დმიტრი მედვედევმა პირველი კომენტარი გააკეთა მინისტრ აბიზოვის დაპატიმრების ფაქტზე
რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მიხაილ აბიზოვს წარმოექმნა „კრედიტორებთან კონფლიქტი“, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა. „ალბათ, ეს ცუდია, მაგრამ ახლა კონფლიქტის განვითარების სხვა ვარიანტი არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა დიმიტრი მდვედევი მისი ყოფილი მრჩევლისა და „ღია მმართველობის“ საკითხების მინისტრის, მიხაილ აბიზოვის დაპატიმრებას.
27 მარტს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მიხაილ აბიზოვს, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ციმბირის ენერგეტიკული კომპანიისაგან 4 მილიარდი რუბლის გამოძალვისათვის. მანამდე 16 თებერვალს სასამართლომ პატიმრება მიუსაჯა რუსეთის ინტერნეტბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს, ფონდ Baring Vostok-ის დამფუძნებელს, მაიკლ კალვის. მედვედევი ამ დაპატიმრებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი „კონფლიქტში შევიდა აქციონერებთან.“