Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

საქართველოში ფრანკოფონიის დღეები გრძელდება

0
8-30 მარტს საქართველოში ფრანგული ენისა და  ფრანკოფონიის დღეები აღინიშნება. საფრანგეთის ელჩის საქართველოში, პასკალ მენიეს თქმით, „ფრანკოფონიის თვე საქართველოში წელს განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ამის ერთ-ერთი საფუძველი ისიც არის, რომ „საქართველოს ჰყავს ფრანგულენოვანი, ანუ ფრანკოფონი სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი)“. ელჩისთვის მისასალმებელია ისიც, რომ ფრანკოფონიით ინტერესდება საქართველოს სულ უფრო მეტი რეგიონი.


წელს ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მასპინძლობენ: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, პატარძეული და წელს პირველად - ლანჩხუთიც. ელჩი პასკალ მენიე ამბობს, რომ პროცესში გურიის ჩართვა ძალიან სასიამოვნოა, რადგან ფრანგების „დიდი მეგობრის“, პიანისტ ელისო ბოლქვაძის მამა სწორედ გურიიდან არის.


30 მარტამდე გაიმართება ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენება, კულინარიული მასტერკლასები, ლიტერატურული შეხვედრები, საჯარო ლექციები, კონკურსები და ასე შემდეგ. საფრანგეთის საელჩოს გარდა, ფრანკოფონიის დღეებს უერთდებიან საქართველოში მოქმედი შვეიცარიისა და რუმინეთის საელჩოები და ასევე, კანადის საელჩო თურქეთში და ბელგიისა და მოლდავეთის საელჩოები აზერბაიჯანში.  


2019 წელს საქართველოში ფრანკოფონიის თვე  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.


ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIF) საქართველო 2004 წლიდან არის წარმოდგენილი, დამკვირვებელი წევრის სტატუსით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის, კახა ხანდოლიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ქვეყანამ ორგანიზაციის წევრის სტატუსი მიიღოს.


2020 წელს ტუნისში დაგეგმილ ფრანკოფონიის სამიტზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, რომ განაცხადი გააკეთოს ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობისთვის.


ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 20 მარტს აღინიშნება. 20 წელზე მეტია, რაც ამ პროცესს საქართველოც შეუერთდა.


ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF) 1970 წლის 20 მარტს შეიქმნა და ამჟამად 70-მდე ქვეყანას აერთიანებს. ხუთი ქართული უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოშია გაერთიანებული.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net