Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

კირბალში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს არ უშვებენ

0
კირბალში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს არ უშვებენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში არ უშვებენ. სამართალდამცავებმა სოფლის შესასვლელი პოლიციის მანქანებით გადაკეტეს და დავით ქაცარავას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

ქაცარავას ინფორმაციით, პოლიციელებმა ეს ქმედება უსაფრთხოების მიზნით ახსნეს, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას მალავს და ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაადგილების თავისუფლებასაც ამიტომ უზღუდავს.

დავით ქაცარავა კირბალში არასრულწლოვნის, ალეკო შიუკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას აპირებდა. შიუკაშვილი (მარტში გახდება 17 წლის) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს 22 თებერვალს, სოფლის მიმდებარე ტყეში. 

დავით ქაცარავა კირბალის მცხოვრებლებთან შეხვედრას ასევე ე.წ. SOS ღილაკის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად აპირებდა. ეს არის მოწყობილობა, რომელსაც მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლია. ქაცარავას აზრით, თუკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი ტექნიკური მოწყობილობა ექნება, გატაცების შემთხვევაში, მათი მიგნება იოლად იქნება შესაძლებელი. 

სოფელ კირბალში 2008 წლიდან დღემდე სტაციონარული საგუშაგო არ არსებობდა და იქ შესვლა პრობლემას აქამდე არავისთვის წარმოადგენდა. პოლიცია მხოლოდ მანქანებით პატრულირებდა საოკუპაციო ხაზთან. ახლა კი მათ სოფლის გზა მანქანებით აქვთ გადაკეტილი. ჟურნალისტებმა კირბალში შესვლა და იქ მოსახლეობასთან გასაუბრება მოახერხეს.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში,  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოზარდი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთ ინფორმაციას ფლობენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, ხოლო შიუკაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ  ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოციალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.  

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და  ინფორმირებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил православных христиан с Пасхой


Спорт в России и мире
Москва

Сезон 2024 года открыт!


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Швентек отыграла у Соболенко три матчбола и стала самой молодой теннисисткой с 20 титулами с 2012-го


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

Путин посетил пасхальную службу в храме Христа Спасителя в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Кристина Орбакайте

Певица Орбакайте оценила отмену концертов в России фразой Пугачевой



Москва

Эксперты назвали самые дорогостоящие направления для туризма весной 2024 года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net