Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

Новости за 16.02.2020

ვის იცავს ომბუდსმენი?

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენს სახალხო დამცველი ქვია. ვინ უნდა დაიცვას მან? ხალხი, თუ ცალკეული ადამიანები? სუსტები ... და ძლიერებიც? ჩაგრულები ... და მჩაგვრელებიც? „ანარეკლებში“, საუბარი სახალხო დამცველთან - ჩვენი უახლესი ისტორიის ანარეკლების ფონზე. ვის იცავს ნინო ლომჯარია?

ქუთაისში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტანსაცმლის ბაზრობაზე მდებარე ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მუშაობს რვა სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ტანსაცმელი იყიდება.



ბაქოში აქციის წინ დააკავეს ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანში პოლიციამ დააკავა სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და 100-ზე მეტი აქტივისტი, საპროტესტო აქციის წინ, რომლითაც აპირებდნენ გაეპროტესტებინათ გასულ კვირაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. არჩევნები გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა.  16 თებერვალს დაკავებულთაგან ბევრი მოგვიანებით გაათავისუფლეს. მმართველმა პარტიამ, ახალმა აზერბაიჯანმა პარლამენტის 125 მანდატიდან 72 მოიპოვა 9 თებერვლის არჩევნებზე. დარჩენილი მანდატების უმრავლესობა მიიღეს მცირე ზომის პარტიებმა და პრეზიდენტ... Читать дальше...

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

Radiotavisupleba.ge 

17 თებერვალს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული. საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით იკავებდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა... Читать дальше...

როჰანი აცხადებს, რომ თეირანი აშშ-ს არასოდეს დაელაპარაკება ზეწოლის ქვეშ

Radiotavisupleba.ge 

ირანი არასოდეს გამართავს მოლაპარაკებას აშშ-სთან ზეწოლის ქვეშ, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, 16 თებერვალს თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ირანი ერთ დღეს თავის მტერს აიძულებს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.  "ირანი არასოდეს გამართავს მოლაპარაკებას ზეწოლის ქვეშ. ... ჩვენ არასოდეს დავუთმობთ ამერიკის ზეწოლას და სუსტი პოზიციიდან არ გავმართავთ მოლაპარაკებას", - თქვა როჰანიმ.  აშშ-მა ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გავიდა 2018 წელს მიღწეული... Читать дальше...

მეუფე პეტრე: „უძღები შვილის დღეა, მოეგოს პატრიარქი გონს და დაუბრუნდეს ღმერთს“

Radiotavisupleba.ge 

მეუფე პეტრე ცაავა, რადიო თავისუფლებასთან ეხმაურება ჭყონდიდის მიტროპოლიტის, გრიგოლ კაციას განცხადებას, რომელმაც პეტრე ცაავას მოუწოდა, მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს იმ განცხადებების გამო, რომელიც ჭყონდიდის ყოფილმა მღვდელმთავარმა, გასული წლის 31 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისამართით გააკეთა. გრიგოლ კაციამ ამის შესახებ 16 თებერვალს, მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „დღეს უძღები შვილის დღეა. მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ“. Читать дальше...

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიუნხენში მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა 15 თებერვალს ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის გაყინულ კონფლიქტზე, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ ამ, 30 წელიწადზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე უთანხმოების გადასაჭრელად.  აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდნენ, საჯარო დისკუსიის ფორმატში.  მთიანი ყარაბაღი, ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა... Читать дальше...



ბოსნიაში შეტაკებები მოხდა მიგრანტებს და პოლიციას შორის

Radiotavisupleba.ge 

ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეტაკებები მოხდა ასობით მიგრანტს და პოლიციას შორის, მაშინ, როცა მიგრანტები ცდილობდნენ გამოეღწიათ ბანაკიდან, იქ არსებული პირობების და ახლოს მდებარე ხორვატიის სასაზღვრო დაცვის წევრების მხრიდან სასტიკი მოპყრობის გასაპროტესტებლად.  შეტაკებები მოხდა 15 თებერვალს, მირალის მიგრანტთა ბანაკში, დასავლეთ ბოსნიაში, დაახლოებით 10 კილომეტრით მოშორებით ხორვატიის საზღვრიდან. ბანაკში 1000-მდე მიგრანტი ცხოვრობს, რაც 300-ით აჭარბებს შენობაში განსაზღვრული ადგილების რაოდენობას. დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის... Читать дальше...

სტოლტენბერგი უარყოფს წინადადებას საფრანგეთის ბირთვული არსენალი გახდეს ევროპის უსაფრთხოების ცენტრი

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება, საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები განთავსდეს ევროპის თავდაცვის სტრატეგიის ცენტრში და განაცხადა, რომ აშშ და ბრიტანეთი უკვე უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ეფექტიან სისტემას.  "უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს გვაქვს ევროპული ბირთვული შემაკავებელი - მას 28 მოკავშირე ყოველდღიურად უზრუნველყოფს, და ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს სისტემა ათწლეულებია არსებობს" - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. Читать дальше...

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

„სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“,  „დაიცავი თავისუფალი მედია“, - ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნანი თოშხუა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლებას: „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ქმნიან  არა მხოლოდ ეთიკურ ჟურნალისტიკას, არამედ იცავენ საზოგადოების ინტერესებს და  სახელმწიფოს მიერ აღიარებულ  სტრატეგიულ ინტერესებს... Читать дальше...

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიის შენობასთან სოლიდარობის აქცია გამართეს ჟურნალისტებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ რეგიონულ მაუწყებელში სარედაქციო დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ამიტომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი საფრთხეს ხედავენ მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებაში -  შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო... Читать дальше...

ყოფილმა ქმარმა ცოლი სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით მოკლა

Radiotavisupleba.ge 

23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, თელმან მუსტაფაევმა, საკუთარ სახლში, სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით, 16 თებერვლის ღამეს მოკლა. ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მან ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. ხელში დაჭრა ყოფილი ცოლის დაც. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 33 წლის თელმან მუსტაფაევი ნასამართლევია. ის სასჯელს ყოფილი სიდედრისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის იხდიდა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქმარს წელიწად-ნახევრის წინ გაშორდა. ამ ხნის განმავლობაში... Читать дальше...

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი დაამარცხა და ტოპ 15 გაინაღდა

Radiotavisupleba.ge 

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში (ბრძოლა წესების გარეშე) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. გამთენიისას, ქართველი მებრძოლი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუპირისპირდა იქაურ კეისი კენის. ფავორიტად სწორედ ამერიკელი ითვლებოდა, რომელსაც აქამდე ჩატარებული თორმეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა წაგებული. დვალიშვილის ანგარიშზე კი ორ-ორი მოგება და წაგება იყო. ქართველმა მებრძოლმა სამივე რაუნდში დაჩაგრა მოწინააღმდეგე და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. ამ წარმატებით მერაბ დვალიშვილმა მსოფლიოს რეიტინგის თხუთმეტ საუკეთესოში მოხვედრა გაინაღდა... Читать дальше...

ერთი კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს გუდაურში, გამთენიისას

Radiotavisupleba.ge 

ერთი კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს გუდაურში 16 თებერვალს, გამთენიისას. შემთხვევა კაზინო "გუდაურის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დანაშაული, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი დადგენილია. მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდო დამნაშავის ძებნის ღონისძიება. გარდაცვლილიცა და სავარაუდო დამნაშავეც საქართველოს მოქალაქეები არიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი.  უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს... Читать дальше...

გუდაურში იპოვეს რუსი ტურისტის ცხედარი

Radiotavisupleba.ge 

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა სამძებრო ოპერაცია დილის 07:30- ზე განაახლა. ცხედარი დაახლოებით ორ საათში აღმოაჩინეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, 15 თებერვალს, რუსი ტურისტების ჯგუფი გუდაურში, "საძელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანა.

იოკოჰამას პორტში, საკრუიზო ლაინერზე, კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაინფიცირდა

Radiotavisupleba.ge 

"როიტერსის" ცნობით, იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაინფიცირდა და ლაინერზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 355-ს მიაღწია. სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულები იაპონიის საავადმყოფოებში გადაჰყავთ. აშშ-ს, კანადისა და ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს. საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია. ინფორმაციას ავრცელებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია. უწყების ინფორმაციითვე, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 68 500-ს მიაღწია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 25-ზე მეტ ქვეყანაში, ვირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს, დღემდე, ჩინეთს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევაა დადასტურებული... Читать дальше...

ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ. ლომთაძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუმინელი, მოლდოველი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრ ბოგომოევს დაუპირისპირდება. 125 კილოგრამში, გენო პეტრიაშვილმა ფინალის გზაზე ესპანელ, რუს და უკრაინელ მძიმეწონოსნებს მოუგო და ევროპის ჩემპიონის მეორე ტიტულს პოლონელი რობერტ ბარანის ძლევა აშორებს. 61 და 125 კილოგრამებში ფინალები ხვალ გაიმართება. Читать дальше...

აფეთქება მოხდა ბაღდადში, აშშ-ისა და კოალიციის ძალების სამხედრო ბაზაზე

Radiotavisupleba.ge 

ბაღდადში, სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს ამერიკელ სამხედრო თანამდებობის პირზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, წყაროს მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. სამხედრო ბაზა, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.

Спорт в России и мире
Москва

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева установила новый рекорд на турнирах WTA-1000


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Это не бомжовые заведения»: 72-летний Александр Розенбаум зарабатывает миллионы на пивном бизнесе



Москва

Футбольное поле построят в Пестовском парке Балашихи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net