Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

Новости за 03.06.2021

ნათია მეზვრიშვილი: …ვიხილეთ ჩვენ ეს  სამარცხვინო პროცესი

News.ge 

„ვერანაირი გულწრფელი პროტესტი ვერ ამართლებს და ვერ გაამართლებს ამ ქვეყანაში პარლამენტში შტურმით შეჭრას, პოლიციელებზე თავდასხმას და პოლიციელების კორდონიდან გატაცებას“, – ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი 20 ივნისის მოვლენებს გადაცემა ,,რეაქციის“ ეთერში. მეზვრიშვილმა ბოლო დროს ,,ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას თავი მოსჭრა. „ქართულმა ...

ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

ქალაქ ბიშკეკის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ომურბეკ ბაბანოვს, რომელიც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 31 მაისს დააკავეს. იგი პროექტ „კუმტორის“ რეალიზებასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებაშია ჭვმიტანილი. ომურბეკ ბაბანოვი 2011-2012 წლებში იყო ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი. 2 ივნისს სასმართლოს დარბაზში მყოფმა ომერბეკ ბაბანოვმა, რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურთან საუბარში, ბრალდებას „სრული აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის არის პრემიერ-მინისტრი... Читать дальше...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, აუცილებლად შევიდეს პარლამენტში

News.ge 

პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, აუცილებლად შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა ჩვეული გულისხმიერებით და პრინციპულობით საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მუშაობაში,  – ამის შესახებ  შვილმკვდარი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლანი მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ამჯერად ის პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს მიმართავს, რომ პარლამენტში შევიდეს ...



ბავშვები ჩარაზულ კარს მიღმა ნინოწმინდაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 ივნისს

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - კითხვა რომელიც უპასუხოდ რჩება საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მღელვარება მატულობს, კარები კი ისევ ჩაკეტილი რჩება სახალხო დამცველისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის ვისაც აქვს კითხვები ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ. Читать дальше...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

News.ge 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს. აქედან ორის მდგომარება მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, პაციენტების ნაწილი თვითდინებით, ხოლო ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ იქნა შემოყვანილი. “დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია რვა პაციენტი, აქედან ორი პაციენტი თვითდინებით არის შემოყვანილი, უცნობი პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით... Читать дальше...

ნიკა მელია: ორი კვირის თავზე შესაძლებლობა მექნება უკვე ვაშინგტონში გავმართო შეხვედრები სენატორებთან

News.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან პერსონალური შეხვედრები ექნება. აღნიშნულის შესახებ მელიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მელიამ განმარტა, მას შეხვედრები ექნება ასევე სახელმწიფო დეპარტამენტშიც. „ორი კვირის თავზე შესაძლებლობა მექნება უკვე ვაშინგტონში გავმართო შეხვედრები სენატორებთან და დამატებით სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მექნება შეხვედრები და ვფიქრობ... Читать дальше...

“მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი!”

News.ge 

სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის მოუწოდებს მშობლებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ. გარდა ამისა, გოგიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. “მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი! ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით რასაც ეს ბავშვები ჩადიოდნენ, ჩვენ მოპირდაპირე ...

“რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, სავარაუდოდ კოვიდიანებთანაც, რომ არ დამართნოდა ეს იქნებოდა გასაკვირი”

News.ge 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძეს იმდენი შეხვედრები ჰქონდა დღის განმავლობაში, გასაკვირიც იქნებოდა, რომ არ დაინფიცირებულიყო. „ის, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დაემართა კოვიდი, ნორმალურია. რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, სავარაუდოდ კოვიდიანებთანაც, რომ არ დამართნოდა ეს იქნებოდა გასაკვირი. ხუმრობით ვთქვი, რომ სადღაც ...



შესაძლებელია თუ არა სამუდამო იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ - ოპტიმისტური პროგნოზები

Radiotavisupleba.ge 

კოვიდგადატანილებს იმდენად მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ ინფექციის მიმართ, რომ შესაძლებელია ისინი დაცულები იყვნენ ინფიცირებისგან მთელი ცხოვრების მანძილზე - ამ დასკვნამდე მივიდა მკვლევართა ორი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ საკითხს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ამნისტიის გამოცხადებას ელოდებიან

Radiotavisupleba.ge 

ამნისტიის კანონის მიღების შესაძლებლობას განიხილავენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში. ამნისტიის აქტს მიუძღვნიან „დამოუკიდებლობის" დღის გამოცხადების 30-ე წლისთავს. საკითხი უკვე განიხილეს კომიტეტებში. ოსური მედიის ცნობით, მსჯელობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ამნისტიის აქტი ბოლოს 2017 წელს მიიღეს და ის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის არჩევასთან იყო დაკავშირებული. ჯერჯერობით უცნობია ამნისტიის აქტი დანაშაულის რომელ მუხლებს შეეხება და გავრცელდება თუ არა ის მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეებზე. Читать дальше...

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქრისტიანი ცოლ-ქმრის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და გაამართლა ქრისტიანი ცოლ-ქმარი, რომლებსაც მკრეხელობისთვის 7 წლის წინ სიკვდილი მიუსაჯეს. როგორც მსჯავრდებულების ადვოკატმა, საიფულა მულუკმა, აცნობა ჟურნალისტებს, ლაჰორის უზანაესმა სასამართლომ 3 ივნისს გადაწყვიტა შავკატ ემანუელაი და შაფტი კაუსარის გათავისუფლება. წყვილი 2014 წელს ჩასვეს ციხეში მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს წინასწარმტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინებების გავრცელებისთვის. ლაჰორის უზანაესი... Читать дальше...

გორში სამი საბავშვო ბაღი დაიხურა კორონავირუსის გამო

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო გორში ერთბაშად სამი საბავშვო ბაღი დაიხურა. მეოთხე ბაღში COVID - 19 ბაღის აღსაზრდელს დაუდასტურდა. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ორი ჯგუფი დახურულია. შესასწავლია კონტაქტებიც და ტესტის პასუხებსაც ელოდებიან, გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევების გამო, სრულად დახურულია სვენეთის, რენესა და გორის მე-19 საბავშვო ბაღები.  „დაკეტილ ბაღებში პერსონალის დაინფიცირებასთან გვქონდა საქმე, ხოლო მე-4 ბაღში აღსაზრდელს დაუდასტურდა COVID - 19. Читать дальше...

პროკურატურასთან დაკავებული ცხრა აქტივისტიდან ხუთი გაათავისუფლეს 

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტის ნოდარ რუხაძის ინფორმაციით, პროკურატურასთან დაკავებული აქტივისტების ნაწილი ზაჰესის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხრა დაკავებული პირიდან ხუთი ხელწერილით გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს შორის არის გიგა მაქარაშვილი, რომელმაც დაკავების დროს ხელი მოიტეხა.     საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით გაიმართა. Читать дальше...

სენატორები თბილისში - მეტი რეფორმა, მეტი უსაფრთხოება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ჩამოსული სენატორები - დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი საქართველოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

ვაშინგტონის სანქციების პასუხად მინსკი აშშ-ის საელჩოს დიპლომატიურ მისიას შეამცირებს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინსკი ვაშინგტონის სანქციების პასუხად შეამცირებს აშშ-ის საელჩოს დიპლომატიურ მისიას და გაამკაცრებს ამერიკელთათვის სავიზო პროცედურებს. ამას გარდა ბელარუსის ხელისუფლება გაუქმებს ქვეყანაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფედერალური სააგენტოს მუშაობის თაობაზე მიღებულ თავის გადაწყვეტილებას. მაისის ბოლოს აშშ-მა განაცხადა, რომ 3 ივნისიდან განაახლეს 9 ბელარუსული საწარმოსათვის დაწესებულ სანქციებს. სიაში შედის ასევე ორი უდიდესი კომპანია - „ბელნეფტეხიმი“ და ბელარუსის ნავთობის სავაჭრო სახლი. Читать дальше...

დმიტრი გუდკოვი სასამართლოში მიყვანის გარეშე გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის პოლიციამ სასამართლოში მიყვანის გარეშე გაათავისუფლა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დმიტრი გუდკოვი, რომელიც 2 ივნისს ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამასTან ერთად პოლიტიკოსის მიმართ შეწყვეტილია ასევე სისხლის სამართლის საქმე. გუდკოვი ეჭვმიტანილი იყო სისხლის სამართლის დანაშაულში მუხლით „ქონებრივი ზიანის მიყენება მოტყუების ან ნდობის ბოროტად გამოყენების გზით.“ პოლიტიკოსის მამამ, სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა გენადი გუდკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმე ეხება სარდაფს... Читать дальше...

ირანის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მძლავრი ხანძარი გაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

დაახლოებით 20 საათი დასჭირდა მძლავრი ხანძრის ჩაქრობას ირანის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც თეირანის მახლობლად მდებარეობს. ირანის ეროვნული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, მოჯტაბა ჰალედის თანახმად, ხანძრის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ხანძრის ჩაქრობაზე მომუშავე 9 მაშველი. თეირანის განაპირას დასახლებულ კვარტლების სიახლოვეს 1968 წლიდან მდებარე ნავთობგადამამუშევებელი ქარხანა დღეში დაახლოებით 250 000 ბარელ ნედლ ნავთობს ამუშავებს. ირანის საწარმოებში ხშირდა ხდება უბედური შემთხვევები. Читать дальше...

მოძრაობა „სირცხვილიას" ცნობით, აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაკავების დროს ხელი მოიტეხა

Radiotavisupleba.ge 

გიგა მაქარაშვილი პირველი აქტივისტი იყო, რომელიც 3 ივნისს საქართველოს პროკურატურასთანი მიმდინარე აქციაზე დააკავეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" იუწყება, მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. „პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს", - აღნიშნავს „სირცხვილია". რადიო თავისუფლება ელაპარაკა გიგა მაქარაშვილს: „ე.წ. არამინცის საავადმყოფოში ვარ ახლა, სადაც დამადეს თაბაშირი, გადაუდებელ განყოფილებაში. ნავისებრივი ძვალი მაქვს ერთ ადგილას მოტეხილი, დაკავების დროს მომტყდა, ახლა მივყავართ და რომელ განყოფილებაში ჯერ არ ვიცი ზუსტად". Читать дальше...

ევროკავშირი პიროვნების საიდენტიფიკაციო ელექტრონული საფულის იდეას ავითარებს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა წამოაყენა პიროვნების საიდენტიფიკაციო ელექტრონული საფულის გეგმა, რომელიც წარმოადგენს ციფრულ მომავალზე გადასვლისკენ მიმართულ ევროკავშირის პოსტპანდემიური სტრატეგიის ნაწილს და რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ბლოკში შემავალი 27-ივე ქვეყანის სახელმწიფო და კერძო სერვისებზე.  ევროკავშირის მიერ 3 ივნისს გავრცელებული ოფიციალური ცნობის თანახმად, პიროვნების საიდენტიფიკაციო ელექტრონული საფულეების გამოყენება მოხდება მობილური ტელეფონით, რომელშიც დაცული იქნება  პასპორტების... Читать дальше...


Музыкальные новости
Борис Гребенщиков

Борис Гребенщиков сообщил, что не знает, кто такой Богомолов





Персональные новости
Росгвардия

Генерал-полковник Алексей Воробьев высоко оценил подготовку кинологов Росгвардии к предстоящим соревнованиям по профессиональному многоборью





პროკურატურასთან დააკავეს კიდევ ოთხი აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით იმართება, კიდევ ოთხი აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანია ნიკა ფარულავა. ბოლოს დაკავებულები არიან აქტივისტი ქალები, რომლებიც პროტესტს მოძრაობა „დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად გამოხატავდნენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აქტივისტების დაკავების მიზეზი ხდება წარწერის გაკეთების მცდელობა. Читать дальше...

შსს-ს: პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის შესახებ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს. „გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა", - აცხადებს შსს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან... Читать дальше...

"იმედის" განმარტება: არ მივიჩნიეთ განსაკუთრებულ მოვლენად და არც გახარიაა თანამდებობის პირი

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთან ინტერვიუზე სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებთან ერთად იმ მიზეზით არ მივიდნენ, რომ ეს შეხვედრა არ მიიჩნიეს განსაკუთრებულ მოვლენად. არხი საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ გახარია აღარაა მაღალი თანამდებობის პირი. "სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია „არავის წინააღმდეგ“, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით „თითის ქნევით“ და გაილაშქრა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. Читать дальше...

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შოკისმომგვრელს უწოდებს მარგარიტა სიმონიანის მიერ ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერას

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შოკისმომგვრელი უწოდა კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტის მარგარიტა სიმონიანის იმ განცხადებას, რომელიც სახელმწიფო ტელეარხ RT-სა და საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა ბელარუსის რეჟიმის მიერ სააგენტო „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროდრომზე იძულებით დაჯენის ფაქტზე გააკეთა. „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რამე შემშურდებოდა ბელარუსის. ახლა კი ნამდვილად მშურს. „ბატკამ“ (ასე უწოდებენ ლუკაშენკას - რედ.) ლამაზად შეასრულა“, - დაწერა... Читать дальше...

პროკურატურასთან აქციაზე პოლიციამ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურასთან აქციაზე პოლიციამ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავა. კონკრეტულად რას ედავება მას სამართალდამცავი უწყება, უცნობია. ის პოლიციის მანქანით გადაიყვანეს. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მაქარაშვილს პარლამენტის არჩეულ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან ერთად პროკურატურაში შესვლა სურდა. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ პროკურატურასთან კორდონი მოაწყო და არ აძლევენ მოქალაქეებს შესასვლელში ყოფნის უფლებას. ამ წუთებში პროკურატურასთან აქცია ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა... Читать дальше...

დიუმასა და ჟიულ ვერნის დრო წავიდა? - რას კითხულობენ ბავშვები

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურა, რომელზეც თაობები გაიზარდა, ბავშვისთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა. თუმცა ლიტერატორები ამბობენ, რომ მკითხველი ბავშვები დღესაც ბლომად არიან - განსხვავება წაკითხულ წიგნებშია. „..1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს დაბა მენგში, სადაც დაიბადა „ვარდის რომანის“ ავტორი, ისეთი მღელვარება იყო, თითქოს მას ჰუგენოტები შესეოდნენ“... - ასე იწყება პირველი თავი წიგნისა, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლებში თითქმის ყველას ჰქონდა წაკითხული, თან -  ერთი ამოსუნთქვით, თავაუღებლად. იმ თაობის შვილები, რომლებიც „სამ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Генерал-полковник Алексей Воробьев высоко оценил подготовку кинологов Росгвардии к предстоящим соревнованиям по профессиональному многоборью


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева замыкает год // 16-летняя российская теннисистка успешно стартовала на крупном турнире WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Это не бомжовые заведения»: 72-летний Александр Розенбаум зарабатывает миллионы на пивном бизнесе



Москва

Защита обжаловала арест замминистра обороны Иванова

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net