...

დოლიძე: ვწუხვარ, თუ ჯანეზაშვილი იქნება კლანის კამპანიის სათავეში ჩემს წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს წევრს ნაზი ჯანეზაშვილს მიქაუტაძე-მეთოფიშვილი-გვრიტიშვილის  კლანის გვერდით დგომაში ადანაშაულებს. ანა დოლიძე ამბობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიულობა დღეს მის მიმართ აფიქრებინებს, რომ იგი სათავეში უდგას კლანის კამპანიას, რომლის მიზანი ანა დოლიძის იმიჯის დაზიანებაა. ანა დოლიძე პოლიტიკური აქტიურობით კანონის დარღვევის ფაქტს გამორიცხავს და მზადაა სამართლებრივმა დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს: „თუ საუბარია სამართლებრივ საკითხზე... Читать дальше...

აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე

News.ge 

ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია „კავკასუს ონლაინს”. თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% ...

ევროკავშირის უმაღლესი სამართლო: უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ არალეგიტიმურია

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზღუდეები, რომლებიც უნგრეთის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლი პრემიერ-მინისტის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ შეუქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებას, ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის კანონმდებლობას. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, განაცხადა 18 ივნისს, რომ „უნგრეთში სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვები წევრი ქვეყნის გარეთ არსებული პირის მიერ მათი დაფინანსების გარშემო, არ შეესაბამება ევროპის კავშირის კანონს“. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Рэпер Баста благословил девушку на брак во время своего концерта



Москва

Магаданский проект стал лауреатом Международного профессионального конкурса НОПРИЗ на лучший проект – 2023

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net