მოსამართლეების მიერ დაწუნებული კრიტიკა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივნისს
დამოუკიდებელია სასამართლო, როცა მოსამართლეები კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აღიქვამენ? 300-ზე მეტმა მოსამართლემ განცხადება გაავრცელა და მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების ნაწილი მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში დაადანაშაულა. ეს კი მას მერე, რაც კვირას მოსამართლეების ნაწილმა საერთაშორისო პარტნიორებსაც დაუწუნა მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა. გუშინ გავრცელებული განცხადებიდან გამოჩნდა, რომ სულ მცირე 300 მოსამართლეს მოსწონს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები. Читать дальше...