Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

მამუკა ხაზარაძის სიტყვები ამყარებს შეშფოთებას სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ - სამოქალაქო სექტორის განცხადება

0
მამუკა ხაზარაძის სიტყვები ამყარებს შეშფოთებას სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ -  სამოქალაქო სექტორის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, შს მინისტრისგან მიღებული მუქარის წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადება საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებთან დაკავშირებით ეჭვებს ამყარებს.

განცხადების ხელისმომწერები პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

„საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამოსვლისას, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, რომელიც მისგან გარკვეული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ რეპუტაციის შელახვით დაემუქრა. ასევე, მან დაახასიათა ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოებული პროცესი როგორც შანტაჟი, და გაიხსენა, რომ, მასთან შეხვედრის დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიანიშნებდა ზეწოლაზე პოლიტიკოსებისა და სხვა გავლენიანი პირების მხრიდან, რომლის მიზანი ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება იყო. მისი განცხადებით, სახეზეა ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მიერ ორკესტრირებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისინი სამართალდამცავ უწყებებსა და ეროვნულ ბანკს იყენებენ. ეჭვს ასეთი კამპანიის შესახებ ამყარებს ის გარემოებაც, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოსმენაზე ეროვნული ბანკის წარმომადგენლების თანდასწრებით და მხოლოდ ამ საკითხის გარშემო საჯარო სკანდალის შემდეგ დათანხმდა, რომ მათთვის საკომიტეტო ტრიბუნა დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

 თუ ხაზარაძის განცხადებას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ის კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისთვის.

ეს ტენდენცია არსებითად შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს. აქედან გამომდინარე, და რადგან არ გვაქვს იმედი რომ სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებასა და მიუკერძოებელ გამოძიებას მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს - შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე.

ამასთან, მოვლენებისათვის მეტი სიცხადის მოსაფენად, მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი.

მზად ვართ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევხვდეთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი სურვილის შემთხვევაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო,“ „კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი,“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია,“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი,“ „საქართველოს რეფორმების ასოციაცია,“ „სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი,“ „მწვანე ალტერნატივა“, „საზოგადოება და ბანკები“, „მსოფლიო გამოცდილება საქართველისთვის“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, „მედიის განვითარების ფონდი“.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Мэр Собянин: в Москве стартовали испытания первого в РФ беспилотного трамвая


Спорт в России и мире
Москва

Анимационной компании «ЯРКО» – 3 года!


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ирина Хромачёва

Россиянки Хромачёва и Сизикова пробились в финал парного турнира в Рабате


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге: «Ингушетия может стать настоящим открытием даже для опытных туристов»





Путин в России и мире
Москва

Путин встретился с патриархом Кириллом


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко встречал Путина в аэропорту




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Зеленскому приготовиться". В Киеве раскрыли, что задумал Порошенко


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



OG Buda

Настоящая дружба: как Федук и OG Buda выглядели до популярности



Москва

Вирусолог Карпова рассказала, опасен ли новый вариант коронавируса FLiRT

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net