Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

Новости за 26.04.2021

ირანში იზრდება COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა

Radiotavisupleba.ge 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ფონზე, როდესაც წუხელ ქვეყანაში პანდემიის მანძილზე ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი სიკვდილის შემთხვევა აღირიცხა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ირანში 496 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც 70070-მდე გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. “ცუდი ინფორმაცია ისაა, რომ სავარაუდოდ მომდევნო ორი კვირის... Читать дальше...

შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის გირაო თუ ამნისტია - როგორ გადაწყდება შეთანხმების პირველი პუნქტი? დღეს პარლამენტში ის ოპოზიციონერი დეპუტატები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ბოიკოტს წყვეტენ. გუშინ ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით 27 აპრილს აღარ დარეგისტრირდება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი. თუმცა უცვლელ გეგმად რჩება პრეზიდენტის დაანონსებული შეწყალება... Читать дальше...



გორის თეატრში სპექტაკლების ჩვენება 14 მაისიდან აღდგება

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი 4 მაისიდან რეპეტიციებს განაახლებს. გორის თეატრის დირექტორის გია წვერავას თქმით, სპექტაკლების ჩვენება 14 მაისიდან განახლდება. „ჩვენთან თეატრში სამ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-ი, რის გამოც სპექტაკლები გადაიდო. რეპეტიციებს 4 მაისს განვაახლებთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება უქმეები, რომ გაივლის 14 მაისიდან სპექტაკლებიც დაინიშნება", - ამბობს გია წვერავა. გორის თეატრის თანამშრომლებს COVID-ინფექცია დაუდასტურდათ, რის გამოც 21 აპრილიდან სპექტაკლების ჩვენება დროებით შეჩერდა.

პაპუაშვილი მელიაზე: თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.  „დიდი ხანია ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გასული არიან რაიმე რაციონალური დამოკიდებულებისგან. მათ ჩაეშალათ მთელი დესტრუქციის მცდელობა, შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით და ახლა ცდილობენ ამ შეთანხმების აღსრულებაც ჩაშალონ, სწორედ ამის ნაწილია დღევანდელი განცხადებაც. თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს. Читать дальше...

Bellingcat-ი: გრუ-ს ოპერაციის მიზანს ჩეხეთსა და ბულგარეთში წარმოადგენდა უკრაინის დასუსტება

Radiotavisupleba.ge 

2014-2015 წლებში რუსეთის სამხედრო დაზვრევის (გრუ) მიერ ჩეხეთსა და ბულგარეთში ჩატარებული ოპერაციების მიზანს, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხება და ამ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების დასუსტება. ასეთ დასკვნას შეიცავს ჯგუფ Bellingcat-ის ახალი გამოძიება, რომელიც რუსულ გამოცემა The Insider-თან, გერმანულ Der Spiegel-თან და ჩეხურ ჟურნალ Respekt-თან ერთად ჩატარდა. არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით Bellingcat-ი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩეხეთის... Читать дальше...

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დაინიცირდება შეთანხმებულ ვადაში  

Radiotavisupleba.ge 

მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს.   „აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. არავის არაფერი არ გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. Читать дальше...

ჯაფარიძის თქმით, 27 აპრილს ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ოპოზიციის ნაწილსა და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტი 27 აპრილს დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება. „ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით... Читать дальше...



ბელარუსში სასამართლომ გამოცემა დააჯარიმა ციხანოუსკაიასთან ინტერვიუს გამო

Radiotavisupleba.ge 

მინსკის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ 580 ბელარუსული რუბლით ($226) დააჯარიმა გამოცემა Intex-press-ის გამომცემელი, ვლადიმირ იანუკევიჩი, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ, სვიატლანა ციხანოუსკიასთან გამოქვეყნებული ინტერვიუსთვის. აღნიშნული ინტერვიუს გამოცემის საიტზე 13 აპრილს გამოქვეყნდა, მეორე დღეს იგი დაიბეჭდა გაზეთშიც. იანუკევიჩი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ისეთი ინფორაციის გამოქვეყნებისთვის, რომელიც აკრძალულია გავრცელებისთვის. თავად იანუკევიჩის თქმით, ინტერვიუში სვიატლანა ციხანოუსკიასთან „კითხვის... Читать дальше...

სამნიძის განცხადებით, შეთანხმებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტიის აქტის მიღება

Radiotavisupleba.ge 

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძე მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ამნისტიის საკითხის გამოთხოვის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე დათანხმების შესახებ.  „მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ასე იყო იმ დღიდანვე, როდესაც შემოთავაზებაში გაჩნდა გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან, ეს კარგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება... Читать дальше...

სომეხთა გენოციდი: აშშ-ის პრეზიდენტის აღიარება ახარებს სომხებს, აბრაზებს თურქეთს

Radiotavisupleba.ge 

ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომეხის დახოცვას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უწოდა გენოციდი - ყველაზე საზარელი დანაშაული. ბაიდენი პირველი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობდნენ არ გაეღიზიანებინათ თურქეთი - ნატოელი მოკავშირე და სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა. „ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ემსხვერპლა ოსმალეთის პერიოდის სომეხთა გენოციდს და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ წინ აღვუდგებით ამგვარ სისასტიკეს... Читать дальше...

სამადაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების” წევრებისა და ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.  შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.  „რაიმე ცვლილებებზე საუბარი ჩვენ შეიძლება გავმართოთ, როგორც ორივე მხარის, ისე მედიატორების მონაწილეობით. ამიტომ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ [27 აპრილს] თუ ყველაფერი წავა ისე როგორც იყო დაგეგმილი... Читать дальше...

უკრაინის უშიშროებამ გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები ჩერნობილის აეს-ში მომხდარ კატასტროფაზე

Radiotavisupleba.ge 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 35-ე წლისთავზე, უკრაინის უშიშროების სამსახურის სახელმწიფო არქივმა გამოაქვეყნა ამ და სხვა აფეთქების შესახებ არსებული საიდუმლო დოკუმენტები. საბჭოთა კაგებეს არქივებში დაცულ დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი პირველია, ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, ვიქტორ ბრიუხანოვის მოხსენება აფეთქების შესახებ. საარქივო საქმე ადასტურებს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მანამდეც მომხდარა. მაგალითად, 1982 წელს პირველ ენერგობლოკზე ადგილი ჰქონდა რადიოაქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვან გამოფრქვევას. Читать дальше...

ოხანაშვილი: მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული შეთანხმების იმპლემენტაცია 

Radiotavisupleba.ge 

ამნისტიის საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართვას პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ამნისტიის აქტი, რომლითაც პარტიები კისრულობენ ვალდებულებას და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციასა და ადამიანის ბედით მანიპულირებას. „ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. Читать дальше...

რუსეთმა მანევრების შემდეგ ორი დიდი სადესანტო გემი დატოვა შავ ზღვაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ორი დიდი სადესანტო ხომალდი ამ დრომდე კვალავ რჩება შავი ზღვის აკვატორიაში მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო უწყებამ დასრულებულად გამოაცხადა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, საუბარია ორ დიდ სადესანტო გემზე „ალექანდრ ოტრაკოვსკიზე“ და „კონდოპოგაზე“, რომლებიც „აგრძელებებ შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებას შორეული ნაოსნობის გეგმების მიხედვით“, - იუწყება რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახური. Читать дальше...

პაატა იმნაძე: როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ქვეყანა ვერ ჩაიკეტება

News.ge 

როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ქვეყანა ვერ ჩაიკეტება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი, ინდური შტამის ორმაგი, სამმაგი მუტაცია ძირითადად მედიის მოგონილია. „ბრიტანული შტამი და ინდური შტამი – იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ეს ყველაფერი ძირითადად მედიის მოგონილია. ეს არ შეიძლება ასე იანგარიშოთ, ...

როგორ გაჩნდა ფეისბუკში გიორგი გახარიას მხარდამჭერი გვერდების ქსელი - მითების დეტექტორი პროცესს აღწერს

Radiotavisupleba.ge 

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი რამდენიმე ფეისბუკანგარიში (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს), საჯარო ჯგუფები და გვერდები გაჩნდა. „მითების დეტექტორმა” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი 14 ფეისბუკგვერდი გამოავლინა, რომლებიც პირობითად ორ კატეგორიად დაყო. 2021 წლის 18 თებერვლამდე შექმნილი გვერდები, რომლებმაც სახელი გახარიას გადადგომის... Читать дальше...

სომხეთის პარლამენტი 3 მაისს იმსჯელებს პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საკანონმდებლო ორგანო, ეროვნული კრება, 3 მაისს განიხილავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის პარალმენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 25 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა, რითაც ოფიციალურად გაუხსნა გზა საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც უნდა განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად... Читать дальше...

თინა ხიდაშელი: არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას!

News.ge 

“როგორ მეზარებოდა ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა, ზეიმი, მწვანე-წითელი ბრჭყვიალი, სანტა-კლაუსები და თოვლის ბაბუები. მაინც მოვინდომე, მოვრთე და მოვკაზმე, კოვიდ დეპრესიას ბრძოლა გამოვუცხადე და ელავდა და ბზრიალებდა ჩემი სახლი. ჩემს თავს პირობა მივეცი არ დავიზარებდი და არანაკლებ დროს და ენერგიას მოვანდომებდი სააღდგომო სამზადისს. არ გამოვიდა ვერ ვასრულებ პირობას. რამდენი რამე გამოვტოვე … – თოვლი თბილისში; ...


Музыкальные новости
Григорий Лепс

«Я не джентльмен»: Лепс вновь объяснился за инцидент с телефоном фанатки





Персональные новости
Вячеслав Тихонов

VIII Международный кинофестиваль «17 мгновений…» имени Вячеслава Тихонова объявил победителей





კახა კუჭავა შეხვდა სალომე ზურაბიშვილს

Radiotavisupleba.ge 

ადმინისტრაციის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა კახა კუჭავამ პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.  ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. „ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - განაცხადა მან. Читать дальше...

“ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდე გვაქვს დრო!!!”

News.ge 

“ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდე გვაქვს დრო!!! ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი. ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს (და ძალიან გთხოვთ ნუ დამიწყებთ ეხლა იმას, რომ პანიკას ვთესავ, მთელს მსოფლიოში არის პანიკა იმიტომ რომ გამოსავალს ვერ პოულობენ). არცერთი ვაქცინა არ არის ეფექტური ამ შტამის მიმართ. ათასობით ...

ირანში კიდევ ერთი წლით მიუსაჯეს პატიმრობა ირანული წარმოშობის ბრიტანელს

Radiotavisupleba.ge 

ირანის სასამართლომ კიდევ ერთი წლით გაუგრძელა პატიმრობა ირანული წარმოშობის ბრიტანელს, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელსაც ერთი წლით აეკრძალა ასევე ქვეყნის დატოვება. როგორც 26 აპრილს ადვოკატმა ჰოჯაიტ კერმანიმ განაცხადა, სასამართლომ ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელმა 2009 წელს ლონდონში, ირანის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობას. ირანული წარმოშობის ბრიტანელს... Читать дальше...

ჯაფარიძე: მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ინიციატივას, თუ იგი მიშელის დოკუმენტში აისახება

Radiotavisupleba.ge 

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სურვილი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ, მაშინ „ლელო“ მხარს დაუჭერს მას. „რა თქმა უნდა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემოგვთავაზა შარლ მიშელმა. თუ მისი[ნიკა მელიას] სურვილი იქნება ასახული ამ დოკუმენტში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუჭერთ მის ინიციატივას მხარს, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითონ იმ ადამიანის ნება, რომელსაც შეიძლება შეეხოს ამნისტია. Читать дальше...

რატომ და ვისთვის მკაცრდება კანონი - პარლამენტი ცვლილებებს გეგმავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

Radiotavisupleba.ge 

წვრილმანი ხულიგნობისა და  სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე გაიტანეს, წინ საკომიტეტო მოსმენებია.

თუ ამნისტიის პროექტს გაითხოვენ, მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის შემოთავაზებულ გირაოს 

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას მისივე „ფეისბუკის" გვერდზე ავრცელებენ. ის სთხოვს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართავს „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს. „გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Волейболисты «Зенита-Казань» стали чемпионами России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Теннисист Надаль навестил в больнице 16-летнюю российскую теннисистку Корнееву


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Институт СТЭИ при поддержке Комитета общественных связей и молодежной политики города Москвы реализует проект "Вода Москвы"





Путин в России и мире
Москва

«Ану-ка, девушки!»: какой была легендарная передача, которая вернется на ТВ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Шпагаты, но уже без нижнего белья: хакеры взломали аккаунт Волочковой



Москва

В Госдуме предложили увеличить МРОТ в России до 30 тысяч рублей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net