Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

Новости за 16.04.2021

მერკელი, მაკრონი და ზელენსკი რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო ძალის თავმოყრა უკრაინის საზღვართან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის მიმდებარე ტერიტორიიდან რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე.   უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ემანუელ მაკრონს შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერეკელი და სამმა ლიდერმა ერთობლივად გამოხატა საერთო შეშფოთება უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო. ეს ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამეულის ვიდეოკონფერენციის შემდეგ. უფრო ადრე ზელოენსკიმ განაცხადა... Читать дальше...

რუსეთი აშშ-ის საპასუხოდ 10 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს ქვეყნიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს. ამის შესახებ 16 აპრილს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თავის სერბ კოლეგასთან ერად გამართული პრესკონფეორენციის დროს. ლავროვმა განაცხადა ასევე სხვა ზომების შესახებ, რომლებსაც რუსეთი მიიღებს აშშ-ის მიერ, 15 აპრილს დაწესებული სანქციების საპასუხოდ. ლავროვის თქმით, მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ. Читать дальше...

HRW-ი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გააძლიეროს ავღანეთისთვის დახმარება ჯარების გაყვანის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცავი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი (HRW), მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ვალდებულება აიღოს ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერის გაფართოებისთვის, როგორც თავად უწოდებს, "მზარდი დაუცველობის გამო შიშის" ფონზე, რასაც აძლიერებს ამერიკის მიერ გამოცხადებული გეგმა - გაიყვანოს თავისი ჯარები ავღანეთიდან  სექტემბერში. შეერთებული შტატების მთავრობამ "უნდა გააძლიეროს დახმარება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გოგონებისა და ქალებისთვის, ასევე დამოუკიდებელი მედიისთვის, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის გათვალისწინებით... Читать дальше...



აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ საპატიმრო დატოვა

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას და მასთან ერთად გადაღებულ ფოტომასალას "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, ლაშა ხუსკივაძე ავრცელებს. მუმლაძეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუმლაძეს საპატიმროს დატოვება 1500 ლარის გადახდის შემდეგ უკვე შეეძლო. რადიო თავისუფლებას ლაშა ხუსკივაძემ უთხრა, რომ დაკავებულის გირაო სრულად არის დაფარული. გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან 14 აპრილს დააკავეს... Читать дальше...

დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ, ნავალნის გუნდმა პუტინი ახალი სამხილით ამოიღო სამიზნეში 

Radiotavisupleba.ge 

კრემლის საპატიმროში მყოფი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა, გამოაქვეყნა დეტალები, როგორც თავად ამტკიცებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კუთვნილი და საზოგადოებისგან დამალული, მდიდრული რეზიდენციის შესახებ. ეს უკანასკნელი გასროლაა ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებზე მეტი ხალხის მოსაზიდად და კრემლზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ამ შემოდგომაზე მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინ. ვიდეო გამოძიება, რომელსაც 15 აპრილს, იუთუბზე მისი გამოქვეყნებიდან პირველი 20 საათის განმავლობაში, 2.7 მილიონი ნახვა ჰქონდა... Читать дальше...

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა „ოქროს“ უნიტაზზე პუტინის ფიგურა დასვეს

Radiotavisupleba.ge 

პრაღაში, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანზე, ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოსთან, აქტივისტებმა დადგეს „ოქროს“ უნიტაზი, რომელზეც დასვეს ვლადიმირ პუტინის შიშველი კარიკატურული ფიგურა, ფეხებამდე ჩაწეული წითელი ტრუსებით და ხელში დააჭერინეს ტუალეტის საწმენდი ჯაგრისი და ტუალეტის ქაღალდი. კვარცხლბეკზე, რომელზეც უნიტაზი დგას, წარწერაა წითელ ფონზე „შიშველი მკვლელი“.   აქტივისტთა გაერთიანების, „კაპუტინის“ ხელმძღვანელმა, ოტაკარ ვან გემუნდმა, რადიო თავისუფლების ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტს უთხრა... Читать дальше...

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას გეგმავენ

Radiotavisupleba.ge 

"ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გეგმავენ. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ "TV პირველის" ეთერში ისაუბრა. "ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან. შემდეგ კვირაში მოწვევით მივდივართ ბრიუსელში, სადაც გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ევროკოიმისიაში. "ლელო" მივდივართ, მე და მამუკა ხაზარაძე, გრიგოლ გეგელია. გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა დაგეგმილი. გვექნება საშუალება, კვლავ ვიმსჯელოთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავლის გზებზე. Читать дальше...

ნამახვანჰესის კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე ლაპარაკი დაიწყო - რას სთავაზობს ხელისუფლება აქტივისტებს?

Radiotavisupleba.ge 

16 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ დაგეგმა შეხვედრა, სადაც კომპანია ენკას წარმომადგენლებს დაინტერესებული სპეციალისტებისთვის არსებული კვლევები უნდა გაეცნოთ.  კვლევები ამ დრომდეც საჯარო იყო, სიახლეს წარმოადგენდა ის, რომ შეიქმნებოდა საბჭო, რომელიც კვლევებზე დასკვნებს და შენიშვნებს მოამზადებდა.



ქართული მისიის დასასრული ავღანეთში

Radiotavisupleba.ge 

უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბრისთვის ავღანეთში მყოფი 860-კაციანი ქართული ქვედანაყოფი ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად დატოვებს ავღანეთს და ამით დასრულდება საქართველოში შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია, რომელიც 17 წელი გრძელდებოდა და სადაც, როტაციის წესით, სულ მცირე 22 ათას ქართველ ჯარისკაცს მოუხდა სხვადასხვა სახის სამხედრო ამოცანის შესრულება. 2014-15 წლებში იყო შემთხვევა, რომ ავღანეთში ნატოს დროშების ქვეშ ერთბაშად საქართველოს 1650 ჯარისკაცი იმყოფებოდა, ანუ ლამის ერთი სრულყოფილი ბრიგადა. Читать дальше...

ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედება

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის გეგმის გამო, შეზღუდოს შავ ზღვის ზოგიერთ არეალში, მათ შორის ქერჩის სრუტეში, საზღვაო მოძრაობა. ამის თაობაზე ნატოს წარმომადგენელმა, ოანა ლუნჯესკუმ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ასეთი ქმედება იქნებოდა „გაუმართლებელი ნაბიჯი და რუსეთის მადესტაბილიზებელი უფრო ფართო მოქმედების ნაწილი“. ნატო რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს აზოვის ზღვაში უკრაინის ნავსადგურებთან თავისუფალი მიმოსვლა და ნაოსნობის თავისუფლება. ალიანსის განცხადებაში წერია, რომ მთელ... Читать дальше...

ევროკავშირის წარმომადგენელი: მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქართველოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და მიესალმება ქართული ოცნების განცხადებას, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ. "მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას და მას ვაფასებთ, როგორც ნიშანს მზაობისა, შეუერთდნენ ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ინიცირებული იყო პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მისი საქართველოში ვიზიტისას 2020 წლის პირველ მარტს და რომელიც პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის... Читать дальше...

მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა მიიღო 60 ქულაზე მეტი საგნობრივ და პროფესიულ კომპონენტში - აუდიტი 2017-19 წლებზე

Radiotavisupleba.ge 

2017-2019 წლებში კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების მხოლოდ 1,5-მა პროცენტმა შეძლო 100 ქულიდან 60-ზე მეტი დაეგროვებინა ერთდროულად, როგორც საგნობრივ ისე, პროფესიულ კომპონენტში. ინფორმაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, 2017-2019 წლებში გამოცდაზე 40-50%-იანი ზღვრის გადალახვა საგნობრივი მიმართულებით მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული მიმართულებით − 22%-მა შეძლო. გარდა ამისა, გამოცდაზე გასული მასწავლებლების მხოლოდ 0,27%-მა შეძლო საგნის... Читать дальше...

აფგან მუხთარლი  აცხადებს, რომ „ლანცეტის“ დამფუძნებელი პოლიტპატიმარია

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი, რომელიც სასჯელს თაღლითობის მუხლით იხდის, პოლიტპატიმარია. ფარმან ჯეირანლი საქართველოში 2017 წელს  დააპატიმრეს.  იმავე წელს თბილისში თავშეფარებული რამდენიმე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი მოხვდა ბაქოს ციხეში. ჯერ კიდევ დაკავებისას კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ირწმუნებოდა, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი პოლიტიკური მოტივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფარმან ჯეირანლი საქართველოს მოქალაქეა, მას კავშირი... Читать дальше...

აფხაზეთის მთავრობამ დევნილების პროთეზების გაკეთება დაუკვეთა კომპანიას, რომლის მმართველიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიქცა

Radiotavisupleba.ge 

​აფხაზეთის მთავრობამ ბიუჯეტის ფულით დევნილებს კბილის პროთეზების ხარჯი დაუფინანსა, თუმცა კლინიკის მმართველი, რომლიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილი იყო, თანხის მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ინფორმაციას აუდიტის სამსახური დასკვნის სახით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბენეფიციარების ნაწილი პროთეზის ხარისხით უკმაყოფილო, ნაწილს კი ის საერთოდ არ მიუღია. აუდიტის დასკვნის მიხედვით, სქემა ასეთი იყო: შპს 32 დენტის თანამშრომელმა, რომელიც თავადაც დევნილი იყო, იქირავა კომპანია მფლობელისგან, ტენდერებში... Читать дальше...

სახალხო დამცველი ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და საკითხის შესწავლას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ყოფილი ქმარი თანაცხოვრების დროს ძალადობაში დაადანაშაულა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას. "საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს... Читать дальше...

დეტალები გიორგი მენაბდის დაკავების შესახებ - ვინ მოკლა დავით სარალიძე?

Radiotavisupleba.ge 

გიორგი მენაბდის დაკავების კვალდაკვალ, დავით სარალიძის მკვლელობის საქმე შესაძლოა ხელახლა გამოსაძიებელიც გახდეს. ადვოკატ ზურაბ თოდუას სჯერა, რომ მენაბდის საქმის ობიექტურ განხილვას შეუძლია უტყუარად დაამტკიცოს, რომ დავით სარალიძე არ მოუკლავს მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას.

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

News.ge 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ბესო ზანგური როლებიდან მოხსნას ეხმიანება: ეს გაგდებაზე უარესია

Radiotavisupleba.ge 

"რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც დღეიდან ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია, თეატრის გადაწყვეტილებას "გაგდებაზე უარესს" უწოდებს. ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" მხოლოდ მეგობრებისთვის წერს. "როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ… გაიხარეთ", - წერს ის. დღეიდან, 16 აპრილიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი... Читать дальше...

ბაიდენმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას ნავალნიზე თავდასხმა ახსენა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, 13 აპრილს, ახსენა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა. ამის თაობაზე განაცხადა რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა. საუბრიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ არც ერთ მხარეს აქამდე არ უთქვამს, რომ ნავალნის თემა განიხილეს. კრემლის თანახმად, საუბარი აშშ-ის ინიციატივით შედგა. ბაიდენმა 15 აპრილს თქვა, რომ პუტინთან საუბრისას გულწრფელი იყო და გააფრთხილა მომავალი მოქმედებების შესახებ, თუ რუსეთი გააგრძელებს აშშ-ის დემოკრატიაში ჩარევის მცდელობებს. Читать дальше...


Музыкальные новости
Deep Purple

Deep Purple — Portable Door





Персональные новости
Театр

Театр, искуство, Россия и дети: кукольная фотосессия в Бурятии





ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

News.ge 

სიყვარულის ზღაპარი როდემდე უნდა ვიდგე ასე, კართან ატუზული, როდის უნდა გაიღვიძოს ამ დალოცვილმა. ნამდვილი ძილისგუდაა… რახანია გათენდა, ყველანი სამსახურში წავიდნენ – შვილები, შვილიშვილები, ეს კი წევს არხეინად და არც ვახსოვარ. არ ვეცოდები… სულ თვალებში შევციცინებ, აღარ ვიცი რით გავახარო, მაგრამ მაინც არ ვუყვარვარ ისე, მე რომ გამიხარდება… გოგო, ხომ იცი, მე შენი დედიკო ვარო, მეუბნება ...

მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

News.ge 

„ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს, – ასე აფასებს „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ხელმოწერას. როგორც ხაზარაძე აცხადებს, 5 პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. შეგახსენებთ, 5 პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტზე... Читать дальше...

ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

News.ge 

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელმოწერაზე მზაობა გამოთქვა “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ხელს არ აწერს “ევროპული საქართველოც”. დღეს “ქართული ოცნება” საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ...

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

News.ge 

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი... Читать дальше...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა. მკვლელობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ გუშინ, 15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დააკავეს გიორგი მენაბდე. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Волейболисты «Зенита-Казань» стали чемпионами России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Первый в России электромобиль Tesla Cybertruck заметили на Москве





Путин в России и мире
Москва

Президент России Владимир Путин подтвердил проведение XVI Международного военно-музыкального фестиваля «Спасская башня»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

ДиКаприо споет голосом Синатры



Москва

Полузащитник Файзуллаев вернется в расположение ЦСКА перед игрой с "Зенитом"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net