123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

Новости за 13.04.2021

შსს-ს განცხადებით, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირია დაკავებული

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სოფელ გუმათში 6 პირი დააკავეს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. Читать дальше...

დაკავებულები რიონის ხეობაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

ცოცხალი ჯაჭვი და ხმაურიანი პროტესტი გუმათში რიონის ხეობაში სოფელ გუმათში ვითარება ღამის 11 საათისთვის დაიძაბა. კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან შეკრებილებმა გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ქუთაისი-ალპანა-ცაგერის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ გუმათთან ათამდე აქტივისტის დაკავების შესახებ იუწყება „რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი. როგორც ის ამბობს, აქტივისტები ხელებაწეულები ცდილობდნენ, არ გაეტარებინათ კომპანია „ენკას" ავტომანქანები, პოლიცია კი „პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა". Читать дальше...

დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ელაპარაკა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ​გამაართული სატელეფონო საუბრის შესახებ ილაპარაკა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.  „აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო-ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან... Читать дальше...



Wizz Air возобновляет полеты из Грузии

ИА «Новости-Грузия» 

На сегодня в направлении Грузии разными авиакомпаниями выполняется 70 рейсов в неделю, а к лету их количество увеличится до 200

კობა ნაყოფია: „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არ შევალთ არანაირ მოლაპარაკებებში

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ლელო“-ს ოფისში ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ თქვა, რომ 15 მაისს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია გაიმართება. „ვიქნებით ძალიან ბევრნი 15 მაისს, შევიკრიბებით და დავდგებით მანამ, სანამ არ შევცვლით. შევხვდებით უამრავ ადამიანს, მოვახდენთ სრულ მობილიზაციას. „ქართული ოცნება“, რომელსაც  ყოველთვის აინტერესებთ თავები, დაინახავს, რამდენი თავი დგას რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, მათ არაფერი აინტერესებთ. Читать дальше...

რუსეთი კიდევ უფრო მეტ ძალას უყრის თავს შავ ზღვაში

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, რომ შეამციროს „მადესტაბილიზებელი მოქმედება“ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინის საზღვრის მახლობლად, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი მიეშურება შავ ზღვაში იქ ბაზირებულ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთობლივ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის მხრიდან ძალის მორიგი დემონსტრირების ფონია უკრაინის ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ბოლო ორი კვირის განმავლობაში... Читать дальше...

აშშ-ის ჯარები ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის დატოვებენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, რომ 2021 წლის 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან აშშ-ის მთელს სამხედრო კონტინგენტს გაიყვანს. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შეატყობინეს ამერიკის პრესას. ამგვარად, ვაშინგტონი მაისის დასაწყისამდე არ შეასრულებს შარშან ნაკისრ ვალდებულებას ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე. 2021 წლის მაისამდე ჯარების გაყვანის შესახებ შეთანხმება შარშან თალიბებთან მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ადრე ბაიდენმა აღიარა... Читать дальше...

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიციამ დააკავა ათამდე აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისი-ალბანა-ცაგერის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ გუმათთან ათამდე აქტივისტის დაკავების შესახებ იუწყება „რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი. როგორც ის ამბობს, აქტივისტები ხელებაწეულები ცდილობდნენ არ გაეტარებინათ კომპანია „ენკას" ავტომანქანები, პოლიცია კი „პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა". 13 აპრილს საღამოს „რიონის ხეობის მცველებმა" გზა გადაკეტეს. მათ გამოაცხადეს, რომ გაატარებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანია „ენკას" ავტომანქანებს კი გადაადგილების საშუალებას არ მისცემდნენ. 13 აპრილს, საღამოს, „რიონის ხეობის მცველებმა" გზა გადაკეტეს.



რობერტ სტურუა გამოეხმაურა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ბესო ზანგურის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას „ფეისბუკზე" გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - წერს რეჟისორი. 12 აპრილს, გადაცემაში „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. Читать дальше...

იპოვის თუ არა რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანის შემდეგ სხვა ადგილს და ფორმას

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანჰესის პროტესტი ახალ ადგილს და ფორმას ეძებს. მესამე დღეა ნამოხვანიდან იძულებით აყრილი აქტივისტები გუმათში არიან და პერიოდულად აკითხავენ ჰესის მშენებელი კომპანია “ენკას” ბაზას.

სატელეფონო საუბარში ბაიდენმა პუტინს მოსთხოვა უკრაინის საზღვრებთან ვითარების დეესკალაცია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, ზომები მიიღოს უკრაინასთან დაძაბულობის განსამუხტად და გამოვიდა წინადადებით, ორ ლიდერს შორის სამიტი გაიმართოს. 13 აპრილს გამართულ სატელეფონოო საუბარში ბაიდენმა გამოხატა „ჩვენი შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების სწრაფი კონცენტრაციის შესახებ ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და რუსეთს მოუწოდა, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული... Читать дальше...

მედიაციის #3 რაუნდის მოლოდინში - კრიზისი გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, საქართველოში არაფერი შეცვლილა - პოლიტიკური გარემო კვლავ დაძაბულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის შესაძლო გათავისუფლებას ოპოზიცია კრიზისის განმუხტვის გზად და შეთანხმების მიღწევის წინაპირობად განიხილავდა. მელია საპატიმროში რჩება.

უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს რუსეთის აგრესიული ჩანაფიქრის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოსა და დასავლეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის გამო. 13 აპრილს დმიტრო კულებამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დამსწრეთ და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ მის ქვეყნას „ესაჭიროება ზომები, რომლებიც რუსეთს შეაჩერებს და რომლებიც შეაკავებს მის აგრესიულ ჩანაფიქრს.“ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა, შეაჩეროს... Читать дальше...

პოლიცია აფრთხილებს აქციის მონაწილეებს "ენკას" ბაზასთან, რომ გამოიყენებენ პროპორციულ ძალას

Radiotavisupleba.ge 

გუმათში, ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია "ენკას" ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეები იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა გააფრთხილა, რომ თუკი გზას არ გაათავისუფლებენ, პოლიცია მათ წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებს. აქციამ "ენკას" ბაზასთან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც პროტესტის მონაწილეებს დღესაც, გუშინდელის მსგავსად, არ მიეცათ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება. "რიონის ხეობის გუშაგები" გეგმავენ, გადაკეტონ შემოვლითი გზები, რომლითაც პოლიცია და კომპანიის მანქანები გადაადგილდება. Читать дальше...

ნიკა მელია: მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს

Radiotavisupleba.ge 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ფიქრობს, რომ მმართველმა პარტიამ იგი პატიმრობაში მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის სავაჭროდ დატოვა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში იგი წერს, რომ მისი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება. წერილში ნიკა მელია აღნიშნავს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ვერ აღიარებდნენ, რომ მათ პოლიტიკური ოპონენტი სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე გამოაშვებინეს... Читать дальше...

თრომბოზის შემთხვევების გამო აშშ დროებით აჩერებს Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) და სასურსათო პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული მეთვალყურეობის უწყებამ (FDA) შტატებს ურჩიეს, შეაჩერონ კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ კორპორაცია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება. Johnson & Johnson-ის ვექტორული ვაქცინა თებერვალში მოიწონეს აშშ-ში გამოსაყენებლად. გამოცდის შედეგად დაგინდა, რომ მისი ეფექტიანობა დაახლოებით 66% არის. კონკურენტი ვაქცინებისგან ის მნიშვნელოვნად განსხვავდება იმით, რომ სხეულში... Читать дальше...

პოლიციამ იპოვა კახეთიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალი, რომელიც იძულებით ქორწინებას გაექცა

Radiotavisupleba.ge 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იძულებით ქორწინებას გაქცეული 18 წლის ახალგაზრდა ქალი პოლიციამ მარნეულში იპოვა. ქალის პოვნაზე ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ახლა მშობლები შვილთან კომუნიკაციას ცდილობენ. ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდაზე იყო დანიშნული, სახლიდან ორი დღის წინ ფარულად წავიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სხვა კაცზე დაქორწინდა. მან სახლიდან წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა და მისწერა... Читать дальше...

NGO-ები სენატორებისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითებენ ივანიშვილისა და სააკაშვილის გავლენებზე

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელ სენატორებს საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე წერილით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. წერილის თანახმად, შექმნილი ვითარების გახანგრძლივება ხელს მხოლოდ კრემლს აძლევს იმ ფონზე, როცა ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარება კი მნიშვნელოვანი ფაქტორებია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფად გაწევრიანებისთვის. წერილის ავტორები რამდენიმე მიზანს ასახელებენ, თუმცა, მათ შორის არ არის ვადამდელი არჩევნების საკითხი. Читать дальше...

ნათია თურნავა ანგაჟირებას უწოდებს რიონის ხეობაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ანგაჟირებას უწოდებს რიონის ხეობაში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. "როცა წყლის დონე დიდდება, რა თქმა უნდა, ვერ შეფასდება უსაფრთხო გარემოდ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ჩამოდის სხვადასხვა რეგიონიდან. თვითონ აქტივისტებიც არ იცნობენ ერთმანეთს", - თქვა თურნავამ. არგუმენტების მოყვანისას მან გაიხსენა რიონის ხეობაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა... Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Прокофьев

Мариинский театр исполнил оперу Прокофьева в честь дня рождения композитора





Персональные новости
Кубок

Кубок Победы 2024 разыграли среди бадминтонистов в Чите





უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება რუსთაველის თეატრის მსახიობის წინააღმდეგ?

Radiotavisupleba.ge 

„იმის თქმა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია და სამართლებრივად აღარაფერია შესაძლებელი, არასწორია“, - ასე ეხმაურება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თამარ დეკანოსიძე, საერთაშორისო ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“ ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი, გადაცემა „ფარულ კონვერტში“, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, სადაც ქალი ამბობს, რომ 11 წლის წინ, ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა. ქალის თქმით, ქმარი მას სცემდა მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო. თამარ დეკანოსიძე ამბობს... Читать дальше...

გიორგი ტყებუჩავა ნიკა მელიას საქმეზე - "ბრალდების მხარისგან არ ვიცით რა ეტაპზეა მტკიცებულებითი სტანდარტი"

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი, გიორგი ტყებუჩავა მელიას საქმეზე: "საქმეში არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს და მსჯელობს ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მხოლოდ ერთი - ბრალდების მხარე წარმოადგენს და შეჯიბრებითობის პრინციპი არ არის დაცული".

გიორგი რუხაძე - "დანიელსონის დოკუმენტი კრიზისს ვერ მოაგვარებს"

Radiotavisupleba.ge 

GSAC-ის თანადამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ამბობს: "დანიელსონის დოკუმენტში არ არის მთავარი კომპონენტები, რამაც ეს კრიზისი გამოიწვია. ის მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყნის ცხოვრებაში, რომლებიც იქ წერია, პოლიტპატიმრებისა და არჩევნების გარეშე, კრიზისის განმუხტვას და ხელისუფლების ლეგიტიმაციას ვერ მოგვიტანს".

ნინო ევგენიძე - "2013-2019 არის დაკარგული ექვსი წლის ქრონოლოგია"

Radiotavisupleba.ge 

"2019 წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უტოლდებოდა 2013 წლის მაჩვენებელს აშშ დოლარში", - აცხადებს ნინო ევგენიძე და "დილის საუბრებში" წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ ხედვას, რომელიც ეკონომიკური ჯგუფის მიერ არის მომზადებული მოკლე და საშუალოვადიანი ნაბიჯების სახით.

იაპონია მიწისძვრით დანგრეული "ფუკუშიმიდან" დაბინძურებულ წყალს ოკეანეში ჩაღვრის

Radiotavisupleba.ge 

იაპონია წყნარ ოკეანეში ჩაღვრის მილიონ ტონაზე მეტ წყალს, რომელიც მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 2011 წელს დანგრეული ატომური ელექტროსადგურის, "ფუკუშიმას" რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენეს. გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ მიიღო. რადიოაქტიური წყალი ამჟამად სპეციალურ საცავებშია, რომლებიც სულ უფრო ივსება, რადგან ბირთვული რეაქტორის ჰერმეტული გარსიდან წყლის გაჟონვა გრძელდება. იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოკეანეში წყლის ჩაღვრა ყველაზე რეალისტური ვარიანტია. დაგროვილი რადიოაქტიური წყლის პრობლემის... Читать дальше...

ბლინკენმა და სტოლტენბერგმა განიხილეს უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განიხილა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხი. სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვრებთან სამხედროების საშიში თავმოყრა და აგრესია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა დახმარება რუსეთის მხრიდან აგრესიის მოსაგერიებლად. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის კარგი მეგობარია... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Олимпиада по финансовой грамотности МГУ проходит при поддержке СберСтрахования жизни


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Дарья Касаткина

Теннисистка Касаткина заявила, что скучает по России, но пока не может приехать


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Мокрый фасад: как сделать отделку по технологии СФТК





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин поздравил ветеранов с 50-летием начала строительства Байкало-Амурской магистрали


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

VII Всебелорусское народное собрание: основные заявления Александра Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

Патриарх Кирилл запретил в служении священника, проводившего панихиду по Алексею Навальному



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

Леонардо ДиКаприо может сыграть Фрэнка Синатру в новом байопике Мартина Скорсезе



Москва

Посол ЦАР обсудил возможность обучения студентов страны в Подмосковье

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net