Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

Новости за 22.02.2020

აქტივისტებმა ალტერნატიული სკვერის მშენებლობა დაიწყეს სადავო "ანას ბაღის" გვერდით

Radiotavisupleba.ge 

შაბათს ღამის 11 საათზე, "ანას  ბაღის“ აქტივისტებმა და პარტიზანული მებაღეობის წევრებმა დაიწყეს სკვერის მოწყობა იმ  პოლიგონის მახლობლად, სადაც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი." როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, თეა თოფურიას, უთხრეს აქციაში მონაწილეებმა, რაკი მერიამ მათ წაართვა ბაღი, ისინი ცდილობენ ბავშვებისათვის თავად შექმნან დასასვენებელი სივრცე. აქტივისტები შეუდგენ 160 ძირი ნარგავის დარგვას.  ვარკეთილის ზემო პლატოზე, მე-2 მიკრორაიონში, სადაც აქტივისტებმა... Читать дальше...

ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს ღამით ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს ღამით  ირანის 4 მოქალაქე შეიყვანეს. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უთხრა ჟურნალისტებს, თბილისის აეროპორტში ჩატარებული შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა აღენიშნათ და სტაციონარში საჭვო შემთხვევის გამო გადაიყვანეს: „საეჭვო შემთხვევა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ კორონავირუსის ინფექცია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ტემპერატურის მომატება, დაუფიქსირდათ აეროპორტში და მაგიტომ მოიყვანეს. Читать дальше...

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გრან სლემის ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე დღევანდელი პროგრამა საქართველოს ჰიმნით დასრულდა. 20 წლის ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის ნაკრების წევრი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ფინალამდე ტატო გრიგალაშვილმა ხუთ მეტოქეს აჯობა. მათ შორის მსოფლიოს 2015 და 2017 წლების ჩემპიონებს: იაპონელ ტაკენორი ნაგასესა და გერმანელ ალექსანდრ ვიჩერზაკს. დიუსელდორფის სამდღიანი გრან სლემი გუშინ დაიწყო. Читать дальше...



აშშ-ი რუსეთს ადანაშაულებს დეზინფორმაციის კამპანიის გაჩაღებისთვის კორონავირუსის თემაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტი რუსეთს ადანაშაულებს სოციალური ქსელის ათასობით ექაუნთის საშუალებით კორონავირუსის პრობლემის გარშემო პანიკის დათესვაში და ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გლობალური ძალისხმევის ძირის გამოთხრაში.   საუბარია ტვიტერის, ფეისბუკისა და ინსტაგრამის ბოტების საშულებით ისეთი თემის განვითარებით, რომელიც რუსეთიდან რამდენიმე ენაზე ვრცელდება.   „რუსეთის განზრახვა მდგმარეობს იმაში, რომ მავნე გავლენის დანერგვისკენ მიმართული ფარული კამპანიით შეიტანოს განხეთქილება და შიგნიდან გახლიჩოს აშშ-ის ინსტიტუტები. Читать дальше...

უკრაინაში აცხადებენ, რომ ნოვი სანჟარიში ძალადობის უკან პროვოკატორები იდგნენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა 20 თებერვალს ქალაქ ახალ სანჟარიში მომხდარი ძალადობის და პოლიციასთან შეტაკების ფაქტებზე, რომლის დროსაც 9 პოლიციელი დაშავდა.   დაპირისპირება დაიწყო იმ დროს, როდესაც ავტობუსებით ჩინეთის ქალაქ უჰანიდან ევაკუირებული უკრაინელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაჰყავდათ პოლტავის რეგიონში. ქალაქის მაცხოვრებლებმა პოლიციასთან შეტაკებები გამართეს და შეეცადნენ ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევებით გადაეღობათ გზა ავტობუსებისთვის.   შაბათს... Читать дальше...

გამყრელიძე: ირანიდან კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციაზე საბჭო ორი დღეა მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ახალი კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა. მისი განმარტებით, საბჭო შესაბამის საკითხზე ორი დღეა, 21 და 22 თებერვალს, მსჯელობს. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ  იგი თავადაც არის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და პირადი... Читать дальше...

ავღანეთში მცირე შეტაკება მოხდა „ძალადობის შემცირების“ გამოცხადების პირველსავე დღეს

Radiotavisupleba.ge 

შაბათს, შეიარაღებული შეტაკება მოხდა თალიბებსა და ავღანეთის არმიის წარმომადგენლებს შორის ბალხის პროვინციაში, "ძალადობის შემცირების" შესახებ გამოცხადებული კვირეულის პირველსავე დღეს.   ორმხრივი შეტაკება შაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის არმიის კოლონამ თალიბების მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე შესვლა სცადა. პროვინცია ბალხის ცალკეული ტერიტორიების კონტროლისათვის მრავალი წელია მიმდინარეობს ბრძოლა თალიბებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის. შაბათს მომხდარი შეტაკების... Читать дальше...

ევროკავშირში უშდეგოდ დასრულდა ბიუჯეტის თაობაზე გამართული სამიტი

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირში უშედეგოდ დასრულდა ბიუჯეტის განსახილველად გამართული სამიტი ბლოკის მდიდარი ქვეყნების ჯგუფსა და სხვა წევრებს შორის მწვავე უთანხმოების გამო. "ბი-ბი-სის" თანახმად, ლერძოდ მდიდარი ქვეყნებისგან შემდგარმა ე.წ. ეკონომიურმა ოთხეულმა - დანიამ, ავსტრიამ, შვეციამ და ნიდელრანდმა,განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან ბლოკის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტ ბიუჯეტს.   ევროკავშირის ბიუჯეტის კომპრომისული ვარიანტი, რაც მშპ-ის 1,069%-ს ანუ, ტრილონ ევროზე მეტს შეადგენს, ევროკავშირის საბჭიოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის, წინადადებით შემუშავდა. Читать дальше...



ილია მეორე: 42 წელია მე ვარ სამიზნედ

Radiotavisupleba.ge 

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს. 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის მიქაელისა და ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური და მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით... Читать дальше...

ვანო მერაბიშვილის რეაბილიტაციის მცდელობა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”

Marshalpress.ge (მარშალ) 

ეს არის კადრი სერიალიდა “ჩემი ცოლის დაქალები” რომელშიც ჩანს ვანო მერაბიშვილი ციხიდნ გამოსვლის შემდეგ. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მის რეაბილიტაციასა და გმირად წარმოჩენაში აქტიურად ჩაერთო ნაც.მოძრაობასთან დაკავშირებული მედიასაშუალება, რომელიც ირიბად, ერთგვარ პოპულარიზაციას უწევს ყოფილ პრემიერს. ამასთან დაკავშირებით, სამხედრო ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ეს ის ვანოა, ორ გვამს რომ ითხოვდა, სისხლიანი რეჟიმის ხერხემალი რომ […]

კორონავირუსით იტალიაში ერთი კაცი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში შაბათს ერთი კაცი დაიღუპა კორონავირუსით, რაც ამ ახალი ვირუსის გავრცელების შემდეგ ევროკავშირში დაინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.   იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას, თანახმად, გარდაცვლილი იტალიის ვენეტოს რეგიონის 78 წლის ბინადარია. პაციენტი 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა საავადმყოფოში.   მთლიანობაში იტალიაში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების 20 შემთხვევა. ლომბარდიის რეგიონში კარანტინში იმყოფება 150 კაცი.  COVID-19 -ის ვირუსმა დეკემბრის ბოლოს დაიწყო გავრცელება ჩინეთში. Читать дальше...

სანდერსმა „ბანდიტი“ უწოდა პუტინს რუსეთის მხრიდან მის სასარგებლოდ ჩარევაზე ცნობის პასუხად

Radiotavisupleba.ge 

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების ერთ-ერთმა რეალურმა კანდიდატმა, სენატორმა ბერნი სანდერსმა, დაგმო რუსეთის მცდელობა ჩაერიოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კამპანიის სასარგებლოდ და „ბანდიტი“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.   სანდრესის ამ განცხადების ფონია „ვაშინგტონ პოსტში“, აშშ-ის დაზვერვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში რუსეთი ერევა ბერნი სანდერსის სასარგებლოდ.   „გულახდილად ითქვას, არ მადარდებს... Читать дальше...

ბორჯღალოსნებმა ქუთაისში დაამარცხეს ბელგიის ნაკრები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და ლიდერის პოზიცია გაიმყარა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში, გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა ბელგიის ნაკრებს, ორ ტაიმში თორმეტი ლელო გაუტანა და 72-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა - 78:6. ყველაზე მეტჯერ - ოთხჯერ შეიტანა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც ნაკრების შემადგენლობაში მეორე შეხვედრა ჩაატარა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბელგიასთან დაპირისპირებამდე თბილისში... Читать дальше...

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს

News.ge 

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების ამოცნობას რამდენიმე ქცევაზე დაკვირვებით მარტივად შევძლებთ: დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია თამაშის შეწყვეტა; ის მუდმივად ფიქრობს აზარტული თამაშების შესახებ და მზადაა სარისკო და ექსტრემალური რამ ჩაიდინოს მის გამო (მაგალითად, იქურდოს, რომ იშოვოს სათამაშო ფული და ა.შ.); მას აქვს ემოციების მართვის პრობლემა და, რაც ყველაზე მთავარია, მალავს, რომ თამაშობს; მალავს თამაშებში დახარჯული თანხის ოდენობას. ...

ყაზახეთში პოლიციამ საპროტესტო აქციის 100-მდე მონაწილე დააკავა

Radiotavisupleba.ge 

წინასწარი მონაცემებით, პოლიციამ 22 თებერვალს ყაზახეთში ქვეყნის მასშტაბით ასამდე დემონსტრანტი დააკავა, დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული პარტიის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისთვის.   ალმათის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას და სკანდირებდნენ „თავისუფლება“.   ყაზახეთში აკრძალულია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა, მიუხედავად პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის დაპირებისა, რომ ქვეყნაში გატარდებოდა აუცილებელი რეფორმები. Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ანალიზის პასუხებით მათ მსუბუქი რესპირაციული ვირუსები აქვთ: „ირანიდან ჩამოსული 3 მოქალაქეა, ერთი ოჯახის წევრები, ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, დილას აიღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე და ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსებზე. ნახევარი საათის წინ დამთავრდა ეს კვლევები. Читать дальше...

ირანი იუწყება კორონავირუსით მეხუთე ადამიანის გარდაცვალებას

Radiotavisupleba.ge 

ირანში ხუთს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, მთლიანად კი ქვეყანაში სახიფათო ვირუსით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.   კორონოვირუსის შედეგების თაობაზე ბოლო მონაცემები მოსახელობას 22 თებერვალს გააცნო ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანფურმა, რომელსაც დეტალებზე არ უსაუბრია.   წინა დღით ცნობილი გახდა, რომ ირანში კიდევ ორი პირი იმსხვერპლა კორონავირუსმა.   ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში, პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით... Читать дальше...

იტალიაში სპეცსამსახურმა რუსი ბიატლონისტების სასტუმროს ნომრები გაჩხრიკა

Radiotavisupleba.ge 

შაბათს დილიდან, იტალიის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა რუსი ბიატლონისტების, ალექსანდრ ლოგინოვისა და ევგენი გარანიჩევის, ასევე მათი მწვრთნელის, ალექსანდრ კასპეროვიჩის, სასტუმროს ნომრები გაჩხრიკეს. ამის თაობაზე რუსულ მედიას აცნობა რუსეთის ბიატლონისტების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსეი ნუჟდოვმა.   არსებობს ვარაუდი, რომ ჩხრეკა უნდა უკავშირდებოდეს დოპინგის გამოყენების საქმეს.   რუსეთის ბიატლონისტთა კავშირის ცნობით, იტალიის სამართალდამცველი ორგანოების ეჭვი შეეძლო გამოეწვია კასპეროვიჩის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა... Читать дальше...

გახარია ტატუნაშვილზე: პატივს მივაგებთ გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2 წლის წინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს წილკანში ეწვია. თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, - განაცხადა მან. არჩილ ტატუნაშვილის მოკვლიდან გასული 2 წლის თავზე გახარიამ განაცხადა, რომ მისი ხსოვნა არის ის, რაც ყველას უნდა გვაერთიანებდეს: „ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Рэпер Джиган вызвал Тимати на поединок после публичных насмешек в свою сторону прямо во время шоу





Персональные новости
Александр Бастрыкин

В аварийном доме в Забайкалье, которым интересовался Бастрыкин, заколотили подъезды





ქუთაისელთა ოპტიმიზმი

Radiotavisupleba.ge 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე შეაფასებს ევროპის ჩემპიონატის შედეგებს; საკალათბურთო კლუბის „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში და ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია რადიომსმენელებს გააცნობენ მათი გუნდების უახლოეს ამოცანებს და მზადების პროცესს. გასული საუკუნის 60-იანი წლების ქუთაისის „ტორპედოს“ პოპულარულ თავდამსხმელ ჯუმბერ ხაჟალიასთან საუბრის ჩანაწერის ფრაგმენტი ისევ გაგვახსენებს იმ პერიოდის ფეხბურთს.

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვა გააპროტესტეს

Radiotavisupleba.ge 

„ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა“, - ასე უწოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან  გამართული აქციის მონაწილეებმა. 22 თებერვალს აქცია გაიმართა სამოქალაქო მოძრაობის, „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“, ორგანიზებით. მას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად... Читать дальше...

თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

News.ge 

თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. როგორ მოვიხმაროთ ბუნებრივი გაზიუსაფრთხოდ, რა წესები უნდა დავიცვათ გაზისხელსაწყოების მოხმარებისას, რომელიდანადგარებია უსაფრთხო და რა უნდა გავაკეთოთიმისთვის , რომ ჩვენი ოჯახის წევრებსა დამეზობლებს საფრთხე არ შევუქმნათ –  ეს ძირითადი საკითხებია, რაზეც „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები  და გაზის უსაფრთხოებისსპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთანშეხვედრისას საუბრობენ. კომპანია აქტიურად... Читать дальше...

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ ირანელ მოზარდს პნევმონია არ აღმოაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს A და  B ტიპის ვირუსები არ აღმოჩნდათ, ახალ კორონავირუსზე ტექსტირების პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში განთავსებული 3 მოქალაქიდან ტემპერატურის მატება 8 და 13 წლის მოზარდებს აღენიშნებათ, დედა კი ამ დროისათვის ჯანმრთელადაა. მისი განმარტებით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა... Читать дальше...

თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე საქმე 6 პირის წინააღმდეგ აღიძრა

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა... Читать дальше...

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ დედასა და შვილებს კორონავირუსზე კვლევები უტარდებათ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს ირანიდან ჩამოსული სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ერთს ტემპერატურის მატება აღენიშნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ისინი ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილები არიან. ამირან გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ მათ კორონავირუსზე შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ირანში ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, საქართველოში შესაბამისი ზომები გატარდება... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

«Это не предел»: полуголый Тимати показал свою физическую форму



Москва

Центр крови Подмосковья сообщил о работе в майские праздники

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net