Tbilisi Open Air-ზე Franz Ferdinand, UNKLE, Mogwai, Rhye და სხვა ცნობილი ბენდები წარდგებიან
ცნობილია ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის მონაწილეები.
21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ლისის ტბის ტერიტორიაზე, 3 დღის განმავლობაში, 4 სცენაზე, 60-ზე მეტი არტისტი წარდგება.
ფესტივალის მთავარი მონაწილეები იქნებიან: Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, მწვანე ოთახი.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, 19 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) 3-დღიანი აბონემენტი. ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ, ასევე ფილარმონიის სალაროებში.
რაც შეეხება დღიურ ბილეთებს მათი გაყიდვა 8 აპრილიდან დაიწყება.
Tbilisi Open Air წელს მეათედ ტარდება.