Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

Новости за 23.02.2020

სააკაშვილ-მაჩალიკაშვილის შეხვედრის დეტალები კიევში (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ინტერნეტ გამოცემა lid.ge ავრცელებს ვიდეოს აეროპორტიდან, რომელშიც ასახულია მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინ უკრაინაში გაემგზავრა და გავრცელებული ინფორმაციით, ის მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდა. გთავაზობთ ინფორმაციას, რომელსაც გამოცემა lid.ge საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს. “როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, სასტუმრო „პრემიერში“ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სააკაშვილის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხატია დეკანოიძე, გიგი კალანდაძე, ზურაბ ადეიშვილი, დავით საყვარელიძე და გია ლორთქიფანიძე. მათი […]

სერბეთმა საზენიტო კომპლექსი „პანცირ-ს1“ შეიძინა რუსეთისგან

Radiotavisupleba.ge 

სერბეთმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში მოსკოვიდან მიიღო თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, მიწისზედა ბაზირების "Панцирь-С1, რომელიც ბელგრადმა შეიძინა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის შეთავაზების შემდეგ.   ამის შესახებ ბელგრადში განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელმაც გაიმეორა პუტინის სიტყვები, რომ საბრძოლო იარაღმა საუკეთესო ეფექტი აჩვენა სირიაში.   „ეს საზენიტო სისტემა ძალიან ეფექტიანად იღებს მიზანში უპილოტო თვითმფრინავებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თანამედროვე ომში“... Читать дальше...

კულინარიის დრო

Radiotavisupleba.ge 

კულინარული ტურიზმი და გემო, როგორც ხსოვნა. ვათვალიერებთ „კულინარულ ბიბლიას", წიგნს, რომელსაც საბჭოთა ოჯახებში განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. როდესაც შიოდათ, გადაფურცლავდნენ და მთელ ქვეყანას ნერწყვი სდიოდა.



საპარლამენტო არჩევნებში ირანის დედაქალაქი მკაცრი კურსის კანდიდატებმა მოიგეს

Radiotavisupleba.ge 

ირანის დედაქალაქ თეირანში, რომელსაც 30 მანდატი ერგება 290-კაციან პარლამენტში, ყველა საარჩევნო ოლქში მკაცრი კურსის მომხრე კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მათ შორის არის თეირანის ყოფილი მერი და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბაღერ ყალიბაფი, რომელსაც ახალი პარლამენტის სპიკერობას უწინასწარმეტყველებენ.   საპარლამენტო არჩევნები ირანში ჩატარდა 21 თებერვალს, ზომიერი კანდიდატების გარეშე. წინასაარჩევნო პროცესში ირანის გავლენიანმა რევოლუციის გუშაგთა საბჭომ არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლება მისცა 7148 კაცს... Читать дальше...

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გრან სლემის ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დღეს, დიუსელდორფის გრან სლემზე ორი მედალი მოიპოვა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამში კი ბექა ღვინიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი პრესტიჟულ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ფინალის გზაზე უზბეკი, ტაჯიკი, სამხრეთკორეელი და ბრაზილიელი მეტოქეები იპონებით დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი გერმანელ იოჰანეს ფრეის 46 წამში მოუგო და სამდღიანი შეჯიბრება საქართველოს ჰიმნით დაასრულა. Читать дальше...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბეთის ნაკრებს ბელგრადში მოუგო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ჯგუფის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგრადში დაუპირისპირდა სერბეთის ნაკრებს და დაამარცხა ანგარიშით 94:90. საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი, 33 ქულით. გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა და 11 მოხსნა.

რუსეთში დააკავეს ბლოგერი პუტინის კრიტიკოს, შამან გაბიშევის მსვლელობის გაშუქებისთვის

Radiotavisupleba.ge 

იაკუტიის საქალაქო სასამართლომ 10 დღით პატომრობა შეუფარდა ბლოგერ სერგეი ტიხის, რომელიც შამან ალექსანდრ გაბიშევის მოსკოვისკენ ლაშქრობას აშუქებდა.   გავრცელებული ცნობით, სასამართლომ ტიხი დამნაშავედ სცნო პოლიციელებისათვის დაუმორჩილებლობისთვის. ბლოგერი სახლში დააკვეს 21 თებერვალს, სადაც პოლიცია ტიხის ხულიგნური საქციელისა და ბავშვების მიმართ ცუდი მოპყრობის გამო აღმოჩნდა გამოძახებული. ბლოგერი უარყოფს ბრალდებებს.   ტიხი ინტერნეტში დებდა ცნობილი იაკუტიელი შამანის მოსკოვზე ლაშქრობის რეპორტაჟებს. ალექსანდ გაბიშევი აცხადებდა... Читать дальше...



ავღანეთში გასულ წელს 3,4 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ავღანეთში მომხდარი ძალადობის შედეგად დაიღუპა 3,4 ათასი სამოქალაქო პირი, ხოლო 6989 დაიჭრა.   ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთში მოქმედი გაეროს მისიის (UNAMA) 22 თებერვლის ანგარიშში, რომლის თანახმად, ზედიზედ მეექვსე წელია, რაც ომში ჩაფლულ ავღანეთში 10 ათასს ქვემოთ არ ჩამოდის დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირების რაოდენობა. მაგრამ ამ რიცხვმა, 2018 წელთან შედარებით, შარშან 5%-ით იკლო.   „თითქმის არ დარჩენილა ავღანეთში მოქალაქე, რომელსაც პირადად არ შეეხო მიმდინარე ძალადობა“... Читать дальше...

კორონავირუსი: იტალიაში მოქმედი საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში მოქმედი საქართველოს საელჩო მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით „გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები - განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები“. გაფრთხილება განსაკუთრებით შეეხება იტალიის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. Читать дальше...

თბილისის კლინიკაში მყოფ ოთხ ირანელს კორონავირუსი არ დაუდგინდა

Radiotavisupleba.ge 

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ იუწყება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.   როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ. "როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს... Читать дальше...

კორონავირუსი: ირანსა და საქართველოს შორის ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით: ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში.  ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. Читать дальше...

შეიზღუდა ფიზიკური პირების გადაადგილება ირანიდან საქართველოში და პირიქით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. Читать дальше...

სტრატეგიული პარტნიორები ომის ზღვარზე

Radiotavisupleba.ge 

არის გამორიცხული, რომ სირია აღმოჩნდეს პირველი ადგილი, სადაც ნატოს წევრი ქვეყანა რუსულ ბომბდამშენებს, რუსებისგან საზეიმო ვითარებაში გადაცემულ რაკეტებს მართლა დაუმიზნებს.

ამერიკის საელჩო: "აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. განცხადება გამოქვეყნდა 23 თებერვალს, როცა ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი, კელი დეგნანი და NDI-ს პრეზიდენტი, დერეკ მიტჩელი. საელჩოს ინფორმაციით, შეხვდა გაიმართა „საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ“. დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან.   „აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან... Читать дальше...

რობერტ ო’ბრაიენი: ჩემთვის უცნობია დაზვერვის ცნობა ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის ჩარევაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ ბრაიენი, აცხადებს, რომ მას არ უნახავს სადაზვერვო ინფორმაცია, დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის მიზნით რუსეთის მხრიდან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ.   პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში საკმაოდ კარგად მიუწვდება ხელი ჩვენი დაზვერვის ინფორმაციებზე და „მე არ მინახავს არავითარი სადაზვერვო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს რუსეთი მოქმედებდეს დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის მცდელობის მიმართულებით“, - განაცხადა რობერტ ო’ ბრაიენმა. Читать дальше...

პრეზიდენტი: უნდა გამოვყოთ ადგილი, სადაც ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალი. ეს ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა ხსოვნის დღისადმი პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე გაახმაურა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი დამოუკიდებლობა იუნკერთა გამარჯვებაა და დღემდე გრძელდება მათი ბრძოლა. „დრო მოვიდა, რომ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის. არა ეს დაფა, რომელიც პარლამენტის შენობაზეა და არა ეს ადგილი... Читать дальше...

ირანში 8-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ირანის ხელისუფლების თანახმად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, რითაც 8-მდე გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ამ ტიპის დაავადების მსხვერპლთა რიცხვი.   სახელმწიფო ტელევიზიით საუბრის დროს, ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანპურმა, განაცხადა, რომ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 18 შემთხვევა. აქედან ორი დაფიქსირდა თეირანში, დანარჩენი კი დედაქალქიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ყუმში. ჯამში 43 კაცი გადის მკურნალობას. Читать дальше...

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი მოზარდი გაათავისუფლა

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო რეჟიმმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა 22 თებერვალს სოფელ კირბალის ტყეში დაკავებული მოზარდი, ალეკო შიუკაშვილი. რადიო თავისუფლებასთან მოზარდის გათავისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. მოზარდი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცეს. მას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხავენ. ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იყო წასული, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ.  თანმხლებმა პირებმა გაქცევა შეძლეს, შიუკაშვილი კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. Читать дальше...


Музыкальные новости
Виктор Цой

У могил Горшка и Виктора Цоя на Богословском кладбище появилась защита от вандалов





Персональные новости
Александр Куратов

Военные следователи провели в Судаке проверку лиц, не вставших на воинский учет





პრემიერი სიტყვით გამოვიდა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

Radiotavisupleba.ge 

გრძელდება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ოკუპირებულ საქართველოში მთავარ საფიქრალს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ. „1991 წელს აღვადგინეთ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს დაიწყო და ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, ხიდი აგვეშენებინა იმ სასურველ, სანუკვარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთან... Читать дальше...

სესიაშვილი მოზარდის გატაცებაზე: რუსეთმა, მგონი, ისწავლა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მოზარდის, ალეკო შიუკაშვილის სწრაფად გათავისუფლების იმედს გამოთქვამს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, რუსეთს ესმის, რომ საქართველო მარტო არ არის. „რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, ადამიანის უფლებების უხეშ შელახვას, ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, მიმართული საერთაშორისო სამართლის, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საქართველო არ არის მარტო, მას გვერდში უდგას დასავლეთი.... Читать дальше...

ქანთარია მოზარდის გატაცებაზე: ტანკით ვერ შევალთ, უარესს ვერ დავიმართებთ

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელისუფლება ძალის გამოყენებით ვერ დაიბრუნებს საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალის ტყიდან გატაცებულ მოზარდს. „ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია, და უარესს ვერ დავიმართებთ... მაქსიმალურად, რაც შეიძლება, ბუნებრივია, ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება“, - უთხრა ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ, იუნკრების ხსოვნის დღისადმი პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში. საოკუპაციო გამყოფ  ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში... Читать дальше...

კირბალში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს არ უშვებენ

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში არ უშვებენ. სამართალდამცავებმა სოფლის შესასვლელი პოლიციის მანქანებით გადაკეტეს და დავით ქაცარავას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ქაცარავას ინფორმაციით, პოლიციელებმა ეს ქმედება უსაფრთხოების მიზნით ახსნეს, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას მალავს და ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაადგილების თავისუფლებასაც ამიტომ უზღუდავს. დავით ქაცარავა კირბალში არასრულწლოვნის, ალეკო შიუკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას აპირებდა. Читать дальше...

საოკუპაციო ძალებმა 17 წლის ბიჭი ცხინვალში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთი ინფორმაცია აქვთ მის ახლობლებსა და თანასოფლელებს. მოზარდი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის, კირბალის ტყეში დააკავეს. ამავე სოფლის მკვიდრი, ალეკო  შიუკაშვილი, ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იყო წასული, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, 17 წლის მოზარდი კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს... Читать дальше...

კორონავირუსი: გრძელდება დაკვირვება ირანიდან და ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე

Radiotavisupleba.ge 

დღის ბოლოს გახდება ცნობილი, გამოუვლინდება თუ არა კორონავირუსი ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. როგორც კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია აცხადებს, სინჯებს ლუგარის ლაბორატორიაში აუცილებლად გამოიკვლევენ, თუმცა, პირველადი მონაცემებით, პაციენტებს პნევმონია არ აღენიშნებათ. "ჩვენს ცენტრში მოთავსდა ირანის ოთხი მოქალაქე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ირანის მოქალაქეებზე იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი დღეა, ირანში პირველად... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

Свёнтек: я чувствую, что с каждым годом получаю всё большую поддержку


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Владимир Высоцкий

Что Золотухин рассказывал про некрасивые тайны Таганки и почему Высоцкий его не простил



Москва

"Ярсы", "Искандеры" и "Тайфуны": Военная техника проехала по центру Москвы перед репетицией парада Победы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net