Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

Новости за 20.02.2020

ვანო მერაბიშვილი: მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში

Radiotavisupleba.ge 

„ყველა ჩემს მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც საქართველოში არ არის“, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში. მერაბიშვილმა ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ. „რა თქმა უნდა, შევხვდები მიხეილ სააკაშვილს. ის ჩემი მეგობარია, მას მივიჩნევ საუკეთესო მეგობრად. მე ყველას აზრს მოვისმენ, გავიზიარებ, რჩევას მივცემ და შევეცდები, რომ ჩემი აზრი გავაზიარებინო. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის და ვართ. ჩვენ [მე და მიხეილ სააკაშვილი] მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილმა ეკა კვესიტაძეს შენიშვნა მისცა და კორექტულობა დაუწუნა (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს კორექტულობა დაუწუნა, როდესაც ვანო მერაბიშვილს, მის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

რომ არა ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან რუსული სპეცსამსახურების მხილება, ხელისუფლება შეშფოთებასაც ვერ გამოთქვამდა კიბერშეტევასთან დაკავშირებით

News.ge 

რომ არა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება და ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან რუსული სპეცსამსახურების მხილება, საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებასაც კი ვერ გამოთქვამდა იმ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელიც GRU-მ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მიიტანა , – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის განცხადებით, „,მმართველი ძალა დღეს უტიფრად აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს რესურსი ...



ციხიდან ღამით გამიყვანეს, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა – მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, მემხილებინა სააკაშვილი

News.ge 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ციხიდან გაყვანისა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს, თუ აღიარებდა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა. „ღამით გამიყვანეს, ციხის უფროსი შემოვიდა. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, დეტალებს არ მოვყვები. შემომთავაზა, რომ ...

ვანო მერაბიშვილი: „ორი გვამის ამბავი", რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული

Radiotavisupleba.ge 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ „მთავარი არხის“ ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, საკუთარი სიტყვები, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ისმის („ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდი“. „ორი გვამის ამბავი, რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იყო ამბოხება მუხროვანში. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას, ქართველ ოფიცრებთან ერთად. Читать дальше...

ვანო მერაბიშვილმა „ხელისუფლების დამხობის“ შესახებ შეკითხვას უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში აღარ გაიმეორა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნათქვამი სიტყვები, რომ „ხელისუფლება დაემხობა“. „ქართველი ხალხის აზრის წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ. კარგი იქნება თუ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მშვიდობიანად შეეგუება ხელისუფლება არჩევნების წაგებას და მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას“, - ამბობს მერაბიშვილი. შეკითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნები არის ის გზა, რომლითაც უნდა შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, მერაბიშვილი პასუხობს, რომ სხვა გზა არ არსებობს. Читать дальше...

​ვანო მერაბიშვილი: ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ არ უნდა დაგვეშვა, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე დამუქრებოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ წამყვანის შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცდომებს უკავშირდებოდა. როგორც მერაბიშვილი ამბობს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუდმივ ბრძოლაში უწევდათ ყოფნა. მან ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა ის... Читать дальше...

აშშ-ში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს როჯერ სტოუნს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ხუთშაბათს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს როჯერ სტოუნს. მას სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე სტოუნი დამნაშავედ ცნეს კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში, მართლმსაჯელების დაბრკოლებასა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენაში. სტოუნის მიმართ ბრალდებები დაკავშირებულია სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებასთან რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე აშშ-ის არჩევნებში. ამ გამოძიების საფუძველზე მანამდე გაასამართლეს ტრამპის შტაბის კიდევ რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი. Читать дальше...



საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა სპორტის სასახლეში უმასპინძლა შვეიცარიის ნაკრებს და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (79:79), ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა მოიგეს ანგარიშით 96:88. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ბექა ბურჯანაძე, 21 ქულით. ნატურალიზებულმა ამერიკელმა თად მაკფადენმა 18 ქულა მოაგროვა, გიორგი შერმადინმა - 16 ქულა და 13 მოხსნა. Читать дальше...

რუსეთის კიბერშეტევა საქართველოზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 თებერვალს

Radiotavisupleba.ge 

ვანო მერაბიშვილი - პოლიტიკური სარგებელი თუ ტვირთი? ის, რომ ვანო მერაბიშვილმა მშვიდი ცხოვრება მატროსოვის ციხის სამარტოვო საკანში დატოვა, მისი თავისუფლების პირველი წუთიდან ნათელი გახდა, როდესაც ყოფილი შს მინისტრი მედიისა და მხარდამჭერების ალყაში აღმოჩნდა. მთავარი კითხვა მის მიმართ კი იყო ის, თუ რას აპირებს პატიმრობის 6 წლისა და 9 თვის შემდეგ.  „მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება... წლის ბოლომდე, ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი…... Читать дальше...

მამაკაცს, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში ხალხი დახოცა, ქსენოფობია ამოძრავებდა

Radiotavisupleba.ge 

43 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელმაც წუხელ ღამით ქალაქ ჰანაუში ცეცხლი გაუხსნა ხალხს, ულტრამემარჯვენე შეხედულებებისა იყო და, როგორც ჩანს, ქსენოფობიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდა. ასეთია პოლიციის წინასწარი დასკვნა. გერმანიის გენერალური პროკურორის, პეტერ ფრანკის თქმით, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა, ბოროტმოქმედმა ინტერნეტში განათავსა რასისტული ვიდეო და „მაინფესტი“ ქსენოფობიური შეხედულებებით. გამოძიება სწავლობს ბოროტმოქმედის კაშირებს, ცდილობს გაარკვიოს, წინასწარ თუ იცოდა ვინმემ მომავალი ბოროტმოქმედების შესახებ. Читать дальше...

პენტაგონი საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას დებს

Radiotavisupleba.ge 

​ „პენტაგონი შეუერთდა​ საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს.“- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას​. პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ... Читать дальше...

მერაბიშვილი თქმით, არ გახდება პრემიერი, მინისტრი და არც უფრო დაბალი თანამდებობის პირი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესების აქტიური მონაწილე იქნება, მას არ ამოძრავებს პირადი ინტერესები. მერაბიშვილმა აღწერა, რა გარემოებებში დათანხმდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და რატომ არ მოეწონა ამ თანამდებობაზე საქმიანობა. „მე მინდა გითხრათ, რომ, როდესაც 2012 წელს გავხდი პრემიერ-მინისტრი, ეს არ ყოფილა ჩემი პირადი სურვილი. ჩემი მეგობრები, პარტიის ხელმძღვანელობა შეიკრიბა, ეს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. Читать дальше...

ვანო მერაბიშვილი - პოლიტიკური სარგებელი თუ ტვირთი?

Radiotavisupleba.ge 

ვის აწყობს ან არ აწყობს ვანო მერაბიშვილთან პარტნიორობა დაძაბული არჩევნების წინ? რა შეუძლია მერაბიშვილის ფაქტორს - ელექტორატის შემოკრება თუ დაფრთხობა („სისხლიანი 9 წლის“ რიტორიკის კონტექსტში)? რა როლს თამაშობს მისი განაცხადი ხელისუფლების „დამხობის“ შესახებ?

„ქართული პოპულიზმის შემთხვევაში, გამოკვეთილად ანტილიბერალური რიტორიკა ნამდვილად იგივდება ეროვნულობასთან, რაც არის ერთგვარი საფრთხე"

Radiotavisupleba.ge 

რა მასშტაბი და ფორმები აქვს დღეს პოპულიზმს საქართველოში და რასთან კომბინაციაში შეიძლება ის ქმნიდეს საფრთხეს საზოგადოებისთვის? „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ უმცროსი ანალიტიკოსები - გივი სილაგაძე და ნინო სამხარაძე იკვლევენ ქართული პოპულიზმის თავისებურებებს.

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

Radiotavisupleba.ge 

სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

რუსეთისა და თურქეთის სამხედროებმა ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში სირიის პროვინცია იდლიბში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთისა და თურქეთის სამხედროებმა ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში სირიის პროვინცია იდლიბში, სადაც შეიარაღებული ოპოზიციის შენაერთებმა სცადეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიისთვის წაერთმიათ ადრე დაკარგული ტერიტორიები. კონფლიქტის ორი მხარის მრავალრიცხოვანი ცნობების თანახმად, ოპოზიციის რაზმებმა თურქეთის არტილერიის მხარდაჭერით დაიწყეს იერიში დასახლებულ პუნქტ ნაირაბზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის შენაერთებმა მოახერხეს სირიის არმიის თავდაცვის გარღვევა... Читать дальше...

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი შეხვდა „სირცხვილიას", „გაბედეს" და „შეცვალეს" ლიდერებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა საქართველოს სამი ახალგაზრდული მოძრაობის: „სირცხვილია", „გაბედე" და „შეცვალეს" ლიდერებს შეხვდა. როგორც საელჩო იტყობინება, სოჩამ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. კრის სოჩამ აღნიშნა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის. Читать дальше...


Музыкальные новости
Фрэнк Синатра

Таунхаус Фрэнка Синатры впервые выставлен на продажу





Персональные новости
#123ru.net

Заместитель генерального директора сети клиник «Евроонко» выступил на конференции онкологов в Белгороде





გახარია: კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ გამოეხმაურა 2019 წლის ოქტომბერის კიბერშეტევას. გახარია დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. Читать дальше...

რუსეთი კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

„რუსეთი არანაირად არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას“ ,-უთხრა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ. ის გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "გრუ"-ს მიერ საქართველოშიგ ანხორცილებულ კიბერშეტევაზე. „ჩვენ ამ კომენტარებს საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე ვტოვებთ, ვინც ისინი გააკეთა, რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რამენაირად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა რუდენკომ. Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამხედრო... Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტი „გრუ"-ს კიბერშეტევას ჰიბრიდული ომის მაგალითს უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას „გრუ“-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მედიის ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე. „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.   აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ... Читать дальше...

ეუთომ რუსეთს მოუწოდა, განაახლოს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 20 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, განაახლოს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება. რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხუთი წლის წინ მოკლეს მოსკოვში. „მისი სიკვდილი ტრაგედია იყო რუსეთისთვის და დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ კლიმატზე, გაავრცელა რა შიში და, სავარაუდოდ, გზა გაუხსნა შემდგომ თავდასხმებსა და რეპრესიებს,“ ნათქვამია ეუთოს განცხადებაში. 2015 წლის 27 თებერვალს ნემცოვს ახლო მანძილიდან ესროლეს მოსკვორეცკის ხიდზე, კრემლის მახლობლად.... Читать дальше...

მსოფლიოს ქვეყნები გმობენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კიბერშეტევას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს მთელი რიგი სხვა ქვეყნებიც გმობენ რუსეთის მხრიდან საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევას.

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

Свёнтек: я чувствую, что с каждым годом получаю всё большую поддержку


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Редкий формат загородного жилья появится в Покровском-Стрешнево

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net