Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

Новости за 29.04.2021

შეფასებები ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენითაც დაამტკიცა - რა შეიცვალა საბოლოოდ პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. უფლებადამცველები თვლიან, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსი სრულად შესაცვლელია და ამის ნაცვლად იმ მუხლების გამკაცრება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება... Читать дальше...

საქართველოში ჩამოიტანეს „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუკზე" ავრცელებს ინფორმაციას ჩინეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩამოტანის შესახებ. „ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა. ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა , რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში ჩამოვიდა", - ნათქვამია ზალკალიანის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. Читать дальше...

ბრაზილია აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის რუსული ვაქცინა ცოცხალ ვირუსებს შეიცავს

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების, Anvisa-ს თანახმად, რუსეთიდან ამ ქვეყანაში იმპორტირებული ვაქცინა, Sputnik V, შეიცავს გაცივების ვირუსის ცოცხალ ვერსიას. ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა გადაწყვეტილების წარდგენისას, თუ რატომ კრძალავს ბრაზილია ამ ვაქცინის იმპორტს. სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნის მთავარმა ვირუსოლოგმა, ანგელა რასმუსენმა, უთხრა AFP-ს, რომ მათი დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წარმოების პროცესის ერთიანობას და ვაქცინა შეიძლება ხიფათს შეიცავდეს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის, თუ დადგინდა, რომ პრობლემას ფართო ხასიათი აქვს. Читать дальше...



თანამდებობა დატოვა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის ბულვარის დირექტორმა დავით სურგულაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თანამდებობის დატოვება. ის არ საუბრობს თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე, თუმცა ადასტურებს, რომ განცხადება დაწერა დღეს, 29 აპრილს, რომელიც უკვე დაუკმაყოფილეს. სურგულაძის ინფორმაციით, ახლა ბულვარის დირექტორის მოვალეობას სოფიო ლაზიშვილი ასრულებს. ლაზიშვილმა 2011 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მრავალსართულიანი... Читать дальше...

გაბუნიას თქმით, „სინოფარმზე" ჯანმო-ს წინასწარი რეკომენდაცია „წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება"

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის" შესახებ ილაპარაკა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კლინიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ.  „კვირის ბოლომდე, წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. თუმცა, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, 4 მაისიდან. Читать дальше...

ელისაშვილი ნიკა მელიაზე: ციხეში ზის, რომ გამოვა, ძალიან კარგადაც გავცემ პასუხს 

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ ილაპარაკა „პაალიტრანიუსის" ეთერში პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა.  „ევროკავშირი რომ გეუბნება გირაოს გადაგიხდიო, ამაზე მეტი აღიარება ადამიანს ცხოვრებაში რა უნდა გინდოდეს ხომ? ყაჩაღი, მძარცველი, „ბანდიტი“, კაცის მკვლელი რომ იყო, ევროკავშირი არ გეტყოდა... თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს უბრალოდ. ციხეში ზის, რომ გამოვა, ძალიან კარგადაც გავცემ პასუხს, მანამდე ნათქვამ სიტყვებზეც, ახლა ნათქვამ სიტყვებზეც. გამოვა და ყველა იქნება ამის შემსწრე... Читать дальше...

საბანკო ასოციაცია ბანკების შეფერხებით მუშაობას უკავშირებს საერთაშორისო მომწოდებელს 

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 29 აპრილს, საქართველოში მოქმედი რამდენიმე ბანკი შეფერხებით მუშაობდა - მომხმარებლები ვერ ახერხებდნენ ბანკომატის და ტერმინალების გამოყენებას. როგორც მოქალაქეები წერდნენ, „ფეისბუკზე", შეჩერებული იყო გადარიცხვები.   საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამის მიზეზი გახდა  საერთაშორისო მომწოდებლის მხრიდან გარკვეული შეფერხება. ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, შეფერხება ზუსტად რამდენ ბანკს შეეხო. „ამ წუთის მონაცემებით აღმოფხვრილია აღნიშნული პრობლემა, არის გარკვეული ხარვეზები დარჩენილი... Читать дальше...

ცხინვალში ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სცემეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტოტჩიევს სცემეს. ინციდენტი სასტუმრო „ირისტონ"-თან მოხდა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ თავდასხმაში ბრალდებულია 34 წლის კაცი, ცხინვალის მცხოვრები უკვე დაკავებულია და დაწყებულია გამოძიება. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გიორგი ფელიქსის ძე ტოტჩიევის განცხადება, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. გიორგი ტოტჩიევი სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. Читать дальше...



ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის შეტაკებები გამძაფრდა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სადავო ტერიტორიის გასწვრივ, რის შედეგადაც  ამ არასტაბილურ რეგიონში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ყირგიზეთის ხელისუფლებამ 29 აპრილს განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც წინა დღის შეტაკებებისას დაიჭრა, გარდაიცვალა, რამაც ძალადობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთლიანობაში, ყირგიზეთის 17 მოქალაქე იყო დაშავებული, რომელთაგან რამდენიმეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. ყირგიზეთის სამხრეთის რეგიონის... Читать дальше...

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

Radiotavisupleba.ge 

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი, მათ შორის, ბაისუბანი, მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 100 პროცენტით არის განადგურებული. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები სახურავები, ტექნიკა და ავეჯი. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაგვიანებით ამუშავდა. სტიქიის შედეგები ხვალ უფრო ნათელი გახდება. სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. Читать дальше...

აშშ-ის საელჩო: მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა

News.ge 

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ ავრცელებს. როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. “ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება... Читать дальше...

აშშ-ის საელჩო კრიტიკულად აფასებს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღებას

Radiotavisupleba.ge 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება აშშ-ის საელჩო საქართველოში.  „ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით", - აცხადებს საელჩო. Читать дальше...

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა

News.ge 

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 72-ხმით მიიღეს. განხილვის პროცესში, რომელიც დაჩქარებული წესით წარიმართა, პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა. საკანონმდებლო ცვლილება საბოლოოდ შემდეგი სახით მიიღეს: “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა... Читать дальше...

ბულგარეთი გააძევებს რუს დიპლომატს იარაღის საწყობში აფეთქებების გამო

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთმა განაცხადა, რომ კიდევ ერთ რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეჭვი აქვთ ექვს რუს მოქალაქეზე, რომლებიც სავარაუდოდ გარეული არიან აფეთქებათა სერიაში, რომლებიც იარაღისა და აღჭურვილობის ოთხ ობიექტზე მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კიდევ ერთი რუსი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და რუსეთის ფედერაციას მიმართა თხოვნით, სრული ხელშეწყობა გამოევლინა ბულგარეთის ხელისუფლებისთვის“ მათ გამოძიებაში აფეთქებების შესახებ... Читать дальше...

ISFED სანქციების გამკაცრებაზე: ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული

News.ge 

პარლამენტის მიერ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციების გაზრდის კანონპროექტის დამტკიცებაზე სამართლიან არჩევნებში (ISFED) აცხადებენ, რომ ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენება. “ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა... Читать дальше...

კახეთში მცხოვრები ოჯახი ცრუ ბრალდებისთვის საჯარო სკოლის პედაგოგის გათავისუფლებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მეოთხეკლასელი ბავშვის დედა ამბობს, რომ  მის არასრულწლოვან შვილს, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეა, კლასის დამრიგებელმა და პედაგოგმა მისი საფულიდან ფულის მოპარვა დააბრალა. დედა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ პედაგოგი მათ სახლში მივიდა, ოთახები გაჩხრიკა და ბავშვს სთხოვდა ეღიარებინა თანხის მოპარვა. „ბავშვი სკოლიდან რომ მოვიდა, მას მალევე უკან მოჰყვა მასწავლებელი. ის ჩემს შვილს ეუბნებოდა, რომ შენ ჩემი საფულე მოიპარე, სადაც დიდძალი თანხა მედოო. შემდეგ... Читать дальше...

დასრულდა თუ გადაიდო რუსეთის აგრესიის საფრთხე დონბასში?

Radiotavisupleba.ge 

23 აპრილს რუსეთმა განაცხადა, რომ იწყებს თავისი სამხედრო დანაყოფების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებას მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ დასრულებულად გამოაცხადა მოულოდნელად დაწყებული ფართომასშტაბიანი მანევრები, რომელმაც რუსეთის თითქმის ყველა სამხედრო ოლქი მოიცვა, ანექსირებული ყირიმისა და უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ჩათვლით. უკან დარჩა ორკვირიანი მღელვარება, რომელიც მორიგი გარდაუვალი ფართომასშტაბინი სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში ლამის მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით... Читать дальше...

ლილუაშვილის თქმით, დეზინფორმაციის სამიზნეები იყვნენ სუს-ი და მისი კონკრეტული თანამშრომლები

Radiotavisupleba.ge 

სუს-ისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ ილაპარაკა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს: „დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე მისი კონკრეტული თანამშრომლები. ამ მიზნისთვის გარკვეული სუბიექტები აქტიურად იყენებდნენ ადამიანების ოჯახურ და პირად ტრაგედიებს, ვრცელდებოდა ისეთი აბსურდული ვერსიები, მტკიცებით ფორმაში, რომელიც აშკარად ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას“. Читать дальше...


Музыкальные новости
Певица

Певица Анциферова заявила, что уехавшие из России артисты мозолили глаза на ТВ





Персональные новости
Виктория Боня

Виктория Боня показала новую прическу с нарощенными волосами за миллион рублей





ნავალნის ახალი ბრალდება წაუყენეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ახალი ბრალდება წაუყენა ნავალნის და მისი ფონდის თანამშრომლებს, ლეონიდ ვოლკოვს და ივან ჟდანოვს. ოპოზიციონერის მიმართ წაყენებული მუხლი ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და შექმნას ეხება, რომლის საქმიანობა მოქალაქეების მიმართ ძალადობას და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას უკავშირდება. საქმე აღიძრა უკვე თებერვალში, მაგრამ მისი არსებობის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას მაქსიმუმ ოთხი წლით. ალექსეი ნავალნიმ თავის სასამართლოს... Читать дальше...

ლილუაშვილი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგში სიფრთხილის გამოჩენაზე ლაპარაკობს 

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ილაპარაკა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის საკითხზე. მას მიაჩნია, რომ მათთან დიალოგში სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო.  „ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ... Читать дальше...

„მთები ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ“ - რაჭის მიწისძვრიდან 30 წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

1991 წლის 29 აპრილს, 13:13 საათზე, საქართველო ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია. ეპიცენტრი რაჭა-იმერეთში, თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით, მდებარეობდა, მაგნიტუდა - 7. შედარებისთვის, სპიტაკის მიწისძვრა, რომლის პირველივე ტალღაზე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6.9 მაგნიტუდის გახლდათ. „ეს იყო უჩვეულოდ მძლავრი მიწისძვრა, უჩვეულოდ ცოტა მსხვერპლით“, - ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, თუმცა ცოტა ამ შემთხვევაში მიწისძვრის მასშტაბთან შედარებით არის ნათქვამი. რეალურად, 29 აპრილის მიწისძვრისა და შემდეგ გამეორებული ბიძგების შედეგად... Читать дальше...

ირანის სასამართლო ადამიანის უფლებათა დამცველი გერმანელ-ირანელი აქტივისტის პროცესს იწყებს

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა დამცველ გერმანელ-ირანელ აქტივისტს, რომელიც ირანში,  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ბუნდოვანი ბრალდებებით დააკავეს, თავისი საქმის პირველი მოსმენა ჰქონდა რევოლუციურ სასამართლოში 28 აპრილს, განაცხადეს მისმა ქალიშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა. 66 წლის ნაჰიდ თაღავი ოქტომბერში დააპატიმრეს თეირანში, სადაც ის ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა  და თითქმის ხუთი თვე გაატარა სხვა პატიმრებისგან იზოლირებულ საკანში  დედაქალაქის ევინის საპყრობილეში, რაც, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების აზრით... Читать дальше...

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მეორე გამოძიება დაიწყო. ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულ სპორტსმენს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებული ბრალდებით - ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ბიზნესმენის ადვოკატის - მარიკა არევაძის განცხადებით, ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში, ჩოგბურთელს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს. Читать дальше...

 აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა და პაკისტანის არმის მთავარსარდალმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თემა განიხილეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, პაკისტანის არმიის მთავარსარდალთან სუბრისას განიხილა რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და უცხოეთის ქვეყნების ჯარების დაგეგმილი გაყვანა ავღანეთიდან ამ წლის ბოლოსთვის. გენერალ ქამარ ჯავედ ბაჯვასთან საუბრისას, ოსტინმა "კვლავ დაადასტურა შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა და მაღალი შეფასება მისცა პაკისტანის მხარდაჭერას ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ", აღნიშნა კირბიმ განცხადებაში. პაკისტანის სამხედრო-საინფორმაციო უწყებამ ბაჯვას სიტყვები მოიყვანა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Тренер "Динамо" Личка о самой дорогой покупке в Москве: я купил себе самокат


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ирина Шиманович

Шиманович пробилась в ⅛ финала теннисного турнира в Сен-Мало


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Первый в России электромобиль Tesla Cybertruck заметили на Москве





Путин в России и мире
Москва

Президент России Владимир Путин подтвердил проведение XVI Международного военно-музыкального фестиваля «Спасская башня»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Стинг

Стинг и Эминем – хедлайнеры культурной программы в США



Москва

Вакантная задолженность. Кто будет выбивать долги вместо коллекторов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net