Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

Новости за 15.02.2020

ზარიფი: ტრამპი ცდება, თუკი თვლის, რომ ირანის მთავრობა კოლაფსის პირასაა

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არასწორ რჩევებს იღებს, თუკი სჯერა, რომ მისი ქვეყნის მხრიდან ირანზე განხორციელებული "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანია თეირანში მთავრობის კოლაფსს მოიტანსო.  15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ზარიფმა თქვა, ტრამპი დაარწმუნეს, "რომ ჩვენ კოლაფსის პირას ვართ და მას არ სურს კოლაფსის პირას მყოფ რეჟიმთან მოლაპარაკება".  ტრამპმა ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი... Читать дальше...

ლავროვი ნატოს და ევროკავშირს დაძაბულობის გაზრდაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს და უფრო ფართოდ ევროპას ბრალი დასდო კონტინენტზე დაძაბულობის გაზრდაში და ლიდერებს მოუწოდა უარყონ "რუსეთის საფრთხის მოჩვენება".  15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას სერგეი ლავროვს არ უხსენებია კრიზისი უკრაინაში, სადაც უკრაინის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის თითქმის ექვსწლიან კონფლიქტს 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომს და რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებას... Читать дальше...

პომპეო: რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „დასავლეთი იმარჯვებს“, რითიც უპასუხა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი უკან იხევს გლობალური ჩართულობისგან და გერმანიის პრეზიდენტის გაფრთხილებას ახლებურ კონკურენციაზე „მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს“ შორის. ამ გამოსვლაში პომპეომ სხვა თემებთან ერთად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობაზეც. "ზოგიერთ ქვეყანას კვლავ იმპერია სურს. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე... Читать дальше...



ოლიმპიადებამდე დარჩენილ დღეებში...

Radiotavisupleba.ge 

მწვრთნელი, ლევან შავაძე, და კომენტატორი, გიორგი ჭანიშვილი, საუბრობენ რომსა და პარიზში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატისა და ძიუდოისტთა  საერთაშორისო ტურნირის, პარიზის დიდი სლემის, შედეგებზე.

ბათუმელები ისტორიულ ზონაში ცათამბჯენების მშენებლობას ისევ აპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის რივიერაზე, სადაც ხუთი ცათამბჯენიდან ერთის მსენებლობის ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ბოლოს გასცა.

ესპერი: აშშ-ის და თალიბანის შეთანხმება იმედისმომცემია, თუმცა საფრთხეებს შეიცავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება ავღანეთში ერთი კვირით ძალადობის შემცირებაზე "ძალიან იმედისმომცემი ჩანს", თუმცა საფრთხეებსაც შეიცავს.  15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ესპერმა თქვა, დროა "მშვიდობას შანსი მიეცეს", ამ თითქმის 19-წლიანი კონფლიქტისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის გამოძებნითო. "ეს გარკვეულ რისკზე წასვლას გულისხმობს" - განაცხადა ესპერმა - "ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას... Читать дальше...

კობიაშვილი ქართული ფეხბურთის იუბილეს გამოეხმაურა – მჯერა, რომ ერთად დავწერთ წარმატების ისტორიას

Marshalpress.ge (მარშალ) 

დღეს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა. 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) დაარსდა. საიუბილეო თარიღს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წერილით გამოეხმაურა: „გარდა სპორტული დამოუკიდებლობისა, 30 წლის წინ, ფეხბურთის ფედერაციის დაარსებით, ქართული ფეხბურთის კომუნა, უმნიშვნელოვანეს, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხს გამოექომაგა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არამხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. Читать дальше...

ზელენსკი გამოდის მოწოდებით, ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს დონეცკსა და ლუგანსკში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ომით გაჩანაგებულ აღმოსავლეთშიც, მთელ დანარჩენ ქვეყანასთან ერთად, იქ კვლავაც მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად.  15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ სთხოვა დახმარება კიევის ბრძოლაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან.  "უკრაინაში ომი - ვიცი - არის ევროპაში ომი. ყირიმის ანექსირებასთან ერთად, ის უკვე იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც... Читать дальше...



მერიამ ორჯერ შეისყიდა იურიდიული მომსახურება დავის გადასაწყვეტად, რომელიც 4,3 მლნ დოლარის გადახდით დამთავრდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, მერის 2019 წლის მარტში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გამოიყო 80 000 ლარი, რომლის მიზანიც შპს „სითი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინტერესების დაცვის მიზნით, იურიდიული მომსახურების შესყიდვა იყო.    ამ დროს თბილისის მერიას უკვე შესყიდული ჰქონდა ანალოგიური მომსახურება 800 000 ლარად პირდაპირი შესყიდვის წესით (SMP180001078) , რომელზე ნებართვაც 2018 წლის 10 მაისს მიიღო. Читать дальше...

მერიამ ორჯერ შეისყიდა იურიდიული მომსახურება დავის გადასაწყვეტად, რომელიც 4,3 მლნ. დოლარის გადახდით დამთავრდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან მერის 2019 წლის მარტში გამოცემული ბრძანების საფუძველზე გამოყო 80 000 ლარი, რომლის მიზანიც შპს “სითი პარკთან” პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინტერესების დაცვის მიზნით, იურიდიული მომსახურების შესყიდვა იყო.    ამ დროს თბილისის მერიას უკვე შესყიდული ჰქონდა ანალოგიური მომსახურება 800 000 ლარად პირდაპირი შესყიდვის წესით (SMP180001078) , რომელზე ნებართვაც 2018 წლის 10 მაისს მიიღო. Читать дальше...

ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის რუს ბიატლონისტს ჩამოართმევენ ოლიმპიურ ოქროს

Radiotavisupleba.ge 

ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, რუსი ბიატლონისტი, ევგენი უსტიუგოვი დისკვალიფიცირებული იქნება ანტისადოპინგო კანონების დარღვევის გამო. სპორტსმენს, და მასთან ერთად რუსეთის ნაკრებს, ჩამოერთმევათ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქრო.  34 წლის სპორტსმენს ბრალი ედება ანაბოლიკური სტეროიდის, ოქსანდროლონის მიღებაში. გაუქმდება შედეგები, რომლებიც სპორტსმენმა აჩვენა 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013-2014 წლების სეზონის დასრულებამდე. 2020 წლის 13 თებერვლიდან ის ორი წლით იქნება დისკვალიფიცირებული. Читать дальше...

მაკრონი: ღია ვართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებისთვის ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირის მხრიდან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებას ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თუკი ბლოკის აღმასრულებელი შტო მომავალ თვეში მათ დადებითად შეაფასებს.  მაკრონის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 15 თებერვალს გაკეთებული ეს განცხადება, როგორც ჩანს, დაასრულებს მის მიერ დადებულ ბლოკს ორი ქვეყნის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.  "ველოდებით [ევროკავშირის კომისიის] ანგარიშს მარტში ...... Читать дальше...

აშშ დააბრუნებს მგზავრებს საკარანტინო რეჟიმში მყოფი გემიდან Diamond Princess

Radiotavisupleba.ge 

აშშ აცხადებს, რომ იაპონიაში თვითმფრინავს გაგზავნის საიმისოდ, რომ დააბრუნოს ამერიკელი მგზავრები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში მყოფ სამგზავრო გემზე, სახელად Diamond Princess.  აშშ-ის საელჩომ ტოკიოში 15 თებერვალს თქვა, რომ ჩარტერული რეისი 16 თებერვალს ჩავა. საელჩო აცხადებს, რომ მაქსიმალური სიფრთხილის მიზნით, აშშ-ის მოქალაქეები შინ გააგრძელებენ დაკვირვების ქვეშ ყოფნას.  მგზავრებს აშშ-ში დაბრუნების შემდეგ კიდევ 14 დღის განმავლობაში მოუწევთ კარანტინში, დაკვირვების ქვეს ყოფნა. თუ ისინი ჩარტერული რეისით ახლა არ დაბრუნდებიან... Читать дальше...

აუდიტის სამსახური: დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო სტიქიით დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია

Radiotavisupleba.ge 

2017-18 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 7 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 4, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია საერთოდ ვერ განახორციელა, სამი კი ნაწილობრივ, - ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის ფულადი რესურსი გამოყოფილი ჰქონდა, მაგრამ მათი ათვისება და პროექტების მართვა ვერ მოახერხა. აუდიტის სამსახური მიანიშნებს, რომ ეს ფაქტი მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან მართვაზე მეტყველებს... Читать дальше...

მაკრონი გამოდის რუსეთის მიმართ ახალი მიდგომის შემუშავების მოწოდებით

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს დასავლეთის დემოკრატიების დესტაბილიზაციის მცდელობას, თუმცა ევროპას მაინც მოუწოდებს მოსკოვთან მიმართებით შეიმუშაოს ახალი მიდგომა.  15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა თქვა, ევროპის ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ რუსეთთან ჩართულობისთვისო და გააკრიტიკა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ექვსი წლის წინ დაწესებული სანქციები.  საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მაკრონმა გაიმარჯვა, გამოირჩეოდა იმეილების... Читать дальше...

აშშ-ის სენატორები კიევში ზელენსკის შეხვდნენ და ორპარტიული მხარდაჭერა აღუთქვეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის სამი სენატორი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად და ორ ქვეყანას შორის კავშირებისთვის ორპარტიული მხარდაჭერის გამოსაცხადებლად, მიუხედავად აშშ-ში იმპიჩმენტის პროცესისა, რომელმაც კიევი დამუხტული პოლიტიკური ვითარების ცენტრში მოაქცია.  "ამერიკის პოლიტიკაში ეს-ესაა დავასრულეთ ძალიან რთული მომენტი", - უთხრა დემოკრატმა კრის მერფიმ ჟურნალისტებს 14 თებერვალს, შეხვედრის დასრულების შემდეგ და დასძინა: "ჩვენ სამნი სხვადასხვა პარტიიდან ვართ. იმპიჩმენტის საქმეზე ხმები განსხვავებულად მივეცით"... Читать дальше...

"დასავლეთი იმარჯვებს": აცხადებს პომპეო მიუნხენის კონფერენციაზე

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „დასავლეთი იმარჯვებს“, რითიც უპასუხა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი უკან იხევს გლობალური ჩართულობისგან და გერმანიის პრეზიდენტის გაფრთხილებას ახლებურ კონკურენციაზე „მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს“ შორის.  პომპეო ამ განცხადებით გამოვიდა 15 თებერვალს, კონფერენციის მეორე დღეს. ბავარიის ქალაქში ეს ყოველწლიური კონფერენცია უკვე წლებია თავს უყრის მსოფლიოს ლიდერებს და ზოგჯერ ჩატარებულა აშშ-ისა... Читать дальше...

ზალკალიანი: საქართველოს ძალისხმევა სრულად არის მიმართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ

Radiotavisupleba.ge 

„საქართველო ძალისხმევა სრულად არის მიმართული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ და მოვუწოდებთ როგორც აშშ-ს, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.  დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშრუტების და დერეფნების განვითარების პროცესში და ისეთ პროექტებში... Читать дальше...

ილია II: შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის

Radiotavisupleba.ge 

სამების ტაძარში მირქმის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს კათოლიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და კორონავირუსის აქ არგავრცელება ამით ახსნა. „გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ... Читать дальше...

"ევროპული საქართველო": მერიამ არ შეასრულა "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისას დადებული პირობები

Radiotavisupleba.ge 

“სითი პარკისთვის” კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარის გადახდას „ევროპული საქართველო“ ეხმიანება და კახა კალაძეს წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა და ამით შეწყვიტა მათ შორის სასამართლო დავა.  სასამართლო დავა წარმოიშვა მას შემდეგ... Читать дальше...

შსს: მარნეულში გატაცებული გოგო სახლში დაბრუნდა, გამტაცებელი დაკავებულია

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის მარნეულში 1998 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს, გოგო კი საკუთარ სახლში დააბრუნეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა“, - წერია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის... Читать дальше...

სუს-ი: ოკუპირებულ ორჭოსანთან, საოკუპაციო ძალების ბაზასთან მანათობელი მაშხალა რამდენჯერმე გაისროლეს

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, საოკუპაციო ძალების ბაზასთან ახლოს მანათობელი მაშხალის გასროლის შესახებ. სუს-ის თანახმად, მაშხალა 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე გაისროლეს.  როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Песня

Вывод Песни, Альбома, Клипа в ТОП Музыкальных Чартов – iTunes, Apple Music, Youtube Music, Яндекс.Музыка, ВК и Boom, Spotify.



Москва

Вице-президент АТОР Мурадян опроверг данные о массовом аннулировании туров на майские праздники в РФ

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net