Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

Новости за 17.06.2020

სუსი და შსს უარყოფენ თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებას

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაციას სუსი არ ატარებს. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, სპეცოპერაცია, მით უმეტეს, არ უკავშირდება ვასამბეკ ბოკოვის საქმეს. სპეცოპერაციის ჩატარებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ასევე უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. მოსკოვის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია „პირველმა არხმა" გაავრცელა.

გაბუნიას საქმე: გამოძიება და განცხადებები - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 ივნისს

Radiotavisupleba.ge 

სუს-ი გაბუნიას საქმის გარემოებების საჯარო განხილვის წინააღმდეგია გიორგი გაბუნიას საქმე: დღე მეორე -  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმის გარემოებებზე საჯარო განხილვის წინააღმდეგია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დავით ქუთათელაძემ ისაუბრა. მისი თქმით მედიაში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, „კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია... Читать дальше...

რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს მართავენ პოლ უილანის შესაძლო გაცვლის შესახებ აშშ-ში პატიმრობაში მყოფ ბუტსა და იაროშენკოზე

Radiotavisupleba.ge 

როგორც იტყობინებიან, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ ამერიკელი პოლ უილანის შესაძლო გაცვლის თაობაზე აშშ-ში ხანგრძლივ პატიმრობაში მყოფ ვიქტორ ბუტსა და კონსტანტინ იაროშენკოზე. რუსეთის სასამართლომ უილანს მიმდინარე კვირაში პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით. 17 ივლისს ინტერფაქსი ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებებში საუბარია ბუტსა და იაროშენკოზე. „თუკი მიღწეულ იქნება შეთანხმება, მაშინ შედგება ე.წ. გაცვლა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი... Читать дальше...



ზუგდიდში COVID - 19 დაუდგინდა კაცს რომელსაც რუსეთიდან ჩამოსვლისას უარყოფითი შედეგი ჰქონდა

Radiotavisupleba.ge 

COVID - 19 დაუდასტურდა ზუგდიდში 70 წლამდე მამაკაცს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, მამაკაცს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. მას PCR-კვლევა მაშინვე ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღეს. მიუხედავად ამისა მამაკაცი მოათავსეს საკარანტინო სივრცეში, თუმცა 14 ივნისს გაათავისუფლეს დროებით, ძმის გარდაცვალების გამო. ნანა ოდიშარიას მტკიცებით, მას შემდეგ პაციენტი თვითიზოლაციას იცავდა და სამძიმარზეც ჯანდაცვის... Читать дальше...

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გადამწყვეტი მატჩების თარიღები დააზუსტა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ნახევარფინალურ მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს. იმავე დღეს შედგება ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების ასევე ნახევარფინალური დაპირისპირება, ამ წყვილებში გამარჯვებულები კი, ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებლად, ფინალში ერთმანეთს 12 ნოემბერს შეხვდებიან. თუ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსს მოუგებს, ფინალიც საქართველოში გაიმართება. Читать дальше...

ჩოხის ტარების ტრადიციას და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

Radiotavisupleba.ge 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციულ მეთოდს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში ვკითხულობთ: „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“. Читать дальше...

დარჩება თუ არა გერმანია აშშ-ის სამხედრო ძალების „ჰაბად“

Radiotavisupleba.ge 

ნატოს 17-81 ივნისის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით კვლავ ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს, მთავარი საკითხია აშშ-ის სამხედრო პერსონალის მოსალოდნელი შემცირება გერმანიაში.

ჟურნალისტების სარჩელი სტრასბურგში

Radiotavisupleba.ge 

ბესლან კმუზოვი და ლევან ცაავა საქართველოს წინააღმდეგ - 20 ივნისის ღამეს დაზარალებული ორი ჟურნალისტის საქმეს სტრასბურგის სასამართლომ ნომერი მიანიჭა.



ჯაღმაიძე: თუ რამე დამემართება არ ნიშნავს ვისგანაც მოდიოდა მუქარა მაინცდამაინც იმის ბრალია

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების მცდელობის საქმის შესახებ ილაპარაკა „ტვ პირველის“ ეთერში. გიორგი გაბუნიას მიმართ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარის შესახებ დასმულ შეკითხვას, „მისი მუქარა არ მიგითითებთ, რომ სწორედ, რუსეთის ფედერაციიდან მოდის ეს საფრთხე?“ დეკანოზი პასუხობს: „რა ჩემი კომპეტენცია არის ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართ ყოფილა ძალიან ბევრი მუქარა... Читать дальше...

"გენდერული თანასწორობა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ქალები და კაცები არიან აბსოლუტურად ერთნაირები და იდენტურები. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ხედვა"

Radiotavisupleba.ge 

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გამოაქვეყნეს გენდერულ საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულების გამოკვლევის - “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება” - შედეგები.

სოფო ჭიჭინაძე გენდერული თანასწორობის შესახებ გამოკვლევაზე

Radiotavisupleba.ge 

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გამოაქვეყნეს გენდერულ საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულების გამოკვლევის - “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება” - შედეგები.

ახალი დეზინფორმაცია ჩორჩანა-წნელისის კრიზისზე, ანალიტიკოსები ესკალაციის საფრთხის მოლოდინში

Radiotavisupleba.ge 

ქართულმა მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი საგუშაგო განათავსა სოფელ ჩორჩანას ჩრდილო-აღმოსავლეთით, უისტას (წნელისის) სიახლოვეს.- ეს ინფორმაცია ოსურმა მედიამ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა.

ჯორჯ ფლოიდის ძმა გაეროს მოუწოდებს, გამოიძიოს აშშ-ში რასიზმისა და პოლიციის ძალადობის შემთხვევები

Radiotavisupleba.ge 

აფრიკელი ამერიკელი ფილონიზ ფლოიდი, რომლის ძმა ჯორჯ ფლოიდი მაისის ბოლოს დაიღუპა მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მოუწოდებს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება აშშ-ში „პოლიციის მიერ შავკანიანთა მოკვლისა“ და „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის“ შემთხვევებზე. ფილონიზ ფლოიდმა ვიდეომიმართვაში გააკეთა ეს განცხადება ჟენევაში მდებარე საბჭოს მისამართით, როცა 17 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებების საკითხების უმაღლეს ორგანოში დებატები გაიმართა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის შესახებ. Читать дальше...

ყოფილმა პროკურორმა მოსამართლის ფიცი პროტესტის ფონზე დადო

Radiotavisupleba.ge 

საყვირების ხმაურის ფონზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცი დადო ვასილ როინიშვილმა. მან ეს თანამდებობა 10 წლის ვადით დაიკავა. საყვირებით პროტეტს გამოხატავდნენ პოლიტიკური პარტია „ლელოს“და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები. ისინი ფიცის დადების ცერემონიაზე მისულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ხმაურით დახვდნენ. პროტესტის მიზეზი ვასილ როინიშვილის წარსული საქმიანობაა. 2006-2008 წლებში როინიშვილი აჭარის პროკურორი, შემდეგ კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. Читать дальше...

საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დევნილ ბიძას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დევნილებაში მყოფ ბიძას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა ფულის გათეთრების ბრალდებით. 17 ივნისს რიფაატ ალ-ასადი დამნაშავედ ცნეს საფრანგეთში მილიონობით ევროს ღირებულების ქონების შეძენისთვის სირიის სახელმწიფოს კუთვნილი თანხით. პარიზის სასამართლომ დაადგინა, რომ მას უნდა ჩამოერთვას საფრანგეთში დაახლოებით 90 მილიონი ევროს ღირებულების ქონება. 82 წლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დეკემბერში შიდა სისხლდენის დიაგნოზით იქნა ჰოსპიტალიზებული საფრანგეთის საავადმყოფოში... Читать дальше...

აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური: გია ვოლსკის შეფასება კადიროვის გამონათქვამებზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ინტერესის საგანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა და ამაში მისი ბუნებრივი მოკავშირე თავისი ქმედებებით არის „ნაციონალური მოძრაობა“. გია ვოლსკი ამბობს, რომ რამზან კადიროვს აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური რიტორიკა აქვს, თუმცა ვერც მის რიტორიკას შეცვლის „ქართული ოცნება“ და ვერც გიორგი გაბუნიასას: „სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს იმ გრძელ სიაში დანაშაულებების... Читать дальше...

სუს-ი გაბუნიას საქმის გარემოებების საჯარო განხილვის წინააღმდეგია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმის შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დავით ქუთათელაძემ. როგორც სუს-ის წარმომადგენელი ამბობს, მედიაში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, „კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს“. სუს-ის განცხადებით, ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი კადიროვის განცხადებას არ აფასებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებას არ შეაფასებს. სალომე ზურაბიშვილმა ეს კომენტარი მედიასთან საუბარში გააკეთა, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას. ის იქ დაესწრო მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიას. ჟურნალისტების კითხვაზე, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე და ხომ არ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაცია რუსეთის დაკვეთა იყო, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხია - “მე ვფიქრობ... Читать дальше...

„დექსამეტაზონი“ - შეამცირებს თუ არა კრიტიკული კოვიდ-პაციენტების სიკვდილიანობას?

Radiotavisupleba.ge 

"ეს არის პირველი სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია შეამციროს სიკვდილიანობა იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადი ან ფილტვების ვენტილაცია ესაჭიროება. ეს არის არაჩვეულებრივი ამბავი".


Музыкальные новости
Булат Окуджава

В МХТ имени Чехова 8 и 9 мая пройдет концерт с песнями Булата Окуджавы





Персональные новости
2ГИС

Каршеринг BelkaCar и картографический сервис 2ГИС запустили серию совместных маршрутов





თბილისში დააკავეს კაცის მკვლელობაში ბრალდებული

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს 1965 წელს დაბადებული ც.ა., განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე ოჯახის ახლობელს - 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ც.ა. რამდენიმე საათში დააკავეს. Читать дальше...

კიევის ცენტრში შეტაკებები მოხდა პრორუსული „შარის პარტიის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

Radiotavisupleba.ge 

კიევის ცენტრში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მახლობლად, შეტაკებები მოხდა პრორუსული „შარის პარტიის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. 500-მდე აქტივისტი „შარის პარტიისა“, რომელიც პრორუსულად ორიენტირებულმა უკრაინელმა ბლოგერმა ანატოლი შარიმ დააარსა, 17 ივნისს ზელენსკის ოფისის წინ გამოვიდა მოწოდებებით, შეწყდეს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოპყრობა. იმავე ადგილზე შეიკრიბა ასევე რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება „დემოკრატიული ნაჯახის“ 200-მდე წევრი, მათი თქმით, „მორალისტური საუბრისთვის: კიევი - უკრაინული ქალაქია“. Читать дальше...

"გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ორმხრივ ურთიერთობებში რამე დაზიანდა?"- უკრაინის ელჩი ჟურნალისტებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განმარტებით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპი სტრატეგიული პარტნიორობაა და უკრაინელ და ქართველ ხალხებს სურთ, პოლიტიკოსებმა მეტი გააკეთონ ორმხრივი ახლო ურთიერთობების დასამყარებლად. ასე უპასუხა უკრაინის ელჩმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხომ არ დააზიანა ორი ქვეყნის ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა: „გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რამე დაზიანდა? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის არის ის... Читать дальше...

ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე არ მივიდა

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა. როგორც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, გვარამიას სურს, რომ ის სასამართლოში გამოკითხონ. საძაგლიშვილი ამბობს, რომ მათ სუს-ში გამოკითხვის შესახებ ჩანიშნულ დროზე 20 წუთით ადრე აცნობეს, უწყებაში კი 16 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებიდან საქმის დეტალების შესახებ არ უცნობებიათ, თუმცა ვარაუდობს, რომ გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს. სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით... Читать дальше...

ფხენიანთან ურთიერთობების გამწვავების გამო თანამდებობას ტოვებს სამხრეთ კორეის მინისტრი გაერთიანების საკითხებში

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის მინისტრმა გაერთიანების საკითხებში, კიმ იონ ჰოლმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. მისი თქმით, ის საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაუარესებისთვის. განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ფხენიანის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ კესონში ააფეთქეს ორ კორეას შორის ურთიერთობების ოფისი. ამას რამდენიმე დღის განმავლობაში წინ უსწრებდა მწვავე რიტორიკა ფხენიანის მხრიდან. 16 ივნისს ჩრდილოეთ კორეის არმიამ განაცხადა... Читать дальше...

ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში ბავშვი დაიხრჩო

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს, 17 ივნისს მოხდა. "შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი მდინარის ჩქარი დინების გამო გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა", - ვკითხულობთ უწყების გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко: я предпочитаю смотреть мужской теннис, а не женский


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



НОПРИЗ

Подмосковные проекты победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023



Москва

Цены на нефть выросли по итогам предыдущей сессии и завершили неделю в плюсе

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net