ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს - ბექა ნაცვლიშვილი
სოციალური მუშაკების საგაფიცვო მზადებას გამოეხმაურა მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, ამ კვირაში მიმდინარეობს შრომითი მედიაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის. იმისთვის, რომ მიღწეული იყოს შეთანხმება.
„სოციალური მუშაკები არიან, ჯანდაცვის სამინისტროში ის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფსბიოლოგიურ ოჯახებში ბავშვების შენარჩუნებას, მაგრამ, სამწუხაროდ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად შეასრულონ თავისი ვალდებულება, გაუმართავი ინფრასტრუქტურის, შრომითი პირობებისა და ქვეყანაში ოჯახზე ზრუნვის ინფრასტრუქტურის არარსებობს გამო“.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ეს ქვეყანაში არსებული სავალალო სოციალური პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენი სოციალური პოლიტიკა არ არის ადამიანების განვითარებაზე მორგებული პოლიტიკა, ეს არის ადამიანების შენარჩუნებაზე ორინტირებული სოციალური პოლიტიკა. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს“.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით საქართველო არ არის ღარიბი ქვეყანა, საქართველო არის უთანასწორო ქვეყანა და ხელისუფლებამ ამ უთანაწორობის წინაღმდეგ უნდა მიმართოს ძალისხმევა.