Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

Новости за 17.04.2021

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 00:46 საათზე, ანაკლიასთან მოხდა 4.5(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ექიმები ნავალნის მდგომარეობას უწოდებენ კრიტიკულს

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნი ექიმები კრიტიკულად აფასებენ პაციენტის მდგომარეობას მიღებული ანალიზების შედეგად და დაუყოვნებლად მოითხოვენ ნავალნისთან ციხეში შეშვებას. ამის შესახებ ნავალნის პირადმა ექიმებმა, ანასტასია ვასილიევამ და იაროსლავ აშიმხინმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელეს ცნობა. იაროსლავ აშიმხინის თქმთ ნავალნის იმდენად კატასტროფულად მაღალი აქვს კალიუმი, რომ სასწრაფოდ საჭიროებს გემოდიალიზს. „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ბლოკადა, რაც გამოიწვევს გულის გაჩერებას ან მოხდება მძიმე არითმია“... Читать дальше...

პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

News.ge 

უინძორის სასახლეში ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. პრინცი ფილიპი 9 აპრილს გარდაიცვალა, ივნისში მას 100 წელი შეუსრულდებოდა. დედოფლის კონსორტის, მეუღლის სტატუსით ედინბურგის ჰერცოგმა 22 ათასი დამოუკიდებელი ღონისძიება გამართა და 637 უცხოური ვიზიტი განახორციელა. პენსიაზე გასვლის მომენტისთვის, 2017 წლის აგვისტოში პრინცი პატრონაჟს 785 ორგანიზაციას უწევდა. ელისაბედ მეორის და პრინც ფილიპის ...



ჩეხეთი ქვეყნიდან აძევებს 18 რუს დიპლომატს. ძებნას აცხადებს „პეტროვსა“ და „ბაშიროვზე“

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთი იუწყება ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირებული აღმოჩნდნენ როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, ანდრეი ბაბიშის, განცხადებით, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ ასევე რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან. „საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, გააძევა ყველა დიპლომატი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების- სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. Читать дальше...

ლუკაშენკა აცხადებს, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ თავდასხმას მასზე და მის შვილებზე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, აცხადებს, რომ მასზე და მის შვილებზე მზადდებოდა თავდასხმა, რომელშიც შემჩნეული არიან აშშ-ის სპეცსამსახურები. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ლუკაშენკამ 17 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ილაპარაკა. „რატომ ვდუმდი - არ მიყვას საკუთარ თავზე, ოჯახზე და შვილებზე საუბარი. მაგრამ მათ შვილები ამოიღეს მიზანში. გეგმაში ჰქონდათ ერთი, მეორე ბავშვის გატაცება, როგორც მოუხერხდებოდათ. მიწურში ჩაგდება. სხვათა შორის... Читать дальше...

ვაშინგტონის პასუხად მოსკოვმა რუსეთში შესვლა აუკრძალა აშშ-ის დაზვერვისა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონის სანქციების პასუხად რუსეთში შესვლა აუკრაძალა აშშ-ის რამდენიმე მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის აშშ-ის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს. მოსკოვის სანქციაში 8 კაცი მოხვდა: გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, კრისტოფერ რეი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰეინსი, გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი, საპატიმროების ფედერალური ბიუროს დირექტორი, მაიკლ კარვახალი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი, ალეხანდრო მაიორკასი... Читать дальше...

მეორე კარავი გუმათში - აქტივისტები რიონის ხეობაში ვერ გადაადგილდებიან

Radiotavisupleba.ge 

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა მეორე კარავი გაშალეს. ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებენ სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები. აქტივისტებმა „გუმათჰესის“ მიმდებარედ პირველი კარავი 4 აპრილს მას შემდეგ დადგეს, რაც ქუთაისი -ალპანა - ცაგერის საავტომობილო გზა „გუმათჰესთან“ გადაკეტეს სამართალდამცველებმა რკინის ჯებირებით. მოგვიანებით ჯებირები რკინის კედლით შეცვალეს, 17 აპრილს, გამთენიისას კი კედლის ნაწილი აიღეს, თუმცა ამ დრომდე გადაკეტილია გზა და რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. Читать дальше...

ამნესტი ინტერნეშენალი გმობს რუსეთის პროკურატურის მცდელობას, „ექსტრემისტულად“ მონათლოს ნავალნის ორგანიზაციები

Radiotavisupleba.ge 

ამნესტი ინტერნეშენალმა სასტიკად გააკრიტიკა რუსეთის პროკურატურის მცდელობა, „ექსტრემისტულად“ მონათლოს ალექეი ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი და მისი შტაბები. "ლიბერალურ ლოზუნგებს ამოფარებულები, ეს ორგანიზაციები დაკავეულები არიან სოციალური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის პირობების შექმნით. მათი საქმიანობის ფატობრივ მიზანს წარმოადგენს კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შეცლის პირობების შექმნა, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ სეცენარების გამოყენებით“... Читать дальше...



უკრაინა ასევე გააძევებს რუს დიპლომატს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის მიერ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსულის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების პასუხად უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან 72 საათის განმავლობაში გააძევებს კიევში რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატს. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა 16 აპრილს სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული, ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა. მას ბრალად ედება დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობა - დაფარული ინფორმაციის მიღება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოსონიუკი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის... Читать дальше...

მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

News.ge 

“დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას! რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ სასამართლოს არ დაუდია ვერდიქტი, ორივე მხარის სიმართლეში ეჭვის შეტანის უფლება გვაქვს, როგორც ყველა თავისუფალ ადამიანს, გვაქვს ვერსიების დადების უფლებაც, თუმცა არა მტკიცებით ფორმაში! ასე რომ შეეშვით ჩვენზე ძალადობას ამ თქვენი ნეო-ბოლშევიკური გამოხტომებით!.. სანამ არ დადებულა განაჩენი, ბრალდებული მანამდე ვერ იქნება და შესაბამისად, კანონით, არავის ...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

News.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსულ ალექსანდ სოსონიუკს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის მხარის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსულის დაკავებასთან დაკავშირებით, სამინისტროში დაიბარეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვასილი პოკოტილო, რა დროსაც რუსულმა მხარემ მიუთითა, რომ მისთვის ამ სახის საქმიანობა დაუშვებელია, არ შეესაბამება თანამდებობის... Читать дальше...

დიდ ბრიტანეთში პრინც ფილიპეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის შორიახლოს, ქალაქ უინძორში, მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის პრინც ფილიპეს დაკრძალვის ცერემონია. საბერძნეთის გლიუკსბურგების დინასტიის მეფეთა შთამომავალი, 99 წლის ფილიპე 9 აპრილს გარდაიცვალა. დაიბადა კორფუზე, საბერძნეთში, მაგრამ იმის გამო, რომ მისი მამა საბერძნეთში სიკვდილიმისჯილი იყო, ცხოვრების წლები ფილიპემ დევნილობაში გაატარა. იგი სწავლობდა გერმანიასა და შოტლანდიაში, შემდეგ კი დაასრულა ინგლისის სამეფო სამხედრო-საზღვაო კოლეჯი. სამხედრო კარიერის... Читать дальше...

,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

News.ge 

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. პროფესიული კავშირის წევრები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. აქტივისტებმა ადგილზე ბანერი სახელწოდებით ,”არა ძალადობას” მიიტანეს. მათ ხელში პოსტერები სახელწოდებით – ,,თეატრში ძალადობის ადგილი არ არის”, „გაუქმებული სპექტაკლი არ უდრის ცვლილებებს”, “დისკრიმინაცია დანაშაულია” და ა.შ. ეჭირათ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა როგორც კულტურის სამინისტროს,... Читать дальше...

კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

News.ge 

ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მათ შორის, გიორგი რურუა და რიგგარეშე არჩევნები იქნება ასახული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ „ლეიბორისტულ პარტიაში“ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნაყოფია ასევე გამოეხმაურა, პრეზიდენტის შესაძლო ჩართულობას მედიაციის პროცესში და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრებს შეიწყალებს, თუმცა... Читать дальше...

NCDC განცხადებას ავრცელებს მათთვის, ვინც ვერ შეძლო ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა. თუმცა რეგისტრაციის პირველივე დღეს, 16 აპრილს, რეგისტრაციის მსურველების ნაწილს პრობლემა შეექმნა კლინიკაში 3-4 კვირის ვადაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რადგან ადგილები შეივსო და სისტემა აღარ არეგისტრირებდა მათ. "გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. Читать дальше...

რუსეთი უკრაინელ დიპლომატს აძევებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 აპრილამდე მისცა ქვეყნის დატოვების ვადა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსულ ალექსანდრ სოსონიუკს, რომელიც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დააკავა დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობის - დაფარული ინფორმაციის მიღების- მცდელობისთვის. ეფ-ეს-ბეს ცნობით, სოსონიუკი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქისგან იღებდა სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზის შემცველ ინფორმაციას. ცნობაში აღნიშნულია, რომ კონსული უკვე გათავისუფლებულია, მაგრამ მის მიმართ... Читать дальше...

ირანმა გაამჟღავნა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდამსხმელის ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელიც ეჭვმიტანილია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე 11 აპრილს მომხდარ თავდასხმაში. ტელევიზიის 17 აპრილის ცნობით, ეჭვმიტანილია ქაშანის მკვიდრი 43 წლის ირანელი რეზა კარიმი, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა. სახელმწიფო ტელევიზიაში არ თქმულა, თუ როგორ მოახერხა მან ერთ-ერთ ყველაზე უფრო გასაიდუმლოებულ ობიექტზე შეღწევა. ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ „ბირთვული ტერორიზმი“ იყო 11 აპრილს ნათანზის... Читать дальше...

ბურჯანაძე: "ქალბატონი ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს"

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის სამუშაო შეხვედრის შემდეგ "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიაციის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის შესაძლებლობაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „მე მგონი, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსენსია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მან იმით, რომ არჩევნების დღეს ხვამლის მთაზე ისვენებდა, უკვე გააკეთა განაცხადი. ასევე, ყველა განცხადება, რომელიც აქამდე ჰქონდა გაკეთებული, ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი განცხადება იყო. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის არის მხარე. Читать дальше...


Музыкальные новости
Земфира

Жена оскандалившегося Валерия Меладзе провела вечер на концерте Земфиры в Испании





Персональные новости
Россия

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга





პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წელს 15 000 ლტოლვილის მიღების განკარგულებას მოაწერა ხელი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წლის განმავლობაში 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს. თავდაპირველად ჯო ბაიდენი ამ რიცხვის 62 500-მდე გაზრდას გეგმავდა, ამიტომ მისმა 16 აპრილის ამ განკარგულებამ ლტოლვილთა უფლებების დამცველებისა და ზოგიერთი დემოკრატი კონგრესმენის უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან ეს არის ისტორიულად დაბალი რაოდენობა, რომელიც ჯერ კიდევ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ განისაზღვრა. თეთრმა სახლმა კრიტიკას უპასუხა განცხადებით, სადაც აღნიშნულია... Читать дальше...

19 აპრილს საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაცია მოეწყობა

Radiotavisupleba.ge 

19 აპრილს საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაცია მოეწყობა. ოპოზიციის თქმით, პარტიული ლიდერების გარდა გამოჩნდებიან პროცესში ჩართული სხვა ადამიანებიც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 15 მაისის ღონისძიების მომზადებაში, - ეს იყო დღეს ოპოზიციის სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზეზი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტური გზა, რითაც ისინი შეძლებენ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, მასშტაბური პროტესტია. "ბევრი ადამიანი შეიკრიბება მთავარ გამზირზე, იმიტომ რომ მშვიდობიანი ცვლილება აუცილებელია და უნდა ეს მოხდეს ვადამდელი არჩევნებით"... Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობისა და ოპოზიციის კომპრომისს

Radiotavisupleba.ge 

ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში. Читать дальше...

მსოფლიოში აღიარებულმა 70-ზე მეტმა ადამიანმა მოუწოდა პუტინს, შეუშვას ექიმები ალექსეი ნავალნისთან

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატორებმა, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმა ორჰან ფამუქმა, ჰერტა მიულერმა და სვეტლანა ალექსიევიჩმა, ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა საპატიმროში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები შეუშვას. „მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უზრუნველყოთ ალექსეი ნავალნისათვის გადაუდებელი მკურნალობა და მოვლა, რასაც იგი საჭიროებს და რისი უფლებაც მას რუსეთის კანონმდებლობით აქვს. როგორც პირი, რომელსაც კანონის დაცვის ფიცი გაქვთ დადებული... Читать дальше...

ესტონელი ევროპარლამენტარი ოპოზიციას მოუწოდებს, მმართველი პარტიის მსგავსად მათაც მოაწერონ ხელი დოკუმენტს

Radiotavisupleba.ge 

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიმართვას აქვეყნებს და ოპოზიციას მოუწოდებს, მმართველი პარტიის მსგავსად მათაც მოაწერონ ხელი დოკუმენტს. „გულითადად მივესალმები პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მიზნით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპრომისული... Читать дальше...

ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა გადაიფიქრა მოსკოვში წასვლა Sputnik V-ის ვაქცინაზე მოსალაპარაკებლად

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა, იან ჰამაჩეკმა, გააუქმა თავისი ვიზიტი მოსკოვში, სადაც გეგმავდა მოლაპარაკების გამართვას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის დიდი პარტიის შეძენის თაობაზე. გამოცემა „ჩესკე ნოვინის“ თანახმად, ჰამაჩეკმა ამის მიზეზად დაასახელა ორშაბათს დაგეგმილი მთავრობის სხდომა. „გუშინ მოვილაპარაკეთ პრემიერ-მინისტრთან, რომ აუცილებელია ჩემი მონაწილეობა მთავრობის ორშაბათის სხდომაში“, - დაწერა ტვიტერში ჰამაჩეკმა. მოსკოვში ჰამაჩეკი გეგმავდა მოლაპარაკებას დაახლოებით 300 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე მას შემდეგ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Личка — о самой дорогой покупке в Москве: два дня назад решил купить самокат за 60 тысяч рублей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Названы победительницы матчей Рыбакиной и Путинцевой за четвертьфинал турнира в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Первый в России электромобиль Tesla Cybertruck заметили на Москве





Путин в России и мире
Москва

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Волочкова сообщила подписчикам об очередной поездке на Мальдивы



Москва

Главы МИД России и Таджикистана обсудили ситуацию с мигрантами. В Москве и Душанбе опубликовали разные трактовки разговора дипломатов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net