Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

Новости за 30.06.2021

პრაიდი იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ივლისს

Radiotavisupleba.ge 

ვინ იცავს და ვინ ეწინააღმდეგება ღირსების მარშს დღეს, 1 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული იხსნება. ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები ამბობენ, რომ კვირეულს ხელს შეუშლიან. მათი მთავარი სამიზნე 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშია, რომლის დროსაც ჰომოფობიური ჯგუფები კონტრაქციასა და კარვების გაშლას აანონსებენ. როგორ აპირებს პოლიცია წესრიგის დაცვას, ამის შესახებ ამ დრომდე არაფერი ვიცით. მდგომარეობა რომ მარტივი არ არის, ამაზე საერთაშორისო პარტნიორების მოხშირებული განცხადებებიც მითითებს. „დაიცავით შეკრების... Читать дальше...

მაჯის "კომენდანტის საათი" კვლავ დაგვჭირდება?

Radiotavisupleba.ge 

აი, დასრულდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეზღუდვა, ე.წ. „კომენდანტის საათის“ სახით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საღამოს 9-დან დილის 5-მდე გარეთ გასვლას უკრძალავდა მომაკვდინებელი ვირუსისა და 2 000 (იქამდე 3000) ლარიანი ჯარიმის მუქარით. მართალია, ბოლო დროს „კომენდანტის საათი“ მნიშვნელოვნად შეიკუმშა (23.00-04.00), მაგრამ ყველას მაინც გველის ნაკბენივით ახსოვს 2020 წლის 28 ნოემბრიდან ათვლილი ის 230 დღე-ღამე, რომლიდანაც, როგორც ჩვენთვის ბოძებული საკრალური ღვეზელიდან, დაუკითხავად ჩამოჭრეს დიდი ნაჭერი... Читать дальше...

რას შეცვლის თამარ ჟვანიას გადადგომა - რას ელის სამოქალაქო სექტორი 

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.



პუტინი „პირდაპირ ხაზზე“ გავიდა

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის პანდემიის, მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 30 ივნისს თავის ყოველწლიურ სატელევიზიო „პირდაპირ ხაზში“ დიდი ადგილი დაუთმო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული სამხედრო გემის ამასწინანდელ ინცინდენტს, რომელსაც რუსეთის ლიდერმა „ამერიკულ-ბრიტანული პროვოკაცია“ უწოდა. მოსკოვი იტყობინებოდა, რომ მისმა სამხედრო გემმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო სამხედრო თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდ HMS Defender-ის გზაზე... Читать дальше...

ვინ და როდიდან გათავისუფლება Covid-ჯარიმებისგან

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტები, რომლითაც მოქალაქეები და კომპანიები Covid-რეგულაციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმებისგან თავისუფლდებიან. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის შესახებ პრემიერმა 24 ივნისს ისაუბრა, დოკუმენტი დღემდე არ გასაჯაროებულა. დღეს რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ მთავრობას ე.წ. კოვიდ-ჯარიმების ამნისტიისთვის ორი კანონპროექტი აქვს  მომზადებული. კანონპროექტები წყაროს მეშვეობით მოვიპოვეთ: ერთი ეხება 21 მარტის შემდეგ გამოწერილ ჯარიმებს, მეორე კი ამავე პერიოდიდან... Читать дальше...

გაერო და დიპლომატიური მისიები პრაიდის კვირეულის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

Radiotavisupleba.ge 

„დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში 2021 წლის პრაიდის კვირეულზე", - ასე ჰქვია განცხადებას, რომელსაც ავრცელებენ გაერო და დიპლომატიური მისიები. მას გაეროს გარდა ხელს აწერენ ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. Читать дальше...

ექსპერტიზის ბიურომ დადებითი დასკვნა გასცა სკოლის შენობაზე, რომელიც აშენებიდან 1 წელიწადში ინგრევა

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ექსპერტიზის დასკვნა 186-ე სკოლის შენობაზე, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გასცა 2020 წლის სექტემბერში. ახლად აშენებული სკოლა ერთწლიანი ფუნქციონირების შემდეგ დანგრევის საფრთხის წინაშე დგას. ექსპერტიზის მიზანი შენობის უსაფრთხოების შეფასება იყო. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ "სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია და რაიმე სახის მნიშვნელოვანი დაზიანებები ან დეფორმაციები შენობის მზიდ კონსტრუქციებზე და გადახურვის ფილებზე არ ფიქსირდება". Читать дальше...



ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევას მოსკოვში გააგრძელებს

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაცია „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა, ულტრაკონსერვატორმა პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა ვიდეომიმართვაში. როგორც ის ამბობს, სამედიცინო გამოკვლევებსა და შესაძლო მკურნალობას მოსკოვში გააგრძელებს. ვასაძე ნანობს, რომ 1-5 ივლისს, დაგეგმილი „პრაიდ კვირეულის“ დროს, თბილისში არ იქნება, ის ამ ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა. „დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები, სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. Читать дальше...

პრაიდი იწყება - ვინ იცავს და ვინ ეწინააღმდეგება ღირსების მარშს

Radiotavisupleba.ge 

თბილისი პრაიდამდე ერთი დღე რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, როგორ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც ის არის ცნობილი, როგორ რეაგირებს  სახელმწიფო საჯაროდ გაკეთებულ ძალადობრივ მოწოდებებზე.

როგორ უნდა აირჩიონ ცესკოს ახალი თავმჯდომარე? - პროცედურები

Radiotavisupleba.ge 

28 ივნისს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის განსაზღვრულია შემდეგი პროცედურები: ვაკანტური თანამდებობის წარმოშობიდან არაუგვიანეს 15 დღისა პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ; ცესკო წევრობაზე საბუთების წარდგენა შეიძლება კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში; თუ ამ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით... Читать дальше...

ზაფხული ცხელი იქნება - NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს საქართველოში ზაფხული ჩვეულებრივზე 2-3 გრადუსით ცხელია. როგორი ივლისი გველის? გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის მიხედვით, 10 ივლისამდე დასავლეთ საქართველოში ცალკეული დღეები წვიმიანი იქნება, რაც ჰაერის ტემპერატურას დაბლა დასწევს, მაგრამ 3-4, ასევე 8-9 ივლისს მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში შეიძლება 30 გრადუსზე მაღალი იყოს. მთიან რაიონებში ტემპერატურა იქნება 30-35 გრადუსი. ქვემო ქართლში და თბილისში ჰაერის ტემპერატურა 30-36 გრადუსამდე გაიზრდება. Читать дальше...

დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კვლავაც დაძაბულობაა შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო

Radiotavisupleba.ge 

დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კვლავაც დაძაბულობაა გასულ კვირაში შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო, როცა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდმა ახლოს ჩაუარა უკრაინის კუთვნილ და რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ივნისს ყოველწლიურ სატელევიზიო პროგრამა „პირდაპირ ხაზში“, რომელშიც ის მოსახლეობის შეკითხვებს სცემდა პასუხს, გაიმეორა, რომ რუსეთის ერთ-ერთმა სამხედრო გემმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა და სამხედრო თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის... Читать дальше...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა 

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ იენს სტოლტენბერგს ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. Читать дальше...

ოკუპირებული მემკვიდრეობა - რა მოსდის ძეგლებს ომის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს საკულტო დანიშნულების 151 ნაგებობა დგას. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - ასეთი დაახლოებით, 556 ტაძარია. ომების შემდეგ, დადგენილი პირობითი საზღვრების მიღმა დარჩენილი ტაძრების (მათ შორის მრავალი ძეგლის სტატუსს ატარებს) დიდი ნაწილი ან უკვე დაინგრა, ან ახლა ინგრევა და სავალალო მდგომარეობაშია, ან რუსული ყაიდის ტაძრების სტილშია გადაღებილ- „რესტავრირებული“. აი, მაგალითად, ეკლესია სოფელ ჭუბურხინჯში, 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომამდე: და იგივე ეკლესია ომის შემდეგ... Читать дальше...

რესპუბლიკური საავადმყოფო: "ასტრაზენეკას" მაცივარში პატარა ტემპერატურული გადახრა დაფიქსირდა

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მაცივარში, სადაც 700-ზე მეტი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინა ინახებოდა, "პატარა ტემპერატურული გადახრა" დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორის მოადგილემ, ჯავარა უგრეხელიძემ მიაწოდა. "სტანდარტი არის ასეთი, მაცივარი, რომელშიც ინახება ვაქცინები, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება ხდება 2 ხერხით, ერთი ხერხი არის დღეში ორჯერ ტემპერატურული რეჟიმის დაფიქსირება და მეორე, გეგმურად, 2 კვირაში ერთხელ ამოღებული მონაცემი. როგორც... Читать дальше...

რუსეთში ორ იეჰოვას მოწმეს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში ორ იეჰოვას მოწმეს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა. ეს რელიგიური ჯგუფი 2017 წლიდან არის რუსეთში აკრძალული. იეჰოვას მოწმეთა ვებსაიტის თანახმად, 30 ივნისს 30 წლის იგორ გოლიკს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა, 43 წლის ალექსეი ბერჩუკს კი - რვა წლით. მათ ბრალად ედებათ „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება“. ორივე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. აშშ-მა დაგმო რუსეთში იეჰოვას მოწმეთა და სხვა რელიგიური უმცირესობების მიმდინარე დევნა რუსეთში... Читать дальше...

პროკურატურა: 17 წელი მიესაჯა სამ არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულს

Radiotavisupleba.ge 

არასრულწოვანი შვილების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ კაცს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, დანაშაული 3 არასრულწლოვნის მიმართ მამამ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის პერიოდში ჩაიდინა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მას... Читать дальше...

შსს-მ გამოძიება დაიწყო „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე

Radiotavisupleba.ge 

„TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ ტელეარხის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს დაესხნენ. „სრული განუკითხაობა ქვეყანაში - თავდასხმა მოხდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც წალკაში ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების გასაშუქებლად ჩავიდა. გამგებელი და მისი ბიძინა, რომელიც არაფორმალური მმართველია, ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს, დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა", - აცხადებს ნოდარ მელაძე. „TV პირველის" გადამღები ჯგუფის საკითხზე... Читать дальше...


Музыкальные новости
Анастасия Ивлеева

Суд рассмотрит 25 апреля протокол на Ивлееву за дискредитацию ВС России





Персональные новости
Владимир Путин

«Есть ответы на вопросы бизнеса»: Хуснуллин об итогах встречи с Путиным на РСПП





ოხანაშვილის თქმით, ლომჯარია ვალდებულია, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩაერთოს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამაოგნებელ ფაქტს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უარს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესში ჩართვაზე. ასე გამოეხმაურა დეპუტატი სახალხო დამცველის პოზიციას. "ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე აისახება ნეგატიურად. ვწუხვარ, რომ ქალბატონი ნინო, რომელიც ვალდებულია, ჩემი აზრით, უფლებამოსილი კი არ არის, ვალდებულია ჩაერთოს პროცესში, [უარს ამბობს]..." - თქვა ოხანაშვილმა. ომბუდსმენის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. Читать дальше...

რუსეთი: სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულ ივან საფრონოვს პატიმრობა გაუგრძელეს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 7 ოქტომბრამდე გაუგრძელა პატიმრობა „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილ ჟურნალისტს, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველს, ივან საფრონოვს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება სასამართლოს დარბაზიდან. ყოფილი სამხედრო კორესპონდენტი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. მისი წინასწარი დაკავების ვადა 7 ივლისს იწურებოდა. ამ დღეს ერთი წელი შესრულდება მისი დაკავებიდან. ოთხშაბათს ჟურნალისტის დაცვამ ითხოვა მისთვის აღმკვეთი ზომის შეცვლა. საფრონოვი ეჭვმიტანილია... Читать дальше...

ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ დაირაზმნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასის მოპოვების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მატჩისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკელებთან ერთი კვირის ინტერვალით ორ ტესტმატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა 2 ივნისს შედგება და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმაც, ტრადიციულად თამაშამდე ორი დღით ადრე დაასახელა ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას აქამდე ერთადერთხელ შეხვდა - 2003 წელს, მსოფლიოს თასზე, ანგარიშით 19:46 წააგო. Читать дальше...

პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთში არ იქნება შემოღებული ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პროგრამა „პირდაპირ ხაზში“, რომელშიც ის მოსახლეობის შეკითხვებს სცემს პასუხს, ხალხს მოუწოდა, აიცრან COVID-19-ის წინააღმდეგ. რუსეთში ამჟამად ახალი ძალით იფეთქა დაავადებამ და თითქმის ყოველდღე იტყობინებიან გარდაცვლილთა სარეკორდო რაოდენობაზე. „პირდაპირ ხაზში“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი 2 მილიონამდე შეკითხვიდან ზოგიერთს სცემს პასუხს, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი თავიდან აიცილებს ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნს და არ შემოიღებს სავალდებულო ვაქცინაციას,... Читать дальше...

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია. ნაკრძალის ხელმძღვანელობის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება. „ხეებს სავარაუდოდ მეხი დაეცა. კვამლი შევნიშნეთ. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ფეხით მივდივართ. რელიეფი საკმაოდ რთულია და მოგვიანებით ზუსტად გვეცოდინება ხანძრის მასშტაბები“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას... Читать дальше...

ომბუდსმენი უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებული იქნა სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით და გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის მიერ სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Вторая ракетка Казахстана опустилась в чемпионской гонке WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Барыкин

«Летели с девятого этажа»: Александр Барыкин чуть не погиб при падении лифта



Москва

«Накосячил». Арестован инспектор ГИБДД, который помог скрыться Шахину Аббасову. Сколько ему заплатил убийца байкера?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net