Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

Новости за 13.02.2020

ნიკა გვარამია ამჯერად “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელ ნათია ზამბახიძეს დაუპირისპირდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

“მთავარი არხი”-ს დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელ ნათია ზამბახიძეს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ “რადიო თავისუფლება” არ დაინტერესდა “მთავარ არხთან” ეთანამშრომლა საგამოძიებო ფილმების გაშვებასთან დაკავშირებით და არჩევანი “ფორმულა”-ზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობლივი საგამოძიებო ფილმები “რუსთავი2”-ზე აღარ გავა და ამიერიდან “ფორმულა”-ს ეთერში გადაინაცვლებს.

გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან, რაღაც არ გაკეთდეს

News.ge 

გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე რეზოლუციის ჩაგდების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წვერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც კალაძემ მიუნხენის აეროპორტიდან ...

გაიზიარებს თუ არა ნიკა მელია გიგი უგულავას ბედს – პროკურატურა ოპოზიციის ლიდერის დამნაშავედ ცნობას სააპელაციოში ითხოვს

News.ge 

გაიზიარებს თუ არა ნიკა მელია გიგი უგულავას ბედს – პროკურატურა ოპოზიციის ლიდერის დამნაშავედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. საგამოძიებო უწყება იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა მელია უდანაშაულოდ გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ პროცესი 10 მარტს გაიმართება. ბრალდება, რომლის გამოც პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ოპოზიციის ლიდერს ...



კალაძემ და კობახიძემ ევროპარლამენტში გამართული შეხვედრები „ფეისბუკ“-Live-ით შეაჯამეს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკეს სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომისა და ევროპარლამენტთან გამართული შეხვედრების შესახებ მიუნხენის აეროპორტიდან. როგორც კალაძემ „ფეისბუკ“-Live-ში თქვა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე კითხვები შეეხებოდა საარჩევნო სისტემასა და გიგი უგულავას დაკავებას. „გუშინ ჩვენი ინიციატივა შეფასდა ძალიან მაგრად და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის გაჟღერება. ჩვენ ყველა ინფორმაცია... Читать дальше...

"რისკი ნამდვილად ჩნდება იმის, რომ, თუ სურვილი იქნება, შეიძლება მოხდეს ინფორმაციული სისტემების მასობრივი გაკონტროლება"

Radiotavisupleba.ge 

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას. 12 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების ხელისმომწერები თვლიან, რომ კანონპროექტი შეიცავს პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეს.

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ამერიკული კომპანია დაიქირავა აშშ-ში ლობირებისთვის

Radiotavisupleba.ge 

"ქართულმა ოცნებამ" უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მეორე ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი აშშ-ში ლობირებისთვის.

ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ამერიკული კომპანია დაიქირავა აშშ-ში ლობირებისთვის

Radiotavisupleba.ge 

ქართულმა ოცნებამ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მეორე ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი აშშ-ში ლობირებისთვის.



ღარიბაშვილი ბრიუსელში სტოლტენბერგს შეხვდა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა, - იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.   „ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად... Читать дальше...

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია ვერ დაამტკიცა

Radiotavisupleba.ge 

იმის გამო, რომ ტექსტში კრიტიკის შემცველი შეფასებები არ შესულიყო, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დაბლოკა ყველა ცვლილება და შედეგად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ვერ დამტკიცდა დასკვნითი დოკუმენტი

სირიის პარლამენტმა გენოციდად აღიარა ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა

Radiotavisupleba.ge 

სირიის პარლამენტმა განაცხადა, რომ მან გენოციდად აღიარა ერთი საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავებისა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამხედრო შეტაკებების ფონზე. სახალხო შეკრების წევრებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს და აღიარებს „მე-20 საუკუნის დამდეგს ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ სომხების წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს“, ნათქვამია პარლამენტის ვებსაიტზე 13 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში. Читать дальше...

კუჭავა რეზოლუციის ჩავარდნაზე: ფაქტია, ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არა

Radiotavisupleba.ge 

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნის შესახებ საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა. მისი შეფასებით, დოკუმენტი კრიტიკული იყო ბევრ ნაწილში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. „იყო მოწოდებები, რომ გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს პროცედურები. მასში საუბარი იყო  მიმდინარე საკითხებზეც, ზოგად კონტექსტში ნახსენები იყო სასამართლოც, რომ არის სამუშაო. იყო დაახლოებით 38 შესწორება, ამათგან ყველა ვერც მოვასწარით გაგვევლო, დროში ვერ ჩავეტიეთ, ესეც აღსანიშნავია. Читать дальше...

ТБИЛИСОБА მინკსში - მერია სარეზერვო ფონდის ბიუჯეტს კონცერტებში ხარჯავს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერია, რამდენიმე წელია, "თბილისობას" თბილისის გარდა ბელარუსის დედაქალაქშიც აღნიშნავს.  მინსკი თბილისის დაძმობილებული ქალაქი 2015 წელს გახდა და მას შემდეგ იქ “თბილისობა” ყოველ წელს ტარდება.  პირველ წელს ღონისძიებები  "ბორჯომის" 125 წლის იუბილეს აღნიშვნას დაემთხვა.  2016 წელს იქ კახაბერი და ხანუმები მღეროდნენ. 2017-19 წლებში მინსკში "თბილისობის" აღსანიშნავად თანხები უკვე მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.  სამ წელიწადში სარეზერვო ფონდიდან  ამ დღესასწაულისთვის 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. Читать дальше...

თემურ აბაზოვი: სამართალმა იზეიმა - დამტკიცდა, რომ უდანაშაულო ვარ

Radiotavisupleba.ge 

2018 წელს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო Facebook Live-ში, მოეხადა ბოდიში, შეეგინებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.  2020 წელის 12 თებერვალს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კვოტით არჩეული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლა. “სამართალმა იზეიმა” - ამბობს აბაზოვი. ბრალდების მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს. Читать дальше...

კომუნიკაციების კომისიამ დააჯარიმა „მთავარი არხი“

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხი“ დააჯარიმა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ვიდეორგოლის გამო, რომელშიც საუბარია მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, კადრში ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და ისმის ხმა: „მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა“.  „კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მაუწყებელი 2500 ლარით დაჯარიმდა", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში. Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ Twitter-ი ოთხი მილიონი რუბლით დააჯარიმა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ სოცქსელი Twitter-ი ოთხი მილიონი რუბლით დააჯარიმა რუსი მომხმარებლების მონაცემთა შენახვისთვის სერვერებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ მდებარეობს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. კომპანია უკვე დაჯარიმდა 2019 წლის აპრილში ოთხი ათასი რუბლით. მაშინ Twitter-ის წარმომადგენლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ქსელი არ აწარმოებს პირადი მონაცემების მიზანმიმართულ შეგროვებას და არ არის ვალდებული, ანგარიში ჩააბაროს რუსეთის მაკონტროლებელ უწყებას, „როსკომნადზორს“. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიიღეს კანონები... Читать дальше...

Tinder-მა რა ჰქმნა? - ონლაინ პაემნების ქართული ისტორიები 

Radiotavisupleba.ge 

მისი მაღვიძარა დილის 7:30-ზე რეკავს. 8:25-ზე სახლის კარი უკვე ჩაკეტილი და ლიფტი გამოძახებული უნდა იყოს. მაქსიმუმ 8:31-ზე - მანქანა დაქოქილი. ხუთი წუთიც რომ გადააცილოს, სამსახურში სულ ცოტა 7-8 წუთით დააგვიანებს.

სტრასბურგის სასამართლომ ბაქოს ოპოზიციის ორი აქტივისტისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს კომპენსაციის გადახდა დაავალა ოპოზიციის ორი აქტივისტისთვის, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით მოათავსეს ციხეში მას შემდეგ, რაც პოლიტიკური შინაარსის გრაფიტი მიახატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას. 13 თებერვლის განჩინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ბაირამ მამადოვსა და გიას იბრაჰიმოვს 30-30 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს არაფულადი ზარალისთვის, პლუს 6-6 ათასი ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა... Читать дальше...

როგორ ჩაიშალა ბავშვის გაშვილების სქემა - რას ამბობენ ადვოკატები

Radiotavisupleba.ge 

ირმა მაისურაძე, რომელმაც თინათინ ჩხეიძის სახელით 31 იანვარს იმშობიარა კლინიკა „ბეიებში“ ქალთა მე-5 დაწესებულებაში რჩება. მისი შვილი სახელმწიფო მზრუნველობაშია. ბავშვი გარკვეული თანხის სანაცვლოდ უნდა გაშვილებულიყო.


Музыкальные новости
Эстрада

Смешарики и «Академия Эстрада Тинс» выпустили трек «Попурри»





Персональные новости
ЛокоТех

Более 100 студентов посетило СЛД Курск в рамках акции «Неделя без турникетов»





არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა. „პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო და ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის პრესრელიზში. Читать дальше...

ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი პაპის კლანს აუმხედრდა

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. აისულთან ნაზარბაევმა (აისულთან რახატი) ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა და განმარტა, რომ ის აიძულა ასეთი ნაბიჯი გადაედგა ოჯახის ზეწოლამ, რაც მის მამხილებელ საქმიანობას მოჰყვა. რუსეთ-ყაზახეთის კორუფციული სქემა „საქმე ისაა, რომ ვფლობ ინფორმაციას დიდი მასშტაბის კორუფციის შესახებ რუსეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებებს შორის. ვგულისხმობ ყაზახეთის მოსახლეობისთვის მოპარულ მილიარდობით ამერიკულ დოლარს. Читать дальше...

ლონდონის "ბიგ ბენის" აღდგენა უფრო რთული და ძვირად ღირებულია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის ცნობილი კოშკი, 177 წლის „ბიგ ბენი“, უფრო მეტად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ დაბომბვის შედეგად, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო მიჩნეული. შესაბამისად განაგრძობს ზრდას რესტავრაციისთვის საჭირო ხარჯები. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ადმინისტრაციის უფროსმა იან ეილისმა განაცხადა, რომ კოშკის რესტავრაცია მოსალოდნელზე უფრო რთული აღმოჩნდა. კოშკი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ხარაჩოებშია. მიმდინარეობს მისი ქვის ზედაპირისა და 12-ტონიანი საათის რემონტი. კოშკმა გაუძლო დაბომბვას... Читать дальше...

პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს

News.ge 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა. როგორც მდინარაძე აცხადებს, პროკურატურის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს. „პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ საქმეზე იმ მუხლშიც გამტყუნდეს, რაშიც საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება ...

ნიდერლანდმა მოსკოვს უარი უთხრა MH17-ის კატასტროფაში ბრალდებულთა რუსეთში გასამართლებაზე

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი წინადადებით გამოვიდა, რუსეთში გაესამართლებინათ 2014 წელს დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულები, მაგრამ ნიდერალანდმა უარით უპასუხა ამ შეთავაზებას. ამის შესახებ ნიდერლანდის პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში იტყობინება იუსტიციისა და უშიშროების მინისტრი ფერდინანდ გრაპენჰაუსი. წერილში გრაპენჰაუსი იუწყება, რომ 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლებამ ნიდერლანდს მიმართა თხოვნით, რომ სამი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის საქმე განიხილოს სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე. Читать дальше...

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფაქტი 11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დააფიქსირეს. მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 88 004.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო (1030.35 გრამი) ნაკეთობებია გამოავლენილი. უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Кто отец Дианы Джокович?


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Джиган запретит дочери Ариеле встречаться с определенной категорией парней



Москва

Стало известно о работе полиции в «Институте кроссовок и любви» в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net