რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ გამოსვლა შეაწყვეტინა ეკონომიკის მინისტრს
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გამოსვლა შეაწყვეტინა ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ ორეშკინს. ვოლოდინი გამოვიდა წინადადებით, გადაეტანათ „სამთავრობო საათი“, ვინაიდან, მისი აზრით, მინისტრმა ვერ შეძლო განსახილველი თემის გაშლა. მის წინადადებას სახელმწიფო დუმის ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ დეპუტატმა 20 წლის განმავლობაში პირველად შეაწყვეტინა გამოსვლა მინისტრს. ახლახან ორეშკინმა განაცხადა, რომ ყოველი მმართველი პირისთვის საინტერესო იქნებოდა პრეზიდენტის პოსტზე მუშაობა და ეს სიტყვები სწრაფად გავრცელდა მედიაში. მოგვიანებით ორეშკინმა ფეისბუკში დაწერა, რომ პრეზიდენტის დონიდან ისევე შორსაა, როგორც „მთვარისგან“.