Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

Новости за 19.04.2021

ევროკავშირი "სრულად უჭერს მხარს და სოლიდარულია" ჩეხეთისადმი, მოსკოვთან შექმნილი კონფლიქტის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი აცხადებს, რომ ის "სრულად უჭერს მხარს და სოლიდარულია" ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ, პრაღასა და მოსკოვს შორის შექმნილი დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე. კონფლიქტი უკავშირდება ჩეხეთის განცხადებას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტები, რომლებიც დაკავშირებული არიან 2018 წელს ბრიტანეთში სკრიპალების ნერვული აგენტით მოწამვლასთან, იდგნენ ჩეხეთში იარაღის დეპოში მანამდე მომხდარი აფეთქების უკან, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.  ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის... Читать дальше...

კელი დეგნანი: ამაყი ვარ იმ პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც ძალიან მძიმე შრომა გასწიეს

Radiotavisupleba.ge 

მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.  „ისეთი ამაყი ვარ საქართველოთი ამაღამ, ამაყი ვარ იმ პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც ძალიან მძიმე შრომა გასწიეს ამ 6 თვის განმავლობაში, ეს იყო რთული, ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ მიშელის, რომელიც ჩაერთო მედიაციის პროცესში, ასევ პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ამ ცერემონიის მასპინძლობისთვის და ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც შეთანხმების მიღწევაში ითამაშა", - აცხადებს დიპლომატი. Читать дальше...

ღარიბაშვილი ეხმაურება მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების გაფორმებას

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საქართველოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგებზე წერს „ფეისბუკზე" პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  „დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა! უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ს ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის. რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას. Читать дальше...



მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!

Radiotavisupleba.ge 

მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.  „ხელოვნური კრიზისი დასრულებულია! მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს! ეს საქართველოს გამარჯვებაა! კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით! განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს... Читать дальше...

ხატია დეკანოიძე: პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია

Radiotavisupleba.ge 

ორბელიანების სასახლეში მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. მისი შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის. „ჩემი პოზიცია (რომელიც მე ეთერშიც მაქვს დაფიქსირებული) იყო, რომ ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მიეღო. არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა - ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია. Читать дальше...

შარლ მიშელი სამშაბათს თბილისს ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულდების შემდეგ: „სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად, აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. Читать дальше...

თალაკვაძე: ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში 

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს მმართველი პარტიის მხრიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.  „ეს შეთანხმება სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიც არის პატიმრების საქმეები,... Читать дальше...

ბაქრაძე: ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ რომ სჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს

Radiotavisupleba.ge 

ინდივიდუალურად მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. „მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს. ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ... Читать дальше...



კელი დეგნანი პოლიტიკურ შეთანხმებაზე: გილოცავთ შეერთებული შტატების სახელით

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „გრძელი და რთული“ უწოდა 6-თვიან მუშაობას, რომელიც წინ უძღოდა შეთანხმების გაფორმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის.  „ამ გრძელ, რთული პროცესში თითოეულმა თქვენგანმა აჩვენა ნამდვილი პოლიტიკური სიმამაცე და ნამდვილი ლიდერობა დღეს, როდესაც ხელს აწერთ პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას. ჩემთვის დიდი პატივია აქ, თქვენთან ერთად ყოფნა ამ მნიშვნელოვან დროს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისთვის“ - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. Читать дальше...

სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი

Radiotavisupleba.ge 

ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. „მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს. ამ დოკუმენტის ხელმოწერა დღეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე... Читать дальше...

კარლ ჰარცელი შეთანხმების ხელმოწერაზე: ემოციური მომენტია 6-თვიანი პროცესის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 19 აპრილს „ღირსშესანიშნავი“ და „ემოციური“ დღე უწოდა, რადგან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. „დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია. ეს არის ემოციური მომენტი ჩემთვის, 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ლიდერობით და მის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან თანამშრომლობით, რომელმაც ვერ შეძლო დღეს აქ ყოფნა. Читать дальше...

აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები მსჯელობენ ბაიდენ-პუტინის შესაძლო სამიტზე, გაზრდილი დაძაბულობის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობები, "რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები", ისევე, როგორც სამიტის გამართვის შესაძლებლობა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის.  სალივანმა და პატრუშევმა 19 აპრილს ისაუბრეს ტელეფონით და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტს შეინარჩუნებენ -  აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანი, ემილი ჰოურნი. Читать дальше...

"Sakartvelos Gaumarjos!" - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიესალმება დოკუმენტზე ხელმოწერას

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება დოკუმენტზე ხელმოწერას. საქართველოს გაუმარჯოს! - დაწერა მან ტვიტერზე ლათინური ასოებით: „შეთანხმება საქართველოში. Sakartvelos Gaumarjos!" შარლ მიშელი ულოცავს პოლიტიკურ ლიდერებს კრიზისიდან გამოსასვლელად შეთანხმებაზე ხელმოწერას: "თქვენ ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ყველა მხარეს“. დოკუმენტზე "სამომავლო გზა საქართველოსთვის" ხელმოწერის ცერემონიას ევროპული საბჭოს... Читать дальше...

ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ცერემონია, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. სასახლეში იმყოფებიან და შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს დოკუმენტს ხელს აწერენ „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილი, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. Читать дальше...

„ქართულ ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისიდან ორბელიანების სასახლეში მიდიან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, პოლიტიკოსები ამ წუთებში მიემართებიან ორბელიანების სასახლეში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე გამოთქვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ასევე, „ლელოს",... Читать дальше...

ენმ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხზე გადაწყვეტილებას 20 აპრილს მიიღებს

Radiotavisupleba.ge 

პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". პარტიამ განიხილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი. „ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. Читать дальше...

რა ხდება ჯავახიშვილის 6 ნომერში - ძეგლის რეაბილიტაცია თუ ვანდალიზმი? 

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აშენებული სახლის ფასადიდან ჩამოხსნეს ბარელიეფები, რომელიც ამ ნაგებობის ხასიათს ქმნიდა. საზოგადოების ნაწილი ღელავს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფასადურ რეაბილიტაციას შეეწიროს.

ციხეში ნავალნის მონახულების შემდეგ, ადვოკატი აცხადებს, რომ ის ცუდად გამოიყურება

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მონახულების შემდეგ მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ის ცუდად გამოიყურება, რაც ზრდის შეშფოთებას კრემლის კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ის შრომა-გასწორების ობიექტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დასავლეთის ზეწოლის ფონზე. ნავალნი პროტესტის ნიშნად უკვე მესამე კვირაა შიმშილობს.  ადვოკატმა, ალექსეი ლიპსტერმა ნავალნი 19 აპრილს, მცირე ხნით მოინახულა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია მხოლოდ უარესდება, 44 წლის ნავალნი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. Читать дальше...

რატომ ელოდებიან კახეთში გაზაფხულის წვიმებს შიშით

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მაისის მოახლოებას შიშით ელოდებიან. წლის ეს პერიოდი ხშირად წყალუხვობით გამოირჩევა და მდინარეებიდან გადმოსული წყალი მათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ანადგურებს.


Музыкальные новости
Фрэнк Синатра

Таунхаус Фрэнка Синатры впервые выставлен на продажу





Персональные новости
Театр

Театра кукол «Ульгэр» в Улан-Удэ проводит етс фотосессию детям





ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია – მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

News.ge 

რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია! – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, „ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი ...

ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან

News.ge 

ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ის მზადაა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს. როგორც ბურჯანაძე განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი თავისი გადაწყვეტილებით ხელს უნდა უწყობდეს ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში. „თუ ასე იქნება მოვაწერ“... Читать дальше...

პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება

News.ge 

მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში „გირჩის“ მისვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, “გირჩს“ აქვს თავის ორიგინალური სტილი, რაც „პარლამენტის ტრადიციებზე გავლენას ვერ მოახდენს“. „გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც ...

გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გაკვირვებულია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელიც პრეზიდენტის სახელს შეწყალებასთან დაკავშირებით, მისი თანხმობის გარეშე უკავშირდება. როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, გიორგი რურუა არც ერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, თუმცა, პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკუთარ პრინციპულობაზე მაღლა ქვეყანა დააყენოს. „გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა... Читать дальше...

გზა ოკუპირებული აფხაზეთიდან - კარანტინის გარეშე

Radiotavisupleba.ge 

გალის რაიონში მცხოვრები, 72 წლის ნარგიზა ჯახუა ერთ წელზე მეტია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არ ყოფილა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურის ხიდის გავლით, დღეს დილით გადაკვეთა დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული „საშვით“, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 5-დღიან კარანტინში აღარ მოათავსებდნენ. ენგურის ხიდის მეორე მხარეს, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტში კორონავირუსზე სწრაფი ტესტი გაუკეთეს და დაახლოებით 20 წუთში უთხრეს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Тренер "Динамо" Личка о самой дорогой покупке в Москве: я купил себе самокат


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Надаль навестил в больнице 16-летнюю российскую теннисистку


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Первый в России электромобиль Tesla Cybertruck заметили на Москве





Путин в России и мире
Москва

Президент России Владимир Путин подтвердил проведение XVI Международного военно-музыкального фестиваля «Спасская башня»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Алла Пугачёва

Сгорбленная и худая артистка Алла Пугачева покинула Израиль



Москва

В Москве заметили первый в России электромобиль Tesla Cybertruck

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net