ქუთაისის აეროპორტში მოიხსნა ძლიერი ქარის გამო არსებული შეზღუდვები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო არსებული შეზღუდვები უკვე მოხსნილია. როგორც რადიო თავისუფლებას აეროპორტში უთხრეს, ამ დროისთვის ყველა რეისი შესრულებულია და დილისთვის დაგეგმილ ფრენებშიც ცვლილებები არ შესულა.
31 მარტს, ძლიერი ქარის გამო ქუთაისი-რიგის რეისი დაგვიანებით გაფრინდა. პრობლემები შეექმნათ რიგა-ქუთაისის ავიარეისის მგზავრებსაც, რომლებიც უამინდობის გამო ბარგის აღებას ვერ ახერხებდნენ. მათ კუთვნილი ნივთები უკვე გადასცეს.
ძლიერმა ქარმა ქუთაისში მრავალწლოვანი ხეებიც მოგლიჯა. შედეგად არავინ დაშავებულა.