Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

ლგბტ აქტივისტები დინამოს სტადიონზე ხელშეშლისთვის სტრასბურგში ჩივიან

0
ლგბტ აქტივისტები დინამოს სტადიონზე ხელშეშლისთვის სტრასბურგში ჩივიან

ლგბტ აქტივისტებმა დინამო არენაზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. - ნათქვამია, არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებაში.

საქმე ეხება 2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში დინამო სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩს, სადაც ლგბტ აქტივისტები გურამ კაშიასთვის მადლიერების გამოსახატად ლგბტ სიმბოლიკით მივიდნენ, შსს-ს თანამშრომლებმა მათ არ მისცეს უფლება, რომ ლგბტ სიმბოლიკა სტადიონზე შეეტანათ.

„გულშემატკივრებს მატჩზე არ შეატანინეს დროშები და პოსტერები, რომლებზეც ცისარტყელა იყო გამოსახული. ეს შეზღუდვა სამინისტრომ დაასაბუთა სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებით და დაეყრდნო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას დროებით შეუზღუდოს ადამიანს გადაადგილების თავისუფლება და ასევე დროებით ჩამოართვას რომელიმე ნივთის ფლობის უფლება, თუ ეს ნივთი წარმოადგენს მისი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს.“- წერს „თანასწორობის მოძრაობა“ განცხადებაში.

სარჩელი ევროსასამართლოში 2019 წლის 9 მარტს გაიგზავნა. საქმეს “თანასწორობის მოძრაობა” აწარმოებს. 9 ლგბტ აქტივისტს, ვინც სასამართლოს მიმართა, მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გადააცილეს საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან დროშები და პოსტერები, თავისთავად, ვერ იქნებოდა გამოყენებული სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების იარაღად.

იმ შემთხვევაში, თუ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ადგილი ექნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, პოლიციას ზომები უნდა მიეღო ამ ქმედებების აღსაკვეთად.

პოლიცია წინასწარ გაფრთხილებული იყო, რაზეც მეტყველებს ის, რომ მე-9 სექტორში, სადაც გურამ კაშიას გულშემატკივრებიც იყვნენ კონცენტრირებული, საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.

მომჩივნები ედავებიან ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 და მე-11 მუხლთან მიმართებით მე-14 მუხლის დარღვევას.

მე-11 მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-14 მუხლით დისკრიმინაციისგან თავისუფლება.

მომჩივნებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უსაფუძვლოდ შეზღუდა ისინი და ეს გააკეთა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ანუ დისკრიმინაციულად.

„ადგილობრივ დონეზე პროკურატურამ უარი თქვა, შსს-ს თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყებაზე, რადგან ვერ დაინახა დანაშაულის, ანუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც ვერ დაინახა პოლიციელების ქმედებებში დისციპლინური გადაცდომები და განმარტა, რომ ისინი მოქმედებდნენ შსს-ს მაღალჩინოსნის ბრძანების და კანონის საფუძველზე“,- წერს უფლებადამცავი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“.

მომჩივნებმა საჩივრით პროკურატურის, გენინსპექციის, შსს-ს მინისტრის და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გარდა, მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველსაც, თუმცა უშედეგოდ.

მატჩი, რომელიც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის გაიმართა, შედგა მას შემდეგ რაც გურამ კაშიას უეფამ “თანასწორობის ჯილდო” გადასცა. ჯილდოს გადაცემამდე ერთი წლით ადრე, გურამ კაშია ჩაერთო ჰოლანდიის ერედივიზიონის კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ. კამპანიაში ჩართვის ნიშნად, კაშიამ ლგბტ სამკლავური გაიკეთა, რასაც საქართველოში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების პროტესტის მოჰყვა. ამ პროტესტის საპირწონედ კი ლგბტ და სამოქალაქო აქტივისტები გურამ კაშიას მხარდასაჭერად და მადლობის ნიშნად მივიდნენ დინამო არენაზე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

Чья компания сильнее всех?


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко сняла траур по Кольцову и завела новые романтические отношения


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о качественном росте отечественного автомобилестроения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Анна Плетнева чуть не задохнулась на сцене из-за конфетти в виде сердца



Москва

Специалисты мобильного комплекса НИКИ детства осмотрели 4,5 тыс детей в 2024 г

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net