Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

Новости за 01.06.2021

კალაძე: გახარიას განცხადება ჩემთან მიმართებით ბევრმა გაიკვირვა

Radiotavisupleba.ge 

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებას თბილისის მერის კახა კალაძის მიმართ, თავად კალაძე გამოეხმაურა „პირველ არხთან" ინტერვიუში.  „იგივე თუნდაც გახარიას გუშინდელი განცხადება ჩემთან მიმართებით ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის ერთგვარი პრაქტიკა, ვინაიდან თუ ოპონენტია, აუცილებლად მას უნდა გადაუარო, რაც არ უნდა კარგი ჰქონდეს გაკეთებული, შეურაცხყოფა მიაყენო და ა.შ. მე ზოგადად გამიხარდება, რაც უფრო ბევრი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში. არ არსებობს ნორმალური პოლემიკა პარტიებს შორის... Читать дальше...

რუსეთში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულში მუხლით „ქონებრივი ზიანის მიყენება მოტყუების ან ნდობის ბოროტად გამოყენების გზით.“ ის წინასწარი დაკავების საკანში დარჩება, სანამ სასამართლო გადაწყვეტს სასჯელის ზომას. სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გუდკოვს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამავე დანაშაულის ეჭვის გამო დააკავეს პოლიტიკოსის დეიდა, ირინა ერმილოვაც. მედიის ინფორმაციით, საქმე აღძრეს ვალის გადაუხდელობის გამო... Читать дальше...

ჯანმოს ავტორიზაცია „სინოვაკმაც“ მიიღო - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ივნისს

Radiotavisupleba.ge 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი საქართველოში „სინოფარმის შემდეგ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლა უკვე „სინოფარმის“ ვაქცინასაც მისცა ავტორიზაცია საგანგებო მოხმარებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) „სინოვაკის“ მწარმოებლისგან გამოთხოვილი დამატებითი დოკუმენტაციის ნიადაგზე დაასკვნა, რომ ვაქცინას საკმარისი ეფექტიანობა აქვს ადამიანის ვირუსისგან დასაცავად. გუშინ ქვეყანაში კიდევ ერთხელ შეიცვალა ეპიდემიოლოგიური სურათი. საქართველოში... Читать дальше...



“ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა “მეუფე””

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით ეკლესიისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. სასულიერო პირის განცხადებას, რომ „ქართველი კაცი ისეთია, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს და იარაღსაც აიღებენ ხელში“, – სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ის მეუფის განცხადებით შეურაცხყოფილია. „ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ... Читать дальше...

მეუფე იაკობი: ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში

News.ge 

ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს არევას არ აპატიებს. „„ოცნებას“ სულ მერაბიშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის კადრები ჰყავს, რომლებთან კავშირში დღესაც არიან. გახარიას ამათ გამო მისცემს ამომრჩეველი ხმას. ხალხი ...

ცხინვალში განიხილავენ დამასკოში დე ფაქტო საელჩოს გახსნის საკითხს

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს, სირიაში სახალხო საბჭოსთან თანამშრომლობის კომისიის შექმნას. ამასთან დამასკოში  ოკუპირებული რეგიონის საელჩოს გახსნა იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა განუცხადა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ საპარლამენტო დელეგაცია სპიკერის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით 24 მაისს დამასკოში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა. როგორც ტადტაევმა განაცხადა... Читать дальше...

ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთში: პრემიერმა ერდოანი თბილისში დაპატიჟა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ღარიბაშვილმა ერდოანი საქართველოში მოიწვია. „ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად,  - ამის თქვა პრემიერმა. როგორც ის აღნშნავს, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ოკუპაცია. „რა თქმა უნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით... Читать дальше...

ნინო წილოსანი: გახარიას გუნდის წევრებს არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნიათ, გახარიაც საკმაოდ ნეგატიურ ტალღაზეა

News.ge 

კახა ოქრიაშვილის კვლევებს განსაკუთრებულად არ ვენდობოდი, რადგან მას რომ სწორი კვლევები ეწარმოებინა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდებოდა „ქართული ოცნების“ შემდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა გიორგი გახარიას 10 – პროცენტიან რეიტინგთან დაკავშირებით. როგორც წილოსანი ამბობს, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია მდორე და უინტერესო იყო. „ზოგადად, მესმის რამდენად მომგებიანია... Читать дальше...



„ოცნება" მზად არის „მთავარი არხის" და „TV პირველის" კონკრეტულ გადაცემებში მიიღოს მონაწილეობა

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, მათ განიხილეს მიმდინარე პოლიტიკურ თემები, მომდევნო სასესიო კვირის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სხდომის შემდეგ თქვა, რომ „ქართული ოცნება" მონაწილეობას მიიღებს „მთავარი არხისა" და „TV პირველის" კონკრეტული ფორმატის გადაცემებში.  „წინა დღეების განმავლობაში ორი ტელეკომპანიის მხრიდან იყო გამოთქმული ინიციატივა იმის შესახებ... Читать дальше...

ჯო ბაიდენი სამშაბათს ასობით შავკანიანი ამერიკელის სიკვდილის ადგილს მოინახულებს ტალსაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს მოინახულებს ასობით შავკანიანი ამერიკელის სიკვდილის ადგილს გრინვუდში, ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსის რაიონში. დღეს, სისხლისღვრის მეასე წლისთავზე, აქ რასობრივი უთანასწორობის მსხვერპლთ იხსენებენ. ბაიდენი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ოფიციალურად ჩავიდა ტალსაში, რათა პატივი მიაგოს დაღუპულ აფრიკელ ამერიკელებს. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ვიზიტის მსვლელობისას პრეზიდენტი გამოაცხადებს უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე ახალი ინიციატივის შესახებ. Читать дальше...

“ბევრი გამრუდებული ინფორმაციაა” - ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლება ნამახვანჰესის გარშემო დაგროვილ საკითხებზე  ესაუბრა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი აბრამიშვილს - ის ნამახვანჰესის აშენების მომხრეთა რიცხვშია.

აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა მოთხოვნით აქცია გამართეს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე სხვადასხვა მოთხოვნები დააყენეს. ნაწილი აცხადებდა, რომ მაღალმთიან აჭარაში „კირნათი ჰესის" გამო დაზარალდა და კომპენსაციას ეკუთვნის, ნაწილის თქმით, ავტობანის მშენებლობისას დაზარალდა, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ჩელტაში ჩაის ფაბრიკაში უკანონოდ შესახლებული უსახლკაროები არიან და სჭირდება საცხოვრისით დაკმაყოფილება. აქციის მონაწილეების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს წერილობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა მთავარეპისკოპოს იაკობს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ილაპარაკა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა. ის წინააღმდეგია მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების.  მიხეილ სააკაშვილმა მთავარეპისკოპოს იაკობს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ემანდ ფრთხილად ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა „მეუფე". იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას! მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი... Читать дальше...

აშშ-ის მორიგი დახმარება „ფრონტისპირა“ ქვეყნისთვის

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) 2022 წლის ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხიდან საქართველოსთვის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით სულ მცირე 120 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს. სხვა მიმართულებების გარდა, ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა, საქართველო უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებადაც დასახელდა, როგორც რუსული გავლენების წინააღმდეგ მებრძოლი „ფრონტისპირა ქვეყანა“. Читать дальше...

შსს განცხადებას ავრცელებს სოფელ საყულიეში მომხდარი სროლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

მეორე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ საყულიეში ნამახვაანჰესის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, ირაკლი მუკბანიანის დაკავების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. შსს-ს განცხადებაში არ არის დადასტურებული ორი მოქალაქის დაჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. განცხადებაში მხოლოდ გამაფრთხილებელ გასროლაზეა ლაპარაკი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა... Читать дальше...

რკინის ჯებირის მიღმა - რა ხდება რიონის ხეობაში გუმათიდან ნამოხვანამდე

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის ჭომის დასახლებიდნ რიონის ხეობისკენ სოფელ ჯიმასტაროს გავლის შემდეგ გუმათჰესის დასახლებასთან გზა ორად იყოფა - ერთი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ მიდის, მეორე საავტომობილო გზა კი მდინარის ჭალას მარცხნიდან მიუყვება. გუმათჰესის დასახლებასთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემოუერთდა ქუთაისს, ორ გზასშუა დგას კარავი, მისგან მარჯვნივ კი განთავსებულია „ნამახვანჰესის“ მშენებარე კომპანია „ენკა რინიუებლზის“ პირველი ობიექტი, სასაწყობე ბაზა. მაღალი მესერის მიღმა თუ გადაიხედავთ, დაინახავთ... Читать дальше...

მაკრონმა აზერბაიჯანს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები სომხეთის ტერიტორიიდან

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები „სომხეთის სუვერენული ტერიტორიებიდან“ მას შემდეგ, რაც ახლახან მომხდარი სასაზღვრო ინციდენტების სერიის შემდეგ ერევანსა და ბაქოს შორის კვლავ დაიძაბა ვითარება. 1 ივნისს პარიზში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, მაკრონმა ასევე მოუწოდა ორ ქვეყანას, მოლაპარაკებების საფუძველზე მოახდინონ საზღვრების დემარკაცია. რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ერევანმა აზერბაიჯანის... Читать дальше...

აშშ-ის ელჩის წარმომადგენელი საელჩოსთან მოშიმშილე შუქრუთელებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა ოფიცერი, საელჩოსთან მოშიმშილე შუქრუთელებს შეხვდა. ერთ-ერთი მოშიმშილე გიორგი ნეფარიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საელჩოს წარმომადგენელმა მათ პროცესში ელჩის, კელი დეგნანის ჩართულობა დაუდასტურა: „ცოტა ხნის წინ გამოვიდა ელჩის წარმომადგენელი ჩვენთან. გვითხრა, რომ ქალბატონი დეგნანი ჩვენს წერილსა და ჩვენს პრობლემას გაეცნო. მან ასევე გვითხრა, რომ ელჩი დაუკავშირდა რამდენიმე უწყებას, მათ შორის, სახალხო დამცველსაც და დაგვიდასტურა, რომ ამ პროცესში ელჩი ჩაერთვება“. Читать дальше...

მინსკელმა აქტივისტმა სასამართლოზე ყელში კალმისტარი შეირჭო

Radiotavisupleba.ge 

მინსკელმა სციაპან ლატიპაუმ სასამართლოს სხდომაზე ყელში კალმისტარი შეირჭო. მანამდე მან თქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები მისი ნათესავების წინააღმდეგ საქმეების აღძვრას დაჰპირდნენ, თუკი ის არ აღიარებს დანაშაულს. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“. ლატიპაუს ბრალი ედება განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში, წესრიგის უხეშად დარღვევასა და მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ის აქტივისტი იყო ე.წ. „ცვლილებების მოედანზე“ - მინსკის ერთ-ერთ ეზოში, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო... Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Джиган запретит дочери Ариеле встречаться с определенной категорией парней





Персональные новости
#123ru.net

Тема дня: «Известия»: число работающих граждан в РФ вырастет на 1,4 млн за три года





რა დაინახა ქაცარავას დრონმა - რუსეთის სამხედრო სწავლების ერთი ეპიზოდი ჩაიშალა

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ხურვალეთის სასაფლაოს გვერდით, სამოქალაქო დრონი იმდენად ახლოს მივიდა საოკუპაციო ძალების ორი სამხედროსთან, რომ ცხადად გამოჩნდა მათი ტექნიკაც და საქმიანობაც.

ჯანმომ "სინოვაკს" ავტორიზაცია მისცა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოშობის „სინოვაკი“ საგანგებო მოხმარებისთვის განათავსა (Emergency Use Listing). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) „სინოვაკის“ მწარმოებლისგან გამოთხოვილი დამატებითი დოკუმენტაციის ნიადაგზე დაასკვნა, რომ ვაქცინას საკმარისი ეფექტიანობა აქვს ადამიანის ვირუსისგან დასაცავად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის განთავსება ნიშნავს, რომ ვაქცინის იმპორტის პროცესი მსოფლიოში უფრო სწრაფი იქნება. Читать дальше...

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" - ამ სახელწოდების აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობის რეაგირებას, რომ მიეცეს სახალხო დამცველს ამ პანსიონში შესვლის საშუალება. "სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა და მონიტორინგის განხორციელება. პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ პრობლემის გადაჭრაში, დააყენოს ეს ამბავი დღის წესრიგში, მოუწოდოს მთავრობას მოქმედებებისკენ... Читать дальше...

შუქრუთელები ამერიკის ელჩის მოლოდინში - როდის უპასუხებს ელჩი მათ წერილს?

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ამერიკის საელჩოსთან დაბანაკებულმა შუქრუთელებმა, ელჩ კელი დეგნანს დახმარების თხოვნის წერილი 31 მაისს, საღამოს გაუგზავნეს. მადნის მოპოვებით დაზარალებული შუქრუთელები აშშ-ის ელჩს მათი პრობლემით დაინტერესებას და ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ელჩი დეგნანი შუქრუთის მკვიდრთა წერილს, სავარაუდოდ, 2 ივნისს გამოეხმაურება. შუქრუთელების წერილი აშშ-ის ელჩს „ჩვენ, სოფელ შუქრუთის მცხოვრებნი, გწერთ, რათა მოგიყვეთ ჩვენი პრობლემის შესახებ და გთხოვოთ დახმარება. Читать дальше...

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ აქციის მონაწილეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის დაკავების შესახებ იუწყება. შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში ბრალდებულის სახით დააკავეს 1992 წელს დაბადებული ი. მ. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. Читать дальше...

გერმანია და აშშ ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

გერმანია და აშშ ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა 1 ივნისს. მას დეტალებზე არ ულაპარაკია. „იმედი მაქვს, რომ გამოვნახავთ გზას, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება იოლი და, შესაძლოა, უცებ არ მოხდეს“, თქვა მან. გაზსადენი, რომლის თითქმის 95% გაყვანილია და შეიძლება სექტემბერში დასრულდეს, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში. მას შემდეგ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Спартак» набрал больше всех очков в играх с командами из верхней половины таблицы РПЛ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Вторая ракетка Казахстана опустилась в чемпионской гонке WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черного моря до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире
Москва

Проводивший панихиду по Навальному* священник запрещен в служении



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24



Москва

Не ребенка в Музее обороны Москвы упала статуя, позвоночник сломан

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net