Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართავენ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები - სასამართლო რეფორმა

0
ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართავენ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები - სასამართლო რეფორმა

„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას, სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის ნაცვლად, „თავს მოახვია ფასადური პროცესი“, სადაც მოსამართლეთა ნომინაციის კრიტერიუმები და პროცედურები „მხოლოდ ილუზიის შექმნის მიზნითაა შემოთავაზებული“, - წერია  ერთობლივ წერილში, რომლითაც ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს მიმართავენ.

წერილში მოთხრობილია წინაისტორია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციან სიასთან დაკავშირებით, რომლის პარლამენტისთვის წარდგენამაც საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

„სია შედგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ მდგომი რეპუტაციის მქონე მოსამართლეებისგან, რომელთაც წარსულში საეჭვო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთა მიმართ დაბალია საზოგადოებრივი ნდობა. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე „ქართულ ოცნებას“ მოუწია ნომინაციის პროცესის შეჩერება და კანონის რეფორმირების პირობის დადება, მერიტოკრატიული და გამჭვირვალე შესარჩევი პროცესის უზრუნველსაყოფად“, - თუმცა წერილზე ხელმომწერთა თქმით, მმართველმა პარტიამ დაპირება არ შეასრულა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ უპირატესობა მიანიჭა საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარ ფორმულირებას, რომელიც ხელსაყრელია სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების „კლანად“ ჩამოყალიბებული  ჯგუფისთვის.   

„ქართულმა ოცნებამ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლიდერობით (რომლის მზარდად აგრესიული რიტორიკა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ ცალკე შეშფოთების საგანია), შეინარჩუნა გადაწყვეტილების მიღების ფორმულა ნომინაციის პროცესში, რაც აკანონებს და განამტკიცებს გავლენიან მოსამართლეთა ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში, რომელიც კლანად ჩამოყალიბდა“.

ჯანი ბუკიკიოსთვის გამიზნულ წერილში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა მუშაობის პროცესში წარმოდგენილ ჯანსაღ ალტერნატიულ ინიციატივებზე და „ისე მიიღო კანონი პირველი მოსმენით, რომ არც კი დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და, კონსტიტუციის დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ინტერპრეტაციის ფონზე, გაიტანა საკუთარი გადაწყვეტილების მიღების ფორმულა და ამით გამორიცხა დაცვის მექანიზმის შექმნა კლანური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ“.

წერილის ავტორები თვლიან, რომ „ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯით ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, რამაც შესაძლოა მწვავე სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს“. ისინი იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კრიზისის თავიდან აცილებას მოემსახურება და შესაბამისობაში იქნება საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესთან. ტექსტში მოცემულია ასევე ცვლილებების ჩამონათვალი, რომელთა შეტანაც აუცილებელია პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტში.

განცხადების ტექსტს ხელს აწერს 15 პოლიტიკური გაერთიანება და საზოგადოებრივი ორგანიზაცია: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.

„საერთო სასამართლოების კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 20 მარტს დაამტკიცა. მას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин принял решение о расширении мер поддержки промпредприятий


Спорт в России и мире
Москва

Курсант Пермского военного института Росгвардии принял участие в финале интеллектуальной олимпиады Приволжского федерального округа


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Дарья Касаткина

Касаткина, Андреева и Кудерметова — в тройке лидеров в борьбе за звание лучшей теннисистки


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о достижениях национальных целей по экологии





Путин в России и мире
Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает В.В. Путину улучшить либо вообще отменить налоги в обществе.


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Президент Камеруна получил послание от Президента Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил, что обеспокоен заявлениями республиканцев в США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Кажетта Ахметжанова

Мистический Тибет: путеводитель по местам силы от Кажетты Ахметжановой



Москва

Фельдшерско-акушерский пункт открылся в Егорьевске после ремонта

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net