Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

Новости за 17.06.2021

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

Radiotavisupleba.ge 

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივ ჟურნალისტებს ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა. „ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 ზე ლაბორატორიაში ჩატარდა 61 ტესტი, აქედან 10 მოქალაქეს დადებითი პასუხი მოუვიდა", - განაცხადა მარინა კოჩიევამ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, COVID - 19–ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3385 ადამიანს მიაღწია. 3345 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. Читать дальше...

თაბაგარის თქმით, ნაცვლად იმისა რომ გმობდნენ ძალადობას, „ოცნების" თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას

Radiotavisupleba.ge 

ლგბტქი ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის" დირექტორი გიორგი თაბაგარი ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. „ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის და იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია. უბრალოდ, სამარცხვინოა, ასეთი განცხადება. ეს აჩვენებს რომ „ქართულ ოცნებას" აღარ შემორჩა ღირებულებები. ეს ნიშნავს, რომ სეკულარიზმის სერიოზული კრიზისი გვიდგას ქვეყანაში და კრემლის მასხარების ჭკუაზე იმართება ქვეყანა"... Читать дальше...

ნავალნიმ „მატყუარა“ უწოდა პუტინს ჟენევის სამიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო

Radiotavisupleba.ge 

საპატიმროში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, „მატყუარა“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მის მიერ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების გამო. პუტინმა, კერძოდ, „ექსრემისტული“ უწოდა ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს, ხოლო თავად ნავალნი  „საზღვარგარეთ სამკურენალოდ წასვლისთვის" - პირობითი პატიმრობის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსეი ნავალნიზე საუბრის დროს პუტინმა... Читать дальше...



ვარლამ გოლეთიანი: მედიაციის ჩაშლის მორიგი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან

Radiotavisupleba.ge 

„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას მედიაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ რკინის ჯებირების აღების მიუხედავად მათ არ ეძლევა ხეობაში შესვლის შესაძლებლობა, „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის „ენკას“ ავტომანქანებს კი ხეობაში შესვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებამ არ შეასრულა პირობა, რკინის ბარიკადის მოხსნის მიუხედავად ხეობიდან არ გაიყვანა საპოლიციო ძალები და პროკურატუტრას განცხადება არ გაუკეთებია დაკავებული აქტივისტების შესახებ. Читать дальше...

აშშ მიესალმება თურქეთის „მკაფიო ვალდებულებას“ უზრუნველყოს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოება

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთიდან მოკავშირეთა ჯარების გასვლის შემდეგ თურქეთი მზად არის საკუთარ თავზე აიღოს წამყვანი როლი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა „დეტალურად განიხილეს“ ქაბულის აეროპორტის ბედი. „ორმა ლიდერმა დაავალა თავიანთ გუნდებს, რომ შეიმუშაონ საბოლოო დეტალები. მაგრამ ლიდერებმა მკაფიოდ დაადგინეს ვალდებულებები, რომ თურქეთი წამყვან როლს შეასრულებს ჰამიდ კარზაის სახელობის... Читать дальше...

ტიციანის სახლ-მუზეუმი ინგრევა

Radiotavisupleba.ge 

შენობა, რომელშიც ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმია განთავსებული, ავარიულ მდგომარეობაშია. მწერლის შთამომავლები მუნიციპალიტეტისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი შიშობენ, სახლმა ვინმე არ შეიწიროს.

​ვაშაძის თქმით, ნიდერლანდებში გულიტი და ვან ბასტენი მოედანზე აღარ თამაშობენ, ეს ვერ გაიგო სააკაშვილმა

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ისურვა, რომ ნიდერლანდების ვეტერანი ფეხბურთელების მსგავსად, მანაც შეიცვალოს საქმიანობის მიმართულება.        „ნიდერლანდების ნაკრები ახლა რომ გამოვიდეს, გულიტი და ვან ბასტენი ათამაშოს... ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ და იმის შემდეგ ვგულშემატკივრობ ჰოლანდიას, მაგრამ თაობები შეიცვალა. მათ თავისი როლი აქვთ ნიდერლანდების ფეხბურთში, მაგრამ მოედანზე მოთამაშეები კი არ არიან. ეს... Читать дальше...

ვიქტორია ნულანდი: აშშ-ს სურს პროგნოზირებადი ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ უკრაინას შემდგომშიც მტკიცედ დავუჭერთ მხარს

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვის, აშშ-ი შემდგომშიც განაგრძობს უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. „ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები შესაძლებელია. მაგრამ იბადება კითხვა, არის თუ არა მზად რუსეთი ჩვენთან ასეთი ურთიერთობისთვის? Читать дальше...



ისევ უკრაინაზე და არა საქართველოზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მწვავე დისკუსია მოჰყვა იმ  ფაქტს, რომ საქართველოს საკითხი, უკრაინისგან განსხვავებით, არ იყო შეტანილი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების განსახილველ თემებს შორის და ჯო ბაიდენმა საქართველო არც შეხვედრის შემდეგ ახსენა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ოკუპაცია ახალგორში

Radiotavisupleba.ge 

17 ივნისს ოკუპირებული ახალგორი მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა დატოვა. მათ შორის იყო ისტორიკოსი ვლადიმერ ღუნაშვილი, ახალგორის მუზეუმ-ნაკრძალის ყოფილი დირექტორი. ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და ეს ამბავი მის დირექტორობას და მუზეუმის გარშემო შექმნილ პრობლემებსაც უკავშირდება. დე ფაქტო ხელისუფლებამ ის თანამდებობიდან მოხსნა და მის ადგილას სკოლის დირექტორი ზალინა ჩერტკოევა დანიშნა. ისტორიკოსი ვლადიმერ ღუნაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა მისთვის მთავარი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაა და არ იცის... Читать дальше...

30 წელი, 3 არჩეული და 9 დანიშნული მერი - ვინ როგორ მართავდა თბილისს

Radiotavisupleba.ge 

2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი მეოთხედ აირჩევს მერს - ბოლო 30 წლის განმავლობაში დედაქალაქს 10-ზე მეტი სხვადასხვა პარტიის, ინტერესების, განათლების, პროფესიის ადამიანი მართავდა. განსხვავებების მიუხედავად ყველას აერთიანებდა ორი რამ - ცენტრალური ხელისუფლების უპირობო ერთგულება და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცნობილი არ არის არც მმართველი გუნდის და არც რეიტინგული ოპოზიციური პარტიების კანდიდატები. საჯარო განცხადებებიდან ვიცით მხოლოდ ის... Читать дальше...

პაკისტანში მუსლიმან სასულიერო პირს რელიგიურ სკოლაში სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წაუყენეს

Radiotavisupleba.ge 

70 წლის მუსლიმან სასულიერო პირს რელიგიური სკოლის მოწაფეზე სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს ბრალი მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელზეც სასულიერო პირი მოწაფეს მასთან ურთიერთობას აიძულებს. მას შემდეგ, რაც სტუდენტმა სექსუალური ძალადობის გამო იჩივლა, ლაჰორის პოლიციამ 17 ივნისს ბრალდება წაუყენა აზიზურა რეჰმანის, რომელიც ბრალდებას უარყოფს. სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში 15 ივნისს საღამოს გავრცელდა, რასაც დიდი მღელვარება მოჰყვა. Читать дальше...

გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა ახალი გამოკვლევა წარადგინეს - ოჯახში დასაქმებულების შრომითი უფლებები საქართველოში. მათი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა. გამოკვლევის თანახმად, ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს. ხელშეკრულების არარსებობა კი კრიზისის... Читать дальше...

მოსკოვში 15 დღით დააპატიმრეს პანკ ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრი

Radiotavisupleba.ge 

პანკ ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრ, ვერონიკა ნიკულშინას, 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც აქტივისტი პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში მიიჩნიეს დამნაშავედ. ნიკულშინა წინა დღით დააკავეს, რადგან პოლიციამ ჩათვალა, რომ ის თითქოს სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ღონისძიების ჩაშლას აპირებდა. ვერონიკა ნიკულშინა 16 ივნისს მოსკოვში თავის სახლთან ახლოს დააკავეს. ამის შემდეგ მისი ტელეფონი მიუწვდომელი გახდა. იგი მანამდე 12 ივნისსაც დააკავეს ლიუბლინაკაზე ინტერვიუს ჩაწერის დროს. Читать дальше...

როგორ მოხვდნენ ლამარა, ზეინაბ და აზა მასწავლებლები საუკეთესო ათეულში

Radiotavisupleba.ge 

ლამარა ბოლქვაძე მარადისში ცხოვრობს, ზეინაბ კაკალაშვილი - თელავში. ათეული წლებია, ბავშვებს ერთი ქართულს, მეორე კი ცხოვრებას ასწავლის. მის საგანს მოკლედ სხვა სახელს ვერ დაარქმევ, გრძლად კი „მე და საზოგადოება“ და „სამოქალაქო განათლება“ ჰქვია. წელს ორივე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა. 5 სექტემბერს ამ ათეულიდან კიდევ 5 ფინალისტს აარჩევენ, უკვე 5 ოქტომბერს კი გამარჯვებული გვეცოდინება. მას „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსა“ და 10 ათას ლარს გადასცემენ. ლამარა მასწავლებელი მარადისიდან ლამარა ბოლქვაძე იმ სოფელში ცხოვრობს... Читать дальше...

ნიკო დადიანის ახლად გარემონტებულ სასახლეში იატაკის ნაწილი დაშალეს

Radiotavisupleba.ge 

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლეში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის წინ დასრულდა, იატაკის ნაწილი დაშალეს. დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ იატაკის ნაწილს გაუჩნდა ნესტი, რის გამოც სამშენებლო კომპანიამ მისი დროებით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ბერაიას სიტყვებით, სასახლე წლების განმავლობაში იყო ამორტიზებული, ჰქონდა ნესტი და სოკო და მიუხედავად იმისა, რომ რეკონსტრუქციისას ყველა პრობლემა აღმოფხვრეს, სავარაუდოდ, მცირე შეცდომა მაინც გაიპარა. Читать дальше...

„მგზავრები შოკირებული იყვნენ“ - მინსკი-თბილისის ავიარეისზე იჩხუბეს

Radiotavisupleba.ge 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, სავარაუდოდ, ქართველმა მგზავრმა თვითმფრინავში, რომელიც მინსკი-თბილისის რეისს ასრულებდა, შეურაცხყოფა მიაყენა ქალს. როგორც გამოცემა «Салiдарнасць»-ი უწყება მამაკაცი უხეშობის გამო თავისმა თანამემამულეებმა დასაჯეს. „ყველანი შოკში იყვნენ“- აღწერენ მგზავრები ვითარებას, რომელთა თქმითაც მომხდარს ბორტზე მყოფი ქალები და ბავშვებიც ადევნებდნენ თვალს. თვითმხილველის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი თბილისში დაჯდა, მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს... Читать дальше...

უზბეკეთში ექსტრემისტული მასალების გავრცელებაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთის სირდარიის ოლქში სამართალდამცველებმა ტელეგრამის არხის საშუალებით ექსტრემისტული მასალების გავრცელებაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ეჭვმიტანილების დაკავება 16 ივნისს, პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. ჯგუფი ეჭვმიტანილია ტელეგრამის არხით ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ პროპაგანდისტული აუდიო და ვიდეომასალების გავრცელებაში. ჯგუფის წევრების სახლში ჩატარებული... Читать дальше...

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი" 2500-2500 ლარით დააჯარიმა 

Radiotavisupleba.ge 

გადაცემებში პროდუქტის განთავსების (Product Placement) წესების დარღვევის მოტივით კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ დააჯარიმა. როგორც კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, COVID - 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი დაეკისრათ. საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 26 აპრილს გასულ გადაცემას „შენი დილა“, სადაც ერთ-ერთი მაღაზიის შესახებ სიუჟეტი განთავსდა. 4.5-წუთიანი სიუჟეტი ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა... Читать дальше...


Музыкальные новости
The Beatles

«Если прищуриться, мы похожи на The Beatles» // Евгений Цыганов о своей карьере музыканта





Персональные новости
Желдорреммаш

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года





სოფია სტავროგინა და ნიკო მადონაზე, კატებზე და დოლიძის ქუჩაზე ლაპარაკობენ

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესვუმენი, აქტივისტი და მეკატე სოფია სტავროგინა და ნიკო ჭორაობენ მადონაზე, უოტერსზე და პუტინზე...

კადიროვი „მკაცრი ზომების“ შემოღებით დაიმუქრა, თუ ჩეჩნეთში მოქალაქეები „სპუტინიკ V“- ით არ აიცრებიან

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თუ მოსახლოება „შეგნებულობას არ გამოავლენს“ და არ ჩაიტარებს COVID-19-ის საწინაღმდეგო აცრებს, მაშინ იგი იძულებულ გახდება „მკაცრი შეზღუდვის ზომებს“ მიმართოს. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცლებულ მიმართვაში, კადიროვი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში დღეისთვის „სპუტინიკ V“- ის ვაქცინით აცრილია 142 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი, რაც მხოლოდ მეოთხედია რესპუბლიკის მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც ვაქცინაციას ექვემდებარება. რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში მოქმედებს 41 სპეციალიზებული პუნქტი... Читать дальше...

კომპანია „ენკა“ გუმათში რკინის ჯებირის აღებას მიესალმება

Radiotavisupleba.ge 

რიონის ხეობის სოფელ გუმათში პოლიციის მიერ რკინის ჯებირის აღებას „ნამახვანიჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ დადებითად აფასებს და პროცესიის დეესკალაციას მიესალმება. „მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ენკაში“. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქტივისტები პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე აღებულ პასუხისმებლობას... Читать дальше...

საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობის პირველი მემორანდუმები გაფორმდა

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვატიკანში, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმებს.  კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალ ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ შეხვედრების შემდეგ მოაწერეს.  ქართული მხრიდან კი მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Вероника Кудерметова завершила выступление на турнире WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Шапка

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Москва

В мэрии рассказали, как будут работать автобусы в Пасхальную ночь

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net