ერთი ადამიანი დაშავდა აფეთქებისას თემქაზე
თემქაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე, სავარადუდო, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის აივნის ნაწილი.
„ყაზტრანსგაზის“ წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქება გამოიწვია დანადგარის ექსპლოატაციის ნორმების დარღვევამ.