დონალდ ტუსკი: არსებობს ევროპარლამენტის მაისის არჩევნებში ჩარევის საფრთხე
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, მაისის თვეში დანიშნულ ევროპარლამენტის არჩევნებში არსებობს გარედან ჩარევის საფრთხე. აღნიშნული გარფთხილება ტუსკმა გააკეთა 5 მარტს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს საფრთხე შეიძლება იყოს მსგავსი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის იმ კამპანიისა, რამაც თავი იჩინა „ბრექსიტის“ თაობაზე ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ბოლოდროინდელი არჩევნების დროს.
ტუსკს არ უხსენებია კონკრეტულად რუსეთი. მაგრამ მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთი შეეცადა ბრექსიტის კენჭისყრით მანიპულაცია, გერმანიამ და საფრანგეთმა მოსკოვი დაადანაშაულა მათთან გამართულ არჩევნებში ისეთივე ფორმით ჩარევაში, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ტროლების გამოყენების საშუალებით 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„არ უნდა დაუშვათ, რომ უცხოური, მტრული ძალების მიერ დაფინანსებულმა პარტიებმა განსაზღვრონ ევროკავშირის ძირითადი პრიორიტეტები და ევროპის ინსტიტუტების ხელმძღვანელობის ბედი“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო არის მსოფლიოში ერთადეთი ტრანსნაციონალური პარლამენტი, რომლის შემადგენლობასაც პირდაპირი არჩევნების წესით განსაზღვრავს ევროკავშირის ქვეყნების 400 მილიონამდე მოქალაქე.