Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 27.09.2021

მიტროპოლიტი ნიკოლოზი "სუს-ის ჩანაწერებზე": დუმილი ამ ყველაფერს უშველის

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ გავრცელებულმა ჩანაწერებმა მთელი ქვეყანა მოშხამა. მან სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს უთხრა, თუ როგორ ესახება გამოსავალი. "ეეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა. ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა - სხვა საკითხია. ეს გააკეთა ეშმაკმა. ეს არის შხამი, ნებისმიერ შხამს აქვს ანტი შხამი, გველის ნაკბენზე მოქმედებს ანტი-გიურზა, ამ შხამის საწინააღმდეგო არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან... დუმილი ამ ყველაფერს უშველის... Читать дальше...



თალიბანმა ათასობით თვითმკვლელი მებრძოლი გაგზავნა ტაჯიკეთის მახლობელ პროვინციაში

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნა გამოაცხადა, ბოლო დღეებში ათასობით თვითმკვლელ მებრძოლს მოუყარა თავი ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე ტაჰარის პროვინციაში „იქ არსებული პოტენციური საფრთხეების აღკვეთის მიზნით“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იუწყება 25 სექტემბერს, თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით, რასაც შესაბამისი ფოტოებიც ახლავს თან. „ისლამური... Читать дальше...

ბათუ ქუთელია: ამ არჩევნებზე, როგორც არასდროს, მარტივია არჩევანი

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის ერთი ნაწილის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი თბილისის საკრებულოში ვაკის რაიონიდან, პარტია „დროას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბათუ ქუთელია რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ არჩევანი არასდროს ისე მარტივი არ ყოფილა, როგორც დღესაა. მისი შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები გარკვეულწილად გადამწყვეტი არჩევნებია იმის საჩვენებლად, როგორი სახელმწიფო გვინდა: „არჩევანი გვაქვს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, არჩევანი გვაქვს თავისუფლებასა და რუსეთის მონობას და პროვინციად ყოფნას შორის, არჩევანი... Читать дальше...

იაკუტიელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს

Radiotavisupleba.ge 

იაკუტიელი შამანი, ალექსანდრ გაბიშევი, რომელმაც 2019 წელს თავისი ცნობილი მოსკოვისკენ ფეხით მსვლელობა წამოიწყო "პრეზიდენტ პუტინის კრემლიდან გამოსადევნად", იძულებითი მკურნალობის მიზნით საგამოძიებო იზოლატორიდან სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ სიბირ.რეალიის გაბიშევის ადვოკატმა, ალექსეი პრიანიშნიკოვმა აცნობა, რომლის თანახმად, შამანი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ძალაში შევიდა ფსიქიატრულ კლინიკაში მსჯავრდებულის იძულებითი მკურნალობის შესახებ გამოტანილი განაჩენი. Читать дальше...

გახარია პროკურატურას მიმართავს, "კოკაინშიკობის" შესახებ კობახიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყოს

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი და ასევე პრემიერი, ახლა კი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მისი ყოფილი თანაპარტიელისა და მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მის "კოკაინშიკობას" შეეხებოდა. ამ მოთხოვნით გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრებმა განცხადება პროკურატურაში შეიტანეს. "ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულია ასევე ნარკოტიკების შეძენა და გასაღება... ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეების... Читать дальше...



NRC-ის კვლევით, ავღანეთი ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე იმყოფება

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიის დევნილთა საქმეების საბჭოს (NRC) გაფრთხილებით, კანონიერი მთავრობის ჩამოშლისა და თალიბანის აღზევების შემდეგ, ავღანეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზე იმყოფება და ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. „ქვეყნის ეკონომიკა კონტროლის სფეროდან გამოდის. ნაღდი ფულის უქონლობის გამო, ოფიციალური საბანკო სისტემა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩამოიშალოს. მე ვესაუბრე ოჯახებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ისინი ჩიაზე და ძველი პურის ნაჭერზე გადადიან“, - განაცხადა NRC-ის გენერალურმა დირექტორმა, იან ეგელანმა, 27 სექტემბერს ქაბულში ვიზიტის დროს. Читать дальше...

დავით ზალკალიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: პარტნიორებმა ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად უნდა უთხრან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ის არ დაუზიანებია. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის შესაბამისი კითხვის პაუსახად განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს... მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში გახლდით... Читать дальше...

ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ის აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, „აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე“ ანატოლი ბიბილოვს დახვდნენ „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე. სააგენტოს მოჰყავს ბიბილოვის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოც, რომ „შესანიშნავ აფხაზურ მიწას“ უსურვებს კეთილდღეობას და „ღმერთმა ქნას, რომ აფხაზ ხალხს ჰქონდეს მხოლოდ გამარჯვებები“. Читать дальше...

ბჟანიამ თანამოქალაქეებს მიულოცა "სოხუმის გათავისუფლების დღე"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამოქალაქეებს მიულოცა „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საოკუპაციო ჯარებისგან სოხუმის გათავისუფლების 28-ე წლისთავი“. ბჟანიას თანახმად, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის თავზე აფხაზეთის „სახელმწიფო დროშის“ აღმართვის შედეგი იყო „გამარჯვების მომტანი შეტევა ქვეყნის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“. „სწორედ ამ დღეს ბოლო მოეღო ჩვენი უძველესი ისტორიის ძეგლების განადგურებას, არქივების და მუზეუმების დაწვას, მეხსიერებიდან ჩვენი ხალხის წაშლის მცდელობას და ისტორიის დამახინჯებას“... Читать дальше...

კოვიდპანდემიამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მეტად შეამცირა სიცოცხლის ხანგრძლივობა  - ოქსფორდის კვლევა

Radiotavisupleba.ge 

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა და ამის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებია. ყველაზე საგრძნობლად, ორ წელზე მეტით, შემცირდა ამერიკელი მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა, - ნათქვამია ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში. ოქსფორდის მკვლევრების მიერ გაანალიზებული 29 ქვეყნიდან 22-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა, 2019 წელთან შედარებით, ექვს თვეზე მეტით დაეცა. Читать дальше...

კახა კუჭავას თქმით, არ შეიძლება, "ყველაფერზე" პირველი მოთხოვნა თანამდებობის დატოვება იყოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს. მან ამ უწყებიდან გამოჟონილ სავარაუდო მიყურადების შემთხვევებზე საუბრის დროს თქვა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს. "ძალიან ადეკვატურია იმის თქმა, რომ დაველოდოთ გამოძიებას იმიტომ, რომ პირველ რიგში, დადგინდეს ავთენტურობა. დღეს არის რეალურად იმის საშუალება, ეს მასალა გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, სხვადასხვა სპეკულაციებისთვის... იმ რეალობის წინაშე ვდგავართ... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: „ენკასთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ ერდოანთან კომუნიკაცია არ მქონია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებელ ინვერტორ კომპანია „ენკასთან” დიალოგი და კომუნიკაცია გაგრძელდება. თუმცა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი კომუნიკაცია აქ ჰქონია. „ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა ისე, როგორც ძალიან ბევრი რამ დამხვდა მემკვიდრეობით და ამ კონტექსტში ძალიან ბევრი რამ იყო მიუღებელი... Читать дальше...

მარიამ გობრონიძე და ანა პაპუაშვილი - "სასამართლო ხშირად რჩება ინტერესს მიღმა მწვავე პოლიტიკურ პროცესებში"

Radiotavisupleba.ge 

იურისტები, მარიამ გობრონიძე და ანა პაპუაშვილი აღწერენ იმ ბარიერებს, რაც ხელს უშლის ადამიანებს სასამართლოსთან ურთიერთობაში. "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა", USAID-ის მხარდაჭერით მოამზადა ვრცელი გამოკვლევა - "მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში".

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოსმენები გრძელდება და აზუსტებს, რომ ეს ხდება მხოლოდ კანონის ფარგლებში. მან ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელიც დიდი ალბათობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გაჟონილი, ფაბრიკაცია უწოდა. "ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. Читать дальше...

საქართველოში გასულ ერთ დღეში ვაქცინირებულთა რაოდენობა მხოლოდ 6 617-ია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 26 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 6 617 ადამიანი. დაახლოებით ერთი კვირაა ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევს, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 749 457 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი... Читать дальше...

ერგნეთის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია კიდევ ერთი მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა. მის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებსა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. ამ წლის განმავლობაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 33 მოქალაქე. ერგნეთის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა... Читать дальше...


Музыкальные новости
Metallica

Metallica выложили видео с концерта в Мюнхене, на котором был ливень с грозой





Персональные новости
Кубок

В Росгвардии стартовал чемпионат по боксу «Кубок Победы»





სუს-ის ხელმძღვანელი გასაჯაროებულ ფაილებზე: ეკლესიასთან ბრძოლა არავის მოუგია

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, დიდი ალბათობით, მისი უწყებიდან გასაჯაროებულ ფაილებთან დაკავშირებით საუბრის დროს ამბობს, რომ ეკლესიასთან ბრძოლა არავის მოუგია. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც მან ამ საკითხზე ორი კვირის განმავლობაში მედიასთან გააკეთა. "სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ასე რომ, ყველაფერი წინ არის... დაელოდეთ, ყურადღებით იყავით, გამოძიების შედეგი იქნება გამჭვირვალე", - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა. Читать дальше...

სუს-ის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე დაბარებაზე: მე რა შუაში ვარ?!. 

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, დიდი ალბათობით, მისი უწყებიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის გამოძიებას გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია. მან გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადადგომას არ აპირებს. "პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება... მე ჩემს თავს ვერსად ვერ დავიბარებ... თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე... [გამოკითხვაზე დაბარებასთან] მე რა შუაში ვარ?!. თუ ჩათვლის გამოძიება საჭიროდ... Читать дальше...

გმირთა მოედანზე აქციაზე "დევნილები დევნილებისთვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ გმირთა მოედანზე, აფხაზეთის გმირთა მემორიალთან გამართულ აქციაზე ორგანიზატორი, ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა დააკავა. ის და ამ ორგანიზაციის წევრები მოთხოვნის საჯაროდ გავრცელებას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის დროს გეგმავდნენ. დევნილების მოთხოვნაა გადადგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. "წლების განმავლობაში იგნორირებულია დევნილთა პრობლემები... მინდოდა დინამიკი შემომეტანა, ჩემი ხმა რომ უკეთ გაეგოთ, ვიღაც პროვოკატორი ქალი მომიქციეს"... Читать дальше...

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 663 ადამიანს, 27 გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 27 პაციენტი. ლეტალობის საერთო მაჩვენებელი 1.46%-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 277 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 663 შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში 2383-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი როგორც წესი, შემცირებულია და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. Читать дальше...

აშშ-ის საელჩომ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას

Radiotavisupleba.ge 

სოხუმის დაცემის დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა. „28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება“... Читать дальше...

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3- ის გაყიდვა დაიწყო!

News.ge 

სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო. სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით. გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი ეკრანის გარანტია და უახლესი, უსადენო ყურსასმენი ...

Спорт в России и мире
Москва

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Варвара Грачёва

Осталась в одиночестве: Андреева победила Грачёву и вышла в четвертьфинал «Ролан Гаррос», Медведева остановил де Минор


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Мария Багреева: глобальные климатические цели достижимы лишь при участии городов





Путин в России и мире
Москва

Эксперт Михаил Александров: Далекие от реалий мифологемы


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске начал работу 30-й Форум "ТИБО"




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве силовики сорвали вечер памяти Алексея Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Андрей Макаревич

СК заинтересовался Макаревичем* после разговора с "Зеленским" и слов о концерте в Киеве



Москва

Ценник не растает. Стоит ли москвичам ждать подорожания мороженого

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net