Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

Новости за 13.06.2021

ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი რჩება - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ივნისს

Radiotavisupleba.ge 

დაიხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი? რა ბედი ელის ნინოწმინდის პანსიონს და იქ დარჩენილ 23 აღსაზრდელს? 13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში... Читать дальше...

ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა

News.ge 

ისრაელის პარლამენტმა ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბენიემინ ნეთანიაჰუ აღარ იქნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცნობისთვის, ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრო კოალიციის შექმნაზე. ამ შეთანხმებით, ბენეტი 2 წლის მანძილზე იქნება პრემიერი, 2023 წელს კი მას იაირ ​ლაპიდი შეცვლის. ისრაელში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიები კოალიციის შექმნაზე ...

სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

News.ge 

სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.



ზაზა უჯმაჯურიძე: ეს კაპიტანი ბიჭი ნამდვილი ლიდერია: კრისტიანს პირველი დაეხმარა

News.ge 

“ეს კაპიტანი ბიჭი ნამდვილი ლიდერია: კრისტიანს პირველი დაეხმარა – ენა გაუსწორა, რომ გაეხსნა საჰაერო გზები, სწორად დააწვინა და ექიმების მოსვლამდე დაუწყო გულის მასაჟი. მერე ქრისტიანის აქვითინებულ მეუღლეს აწყნარებდა. მერე ბიჭებს ამხნევებდა. მერე მოედანზე გამოიყვანეს მეორე ნახევარში, მაგრამ თამაშს ვერაფრით დაუდო გული (სრულიად გასაგები მიზეზების გამო) და მაშინ კი ითხოვა, გამომცვალეთო. არ დაგავიწყდეთ, ამ ბიჭების საშუალო ...

“„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა”

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა, – ამის შესახებ „ლელო­ საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა, შეიქმნება მესამე ძალა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე. აუცილებლად შეიქმნება მესამე ძალა და ჩვენ ამის ლიდერობაში ვიქნებით, გარწმუნებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დამარცხდეს ერთპარტიული მმართველობა, თვითმმართველობის ...

ისრაელის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, პრემიერი ულტრანაციონალისტი, ნაფტალი ბენეტი იქნება

Radiotavisupleba.ge 

13 ივნისს ისრაელის პარლამენტმა - კნესეტმა - კენჭი უყარა ახალ სამთავრობო კოალიციას, რომელშიც არ შედის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია.   გავრცელებული ცნობებით, ახალმა კოალიციამ ერთი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა. ამიერიდან მთავრობის მეთაური იქნება ულტრანაციონალისტი ნაფტალი ბენეტი, რომელმაც ფიცი დადო უკვე და დასრულდა ნეთანიაჰუს მართველობის 12-წლიანი პერიოდი. ხელისუფლების გადაცემის ცერემონია 14 ივნისს გაიმართება. 71 წლის ნეთანიაჰუმ, რომლიც პასუხისგებაშია მიცემული კორუფციის გამო, ვერ მოახერხა 23 მარტის... Читать дальше...

"დიდი შვიდეული": რუსეთმა თავი უნდა ანებოს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებას

Radiotavisupleba.ge 

„დიდი შვიდეულის“- მსოფლიოს სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც სამდღიანი სამიტი დაასრულეს 13 ივნისს ბრიტანეთის კორნუელში, გაავრცელეს კომუნიკე, რომელშიც რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს „მადესტაბილიზებელი ქცევა“ და „საზიანო ქმედებები“. აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის და საფრანგეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ აქვთ ინტერესი, იქონიონ მოსკოვთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა. კომუნიკეში, რომლის მონაწილეები აცხადებენ... Читать дальше...

ვენაში ბირთვული მოლაპარაკების რუსი და ირანელი მონაწილეები არ მოელიან, რომ შეთანხმება სწრაფად მოხდება   

Radiotavisupleba.ge 

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმების აღდგენის გარშემო ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების რუსი და ირანელი მონაწილეები, რომლებიც მსოფლიოს სახელმწიფოებთან მართავენ შეხვედრებს, თვლიან, რომ საბოლოო მორიგება სწრაფად ვერ მოხდება. აბას არაყჩიმ, თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, 12 ივნისის საღამოს, განაცხადა, რომ, მისი აზრით, ისინი ვერ შეძლებენ მოლაპარაკებების დასრულებას ამ კვირაში, ირანის 18 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. „პირადად მე, არ მგონია, რომ ჩვენ მოვახერხებთ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს ვენაში... Читать дальше...



პუტინმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონიც იმავეს გააკეთებს, მოსკოვი მზად არის, გადასცეს კიბერდამნაშავეები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გადასცეს სავარაუდო კიბერდამნაშავეები შეერთებულ შტატებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონიც იმავეს გააკეთებს მოსკოვის მიმართ და თუ ორივე სახელმწიფო შეთანხმებას მიაღწევს ამ საკითხში. პუტინმა ეს კომენტარი გააკეთა ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც სახელმწიფო ტელევიზიით გავიდა 13 ივნისს, ჟენევაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან 16 ივნისის სამიტის წინ. ორ სახელმწიფოს შორის კავშირები ძალიან დაძაბულია რიგ საკითხებში. პუტინმა იმედი გამოთქვა... Читать дальше...

ისრაელის პარლამენტი კენჭს უყრის ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის დასასრულს  

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პარლამენტი - კნესეტი - 13 ივნისს კენჭს უყრის ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გარეშე. 71 წლის ნეთანიაჰუმ ვერ მოახერხა, 23 მარტის, ორ წელიწადში უკვე მეოთხე, არჩევნების შემდეგ, ჩამოეყალიბებინა მთავრობა. პარლამენტის თავმჯდომარემ იავირ ლევინმა, რომელიც ნეთანიაჰუს მომხრეა, 8 ივლისს დანიშნა კენჭისყრა ერთი კვირაში მას შემდეგ, რაც ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ულტრანაციონალისტთან, ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრობო კოალიციის შექმნაზე, რომელშიც შევლენ მემარჯვენეები... Читать дальше...

აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი დანგრევის საფრთხეში მყოფი ობიექტიდან განსახლებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში, ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ახალი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში „ნგრევადის სტატუსის“ მქონე შენობაში უწევთ ცხოვრება. მათი ინფორმაციით, მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დეკემბერში ახალი ბინებით დააკმაყოფილეს, 6 ოჯახი კი დატოვეს იმ მიზეზით, თითქოს ისინი რეალურად არ იყვნენ ამ შენობის მცხოვრებლები და ჰქონდათ ალტერნატიული ფართი. აფხაზეთიდან დევნილ ნანა სალაყაიას თქმით... Читать дальше...

„ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტთან გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი აქცია, რომელზეც ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს: დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში. ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია); პანსიონიდან გამოიყვანონ ყველა ბავშვი; დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი. Читать дальше...

რუსეთში სწრაფად იზრდება კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყება 13 ივნისს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მოსკოვის მერმა,სერგეი სობიანინმა, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს მოთხოვა, სახლში დარჩნენ და სამსახურში არ წავიდნენ მომავალ კვირას. სურ, რუსეთში კოვიდ -19-ის 14723 ახალი შემთხვევა აღირიცხა,  აქედან - 7704 მოსკოვში, რაც ამ ქვეყნისთვის ერთი დღის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 13 თებერვლის შემდეგ. საკუთრივ მოსკოვში, ინფექციის ერთ დღეში აღრიცხული ახალი... Читать дальше...

"დიდი შვიდეული" სამიტის ბოლო დღეს კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობს

Radiotavisupleba.ge 

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები სამდღიანი შეხვედრის ბოლოს დღეს კლიმატის ცვლილების თემის გარშემო მსჯელობენ. ბუნების მკვლევარი, დევიდ ატენბორო, გამოდის გაფრთხილებით, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა ზომების მიღება, რათა ადამიანის მიერ გამოწვეული გარემოს კატასტროფა თავიდან იქნეს აცილებული. „დიდი შვიდეული“ კისრულობს ვალდებულებას, 2015 წლამდე მიღწეული იქნას ნახშირბადის გამოყოფის შგეწყვეტა. მაგრამ გარემოს ბევრი დამცველი ამბობს, რომ ეს უკვე დაგვიანებული იქნება. ბრიტანეთში მიმდინარე სამიტის მონაწილეები... Читать дальше...

ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვია დარჩენილი

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დარჩენილია 23 ბავშვი, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე 13 ივნისს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“: „როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ... Читать дальше...

კარლ ჰარცელი: ახლა მთავარი ბავშვების ინტერესია - ვინც პანსიონში დარჩა და ვინც პანსიონი უკვე დატოვა

Radiotavisupleba.ge 

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ერთიანობისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ. ელჩის თქმით, ყველა მხარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია. „მოხარული ვარ, რომ საპატრიარქოში მიმიწვიეს შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის, UNICEF-ისა და World Vision-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ყველამ განვიხილეთ ბავშვებზე ზრუნვის საკითხები. რა თქმა უნდა, შეხვედრის... Читать дальше...

ანდრია ჯაღმაიძე: პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქოში დასრულდა შეხვედრა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. „დღევანდელი შეხვედრა საპატრიარქოს ინიციატივით შედგა. Читать дальше...

“ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი”

News.ge 

ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მან ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. “ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი ...

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ამ დროისთვის 206 742 ადამიანს ჩაუტარდა

News.ge 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აქცრა 4425 პირს ჩაუტარდა. ქვეყანაში ამ დროისთვის აცრილია სულ 206 742 ადამიანი. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეები აიცრნენ ვაქცინებით: “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი” და “სინოვაკი”.


Музыкальные новости
Валерий Гергиев

Валерий Гергиев — о судьбе театров после объединения Мариинки и Большого





Персональные новости
Выставка

Выставка работ победителей фотоконкурса «Созвездия "Семья"»





საპატრიარქოში სინოდის წევრებისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეხვედრა მიმდინარეობს

News.ge 

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას სინოდის წევრები და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესწრებიან. ასევე შეხვედრაზე იმყოფებიან სხვადასხვა ორგანზიაციების წარმომადგენლებიც. “ვორლდ ვიჟენ – საქართველოს“ წარმომადგენელის, მაია მგელიაშვილის განცხადებით, ის რამდენიმე დღე პანსიონატში მუშაობდა და ახლა ჩამოვიდა შეხვედრაზე იმის გამო, რომ სიტუაციური ანალიზი მიაწოდოს. “პანსიონატში ვმუშაობდი ეს დღეები. დღეს ჩამოვედი და უნდა მივაწოდო სიტუაციური ანალიზი. ჩემი ორგანიზაციიდან ...

"ახლა ჯერი მთავრობაზეა" - ლინა ღვინიანიძე "ნამახვანჰესზე"

Radiotavisupleba.ge 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შეაჯამა ნამახვანჰესის საკითხზე 12 ივნისს გამართული შეხვედრის დეტალები და იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც, მისი სიტყვებით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ლინა ღვინიანიძე წერს, რომ მედიაციის წინაპირობებად დასმული იყო სამი საკითხი: 1. რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, ამ რაოდეობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა 2. პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადგილზე და 3. Читать дальше...

აირის აფეთქებას ჩინეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

ბუნებრივი აირის აფეთქებას ჩინეთის ცენტრალურ რეგიონში 12 ადამიანი შეეწირა და 39 სერიოზულად დაშავდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, 13 ივნისს აფეთქება მოხდა ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ შიანში, დასახლებულ არეალში გამავალ მილსადენზე.  საავადმყოფოში მოათავსეს აფეთქების შედეგად დაშავებული 150-მდე ადამიანი. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში, არაფერია ნათქვამი აფეთქების მიზეზზე. გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ეძებენ მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს. ჩანს, აფეთქება ემსგავსება 2013 წელს მომხდარ ანალოგიურ ინციდენტს ჩინეთში... Читать дальше...

საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

2021 წლის 14-16 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისზე: ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგო, იმ ღამით დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მემორიალი გვირგვინით შეამკო. „ყველას კარგად გვახსოვს ეს დღე. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ეს დიდი ტრაგედია. ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება... Читать дальше...

13 ივნისს სრულდება "დიდი შვიდეულის" სამიტი ბრიტანეთში

Radiotavisupleba.ge 

დიდ ბრიტანეთში, კორნუელში, 13 ივნისს სრულდება სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების სამდღიანი სამიტი. ეს იყო ამ სახელმწიფოთა ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა თითქმის ორი წლის განმავლობაში. დიდი შესვენება გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ. სამიტის მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა გახდა. „დიდი შვიდეული“ გეგმავს, განვითარებად ქვეყნებს უსასყიდლოდ გამოუყოს მილიარდი ვაქცინა. ნახევარი, 500 მილიონი დოზა, აშშ-ზე მოდის. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Как Рыбакиной стать второй ракеткой мира: расклад от WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Трофимов

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ



Москва

Пыль из пустыни Сахара добралась до улиц Москвы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net